ახალი სასკოლო ავტობუსების ოფიციალური პრეზენტაცია ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ავტობუსების მონაცემებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს გაეცნო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. პროგრამა სომხეთში ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივის ნაწილია, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგი“ სახელმწიფო და მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტებში დაგროვილი გამოცდილებით მონაწილეობს.ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „სატრანსპორტო პროექტებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის არის უსაფრთხოება, საიმედოობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. განსაკუთრებით მაღალია ეს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების ტრანსპორტირებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტების ფარგლებში მომხმარებელს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება კი არ შევთავაზოთ, არამედ უზრუნველვყოთ ის გამოცდილება და სერვისი, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო და ეფექტიან ექსპლუატაციას სჭირდება. სომხეთში სასკოლო ტრანსპორტის მიმართულების განვითარება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი გამოცდილებით ვმონაწილეობთ“.საპილოტე პროექტის ფარგლებში, Premium Machinery Armenia-ს მიერ მიწოდებული ავტობუსები ხუთი დასახლების მოსწავლეებს მოემსახურება - ჯამში, 103 ბავშვის უსაფრთხო და რეგულარულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. Premium Machinery Armenia-მ საპილოტე პროგრამისთვის ავტობუსები თანამედროვე, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია.გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მხოლოდ ავტობუსების მიწოდებას არ გულისხმობს და უფრო ფართო მიზანს, ბავშვების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება. საპილოტე ეტაპზე ხუთი ავტობუსი ხუთ სხვადასხვა დასახლებაში ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოხარული ვარ, რომ Premium Machinery Armenia-ს გუნდს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში საკუთარი გამოცდილების შეტანის შესაძლებლობა აქვს. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის ცოდნა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდეს“.პირველი ხუთი ავტობუსის მიწოდება საპილოტე ეტაპია. პროექტის შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ სომხეთის მიერ დაახლოებით 100 სასკოლო ავტობუსის შეძენის შესაძლებლობაც განიხილება. ამ მიმართულებით Premium Machinery Armenia აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებების წარმომადგენლებთან.Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან ოპერირებს და მისი გამოცდილება, კერძო სექტორთან თანამშრომლობასთან ერთად, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში ჩართულობას მოიცავს. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ერევნის მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტშიც – 2022 წელს „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს გერმანული ბრენდის, MAN-ის 87 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. Premium Machinery Armenia ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.სასკოლო ტრანსპორტის პროექტში მონაწილეობა Premium Machinery Armenia-სთვის სომხეთის ბაზარზე სატრანსპორტო მიმართულების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, საპასუხისმგებლო ეტაპია. კომპანიის განცხადებით, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში დაგროვილი გამოცდილება მას შესაძლებლობას აძლევს, სომხეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა განაგრძოს და სხვადასხვა სექტორს მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები შესთავაზოს.(R)
1791561401
