GE EN
საფინანსო სექტორი
სავალუტო ვაჭრობაში სებ-ის წილი გაიზარდა

ამასთან გაზრდილია სებ-ის სავალუტო ვაჭრობა BMatch-ზე: აპრილ-მაისის წმინდა შესყიდვებმა $966 მილიარდს გადააჭარბა, იანვარ-თებერვლის ნავაჭრზე თითქმის 2-ჯერ მეტი. რამაც სავალუტო რეზერვები გაზარდა.სარეზერვო აქტივების ზრდაზე, ასევე მოქმედებს მთავრობის მიერ მიღებული სავალუტო ჩარიცხვები, რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები, მონეტარული ოქროს გადაფასება.მარტში კი სებ-მა უფრო მეტი ვალუტა გაყიდა ვიდრე იყიდა და შესამისად წმინდა გაყიდვები იყო 16.2 მლნ აშშ  დოლარის. სებ-ის წილი მთლიან სავალუტო ვაჭრობაში თვეების მიხედვით 

1782743640

ს&ბ: გვახსოვდეს 0%-იანი განვადება არის მითი

განვადების შემთხვევაში კონდიციონერის ფასი ცოტათი გაიზარდა, 1600 ლარი გახდა. ეს დაახლოებით 7%-იანი ფასნამატია, რომელსაც თავად სავაჭრო ობიექტები ამატებენ, თუ ნივთის ღირებულებას მთლიანად ვერ ფარავთ. შემდეგ დარჩენილ თანხას მცირე საკომისიოც დაემატა და გადანაწილდა 12 თვეზე. საბოლოოდ, განვადებით კონდიციონერის შეძენა, დაახლოებით 200-250 ლარით უფრო ძვირი დამიჯდა, თუმცა მიღირდა, რადგან უკვე საკმაოდ ცხელოდა, მე კი თანხის მოგროვებას ვერ დაველოდებოდი.განვადება მარტივი, კომფორტული პროდუქტია, მოგეწონა რამე ნივთი, დიდი დრო არ გჭირდება, მალევე ყიდულობ. თუმცა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ყველა ის ხარჯი, რაც ამ სესხს ახლავს. ეს ძირითადად არის მაღაზიისგან ფასნამატი და ბანკის საკომისიო, რაც საბოლოო ჯამში ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს გვაძლევს.ამიტომ გვახსოვდეს, 0%-იანი განვადება არის მითი, პროდუქტს ემატება მაღაზიისგან ფასნამატი და საკომისიო ბანკისგან. ნომინალური პროცენტი შეიძლება მართლაც 0 იყოს, რადგან თანხა 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება, მაგრამ სესხთან დაკავშირებული ხარჯების გამო ეფექტური განაკვეთი თითქმის 25% გამოდის.ერთიც უნდა აღვნიშნო, 0%-იანი განვადების მარკეტინგულ ხრიკს ბანკები კომუნიკაციაში უკვე კარგა ხანია აღარ იყენებენ.

1782741844

ნათია თურნავამ ბაზელში BIS–ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მო...

ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და ცნობილ ეკონომისტებს აერთიანებს. წლიური ასამბლეის ფარგლებში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და შესაძლებლობები მიმოიხილეს.ღონისძიების ფარგლებში, BIS-ის გენერალურმა მენეჯერმა ასამბლეის მონაწილეებს ბანკის წლიური ეკონომიკური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გლობალური მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს დაეთმო. ასევე მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ციფრული რისკების მართვისა და ინოვაციური პროდუქტების უსაფრთხოდ ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.„ბაზელის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული ბანკის გლობალურ საფინანსო პროცესებში აქტიურ ჩართულობას და პარტნიორ ცენტრალურ ბანკებთან გამოცდილების გაზიარებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით“,  - განაცხადა ნათია თურნავამ.საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი დაესწრო.

1782740604

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები დავარდა

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 108.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.98% წინა კვირასთან შედარებით და -0.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 217 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 106.50 - 116.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 83 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.37% წინა კვირასთან შედარებით და +0.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 239 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.90 - 46.22 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.83% წინა კვირასთან შედარებით და -3.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 179 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.65 - 42.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

1782723523

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამ...

ამჯერად, მორიგი შეხვედრა ბათუმში, SOLO ლაუნჯში, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გაიმართა, რომელიც მიზნად EBRD-ის ფინანსური, საგრანტო და საკონსულტაციო შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა.ღონისძიებაზე ადგილობრივ მეწარმეებს დეტალურად გააცნეს EBRD-ის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც დაფინანსების ხელმისაწვდომ სქემებზე, ასევე საკონსულტაციო პროგრამებსა და საგრანტო კომპონენტებზე.აღსანიშნავია, რომ შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.(R)

1782723086

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრ...

