GE EN
პოლიტიკა
იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 415 ლარი გახდება

მთავრობის მეთაურის განმარტებით, პენსიების დამატებითი ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილ ხარჯებს დამატებით ₾128 მლნ-ით გაზრდის.„სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო ₾5 მლრდ-ზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე, ₾540 მლნ. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ ₾65 მლნ იყო გამოყოფილი. სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა, რადგან ამ ზღვრის გადალახვა შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, დასაშვები ნორმის ფარგლებში, მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ახალი პროგრამა დევნილთა ოჯახებისთვის: 10 000 ლარი თითოეულ წევრზესაპენსიო ცვლილებების პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის ახალი, ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა. სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისა და „სოფლად სახლის“ პროგრამის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროექტი.ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში სახელმწიფოსგან არ მიუღია საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, უფლება ექნება, განაცხადი შეიტანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში.პროგრამის ძირითადი პირობები: კომპენსაციის ოდენობა: 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე; გაცემის წესი: განაცხადების შეტანის ქრონოლოგიური რიგითობის შესაბამისად; დაფინანსება: მიმდინარე წელს პროგრამისთვის გამოყოფილია 58 მილიონი ლარი, ხოლო მომდევნო წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი, მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ კი ბინებს დამატებით 2 600 ოჯახი მიიღებს, თუმცა ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფას სულ მცირე 10 წელი დასჭირდება. სწორედ ამ პროცესის დაჩქარების მიზნით შემოიღო მთავრობამ ალტერნატიული ფულადი კომპენსაციის მოდელი.

1791800295

რუსეთმა ქართული ღვინის, მინერალური წყლისა და კპოკაკოლას იმპორტი ნაწილო...

აკრძალვა შვიდი ქართული მწარმოებლის პროდუქციას შეეხო2006 წლის საყოველთაო ემბარგოდან 20 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის ნაწილობრივი აკრძალვის შესახებ 9 ოქტომბერს როსპოტრებნადზორის განცხადებიდან გახდა ცნობილი.დოკუმენტის თანახმად, რუსეთში იმპორტისა და რეალიზაციის დროებითი აკრძალვა შვიდი უმსხვილესი ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლის პროდუქციას ეხება. გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის ფედერაციაში დადგენილ ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა სახელდება, მათ შორის, ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით.აკრძალულ კომპანიებს შორის არიან ქართული ღვინის უმსხვილესი მწარმოებლები: სს „თელიანი ველი“, სს „თბილღვინო“ (Tbilvino), შპს „ასკანელი ძმები“ (Askaneli Brothers) და შპს „ვაინმენი“ (Wine Man).შეზღუდვა ასევე შეეხო სს „საქართველოს ლუდის კომპანიას“ (ბრენდი Zedazeni) და „ჰელსი უოთერს“ (Healthy Water), რომელიც მინერალურ წყალს „ნაბეღლავს“ აწარმოებს. შეწყდა თბილისის Coca-Cola-ს ქარხნის პროდუქციის იმპორტიც.როსპოტრებნადზორის გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე რუსეთის სავაჭრო ქსელებმა მაღაზიების თაროებიდან ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ნაწილის ამოღება დაიწყეს.რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $2 მლრდ-ს გადააჭარბასაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ $2 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც წლიურად 19.1%-იანი ზრდაა.ექვსი თვის განმავლობაში რუსეთმა საქართველოში დაახლოებით $1.5 მლრდ-ის ღირებულების საქონელი შემოიტანა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და $500.7 მლნ შეადგინა.როსპოტრებნადზორის მიერ აკრძალული ღვინის კომპანიების პროდუქციაზე საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტის დაახლოებით 75-80% მოდის.ეს მწარმოებლები საქართველოს ეკონომიკისთვის სისტემურად მნიშვნელოვან კომპანიებად მიიჩნევიან.საქართველო რუსეთისთვის ღვინის უმსხვილესი მიმწოდებელიარუსული ალკოჰოლური ბაზრის მონაწილეთა მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთში იმპორტირებული ღვინის საერთო მოცულობის 9.4% საქართველოზე მოდიოდა. ამ პერიოდში რუსეთში საქართველოდან 3.67 მლნ დეკალიტრი ღვინო შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია.მიმდინარე წლის რვა თვის შედეგებით, საქართველო რუსეთში ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე იყო პროდუქციის მოცულობით.შედარებისთვის, მეორე ადგილზე მყოფი იტალიიდან რუსეთში 2.26 მლნ დეკალიტრი ღვინო შევიდა, რაც წლიურად 7.8%-იანი კლებაა.ქართული ღვინის იმპორტის ნაწილობრივი აკრძალვა რუს მომხმარებლებში ამ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას დაემთხვა. რუსეთის ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრის მარეგულირებლის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში წყნარი ღვინოების საცალო გაყიდვები, რომელთა წარმოებაშიც ქართული კომპანიები სპეციალიზდებიან, წლიურად 2.7%-ით შემცირდა და 26.38 მლნ დეკალიტრი შეადგინა.რუსეთში ქართული მინერალური წყლის იმპორტიც მცირდებასაქართველოდან მინერალური წყლის ექსპორტიც კლებულობს. „რია ნოვოსტის“ მიერ ადრე გავრცელებული საქართველოს საბაჟო მონაცემების თანახმად, აგვისტოში რუსეთმა ქართული მინერალური წყლის იმპორტი სამჯერ შეამცირა - €2.5 მლნ-მდე. ეს 2022 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.მოსკოვი თბილისის „პრაგმატულ კურსს“ იწონებდაბოლო წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად აფასებდა საქართველოს ხელისუფლების „პრაგმატულ კურსს“ მოსკოვთან ურთიერთობებში.რუსეთის მხარე გულისხმობდა, რომ 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, თბილისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად აკრძალა ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით გამგზავრება.სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კვლავ შეაქო „პრაგმატული მიდგომისთვის“ და მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის სურვილის არქონისთვის.