28-30 სექტემბერს, რომში, პირის ღრუს მოვლის იტალიური ბრენდის, Curasept-ის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 42 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის ჯილდო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერს, PSP-ს გადაეცა.PSP-მ პირის ღრუს მოვლის იტალიური ბრენდი Curasept საქართველოს სამედიცინო და ფართო საზოგადოებას ხუთი წლის წინ გააცნო. ამ დროის განმავლობაში ბრენდი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ პოპულარულ არჩევანად ჩამოყალიბდა. PSP-სა და Curasept-ის პარტნიორობა მომხმარებლებისთვის პირის ღრუს მოვლის თანამედროვე პროდუქტებისა და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობასთან ერთად, პროფესიული განათლებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასაც ემსახურება. პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება სტომატოლოგების, პაროდონტოლოგებისა და იმპლანტოლოგებისთვის, რაც მათი პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის.Curasept PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია, რომელიც სპეციალიზირებულია როგორც პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლაზე, ასევე სამკურნალო მიმართულების განვითარებაზე. Curasept აწარმოებს პირის ღრუს ჰიგიენისა და მოვლის საშუალებების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც განკუთვნილია ჩვილებისთვის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, მათ შორის სპეციალური მოვლის საჭიროების მქონე პირებისთვის.„პარტნიორი კომპანიების მხრიდან დაჯილდოება PSP-სთვის ახალი არ არის, თუმცა თითოეული ახალი აღიარება მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს და მოტივაციას გვაძლევს, რომ ქართული კომპანიის სახელი კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მიღწევას დავუკავშიროთ“, - აცხადებენ PSP-ში.(R)
1791552420
ღონისძიების მთავარი თემა იყო ბიზნესისთვის ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა - რამდენი უჯდება კომპანიას რეალურად ერთი გავლილი კილომეტრი? PPK მოდელი საბურავის ღირებულებას მხოლოდ შესყიდვის საწყისი ფასით არ აფასებს. ის ითვალისწინებს საბურავის რესურსს, გამძლეობას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და, საბოლოოდ, თითოეულ გავლილ კილომეტრზე გაწეულ დანახარჯს.„თეგეტას“ მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, Bridgestone-ის პრემიუმ კლასის სატვირთო საბურავების გამოყენება, მათი საექსპლუატაციო რესურსისა და გამძლეობის გათვალისწინებით, ბიზნესებისთვის კილომეტრზე გაწეულ ხარჯს დაახლოებით 30%-მდე ამცირებს.ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენი მიზანია, პარტნიორებს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ, არამედ დავეხმაროთ, რომ ავტოპარკი უფრო ეფექტიანად, უსაფრთხოდ და პროგნოზირებადად მართონ. ბიზნესისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის საწყისი ფასი, არამედ ის, თუ რა უჯდება ის კომპანიას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.სწორედ ამას აჩვენებს PPK მოდელი - რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ დანახარჯი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. დიდი ავტოპარკებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის მცირე სხვაობაც კი წლიურ ჭრილში საგრძნობ ფინანსურ ეფექტად გარდაიქმნება“.„თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორია რეგიონში. პარტნიორობა, პროდუქტის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ტექნიკურ ექსპერტიზას, სერვისებსა და ავტოპარკების საოპერაციო ეფექტიანობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Bandag-ის საბურავების აღდგენის ქარხნის ამოქმედება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება. პროექტი სატვირთო საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვას გააძლიერებს და ბიზნესებს საშუალებას მისცემს, საბურავის რესურსი კიდევ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, შეამცირონ კილომეტრზე დანახარჯი და ოპერაციები უფრო მდგრადი გახადონ.ფელიქს სამოილოვი, Bridgestone-ის გაყიდვების მენეჯერი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და CIS-ის რეგიონში: „ბიზნესისთვის ერთ კილომეტრზე დანახარჯის განსაზღვრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვიდრე მხოლოდ საბურავის საწყისი ფასი. პროდუქტის რეალური ღირებულება მისი სრული სასიცოცხლო ციკლით უნდა შეფასდეს.Bridgestone-ის გლობალური ტექნიკური გამოცდილებისა და „თეგეტას“ ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნის გაერთიანებით ავტოპარკების მფლობელებს ეფექტიან, მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ“.