GE EN
რუსეთ–უკრაინის ომი
ტრამპი უკრაინაში ომის შესახებ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებით იმე...

რუბიომ დასძინა, რომ ცალკეულ საკითხებში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ტრამპი მთლიანობაში იმედგაცრუებულია. „მას უბრალოდ არ ესმის, როგორ ვერ ახერხებს ორი ქვეყანა ასეთი სასტიკი, საშინელი და სისხლიანი ომის პირობებში შეთანხმებას მის დასასრულებლად... სტივი (ვიტკოფი - რედ.) არ ვიცი რამდენჯერ იმოგზაურა საკუთარი ხარჯებით მთელ მსოფლიოში, რათა ეს საქმე ბოლომდე მიეყვანა. ამიტომ, გვყავს ბევრი ადამიანი, ვინც უდიდესი ძალისხმევა ჩადო და ვფიქრობ, მივაღწიეთ პროგრესს განსახილველი საკითხების შემცირების კუთხით, თუმცა ზოგიერთი თემა, სამწუხაროდ, რჩება კვლავ რთულად“, - ხაზგასმით აღნიშნა რუბიომ.მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ტერიტორიული საკითხი არ გადაწყდება. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელები მიისწრაფვიან ომის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერებისკენ.„პრობლემა მდგომარეობს იმაში, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება ამ ომის შესაჩერებლად და ტერიტორიების საკითხში. ეს რთულია - ეს არის ის, რაც გვაქვს. ჩვენს შორის ახალი არაფერია. ისინი შეეცდებიან საუბარს ხვალ და ვფიქრობ, ისაუბრებენ მარტის პირველ დღეებში სამმხრივ დონეზე. იმედი მაქვს, რომ შეხვედრა შედგება“, - თქვა ზელენსკიმ.თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა წინ მიიწევს და უახლოვდება მომენტს, როდესაც ყველა მხარეს მოუწევს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება.„ასეთი ომები თავისთავად არ სრულდება. ისინი ან სამართლიანი გადაწყვეტით სრულდება, ან აუცილებლად ბრუნდება კიდევ უფრო მასშტაბური და საშიში ფორმით“, - დასძინა ბუდანოვმა.

1772090694

ავსტრიაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლამდე „არარეალისტურ...

უკრაინაში ომმა დააჩქარა ეს გაჭიანურებული პროცესი, თუმცა ზოგიერთი სახელმწიფო შიშობს, რომ უკანა პლანზე დარჩება, რადგან კიევის განაცხადი პოლიტიკური მოსაზრებებით უფრო სწრაფად განიხილება.უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის წინ, ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, დააწესოს უკრაინის გაწევრიანების საბოლოო ვადები და მომავალი წელის შეთავაზება. ბაუერმა FT-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს „არა მხოლოდ ამბიციური, არამედ არარეალისტურიცაა“.„ჩვენ გვაქვს მკაფიო წესები და პირობები, რომელთა საფუძველზეც ქვეყანა შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს წესები ყველასთვის საერთოა“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.კერძოდ, პოლიტიკოსმა ისაუბრა სხვა კანდიდატებზე, მაგალითად, ჩერნოგორიაზე, რომელმაც მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო და გაწევრიანება 2028 წლისთვის სურს.„ხედავთ, რა გრძელი გზა გაიარეს მათ. უკრაინის შემთხვევაში მოლაპარაკებები ჯერ არც კი დაწყებულა, ზოგიერთ სფეროში კი რეფორმების უზარმაზარი საჭიროება არსებობს. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ორმაგ სტანდარტებს; დაჩქარებული პროცედურები ვერ იარსებებს“, - განაცხადა ბაუერმა.თავის მხრივ, მინისტრმა უნგრეთი გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილებების ბლოკირების გამო.ცნობილია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კვლავ ადებს ვეტოს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსა და კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას. ის ამას მილსადენ „დრუჟბათი“ ნავთობის მოწოდების შეფერხებას უკავშირებს. ასევე, ზოგიერთმა ჩინოვნიკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ორბანმა შესაძლოა ვეტო გამოიყენოს, როგორც ბერკეტი თავდაცვის ფონდების განბლოკვის შესახებ ცალკეულ მოლაპარაკებებში.„ორმხრივ ან შიდაპოლიტიკურ საკითხებს ევროპული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილი არ აქვს. უკრაინისთვის სანქციებისა და კრედიტის საკითხები გაცილებით დიდ და მნიშვნელოვან თემებს ეხება“, - განმარტა ბაუერმა.

