კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, მიწოდების გლობალური ჯაჭვების ტრანსფორმაციის პირობებში, განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს ე.წ. „შუა დერეფანი“, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. ამ კონფიგურაციაში ყაზახეთი წამყვანი ტრანზიტული ბაზაა, ხოლო საქართველო უზრუნველყოფს წვდომას შავ ზღვასა და ევროპულ ბაზრებზე.Silk Road Group, რომელიც 1990-იან წლებში ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის მიერ დაარსდა, თავდაპირველად სწორედ რეგიონული სატრანსპორტო ნაკადების აღდგენაზე იყო ორიენტირებული, რამაც საფუძველი ჩაუყარა ყაზახურ კაპიტალთან გრძელვადიან პარტნიორობას. ამჟამად ჯგუფის დირექტორთა საბჭოში შედის ყაზახი მეწარმე ერკინ ტატიშევი, საერთაშორისო ინვესტორებთან - ალექს თოფურიასა და დევიდ ბორგერთან ერთად.დღეისათვის ჯგუფი საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით აფართოებს. ტელეკომუნიკაციების სექტორში, ჯგუფში შემავალი კომპანია Silknet თანამშრომლობს ისეთ გლობალურ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან Orange, Ericsson, Huawei და Nokia. გარდა ამისა, კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში, ხოლო ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით, Silk Hospitality-ს მეშვეობით, ქვეყნის მასშტაბით მართავს სასტუმროების ქსელს საერთაშორისო ბრენდების ქვეშ.კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თუ ადრეულ ეტაპზე რეგიონული ინტეგრაცია მხოლოდ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული მიმართულებით ვითარდებოდა, დღეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები ახალ ეტაპზე გადადის, სადაც ყაზახეთიდან საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადები დამატებით ფინანსურ აქტივობას აგენერირებს.
1779451938
კომპანიის ცნობით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით 400 ბილეთი, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით 500-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.მაღალი მოთხოვნის გამო, ბაქოდან პირველ რეისზე დამატებითი ვაგონის დამატება გახდა საჭირო.რკინიგზაში აცხადებენ, რომ ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, გაყიდვების სისტემასა და სალაროებში დროებითი შეფერხებები ფიქსირდება.„ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი სირთულეებისთვის და მგზავრებს გაგებით მოკიდებას ვთხოვთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით მატარებლები ბაქოდან 25 მაისიდან, ხოლო თბილისიდან 26 მაისიდან დაიწყებენ მოძრაობას.
1779445221
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - ჯამში 77 570 ევრო და 14 620 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 283 724 ლარი შეადგინა.საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კანონდამრღვევ 4 მოქალაქეს სანქციის სახით, თითოეულს 3 000 ლარი შეეფარდა ხოლო, 2 მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდა.
1779361268
შედარებისთვის, 2021-24 წლებში აპრილში ჰიდრო საშუალოდ მიწოდების 93%-ს აკმაყოფილებდა. წელს დაგვიანებულმა დათბობამ თოვლის დნობა შეაფერხა, რის გამოც წყლის დონე მხოლოდ აპრილის ბოლოს გაიზარდა, მაშინ როცა წინა წლებში მაღალი ჰიდროგენერაცია აპრილის დასაწყისიდან ფიქსირდებოდა. შედეგად, აპრილისთვის უჩვეულოდ გაიზარდა თბოსადგურებისა (ჯამური მიწოდების 16.5%) და იმპორტის (ჯამური მიწოდების 4.3%) საჭიროება.აპრილში ამოქმედდა 3 ელექტროსადგური: ტესტირების რეჟიმში გაეშვა 2 ჰიდროსადგური - ჭიორა ჰესი და ბახვი 2ბ ჰესი, ჯამურად 40 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით; ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 18.7 მგვტ-იანი “ზემო ქარის სადგური”.2026 წლის აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა 51 გვტ.სთ შეადგინა (ჯამური მიწოდების 4.3%), თუმცა აქედან კომერციული იმპორტი მხოლოდ ნახევარი, თურქეთიდან შემოტანილი 24.8 გვტ.სთ იყო. დანარჩენი მოცულობიდან 9 გვტ.სთ რუსეთიდან შემოვიდა აფხაზეთის რეგიონისთვის, ხოლო აზერბაიჯანთან 17 გვტ.სთ იმპორტი სრულად დაბალანსდა იმავე მოცულობისა და აზერბაიჯანთან ღირებულების დღის ჭრილშიც ექსპორტით. იდენტური მოცულობების იმპორტი და ექსპორტი მიუთითებს, რომ ეს ტრანზაქციები კომერციული ვაჭრობა არ ყოფილა და სინქრონული მუშაობის ტექნიკურ საჭიროებებს უკავშირდებოდა.თურქეთიდან იმპორტი 16-22 აპრილს, თბოსადგურების გაჩერების პერიოდში განხორციელდა. მისი ღირებულება $0.7 მლნ-ს, ხოლო საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 2.9 აშშ ცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, თებერვლის გარდა, თურქეთიდან იმპორტი ყველა თვეში განხორციელდა, რაც თურქეთის ბაზარზე ისტორიულად დაბალ ფასებს უკავშირდება. ფასების შემცირება, თავის მხრივ, ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გაზრდილ განახლებად გენერაციას უკავშირდებოდა.საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასს, რაც შეეხება, იგი აპრილში წლიურად 5%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 5.8 აშშ ცენტი შეადგინა.ამასთან, საბალანსო მოცულობა 21.7%-ით გაიზარდა და 0.4 ტვტ.სთ იყო, რაც ჯამური მიწოდების 32.6%-ს შეადგენს.