იაპონური ხარისხი „თეგეტას“ პორტფელში - UD Trucksსაირმეში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო UD Trucks-ის წარდგენა. „თეგეტა“ იაპონური კომერციული ავტომობილების მწარმოებლის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სამივე ბაზარზე UD Trucks-ის ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებსა და სრულ სერვისულ მხარდაჭერას სთავაზობს.იაპონური კომპანია ბაზარზე თავდაპირველად ორი მოდელით - UD Quester და UD Croner - იქნება წარმოდგენილი. UD Quester მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებისთვის, მათ შორის სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. UD Croner კი საშუალო ტვირთამწეობის მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილია, რომელიც ურბანულ და რეგიონულ დისტრიბუციაზე, მუნიციპალურ და სპეციალიზებულ ოპერაციებზეა მორგებული.ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „UD Trucks-ის დამატება ჩვენს პორტფელს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და ბიზნესს სატვირთო ტრანსპორტის მიმართულებით ახალ არჩევანს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საჭიროების მქონე კომპანიებს მივაწოდოთ მათ ოპერაციებზე მორგებული ტექნიკა და, ამასთანავე, უზრუნველვყოთ მისი გრძელვადიანი მხარდაჭერა სერვისით, ნაწილებითა და ტექნიკური ექსპერტიზით.Quester და Croner სხვადასხვა ტიპის საოპერაციო საჭიროებას პასუხობს, თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი აქცენტი საიმედოობაზე, ეფექტიანობასა და ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობაზე კეთდება“.ღონისძიების მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ Farizon-ს, საქართველოში პირველ სრულად ელექტრულ კომერციულ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილს. ბრენდის დილერია Farizon Center Tegeta.საირმეში გამართული შეხვედრა „თეგეტას“ კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების ნაწილია. კომპანიის მიდგომა პროდუქტის ან ტექნიკის ერთჯერად გაყიდვას სცდება და ბიზნესისთვის სრული საოპერაციო ღირებულების შემცირებაზეა ორიენტირებული - იქნება ეს საბურავის ხარჯი თითო კილომეტრზე, ტექნიკის საიმედოობა, სერვისი თუ ავტოპარკის საერთო ეფექტიანობა.„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.(R)
1791535631
„საქართველოს რკინიგზაში უკვე დაწყებული გვაქვს მოძრავი შემადგენლობის განახლება, ამაში იგულისხმება როგორც სატვირთო ვაგონები, ასევე სამგზავრო მატარებლები“, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად, 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. ზოგადად, სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირი მწარმოებელი ქარხნებისგან“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა.რაც შეეხება სამგზავრო მატარებლებს, ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ლაშა აბაშიძის თქმით, შედეგად, ჯამში საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მიმართულებას სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით განახორციელებს.„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, ეს იყო საოპერაციო ნაწილში და ასევე შესყიდვების ნაწილში. სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო და დავაფინანსოთ ეს პროექტები. ეს დანაზოგი სრულიად მოხმარდება საქართველოს რკინიგზას და მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.
1791388150
შედეგად ფული დაიზოგება და სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენიმე მილიონის ლარის შემოსავალს აღარ დაკარგავს./შუამავალი ნიშნავდა დამატებით ხარჯებს სახელმწიფოსთვის და ამ გადაწყვეტილების თანახმად, რამდენიმე მილიონის შემოსავალს აღარ დაკარგავს ბიუჯეტი."შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს. მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა კობახიძემ.