1772022219

ზელენსკი აშშ-სგან Patriot-ის სისტემებისთვის PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტ...

„მადლობელი ვართ საჰაერო თავდაცვის ბოლო პაკეტისთვის. ყველა დეტალს ვერ გავამხელ, თუმცა პაკეტის ნახევარი უკვე აქ არის. ის ორი დღის წინ შემოვიდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინას ესაჭიროება PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტები ამერიკის შეერთებული შტატებისგან.ასევე, ზელენსკიმ ისაუბრა მომავალი ზამთრისთვის მომზადების სწრაფი ნაბიჯების აუცილებლობაზე.„ჩვენ გვაქვს გეგმები და მათ გაგიზიარებთ, რადგან ყველაფრის დამოუკიდებლად აღდგენა ნამდვილად ძალიან რთულია“, - მიმართა ზელენსკიმ სხდომის მონაწილეებს.მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ საწინააღმდეგო რაკეტები რუსეთის 12 თებერვლის მასშტაბურ კომბინირებულ შეტევამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო, რამაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა მისცა.მანამდე, დავოსში, ზელენსკიმ პრეტენზიები გამოთქვა ევროპის მიმართ საჰაერო თავდაცვის რაკეტების პრობლემის გამო. თუმცა, NATO-ში აცხადებდნენ, რომ Patriot-ის რაკეტების მიწოდებაში შეფერხება, რაზეც ზელენსკი საუბრობდა, არ ყოფილა.მოგვიანებით, NATO-ში განაცხადეს, რომ რიგი პარტნიორები უკრაინას საკუთარი მარაგებიდან გადასცემდნენ საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, რათა აშშ-დან მიწოდების დეფიციტი აღმოფხვრილიყო.NATO-ში უკრაინის ელჩმა დაასახელა ექვსი ქვეყანა, რომლებიც აშშ-ში იარაღის შესყიდვაში ყველაზე მეტად დაეხმარნენ.

1771936734

კრემლი აღიარებს, რომ ომის მიზნებს ვერ მიაღწია, თუმცა აგრესიას გააგრძელ...

კრემლის სპიკერმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას უწოდა „იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ“. მისი თქმით, ეს იყო რუსეთის მიერ დაწყებული ომის ძირითადი მიზანი. „მაგრამ მიზნები (რუსეთის ომის უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) სრულად არ არის მიღწეული, ამიტომ "СВО" (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) გრძელდება“, - თქვა მან.პესკოვმა ამასთანავე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი თითქოს ინარჩუნებს მზაობას მიზნების მისაღწევად „პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით“.„კვლავ რჩება იმედი, რომ კონფლიქტის (რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) დასრულება მოლაპარაკებებით იქნება შესაძლებელი? ეს იმედი თავიდანვე არ დაგვიკარგავს... ჩვენი პოზიცია კარგად გასაგები და თანმიმდევრულია. ახლა ყველაფერი კიევის რეჟიმის მოქმედებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რადგან რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს.გასულ კვირაში, დასავლურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა „სამშვიდობო გეგმების“ შესახებ, რომლებიც ითვალისწინებდა ომის გაყინვას ფრონტის არსებულ ხაზზე და დემილიტარიზებული ზონების შექმნას უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში.ამავდროულად, რუსეთის მმართველმა ვლადიმირ პუტინმა საბჭოთა დღესასწაულის, 23 თებერვლის აღსანიშნავ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხედრო პოტენციალის მასშტაბურ ზრდას და საზოგადოებას ტოტალური მილიტარიზაციისკენ მოუწოდა.24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა.