1779351174
გალტ & თაგარტის მკლვლევარები აღნიშნავაენ, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰიდროგენერაციაზე დამოკიდებულებით გამოწვეულ მოწყვლადობას და ახალი გენერაციის წყაროების დაჩქარებული განვითარების საჭიროებას.2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე. გალტ & თაგარტის შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება.2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება (39.2%). ზრდა ძირითადად აპრილში სუსტ ჰიდროლოგიასა და წლის დასაწყისში ენგურის წყალსაცავში დაბალ წყლის დონეს უკავშირდებოდა.ამასთან, თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იყო იმპორტის მთავარ წყაროებს შორის, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს.მთლიანობაში, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას.ადგილობრივი მოხმარება 2026 წლის აპრილში 1.1 ტვტ.სთ იყო, რაც წლიურად 2.1%-იანი ზრდაა. ამ ზრდას საცალო მომხმარებლები (+5.1% წ/წ) და აფხაზეთი (+7.3% წ/წ) განაპირობებდა. პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 8.5%-ით შემცირდა, ძირითადად კრიპტო მაინინგისა და მონაცემთა ცენტრების კომპანიების დაბალი აქტივობის გამო.
1779350321
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბილეთების ღირებულება შეადგენს:ბაქო–თბილისი - 125 ლარიდან (81 მანათიდან)ევლახი–თბილისი - 104 ლარიდან (67 მანათიდან)განჯა–თბილისი - 96 ლარიდან (62 მანათიდან)აღსთაფა–თბილისი - 88 ლარიდან (57 მანათიდან)ბოიუკ-კესიკი–გარდაბანი - 79 ლარიდან (51 მანათიდან)ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე მგზავრების გადაყვანა Stadler-ის თანამედროვე კუპეებიანი მატარებლებით განხორციელდება.აზერბაიჯანის რკინიგზაში ვარაუდობენ, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისით, წელიწადში 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.
1779278884
მთავრობის 945-ე განკარგულების თანახმად, აღნიშნული ფული მიიმართება დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების თანამონაწილეობაზე. მათ შორის არის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები (ეგხ) „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“ და „ჯვარი-წყალტუბო“, „ჩრდილოეთის რგოლი“ (ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანური), „ხელედულა-ლაჯანური-ონი“, ასევე გურიისა და კახეთის ელექტროგადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები.სსე–ს ინფორმაციით, 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტს თურქული კომპანია Bozlar Yapi ახორციელებს. პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება 4Q27-ში იგეგმება. რაც შეეხება 220 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს „ხელედულა-ლაჯანური“ და „ონი-ლაჯანური“, მათ მშენებლობაზე €25.6 მლნ-ის ღირებულების ხელშეკრულება ინდურ KEC International Limited-თან არის გაფორმებული და სამუშაოები 2029 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების მასშტაბური საინვესტიციო პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის, სსე-სა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) პარტნიორობით მიმდინარეობს.პროგრამის ჯამური ბიუჯეტი €270 მლნ-ს შეადგენს, რაც მოიცავს გერმანიის მთავრობის (KfW-ს მეშვეობით) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებას, ასევე ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (EU NIP) $9.9 მლნ-ს ოდენობის გრანტს.პროგრამა, რომლის რეალიზაციაც 2021 წელს დაიწყო და 2028 წელს სრულდება, ითვალისწინებს 7 ქვესადგურისა და 540 კილომეტრზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-გაფართოებას იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.