1791366180
სანამ მოდულურ დივანს შეარჩევთ, ოთახის ამჟამინდელი და შესაძლო მომავალი განლაგება დახაზეთ. განსაზღვრეთ, სად დარჩება გასასვლელი, რომელ კედელთან მოეწყობა გრძელი სექცია და როგორ შეიცვლება სივრცე სტუმრების მოსვლისას. შემდეგ გადაამოწმეთ, შეუძლია თუ არა არჩეულ მოდელს ასეთი გადალაგება.ჯერ ოთახი შეამოწმეთ და შემდეგ დივნის ზომამოდულური დივნის ოთახის ზომას ყოველთვის დაუკავშირეთ. სიგრძესთან ერთად დასაჯდომის სიღრმე და მკლავის საყრდენების მოცულობაც ნახეთ: პატარა მისაღებში სწორედ ისინი განსაზღვრავს გასავლელის თავისუფლებას. სასურველი მოდელის კონტური იატაკზე ქაღალდის ლენტით მონიშნეთ და ჩვეულებრივ გაიარეთ და ნახეთ,, შეძლებთ თუ არა მაგიდასთან მისვლას, აივნის კარის გაღებასა და სხვა ავეჯის გამოყენებას. მოდულური დივნის ზომის შესაფასებლად მხოლოდ კედლის სიგრძეს ნუ დაეყრდნობით: ნახეთ, რა მანძილი დარჩება ყავის მაგიდამდე, თარომდე და იმ გზამდე, რომელსაც ოთახში ყოველდღე იყენებთ. თუ ფანჯარასთან რადიატორი, აივნის კარი ან სხვა მუდმივი დეტალია, მონიშვნისას ისიც ჩათვალეთ. ასე მოდელის ზომას არა აბსტრაქტულად, არამედ თქვენი მისაღების რეალური მუშაობის მიხედვით შეაფასებთ.შესასვლელიდან ოთახამდე გზაც წინასწარ გაზომეთ: სადარბაზოსა და ბინის კარები, დერეფანი, კიბე და ლიფტი. ოთახში მოთავსება არ ნიშნავს, რომ დივანს იქ უპრობლემოდ შეიტანთ. მოდულის ან ფეხების მოხსნის შესაძლებლობა კონკრეტულ მოდელზე ცალკე დააზუსტეთ.ორადგილიანი, კუთხის თუ მოდულური დივანი?მოდულური დივნის გვერდით სხვა ტიპებიც საკუთარი დანიშნულებით შეაფასეთ. პატარა ოთახში ორადგილიანი დივანი ხშირად მეტ თავისუფალ მოძრაობას ტოვებს, ხოლო კუთხის დივნები ერთ ნაწილში მეტ დასაჯდომ ადგილს ქმნის. Merlons-ის მისაღების დივნების კოლექციაში Bolia-ს შერჩეული მოდულური დივნებია წარმოდგენილი; კონკრეტული სექციების ზომები და შეერთების შესაძლებლობა წინასწარ გადაამოწმეთ. არჩევანისას სასარგებლოა იმაზეც დაფიქრება, რამდენ ხანს და რა პოზაში გამოიყენებთ დივანს. მოკლე შეხვედრებისთვის, ყოველდღიური დასვენებისთვის და ოჯახის ერთად ყოფნისთვის დასაჯდომის საჭირო სივრცე სხვადასხვაა; ამიტომ მოდელის ფორმა მხოლოდ ფოტოთი არ განსაზღვროთ.მოდულური დივნის სექციების გადაადგილება მოსახერხებელია მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტული მოდელის კონსტრუქცია ამას იძლევა. Merlons-ის მისაღების დივნების კოლექციაში წარმოდგენილ Bolia-ს შერჩეულ მოდელებზე სექციების ზომა და შეერთების შესაძლებლობა წინასწარ გადაამოწმეთ. მომავალში სხვა ოთახში გადატანისას კარების, დერეფნისა და ახალი განლაგების ზომებიც გაითვალისწინეთ.კომფორტს რამდენიმე წამში ვერ შეაფასებთკომფორტი დივანზე რამდენიმე წუთის გატარებით უკეთ ჩანს, ვიდრე მხოლოდ შეხედვით. ისე დაჯექით, როგორც სახლში მოეწყობოდით: მიეყრდენით საზურგეს, ფეხები იატაკზე დადგით და შემდეგ წამოსაწოლადაც სცადეთ. ოჯახის წევრები სხვადასხვა სიმაღლის არიან, თითოეულმა მოსინჯოს. შოურუმში მისვლამდე დააზუსტეთ, არის თუ არა შერჩეული მოდელი ადგილზე და შეიძლება თუ არა მისი მექანიზმის გამოცდა.