1771933310

სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკის „მშვიდობის ძალიან მალე დადგომა“ უსურვა

ზურაბიშვილის თქმით, მშვიდობა მანამდე ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი საკუთარ საზღვრებს არ ცნობს.„ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ამ დღეს, 24 თებერვალს, მინდა თქვენთან ერთად გავიზიარო ეს ძალიან მძიმე მომენტი, რომელიც დაუსრულებელი ომიდან ოთხი წლის შესრულებას აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში თქვენ აჩვენეთ, რამდენად მამაცია უკრაინელი ხალხი, რამდენად გამძლე ხართ და როგორ შეგიძლიათ გაუძლოთ ყველაფერს, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა დამართა თქვენს ქვეყანას. ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო იგი და ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ, ვერ მოახერხა თქვენი მუხლებზე დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. გისურვებთ, რომ მშვიდობა ძალიან მალე დადგეს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას, პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას დაესხა თავს. ასე რომ, თებერვალი არის თვე, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ამას დასასრული ექნება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში, რუსული ოკუპაციის დასრულებასთან ერთად ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ მოწმენი, რუსული ოკუპაციის დასრულებისა სხვაგანაც, „სამხრეთ ოსეთში“, აფხაზეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ საზღვრებს სცდება, რადგან მშვიდობა ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი არ აღიარებს საკუთარ საზღვრებს. დიდება უკრაინას!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა.

1771926634

მერცი: კიევმა „გამაოგნებელი“ ტერიტორიული წარმატება მოიპოვა, მოსკოვი კი...

ბერლინში სიტყვით გამოსვლისას, მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ იმაზე ეფექტურია, ვიდრე ამას ხშირად წარმოაჩენენ. პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება „მხოლოდ დროის საკითხია“.უკრაინის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა დღეს გამოაცხადა, რომ უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი 400 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე, მათ შორის რვა დასახლებულ პუნქტზე ალექსანდრიუკას ღერძზე, რადგან სამხრეთის კონტრშეტევა შენელების ნიშნებს არ ავლენს.სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის წინა დღეს, მერცმა მგზნებარე სიტყვაში დაგმო ვლადიმირ პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი რუსეთის „ბარბაროსობა“.„ეს ქვეყანა, ამ ხელმძღვანელობის პირობებში, ამჟამად სრული ბარბაროსობის ფსკერზე იმყოფება და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში, თუ რა სახის რეჟიმთან და ბარბაროსობასთან გვაქვს საქმე დღეს რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა მან.

1771850121

ზელენსკი: პუტინმა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და ის უნდა შევაჩეროთ