ამჯერად, Punchline Profit-ის სტუმრები „ტელაგრის“დამფუძნებელი, ირაკლი ჩიქავა და „დომინოს პიცას“დამფუძნებელი, მიხეილ ალხანიშვილი იქნებიან. სტუმრები ისაუბრებენ იმაზე, თუ რატომ შეიძლება სწორი შეხვედრა უფრო ღირებული იყოს, ვიდრე მილიონიანი მარკეტინგული ბიუჯეტი. ასევე, იმ გამოწვევაზე, რომელიც წარმატებული ბიზნესის შექმნის შემდეგ იწყება: რა უნდა აკეთოს დამფუძნებელმა მაშინ, როდესაც კომპანიას მისი ყოველდღიური ჩართულობა აღარ სჭირდება.გულწრფელი დიალოგის, რეალური ბიზნესგამოცდილებებისა და იუმორის საშუალებით, ეპიზოდი შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: საერთაშორისო გაფართოება, ლიდერობა, დელეგირება, დამფუძნებლის როლი და ბიზნესის განვითარების შემდეგი ეტაპი.Punchline Profit-ის მეორე ეპიზოდის წამყვანები უცვლელად, შოთი არველაძე და გიორგი მარრი იქნებიან, თანაწამყვანის ამპლუაში კი, ამჯერად, BLC Law Office-ის მმართველი პარტნიორი და ინვესტორი, ქეთევან ქვარცხავა წარდგება. მეორე ეპიზოდიც, ტრადიციულად, სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს - დისკუსიას, ბიზნესთერაპიას და გამოსავლის ძიებას.Punchline Profit-ის თითოეული ეპიზოდის, ასევე სხვადასხვა სახის კონტენტის ნახვა ბიზნესშოუს YouTube-ის გვერდზე, ასევე, ონლაინ პლატფორმებზე - Facebook, Instagram, LinkedIn-სა და TikTok-ზეა შესაძლებელი.ბიზნესშოუ მედია კომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით. (R)

1782721057

მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარა...

,,საგანძურის მარათონი’’ საინტერესო ისტორიას ეფუძნება, სადაც მოთამაშეები ოთხ დიდ საგვარეულოდ განაწილდებიან და სამეფოში გაბნეული საგანძურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. თამაშში გუნდურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - სწორედ საერთო ძალისხმევა გადაწყვეტს ფინალისტების ვინაობას. გუნდებში მოთამაშეების გასანაწილებლად, მომხმარებლები სპეციალურად მარათონისთვის შედგენილ ქვიზს შეავსებენ, რომელიც მათ ფინანსური ქცევებს გამოავლენს და შესაბამის საგვარეულოში გაანაწილებს.თიბისის მობაილბანკი, თამაშის მონაწილეებს, ყოველდღიური და ყოველთვიური მისიების შესრულებას, მონეტების დაგროვებას და სრულიად ახალ ციფრულ გამოცდილებას შესთავაზებს. ყოველი დღის, კვირისა და თვის ბოლოს ოთხი საგვარეულოს თითო მედროშე დასაჩუქრდება. მთავარი პრიზისთვის ბრძოლას კი, მხოლოდ ფინალში გადასული საგვარეულოს წევრები შეძლებენ.მარათონის მიზანი ამჯერადაც უცვლელია. შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება და კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალი მომხმარებლებისთვის.თამაშის წესების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/treasure-marathon (R)

1782576300

ისწავლე აშშ-ში BOG-ის სტიპენდიით - Fulbright-ის პროგრამაზე მიღება მალე...

BOG-მ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით.

1782487667

BOG წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკია - GF

აღნიშნული აღიარება ეფუძნება Global Finance-ის ყოველწლიურ შეფასებას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 83 ქვეყანასა და რეგიონში მოქმედ საბანკო ინსტიტუტებს მოიცავს. გამარჯვებულების შერჩევისას გამოცემის რედაქციამ გაითვალისწინა ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა მომსახურების ხარისხი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება, ოპერაციული მდგრადობა და სხვა პარამეტრები. გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით, Global Finance-ის რედაქცია 2024 წლის მონაცემების ანალიზს დაეყრდნო.Global Finance-ის შეფასებით, მზარდი გლობალური საინვესტიციო მოთხოვნის ფონზე, სუბ-კასტოდიან ბანკების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.საქართველოს ბანკმა კი გამოიჩინა მაღალი საოპერაციო სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი მომსახურების ხარისხი.„საქართველოს ბანკი მუდმივად ავითარებს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს, რომლებიც ინოვაციურ და თანამედროვე საბანკო გამოცდილებას ქმნის. ჩვენ არ ვჩერდებით არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაზე და აქტიურად ვახორციელებთ ახალ ინიციატივებს, რათა კიდევ უფრო გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ საბანკო მომსახურება. Global Finance-ის მიერ მინიჭებული აღიარება ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომისა მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რაც გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ განვითარება და დავაწესოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია.ინფორმაციისთვის, სუბ-კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი წამყვანი სუბ-კასტოდიანი ბანკია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს. საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.(R)

1782480122

საქართველოს ბანკმა დაიწყო YouTube პროექტი - უყურე Creator ჩემპიონატს ა...

პროექტში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომლებიც საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნების სახელით იასპარეზებენ. ყოველ ეპიზოდში ვიხილავთ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კრეატორების გუნდს.გამარჯვებულების გამოვლენა ლიდერბორდების მიხედვით მოხდება. გადაცემის ფარგლებში, მონაწილეებმა სწორად უნდა გასცენ პასუხი კონკრეტული ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან დასმულ კითხვებს და შეასრულონ ჩელენჯები. საუკეთესო კი ის გუნდი გახდება, რომელიც შეძლებს საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნის ღირსების დაცვას.„Creator ჩემპიონატის“ გამარჯვებულს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა.არ გამოგრჩეთ ახალი გადაცემა საქართველოს ბანკის YouTube არხზე, ამისათვის გამოიწერეთ არხი @argacherdeერთად ვუგულშემატკივროთ საყვარელი კრეატორების გუნდებს.საქართველოს ბანკი - სპორტის მთავარი მხარდამჭერი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.(R)

1782475425