სირბილე პირველივე დაჯდომისას იგრძნობა, თუმცა ხანგრძლივი ჯდომისთვის საყრდენიც გადამწყვეტია. მას ბალიშის შიგთავსი და მის ქვეშ არსებული კონსტრუქცია განსაზღვრავს. მაგალითად, Merlons-ის მისაღების დივნების კატალოგში Pedrali-ს ერთ-ერთი მოდელის დასაჯდომში სხვადასხვა სიმკვრივის პოლიურეთანის ქაფი ელასტიურ ლენტებს ეყრდნობა. ეს სირბილისა და სხეულის მხარდაჭერის დაბალანსების ერთ-ერთი გზაა; მოდელების შედარებისას შიგთავსისა და საყრდენის მონაცემებიც შეადარეთ.თუ დივანი საწოლიც უნდა იყოსთუ მოდულურ დივანს საძილე ფუნქციაც უნდა ჰქონდეს, გასაშლელი დივანი მექანიზმისა და გაშლილი ზედაპირის მიხედვით შეაფასეთ. ოთახის მოწყობის შეცვლა არ უნდა ზღუდავდეს გაშლას ან გასასვლელს. თუ ყოველდღიური ძილი გჭირდებათ, ეს კონსულტანტს არჩევის დასაწყისშივე უთხარით. მექანიზმის გამოცდისას ნახეთ, რამდენად მარტივად იშლება, სად იწყება და მთავრდება დასაწოლი ზედაპირი და რჩება თუ არა საკმარისი ადგილი გვერდით. ეს დეტალები განსაკუთრებით არსებითია, როცა ერთი ოთახი დღისით მისაღებია, ღამით კი სტუმრის საძინებელი ხდება.თეთრეულის სათავსო სასარგებლოა, როცა მისი ცალკე შესანახი ადგილი არ გაქვთ. Merlons-ში Puszman-ის გასაშლელი დივნები რამდენიმე ფორმითაა წარმოდგენილი: L- და U-ფორმის კუთხის გასაშლელი დივნები, ორადგილიანი გასაშლელი დივნები და მომრგვალებული ფორმის დივნები. ამ მოდელებს თეთრეულის სათავსო აქვთ, გაშლის მექანიზმი კი განსხვავდება. კუთხის გასაშლელი დივნის შემთხვევაში ადგილი დატოვეთ როგორც გაშლისთვის, ისე სათავსოს ასახდელად.გადასაკრავი მასალა ყოველდღიურობას მოარგეთქსოვილისა და ტყავის დივნები გარეგნობითა და შეხებით განსხვავდება. ფერი და ტექსტურა ადგილზე, მათ შორის დღის შუქზეც, ნახეთ თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. ბავშვები, შინაური ცხოველები და გამოყენების სიხშირე მასალის შერჩევისას გასათვალისწინებელია. ყავისფერი ტყავის დივნის შემთხვევაში კონკრეტული მოდელის მასალა გადაამოწმეთ და ქსოვილის ალტერნატივას შეადარეთ; ტყავის კუთხის დივანი ფორმითა და გადასაკრავი მასალით ერთდროულად შეაფასეთ.ქსოვილის გამძლეობაზე ცვეთის ტესტიც იძლევა წარმოდგენას. Pedrali-ს შერჩეულ მოდელებზე გამოყენებულ Kvadrat Remix 3-ისა და Svensson SEMI-ს ქსოვილებს 100 000 Martindale ციკლის მაჩვენებელი აქვთ. ეს ხახუნით ცვეთისადმი მდგრადობას აღწერს, თუმცა დივნის მთლიან ხარისხს ერთი რიცხვი ვერ განსაზღვრავს: დასაჯდომის აგებულება და გამოყენების პირობებიც არსებითია.ტერასისთვის შიდა სივრცის მოდელის ნაცვლად გარე გამოყენების დივნები ნახეთ. მაგალითად, Pedrali-ს Buddy Oasi-ს მოძრავი საზურგე აქვს, შიდა წყალგაუმტარი საფარი კი რბილ შიგთავსს იცავს. გარე დივანი იმითაც შეარჩიეთ, სად დადგება: ღია ტერასაზე თუ გადახურულ სივრცეში. კონკრეტული მოდელის მასალები და გამოყენების პირობები შეძენამდე გადაამოწმეთ.დივნის ფასი რას შეადაროთ?