ზელენსკიმ BBC-ის განუცხადა, რომ პუტინს მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებული აქვს და ერთადერთი პასუხი ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლაა, რათა მან უკან დაიხიოს.„მჯერა, რომ პუტინმა ის უკვე დაიწყო. საკითხავი მხოლოდ ისაა, კიდევ რამდენი ტერიტორიის მითვისებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ იგი... რუსეთს სურს მსოფლიოს თავს მოახვიოს ცხოვრების განსხვავებული წესი და შეცვალოს ის ყოფა, რომელიც ხალხმა თავად აირჩია“.რუსეთის მოთხოვნას, რაც შეეხება, რომ უკრაინამ ჩააბაროს დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონის ის 20%, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს - ქალაქების ხაზი, რომელთაც უკრაინა „ციხესიმაგრე-ქალაქებს“ უწოდებს - ისევე როგორც დამატებითი მიწები ხერსონისა და ზაპორიჟიას სამხრეთ რეგიონებში? - BBC-ის ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, არის თუ არა ეს გონივრული მოთხოვნა, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტამდე მიგვიყვანს?„მე ამას სხვანაირად ვხედავ. ამას მხოლოდ მიწად არ აღვიქვამ. ამაში ვხედავ მიტოვებას - ჩვენი პოზიციების დასუსტებას, იქ მცხოვრები ასიათასობით ჩვენი ადამიანის ბედის ამარა დატოვებას. აი, ასე ვხედავ ამას. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს „უკან დახევა“ ჩვენს საზოგადოებას გახლეჩს“.BBC-ის ჟურნალისტი მორიგ კითხვაზე: მაგრამ განა ეს არ არის გადასახდელად მისაღები ფასი, თუკი ის პუტინს დააკმაყოფილებს? გგონიათ, რომ ეს მას დააკმაყოფილებს? - ზელენსკი პასუხობს, „ეს მას, ალბათ, გარკვეული ხნით დააკმაყოფილებს... მას პაუზა სჭირდება... მაგრამ როგორც კი ძალებს აღიდგენს - ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამბობენ, რომ ამას სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, ჩემი აზრით კი, ძალების აღდგენას ორ წელზე მეტს არ მოანდომებს - მერე საით წავა? ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ის, რომ მას ომის გაგრძელება მოუნდება, ფაქტია“. ტრამპის ფაქტორი და გამარჯვების ხედვააშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟენევაში ცეცხლის შეწყვეტის ბოლო მოლაპარაკებების წინა დღეს განაცხადა, რომ „უკრაინას ურჩევნია მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდეს“. ის კვლავ უფრო მეტად უკრაინაზე აჭერს ხელს, ვიდრე რუსეთზე. დასავლელი დიპლომატები გასული ზაფხულიდან მოყოლებული მიანიშნებენ, რომ ტრამპი ეთანხმება პუტინს იმაში, რომ უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობები არის ცეცხლის შეწყვეტის გასაღები, რომელიც ტრამპს იდეალურ შემთხვევაში მომავალ ზაფხულამდე სურს.BBC წერს, თეთრი სახლის გარეთაც ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს და მოსკოვისთვის დათმობების გარეშე მას წააგებს. ზელენსკის BBC-ის ჟურნალისტმა ჰკითხე, ჰქონდათ თუ არა ტრამპსა და სხვებს სიმართლის მარცვალი?„ახლა სად ხართ?“ - უპასუხა კითხვითვე ზელენსკიმ. „დღეს თქვენ ხართ კიევში, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში, თქვენ ხართ უკრაინაში. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. წავაგებთ? რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით“.ზელენსკის ხშირად უთქვამს, რომ უკრაინას შეუძლია მოგება, მაგრამ როგორი იქნება გამარჯვება? რა თქმა უნდა, მისი თქმით, გამარჯვება უკრაინელებისთვის ნორმალური ცხოვრების აღდგენასა და მკვლელობების დასრულებას ნიშნავს. თუმცა, გამარჯვების უფრო ფართო ხედვა, რომელიც მან წარმოადგინა, გლობალურ საფრთხეს ეხებოდა, რომელიც, მისი თქმით, პუტინისგან მოდის.„მჯერა, რომ პუტინის დღეს შეჩერება და მისი მხრიდან უკრაინის ოკუპაციის აღკვეთა მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა. რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება“.BBC-ის ჟურნალისტი: თქვენ ხომ არ ამბობთ, რომ გამარჯვება მთელი ტერიტორიის დაბრუნებაა?