1791789898

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება...

რეზოლუციით ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით განადგურება შეუთავსებელია დემოკრატიასთან. ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს და ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლის შესაძლებლობას გამორიცხავს.ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და სავიზო შეზღუდვები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე. დოკუმენტში კონკრეტულად დასახელებული არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ასევე ითხოვს: ყველა პოლიტპატიმრისა და მშვიდობიანი პროტესტის გამო დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას; პოლიტიკურად მოტივირებულ „საბოტაჟის“ საქმეებზე ბრალდებების შეწყვეტას; იმ ნორმების გაუქმებას, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიმართ არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა; კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად გამოყენების შეწყვეტას; ევროპული პოლიტიკური ფონდების (მათ შორის „კონრად ადენაუერისა“ და „ფრიდრიხ ნაუმანის“ ფონდების) საქმიანობისთვის ხელის შეშლის დასრულებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. ევროპარლამენტი ავალებს თავის პრეზიდენტს, აღნიშნული რეზოლუცია გადასცეს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს ხელისუფლებას.

1791459574

ევროკომისარი წუხს პრემიერი ამხნევებს

გაფართოების დოკუმენტზე, სადაც  საქართველო არ მოიხსენიება, დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 1 000 ნაბიჯით უსწრებს მოლდოვას, უკრაინასაც და სხვა კანდიდატ ქვეყნებს. "დანარჩენი უკვე ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავია. თუ ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება საქართველოს მიმართ, შეუფერხებლად გაგრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაცია“,მისი თქმით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, "გაცხადებული გვაქვს სურვილი და ნება, რომ გზას განვაგრძობთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს".ევროკომისიამ წინა პოლიტიკას გადახედა, მიიღო გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები. საუბარია 4 კანდიდატზე (ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, უკრაინაზე), რომელთა საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.**„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა"

1791378660

კოსი საქართველოს უვიზო რეჟიმზე: „ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთებ...