დივნების ფასების შედარებისას ერთი დანიშნულების მოდელები შეადარეთ. ორადგილიანი დივანი, დიდი კუთხის დივანი და დივანი საწოლი ზომით, აგებულებითა და ფუნქციით განსხვავდება. ღირებულებაზე შეიძლება მოქმედებდეს შიგთავსი, ქსოვილი და დამატებითი ფუნქცია, ამიტომ ფასი ზომასთან და გამოყენების მიზანთან ერთად შეაფასეთ. იაფად ან ფასდაკლებით მონიშნულ მოდელზე მოქმედი ფასი, მასალა, ზომები და საგარანტიო პირობები პროდუქტის გვერდზე გადაამოწმეთ. ფასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ ორი გარეგნულად მსგავსი მოდელის განსხვავება შეიძლება გამოჩნდეს ზომაში, შიგთავსში, გადასაკრავ მასალასა და მექანიზმში. შედარება ყველაზე გასაგებია მაშინ, როცა საკუთარ ოთახს, მომხმარებლების რაოდენობასა და სავარაუდო გამოყენების სიხშირეს წინასწარ განსაზღვრავთ.შეძენამდე დააზუსტეთ მიტანისა და ატანის პირობებიც, განსაკუთრებით თუ ვიწრო შესასვლელი ან კიბე გაქვთ. განვადების სურვილის შემთხვევაში მოქმედი პირობები კონკრეტული მოდელისთვის ფილიალში გადაამოწმეთ და გარანტიისა და დაბრუნების წესებიც წინასწარ წაიკითხეთ.არჩევანის დასრულებამდე გადაამოწმეთ დივნის ადგილი ოთახში, სახლში შემოტანის გზა, ჯდომის კომფორტი და, საძილე ფუნქციის შემთხვევაში, გაშლილი ზომა. ჩაინიშნეთ პროდუქტის გვერდზე მითითებული მასალა და შეძენის პირობებიც. ეს დეტალები სახლში მიტანის შემდეგ მოულოდნელობებს ამცირებს.სად ნახოთ დივნები?მერლონსი საქართველოში დივნების ყიდვისთვის საუკეთესო არჩევანია და დივნების სფეროს ლიდერად ითვლება. ამ შეფასებას მომხმარებლები, კორპორაციული კლიენტები, მედია და დარგის ექსპერტები იზიარებენ; ისინი კომპანიის შოურუმებს საუკეთესოთა შორის მოიაზრებენ.კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და საქართველოს მასშტაბით ნდობა მოიპოვა. მერლონსის შოურუმებში მსოფლიოს ბრენდების დივნების ფართო არჩევანია ყველა საფასო სეგმენტში, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეადაროს ფორმა, ზომა, გადასაკრავი მასალა, გაშლის მექანიზმი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები.დივნების კატალოგში არის მისაღების დივნები, გასაშლელი დივნები და გარე გამოყენების დივნები Bolia-ს, Pedrali-ს, Miago-ს, Kimhome-ის, Gerbrisi-სა და Puszman-ისგან. Mojave-ის U-ფორმის კუთხის დივანი და ორადგილიანი Mora განსხვავებული მოწყობისთვისაა. თბილისში შერჩევა ა. ბელიაშვილის №142-ში, ბათუმში კი შერიფ ხიმშიაშვილის №1-ში შეგიძლიათ; გადაამოწმეთ, არის თუ არა სასურველი მოდელი ადგილზე.მერლონსის სხვა მიმართულებებიმერლონსი საქართველოში ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების, სანტექნიკის, ავეჯისა და განათების იმპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს.მერლონსი კომპანია „შარმი ჯგუფმა“ 2011 წელს დააარსა; მოგვიანებით, 2012 წელს, თბილისსა და ბათუმში VitrA Georgia-ს ბრენდული შოურუმები გაიხსნა.მერლონსის შოურუმებში ინტერიერისთვის საჭირო ოთხი მთავარი მიმართულება ერთ ადგილზეა თავმოყრილი: სანტექნიკას, ფილებს, ავეჯსა და განათებას. თბილისში თუ ბათუმში სანტექნიკის, ავეჯის, ფილებისა და განათების შერჩევისას მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტი ერთიან სივრცეში შეადაროს.