GE EN
სტატისტიკა
წლიურ ჭრილში ლითონის მადნები 47.6%-ით გაძვირდა

2026 წლის იანვართან შედარებით ფასები 2.2%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.17 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.5%), რამაც -0.38 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-0.5%) და ძირითად ფარმაცევტულ პროდუქტებზე და ფარმაცევტულ პრეპარატებზე (-6.1%).გარდა ამისა, ფასების 1.9%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.2 პ.პ. შეადგინა.საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 34.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.19 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (47.6%) დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.24 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (10.3%) და ძირითად ლითონებზე (11.2%) ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.11 პ.პ.-ით იქონია გავლენა წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.16 პ.პ.-ით იქონია გავლენა

1773993618

მშპ-მ $10.5 მლრდ შეადგინა - ზრდის ლიდერები ტექნოლოგიები და განათლებაა

4Q25-ში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (22%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.4%), განათლება (17.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (11%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (8.4%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3%), დამამუშავებელი მრეწველობა (6.2%).კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.5%).საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.6%) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9%), მშენებლობა (8.9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8%), განათლება (6.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4%) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8%).დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 16 ნოემბერს.

1773992934

საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო 40%–ს ზემოთ ნარჩუნდება

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($147.1 მლნ) ყირგიზეთი ($105.9 მლნ) აზერბაიჯანი ($95.1 მლნ) 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.1% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($415.6 მლნ) რუსეთი ($326.3 მლნ) ჩინეთი ($310.7 მლნ) 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($499.5 მლნ) ჩინეთი ($457.8 მლნ) რუსეთი ($418.3 მლნ) 2026 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $216.3 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 21.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $125.6 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 12.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $93.3 მლნ-ით (9.1%).საქსტატი წერს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $332.7 მლნ და მთელი იმპორტის 13.4% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $209-ით (იმპორტის 8.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები $134.7 მლნ-ით (იმპორტის 5.4%).

1773905383

ადგილობრივი ექსპორტის 70%-ით გაიზარდა: საქსტატმა იანვარ-თებერვლის მონა...

2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.1% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი ($143.9 მლნ) რუსეთი ($84.9 მლნ) თურქეთი ($76.1 მლნ) საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $125.6 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, $88.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს თხილი და სხვა კაკალი $34.2 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 5.2%).

1773904634

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 466 ლარამდე გაიზარდა

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 373.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.1%-ით) მშენებლობა - 3 938.9 ლარი (გაიზარდა 17.2%-ით) საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 747.7 ლარი (გაიზარდა 11.1%-ით) სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 386.5 ლარი (გაიზარდა 31.8%-ით) 4Q25-ში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 978.9 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 173.9 ლარი (9.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 325.1 ლარი (12.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.4Q25-ში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 241.3 ლარით (10.2%) და 2 608.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 433.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.7%-ით) და მშენებლობის (3 943.4 ლარი, გაიზარდა 17.2%-ით) სფეროებში. საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 254.8 ლარით (13%) გაიზარდა და 2 210.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა მთიანეთი. 

1773818023

საგარეო ვაჭრობა თითქმის 7%-ით შემცირდა. ექსპორტი 23%-ით გაიზარდა

აქედან, ექსპორტი $1.02 მლრდ იყო (გაიზარდა 22.9%-ით), ხოლო იმპორტი $2.48 მლრდ (შემცირდა 15.4%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში $1.45 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ია.

1773386132

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 7.6%-ით გაიზარდა და $1.68 მლრდ შეადგინა

2025 წლის წინასწარი მონაცემებით სააქციო კაპიტალის მოცულობამ $601.8 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია, ხოლო რეინვესტიცია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8%-ით მეტია და $1.39 მლრდ-ს შეადგენს.2025 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 40.8% შეადგინა.პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 19.8%-ით, მეორეზე - თურქეთი 10.7%-ით, ხოლო მესამეზე - მალტა 10.3%-ით.საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2025 წელს 56.8% შეადგინა.ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $607 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი $185.7 მლნ-ით (11%), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი $166.1 მლნ-ით (9.8%). 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.

1773214356

4Q25-ში საქართველოში $391.7 მლნ-ის ინვესტიცია შემოვიდა – 74% საფინანსო...

საქსტატის წინასწარი მონაცემებით 4Q25-ში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო $202.3 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51.6%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 76.8 მლნ-ით (19.6%), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - $38.7 მლნ-ით (9.9%).სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 81.1%-ს შეადგენს.საქსტატის წინასწარი მონაცემებით 4Q25-ში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $289.8 მლნ-ს მიაღწია (74%). მეორე ადგილზე მშენებლობის სექტორია $33.1 მლნ-ით (8.5%), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი $23 მლნ-ით (5.9%).სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 88.3% შეადგინა.2025 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.

1773213166

მშენებლობის ღირებულების ინდექსი იანვარში 4%-ით შემცირდა

მათ შორის: საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.5%-ით არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 17.7%-ით სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5%-იანი შემცირებით, რამაც -4.38 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3%-ით.ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.8 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 4.82 და 0.31 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24%-ით.

1773040846

ბიზნეს სექტორის ბრუნვა 12.8%-ით, პროდუქციის გამოშვება კი 15.5%-ით გაიზ...

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 4Q25-ში მისი მოცულობა ₾27.2 მილიარდით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.5%-ით მეტია.4Q25-ში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.7% - საშუალოზე, ხოლო 17.9% კი - მცირე ბიზნესზე.ამასთან, საქსტატის მონაცემებით, განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.6%, საშუალოზე - 24.9%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.5%.4Q25-ში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა ₾35.6 მილიარდი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.2%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა ₾20.2 მილიარდი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტი) შეადგინა.4Q25-ში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 839.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.4%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3% ქალი იყო, ხოლო 56.7% - კაცი.დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4% - საშუალოზე, ხოლო 39.2% - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 782.8 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 6 260.3 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.1%-ით მეტი).4Q25-ში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 608.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ₾241.3-ით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 998 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია ₾150.7-ით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო: მსხვილი ბიზნესი – 2 743.7 ლარი საშუალო ბიზნესი – 3 084.9 ლარი მცირე ბიზნესი – 2 152.2 ლარი საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.9%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა - 7.3 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3.3 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.7% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.4Q25-ში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (18.6%), ვაჭრობა (18.5%), მშენებლობა (18.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 26.6 პროცენტიანი წილი ეჭირა.4Q25-ში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29, 11.1 და 8.9 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მშენებლობის (8.4%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4%), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.5%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.5%) დარგის საწარმოებზეც.დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:  თბილისი – 66.5% აჭარის ა.რ. – 10.2% იმერეთი – 5.9% ქვემო ქართლი – 5.1% სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2% კახეთი – 2.6% შიდა ქართლი – 2.2% მცხეთა-მთიანეთი – 1.7% სამცხე-ჯავახეთი – 1.4% გურია – 0.9% რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3%

1772783452