ზელენსკი: „ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს აბსოლუტურად ნათელია. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამის დღეს გაკეთება ნიშნავს უამრავი ადამიანის - მილიონობით ადამიანის დაკარგვას, რადგან [რუსული] არმია დიდია და ჩვენ გვესმის ასეთი ნაბიჯების ფასი. თქვენ არ გეყოფათ ხალხი, მათ დაკარგავთ და რა არის მიწა ხალხის გარეშე? სიმართლე გითხრათ, არაფერი. ასევე არ გვაქვს საკმარისი იარაღი. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არამედ ჩვენს პარტნიორებზეც. ასე რომ, ამ მომენტისთვის ეს შეუძლებელია, მაგრამ 1991 წლის სამართლიან საზღვრებთან დაბრუნება უდავოდ არის არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ სამართლიანობა. უკრაინის გამარჯვება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა, ხოლო მთელი მსოფლიოსთვის სამართლიანობის გამარჯვება - ჩვენი ყველა მიწის დაბრუნება“. ურთიერთობა ვაშინგტონთანერთი წლის წინ ზელენსკი თეთრ სახლს ეწვია და მიიღო ისეთი დახვედრა, რომელიც ერთ-ერთმა მაღალი რანგის დასავლელმა დიპლომატმა BBC-ის აღუწერა, როგორც წინასწარ დაგეგმილი საჯარო „დიპლომატიური ძარცვა“ დონალდ ტრამპისა და მისი ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მხრიდან. მათ არგუმენტებს, მსოფლიო მედიის თანდასწრებით, მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.ტრამპი, რომელიც ახლახან მეორე ვადით იქნა არჩეული, უგზავნიდა სიგნალს მსოფლიოს, რომ მხარდაჭერის ერა, რომლის იმედიც ზელენსკის და უკრაინას პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან ჰქონდათ, დასრულდა. NATO-ს წევრები უკვე გაფრთხილებულნი იყვნენ ახალი ადმინისტრაციის მიერ. ვენსი კი ახალი დაბრუნებული იყო ევროპიდან, სადაც დასავლეთ ევროპას ტრანსატლანტიკური ალიანსის სიმტკიცეზე ილუზიები დაუმსხვრია.მას შემდეგ, ზელენსკი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონათან პაუელისგან იღებდა რჩევებს, ტრამპთან საჯარო დაპირისპირებას ერიდება. აშშ-ის პრეზიდენტმა თითქმის მთლიანად შეაჩერა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. თუმცა, აშშ კვლავ აწვდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას, ხოლო ევროპული ქვეყნები მილიარდებს ხარჯავენ ამერიკელებისგან იარაღის შესაძენად უკრაინისთვის გადასაცემად.უკრაინის პრეზიდენტს BBC-ის ჟურნალისტმა ჰკითხა ტრამპის ხშირად წინააღმდეგობრივ განცხადებებზე და შეახსენა მის მიერ ნათქვამი სიცრუე, თითქოს ზელენსკი დიქტატორია, რომელმაც ომი დაიწყო - რაც ზუსტად იმეორებს ვლადიმერ პუტინის მტკიცებებს. ზელენსკის გაეცინა:„მე არ ვარ დიქტატორი და ომი არ დამიწყია, ესაა და ეს“.მაგრამ შეგიძლიათ ენდოთ ტრამპს? ჰკითხა ჟურნალისტმა მას, თუკი მისგან უსაფრთხოების გარანტიას მიიღებდა, შეასრულებდა თუ არა ის სიტყვას? ის ხომ ადამიანია, რომელიც აზრს ხშირად იცვლის.„საუბარია არა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპზე, არამედ ამერიკაზე. ჩვენ ყველანი პრეზიდენტები ვართ შესაბამისი ვადებით. ჩვენ გვინდა გარანტიები, მაგალითად, 30 წლით. პოლიტიკური ელიტები შეიცვლება, ლიდერები შეიცვლება“.იგი გულისხმობდა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს ვაშინგტონში კონგრესის თანხმობა სჭირდება, რათა ისინი მყარი იყოს. „მათ კონგრესში მიზეზთა გამო ეყრება კენჭი. ეს მხოლოდ პრეზიდენტებს არ ეხება. კონგრესია საჭირო. რადგან პრეზიდენტები იცვლებიან, ინსტიტუტები კი რჩება.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპი შეიძლება არასაიმედო იყოს, მაგრამ ის იქ სამუდამოდ არ იქნება.