GE EN
სხვა სიახლეები
გერმანიის მთავარ ეკონომისტს თბილისში ელიან

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.მათივე ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი).დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე.როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ვიზიტით სვენ გიგოლდს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.„საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, - განაცხადა სვენ გიგოლდმა.გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეხმარება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტებით (ექსპორტის საკრედიტო გარანტიები, საინვესტიციო გარანტიები, ევროკავშირის ტვინინგის პროექტები, პარტნიორობა ადმინისტრაციულ დარგში, პროგრამა „პარტნიორობა ბიზნესში გერმანიასთან“).„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა უცხოურ ბაზარზე შესვლისას.ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მონაწილეობას 

1715067071

აპრილის ბოლოს 100 ოქროს ზოდი გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან ამ დრომდე ოქროს 653 ზოდია გაყიდული, მ.შ. 8 ცალი 1 კგ-იანია, დანარჩენი 20 გრ-იანი.ფასი აპრილის ბოლოსკენ შემცირდა და 2 მაისისთვის, 1 კგ -იანი 208 205 ლარი, პატარა ზომის ფილა კი 4 164 ლარი ღირდა.

1715064875

მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

Wycombe Wanderers ლიგა 1–ში თამაშობს.„Wycombe Wanderers-ის 90%–ის მფლობელის Feliciana EFL Ltd–ის საკუთრების უფლება Feliciana EFL LLC–სგან Blue Ocean Partners II Limited–ზე გადავიდა, რომლის მფლობელიც არის მიხეილ ლომთაძე“, – ნათქვამია პრეს–რელიზში.გარდა ამისა, Forbes ყაზახეთი წერს, რომ მიხეილ ლომთაძე, ედუარდ ვიშნიაკოვი და დენიელ რაისი კლუბის დირექტორატის წევრები გახდნენ.გარიგების ფასზე არაფერია ნათქვამი.კლუბის საიტზე ატვირთულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლომთაძემ გულშემატკივრებს მიმართა და უთხრა, რომ განდის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება ექნება.Wycombe Wanderers 1887 წელს დაარსდა.

1715062449

ზვავსაშიშროების გამო გუდაური–კობის მონაკვეთი ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

1715061129

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სიმტკიცეს, სიყვარულს და სულიერ თავისუფლებას!       

1714853317

ეკატერინე მიქაბაძემ ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართ...

აღნიშნული დისკუსია Galt & Taggart-ისა და თიბისი კაპიტალის ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა მდგრადი დაფინანსება და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელობა იყო.სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და იმ ინიციატივებზე, რომელსაც ეროვნული ბანკი ბაზრის სტიმულირებისთვის ახორციელებს."2023 წელი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით გამორჩეული იყო, ბაზარი თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება. ამის საფუძველი რა თქმა უნდა, ის საკანონმდებლო ღონისძიებები და თარგეთირებული ინიციატივებია, რომელიც ტარდება ეროვნული ბანკის მიერ", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.მისივე განცხადებით, კვლავ გაგრძელდება კონკრეტული პროგრამები, რაც ბაზრის განვითარების პოზიტიური ტენდენციების შექმნის საფუძვლად იქცა.პანელზე გამოსვლისას, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მდგრად დაფინანსებაზე მოთხოვნა როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში იზრდება და ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საქართველოს ბაზრის სპეციფიკას მორგებული რეგულაციები და საზედამხედველო წესები შეიმუშაოს.ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.სემინარის ფარგლებში ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

1714746033