1779271793
ხელმოწერები გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსა და აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს შორის. საქართველოს დელეგაციას ბაქოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.ენერგეტიკა: გაზის გარანტირებული მიწოდება 20 წლითსაქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით გარანტირებულ მიწოდებას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა.ახალი ხელშეკრულება ჩაანაცვლებს 2003 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელსაც ვადა ეწურებოდა. მხარეების განცხადებით, შეთანხმება უზრუნველყოფს სოციალური გაზის მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას და გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებით.ელექტროენერგია: მიწოდება და ტრანზიტი 2027 წლიდანორი ქვეყნის მთავრობებმა ასევე გააფორმეს 20-წლიანი სტრატეგიული შეთანხმება ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის ძირითად პირობებზე. შეთანხმება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.დოკუმენტს ხელი მოაწერეს მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა. შეთანხმება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის და აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც რეგიონული ელექტროენერგეტიკული ჰაბისა და სატრანზიტო ქვეყნის.ნავთობის ტრანზიტი: ბაქო–სუფსის მილსადენის აღდგენავიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო–სუფსის ნავთობსადენის ქართული მონაკვეთის საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნებას ითვალისწინებს.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მილსადენი ოპერირებას განაახლებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან თანამშრომლობით. მხარეები აღნიშნავენ, რომ პროექტის აღდგენა გაზრდის საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს და გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას, როგორც ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტის მარშრუტის.სარკინიგზო დერეფანი: ბაქო–თბილისი–ყარსი სრულ ექსპლუატაციაშისაქართველოსა და აზერბაიჯანის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლის საფუძველზეც ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა.პროექტი, რომლის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, წარმოადგენს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ სტრატეგიულ ინიციატივას და შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს. სრულმასშტაბიანი ოპერირება ტვირთის გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის დაახლოებით 10 დღემდე ამცირებს, ხოლო წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონას აღწევს.ქართული მონაკვეთის ოპერატორი „საქართველოს რკინიგზა“ იქნება.თბილისი–ბაქოს მატარებელი 6-წლიანი პაუზის შემდეგმხარეებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.რეისები 2020 წელს პანდემიის გამო შეჩერდა. შეთანხმების მიხედვით, მატარებლის დაბრუნება გააძლიერებს ხალხთაშორის კავშირებს, ტურიზმსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე შექმნის გადაადგილების დამატებით ალტერნატივას ორ ქვეყანას შორის.ფართო სტრატეგიული კონტექსტისაქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ენერგეტიკული და სატრანსპორტო პაკეტი აფართოებს ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას და აძლიერებს ორივე ქვეყნის როლს აღმოსავლეთ–დასავლეთის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ დერეფნებში.თბილისი და ბაქო უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა სამხრეთ კავკასიური მილსადენი, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო–სუფსის ნავთობსადენი. ახალი შეთანხმებები ამ თანამშრომლობის ინსტიტუციურ და გრძელვადიან ფორმატში გადაყვანას ისახავს მიზნად.მთავრობის შეფასებით, ბაქოში მიღწეული შეთანხმებები წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანზიტო პოტენციალისა და რეგიონული გავლენის გაძლიერების მნიშვნელოვან ეტაპს.