არჩევნები და შიდა გამოწვევებიზელენსკი ამბობს, რომ უსაფრთხოების ეს გარანტიები ძალაში უნდა შევიდეს მანამ, სანამ ის აშშ-ის კიდევ ერთ მოთხოვნას განიხილავს - ზაფხულისთვის საყოველთაო არჩევნების ჩატარებას. ეს მოთხოვნა ეხმიანება რუსულ ნარატივს, თითქოს ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია. ტრამპს არ მოუთხოვია არჩევნები რუსეთში, სადაც პუტინი პირველად მე-20 საუკუნის ბოლო დღეს გახდა ლიდერი.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კვლავ კენჭს, როდესაც არჩევნები ჩატარდება: „შეიძლება კენჭი ვიყარო, შეიძლება - არა“.არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მათი ჩატარება შეუძლებელი იყო საომარი მდგომარეობის გამო, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შემოიღეს. გადადებული არჩევნების ჩატარება, მისი თქმით, ტექნიკურად შესაძლებელია, თუკი ექნებათ დრო კანონის შესაცვლელად, მაგრამ მას მანამდე უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.ზელენსკიმ ჩამოთვალა იმდენი პოტენციური პრობლემა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით (მილიონობით ლტოლვილი საზღვარგარეთ და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები), რომ BBC-ის ჟურნალისტმა ვარაუდი გამოთქვა, რომ რეალურად ის ამ იდეის წინააღმდეგი იყო.„თუ ეს ომის დასრულების პირობაა, მოდით გავაკეთოთ. მე ვთქვი: 'სიმართლე გითხრათ, თქვენ მუდმივად აყენებთ არჩევნების საკითხს". პარტნიორებს ვუთხარი: "თქვენ ერთი რამ უნდა გადაწყვიტოთ: ჩემი თავიდან მოცილება გინდათ თუ არჩევნების ჩატარება? თუ არჩევნების ჩატარება გინდათ, მაშინ ჩაატარეთ ეს არჩევნები პატიოსნად. ჩაატარეთ ისე, რომ უკრაინელმა ხალხმა ცნოს ისინი, უპირველეს ყოვლისა. და თქვენ თავადაც უნდა აღიაროთ, რომ ეს ლეგიტიმური არჩევნებია“.იარაღი და მომავალივოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაშიც ჰყავს ოპონენტები და მკაცრი კრიტიკოსები. მის მთავრობას გასულ შემოდგომაზე კორუფციულმა სკანდალმა დაარტყა, რასაც მისი უახლოესი მრჩევლის წასვლა მოჰყვა. თუმცა, ახალი გუნდით, ზელენსკი კვლავ სარგებლობს მხარდაჭერის ისეთი რეიტინგით, რომელზეც დასავლეთ ევროპის ლიდერების უმეტესობას მხოლოდ ოცნება შეუძლია.იგი ზოგჯერ აღიზიანებს მოკავშირეებს მეტი და უკეთესი აღჭურვილობის მუდმივი მოთხოვნით. ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც მას ოვალურ კაბინეტში ტრამპმა და ვენსმა წაუყენეს, იყო ის, რომ იგი არ იყო საკმარისად მადლიერი. მისი სიის ბოლო პუნქტია ნებართვა ამერიკული იარაღის ლიცენზიით წარმოებაზე, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების.„დღეს საკითხი საჰაერო თავდაცვაა. ეს ყველაზე რთული პრობლემაა. სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ არ გვაძლევენ ლიცენზიებს სისტემების თვითონ საწარმოებლად, მაგალითად, Patriot-ის სისტემების, ან თუნდაც რაკეტების იმ სისტემებისთვის, რომლებიც უკვე გვაქვს. ჯერჯერობით ამაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ“.ჟურნალისტი: რატომ არ აკეთებენ ამას?ზელენსკი: „არ ვიცი. პასუხი არ მაქვს“.BBC-თან ინტერვიუს დასასრულს ზელენსკიმ უკრაინულიდან ინგლისურზე გადაინაცვლა. BBC-ის ჟურნალისტმა კი მას ჰკითხა, უნდა მოვემზადოთ თუ არა კიდევ უფრო ხანგრძლივი ომისთვის უკრაინაში?„არა, არა, არა, ეს ორი პარალელური გზაა... თქვენ ჭადრაკს ეთამაშებით ბევრ ლიდერს და არა რუსეთს. არ არსებობს ერთი სწორი გზა. უნდა აირჩიოთ ბევრი პარალელური ნაბიჯი, პარალელური მიმართულება. და ერთ-ერთ ამ პარალელურ გზას, ვფიქრობ, მოჰყვება წარმატება. ჩვენთვის წარმატება პუტინის შეჩერებაა“.ჟურნალისტი: მაგრამ ვლადიმერ პუტინი ხომ არ აპირებს ამ ომის დასრულებას? თუ მასზე კოლოსალური ზეწოლა არ იქნება, ის კი არ ჩანს ასეთ ზეწოლის ქვეშ.ზელენსკი: „კი და არა. ვნახოთ. კი და არა. მას არ უნდა, მაგრამ "არ უნდა" არ ნიშნავს, რომ არ გააკეთებს. ღმერთმა ინებოს. ღმერთმა ქნას, წარმატებულები ვიყოთ. გმადლობთ“.ზელენსკიმ ეს თქვა თუ არა, ფოტოები გადაიღო, BBC-ის გუნდს ხელი ჩამოართვა და ოთახიდან გავიდა.