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მცირე ეფექტი ჰქონდა და დაინტერესდა, განიხილავს თუ არა ევროკომისია უვიზო მიმოსვლის უფრო ფართო შეჩერებას ან არსებობს თუ არა საბჭოში მიზანმიმართულ სანქციებზე შეთანხმების რეალური შანსი.მარტა კოსის განცხადებით, მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული დისკუსია გაიმართება.ევროკომისიამ უკვე მიიღო გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებსა და აუცილებელ ქმედებებს. 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში საორიენტაციო საგზაო რუკები წარედგინება ოთხ კანდიდატ ქვეყანას - ალბანეთს, მოლდოვას, მონტენეგროსა და უკრაინას.გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასახული იქნება გაფართოების მომავალ ანგარიშში.

1791376796

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ცესკოს საინფორმაციო შეხვედრების...

შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 108 მონაწილე დაესწრო. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და აფხაზეთის ომის ვეტერანები.ნათია იოსელიანმა მონაწილეებს არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. საუბარი შეეხო ამომრჩევლის როლსა და უფლებებს, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებსა და დეზინფორმაციას, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საარჩევნო პროცესში.შეხვედრის ფარგლებში ცესკოს პრესსპიკერმა მონაწილეებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელშიც სიღრმისეულადაა განხილული აქტუალური საარჩევნო საკითხები.შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.აღსანიშნავია, რომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია ჯამში 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ამომრჩეველთა ინფორმირებულობის გაზრდას, საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში.

1791277608

პრეზიდენტი მოსამართლეების ფიცის დადებას დაესწრო

გოგა კიკილაშვილი  ყაველაშვილმა დანიშნა, სერგო მეთოფიშვილი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებას, სახელმწიფოებრივ ტრადიციებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას განასახიერებს და თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას იცავს.მან გოგა კიკილაშვილსა და სერგო მეთოფიშვილს საქმიანობის დაწყება მიულოცა და პროფესიული წარმატება უსურვა.გოგა კიკილაშვილი იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობას ეწევა. მას დაცული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახ.  თსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამა, პროფესიული განათლება მიღებული აქვს გერმანიასა და შვედეთში.ის აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში.იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. 2023 წლიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.სერგო მეთოფიშვილის კარიერა 2009 წელს დაიწყო. საქმიანობდა რაიონულ და თბილისის საქალაქო სასამართლოებში. 2016 წელს ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს. საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა.საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან შედგება. სამს ნიშნავსპრეზიდენტი, სამს ირჩევს პარლამენტი და სამს უზენაესი სასამართლო.ფიცის დადების ცერემონიას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ.

1791203940

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა

დავით არდაზიშვილს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. ახალი თანამდებობის დაკავებამდე დავით არდაზიშვილი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.მერაბ გამყრელიძემ დავით არდაზიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ დავით არდაზიშვილის პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვები მნიშვნელოვანი რესურსია სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის.მერაბ გამყრელიძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდა და სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა.შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და რეგიონული სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ.

1791199951

უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში სამედიცინო და სოციალური მხარდაჭ...

მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.გადაწყვეტილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამა მოიცავს იმუნიზაციას, ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის მკურნალობას, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებს, დიაბეტის მართვას, დიალიზს, იშვიათი დაავადებების მკურნალობასა და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის მშობიარობას.სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ფარგლებში, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოჯახზე 300 ლარს, ხოლო თითოეულ პირზე 45 ლარს შეადგენს.სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დახმარების დაფინანსებას კი სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.უწყვეტად ყოფნად ჩაითვლება შემთხვევაც, როდესაც პირი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადაკვეთს და ქვეყანაში არაუმეტეს სამი დღის ვადაში დაბრუნდება.ამასთან, 45-ლარიანი დახმარება შეწყდება მომდევნო თვიდან, თუ პირი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს. 300-ლარიანი დახმარება კი ოჯახს მომდევნო თვიდან შეუწყდება, თუ საქართველოს ტერიტორიას მისი ყველა წევრი დატოვებს.

1791188113

კენჭისყრა დასრულდა - ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება.„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს.ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06 პროცენტს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკოში, იტვირთება  და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge.ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობას.საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. დილიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლები ოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა და შეტყობინებაზე.მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიული სტანდარტებით წარმართეს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.წინასწარ შედეგები:

1791053520