1779165891
გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღეს, სადაც ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა მოაწერეს.ახალი 20-წლიანი შეთანხმებები ენერგეტიკის სექტორშიტრანსპორტის გარდა, ქვეყნებს შორის გაფორმდა სტრატეგიული მნიშვნელობის შეთანხმებათა პაკეტი ენერგეტიკის სფეროში, რომელიც მოიცავს: ელექტროენერგია: 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე ბუნებრივი აირი: 2003 წელს გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების კიდევ 20 წლით გაგრძელება, რაც ქვეყნის სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს აღნიშნულ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მომდევნო სხდომას“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.ლიდერებმა ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობისა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის სტაბილური განვითარებისთვის.თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა 2020 წლის მარტში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო შეწყდა. მას შემდეგ აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული საკარანტინო რეჟიმი რამდენჯერმე გააგრძელა, რის გამოც მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, სახმელეთო და სარკინიგზო მიმოსვლა წლების განმავლობაში ჩაკეტილი რჩებოდა.ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს და წარმოადგენს უმოკლეს დერეფანს აზიასა და ევროპას შორის (ჩინეთიდან ევროპისკენ ტვირთების გადასაზიდად).ბოლო პერიოდში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე (მარაბდა-კარწახი) მიმდინარეობდა მასშტაბური სარეაბილიტაციო და გაფართოებითი სამუშაოები. პროექტის მიზანი იყო ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე, რათა დერეფანი უფრო კონკურენტუნარიანი გამხდარიყო გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადების ფონზე. ამ სამუშაოების დასრულება და ზოგადად სახმელეთო მიმოსვლის აღდგენა მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებების საგანი იყო.
1779106908
TRACECA-ს გენერალურ მდივნად არჩეულია უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟასურბეკ ჩორიევი. გადაწყვეტილება ასტანაში გამართულ XVIII სხდომაზე მიიღეს. შეხვედრის შედეგად ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ერთიანი სატრანზიტო ნებართვის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების გამარტივებას ისახავს მიზნად ევროპა–კავკასია–აზიის დერეფანში.TRACECA, ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო კორიდორი — 1990-იან წლებში ევროპული კომისიის ინიციატივით შეიქმნა და 14 ქვეყანას აერთიანებს. პროექტმა ახალი იმპულსი 2025 წლიდან მიიღო, როდესაც ევროკავშირმა Global Gateway-ის სტრატეგიის ფარგლებში 10 მილიარდი ევრო გამოყო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის. პრიორიტეტებს შორისაა თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, ტრანსევროპული ქსელებთან ინტეგრაცია, ენერგორესურსებისა და მიწაიშვიათი ლითონების ტრანსპორტირება. უკვე განხორციელდა საინვესტიციო პროექტები შავი და კასპიის ზღვების პორტებში, გაერთიანდა ათასობით კილომეტრი რკინიგზა.ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის ნურლან საურანბაევის განცხადებით, ბოლო ხუთ წელიწადში დერეფანში სატრანზიტო გადაზიდვები გასამმაგდა, ხოლო 2030 წლისთვის მიზნად 300 ათასი კონტეინერის გადაზიდვაა დასახული.ერთიანი ელექტრონული სატრანზიტო ნებართვის ამოქმედება გადამზიდავებს მისცემს შესაძლებლობას, მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე ცალკეული ეროვნული ნებართვების გარეშე იმოძრაონ. დოკუმენტი მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში გაიცემა ერთიანი ვებპორტალის საშუალებით, რაც ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას და საზღვრების სწრაფ გადაკვეთას შეუწყობს ხელს.ამ ეტაპზე შეთანხმებას საქართველო და თურქმენეთი არ შეუერთდნენ. ექსპერტების შეფასებით, ორივე ქვეყანა საკუთარი გეოგრაფიული ფაქტორის გამოყენებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, მათ შორის ევროკავშირთან, რათა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში უფრო ძლიერი პოზიციები დაიკავონ.პარალელურად, თურქმენეთში გაზის უმსხვილესი საბადოს „გალკინიშის“ მესამე ფაზის განვითარებით დაინტერესდნენ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ADNOC და მალაიზიური Petronas. ანალიტიკოსების აზრით, აშხაბადი ცდილობს, ევროპაში გაზის მიწოდების პროცესში საკუთრებისა და ტრანზიტის კონტროლი შეინარჩუნოს და რეგიონულ ენერგეტიკულ თამაშში საკუთარი როლი გააძლიეროს.
1779089051
ვალერიან გაბუნია საქართველოს ბანკში ეთერ ირემაძეს ჩაანაცვლებს
1779180520
მერებისა და მინისტრების მოადგილეებზე პრემიებისა და ფულადი ჯილდოების გა...
1778496243
მეგრელიშვილი TBC-ს ტოვებს – მას გაი სტივენსი ანაცვლებს
1778757372
სანდრო რთველაძე Ipoteka Bank-ის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს
1779178314
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მომდევნო ათწლეულში საშუალოდ 3.4...
1778665719