1771824540

WSJ-ის ჟურნალისტი: ზელენსკი კიდევ სამ წლიანი ბრძოლისთვის ემზადება

ჟურნალისტმა გერმანელ კოლეგასთან, პაულ რონცჰაიმერთან პოდკასტში აღნიშნა, გასულ კვირას ზელენსკიმ პირად კაბინეტში შეხვედრა გამართა არა მინისტრებთან, არამედ უახლოეს მრჩევლებთან. იქ მან განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩავარდა და ახლა ქვეყანა ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს.შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის მიუნხენში გამგზავრების წინ, სადაც მან და მისმა გუნდმა უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციაზე განიხილებოდა როგორც უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა, ისე სტრატეგიული ნაბიჯები რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.„რაც ჩემში ყველაზე დიდ სკეპტიციზმს იწვევს სწრაფი მშვიდობის შესახებ განცხადებების მიმართ, არის ზელენსკის პირად კაბინეტში გამართული შეხვედრა. იქ მან თქვა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ახლა მათ ომის კიდევ სამწლიანი გეგმა უნდა შეიმუშაონ“, - ამბობს ჟურნალისტი.პანჩევსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ეს „პირდაპირ“ თქვა. პრეზიდენტის მრჩევლები ამ განცხადებებით შოკირებულნი დარჩნენ.„ყველა სრულ შოკში იყო. რა თქმა უნდა, არავის სურს სამწლიანი ომი. მანამდე ისინი (პრეზიდენტის ოფისის თანამშრომლები და სამუშაო ჯგუფი) ფაქტობრივად მუშაობდნენ გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების გეგმაზე, როდესაც შეთანხმება, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, წარედგინებოდა ამომრჩეველს და შემდეგ ნახავდნენ, მიიღებდნენ თუ არა ისინი შეთანხმებულ პირობებს“, - დასძინა მან.ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ მოულოდნელად „შიდა 180-გრადუსიანი შემობრუნება“ გააკეთა.„ეს ჩემში გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს, რადგან მიუთითებს, რომ მას აღარ შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება. რაიმე მიზეზით - უბრალოდ არ ვიცი, რა არის ეს მიზეზი. ეს ჩემი წყაროა. მე ვიცნობ მის სამ უახლოეს მრჩეველს, რომლებმაც თავად არ იცოდნენ, ან თუ იცოდნენ, არ მითხრეს, რატომ შეიცვალა მან აზრი. ერთ-ერთი ვარაუდით, ტრამპმა უთხრა: "ბიჭო, ეს ჩემი ბოლო შეთავაზებაა. ამაზე უკეთესი აღარ იქნება. რაც დაგპირდი, არის ის, რისი შემოთავაზებაც შეგვიძლია". და ეს ზელენსკისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა“, - დაამატა პანჩევსკიმ.ამავდროულად, პრეზიდენტის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პანჩევსკის განცხადებები „სისულელეა“.„არ ყოფილა არც ასეთი საუბარი მრჩევლებთან, არც ნეგატივი მოლაპარაკებების შესახებ და არც დავალება "კიდევ სამწლიან ომზე". ეს უბრალოდ სულელური ფეიკია“, - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა.სამშვიდობო მოლაპარაკებების მსვლელობის კომენტირებისას, ლიტვინმა გამოთქვა რწმენა, რომ დელეგაციები თებერვალშივე შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ეს მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული. დღეს პრეზიდენტს მოლაპარაკებების ჯგუფთან ექნება თათბირი.Axios წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გუნდს კრემლის ხელმძღვანელ პუტინთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა. სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა ტერიტორიების საკითხში პროგრესის მისაღწევად.თავად ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევაში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებების დროს ორი ჯგუფი მუშაობდა - სამხედრო და პოლიტიკური. ტერიტორიების საკითხზე სამ მხარეს სამი განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა.24 თებერვალს 4 წელი სრულდება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

1771591943

იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებზე: მთავარ...

„იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ, წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვხედავ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიურ წინადადებას - მათი შემუშავება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (NATO) მე-5 მუხლის მოდელით მოხდეს“, - განაცხადა ჯორჯია მელონმა Sky tg24-თან ინტერვიუში.მისივე თქმით, ასევე გრძელდება მუშაობა უკრაინის აღდგენის საკითხზე. მელონმა განმარტა, რომ „არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი ფურცელზე უკვე გადაწყვეტილია“.„თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი - ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტისგან, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ვფიქრობ, როგორც უკვე არაერთხელ მითქვამს, მნიშვნელოვანია არა უბრალოდ მშვიდობის მიღწევა, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, - თქვა ჯორჯია მელონმა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 17-18 თებერვალს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ჯგუფში გარკვეული პროგრესი იყო. ამავდროულად, პოლიტიკური მიმართულებით ყველაფერი უფრო რთულადაა - სამ მხარეს ტერიტორიების საკითხზე სამი განსხვავებული თვალსაზრისი აქვს.გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების გზით ომის სწრაფად დასრულების შანსი მცირეა. მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი „მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე თავის სამხედრო ან ეკონომიკურ რესურსებს ამოწურავს“.

1771565880

მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კვლავ შვეიცარიაში გაიმართება - ზელენსკი

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემდეგი შეხვედრაც ასევე შვეიცარიაში იქნება. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც დღეისათვის ვფლობ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფი დაბრუნდება და უფრო დეტალური ინფორმაცია მექნება, ვიდრე ახლა ტელეფონში“, - განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკიმ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესი სწორედ ევროპაში მიმდინარეობდა.„ვფიქრობ, კარგი მომენტია ის, რომ შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამას ყოველთვის ვამბობ ახლო აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ პატივისცემით, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ომი ევროპაშია, ადგილიც აქ უნდა ვეძებოთ“, - თქვა ზელენსკიმ.18 თებერვალს დილით, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ჟენევაში უკრაინა-ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარებას ეხება.მოგვიანებით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 18 თებერვალს მიმდინარეობდა, დასრულდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჟენევაში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, იყო „მძიმე, თუმცა საქმიანი“.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგი ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განხორციელდება.შემდეგ მან დაამატა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე არასაკმარისად არის დამუშავებული პოლიტიკური საკითხები შესაძლო კომპრომისებისა და ლიდერების აუცილებელი შეხვედრის თაობაზე.

1771479960