კომპანია მომხმარებელს არჩევისა და ინტერიერის მოწყობის გამარტივებაში ეხმარება. მერლონსის ასორტიმენტში პროდუქტი გააზრებული შერჩევის შემდეგ ხვდება: თითოეული ბრენდი, კოლექცია და მოდელი ხარისხის, დიზაინის, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და პრაქტიკული ღირებულების მიხედვით პროფესიონალურად ფასდება. პროდუქტის ასეთი შეფასება მომხმარებელს ეხმარება, არჩევანი მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებას არ დაეყრდნოს: ერთ სივრცეში შეიძლება ზომის, მასალისა და დანიშნულების შედარება და ერთმანეთთან შესაბამისი გადაწყვეტილების პოვნა.გააზრებული ასორტიმენტი არჩევანის სიმრავლეში დროის დაზოგვას უწყობს ხელს. მას შეუძლია ერთ სივრცეში გაეცნოს სანდო პროდუქტებს და ერთმანეთს შეუხამოს სანტექნიკა, კერამიკული ფილები, ავეჯი და განათება.გამოცდილება კერძო და კომერციულ პროექტებშიმერლონსის პროდუქცია გამოიყენება როგორც კერძო, ისე კომერციული დანიშნულების მრავალ სივრცეში: სასტუმროებში, რესტორნებში, ოფისებში, ბანკებში, აეროპორტებში, საჯარო სივრცეებსა და საცხოვრებელ კომპლექსებში.საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების მომარაგებაში მერლონსს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის ასორტიმენტიდან შერჩეული პროდუქცია გამოყენებულია არაერთ მნიშვნელოვან ობიექტში, მათ შორის ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში, იუსტიციის სახლებში და საქართველოს ბანკის სათავო ოფისში.თანამშრომლობა დიზაინერებსა და არქიტექტორებთანმერლონსი ყოველდღიურად მუშაობს ინტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან. კომპანია მათ პროდუქციასთან ერთად პარტნიორის პროფესიონალურ მხარდაჭერასაც სთავაზობს.დიზაინერებს რეგულარულად მიეწოდებათ ცნობები ბრენდების, ახალი კოლექციების, ტექნიკური დეტალებისა და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ. მერლონსი მათ დამატებით სთავაზობს სპეციალურ პირობებსა და მუდმივ სიახლეებს, რაც პროექტზე მუშაობას ამარტივებს და დროს ზოგავს.რეგიონში მხოლოდ მერლონსი სთავაზობს დიზაინერებს პროდუქციის 3D მოდელებს, რომ კონკრეტული ნივთები პროექტსა და ვიზუალიზაციაში გამოიყენონ. ამით მუშაობა სწრაფდება და მომხმარებელს პროექტის საბოლოო სახე უფრო ზუსტად ეცნობა.VitrA Georgia და სააბაზანოს სრული სისტემამერლონსის ექსკლუზიურ პორტფელში VitrA Georgia მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ბრენდი Eczacıbaşı Group-ს ეკუთვნის, რომელიც 1942 წელს დაარსდა და დღეს სამშენებლო მასალების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ჯგუფია.VitrA Georgia საშუალებას იძლევა, სააბაზანოს სრული სისტემა ერთი ბრენდის ფარგლებში დაიგეგმოს. VitrA-ს პროდუქციის კატალოგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ტექნიკურად და ვიზუალურად თავსებადი ელემენტები ერთი ბრენდის ფარგლებში შეარჩიოს.სანიტარული სისტემის დაგეგმვა, როგორც წესი, უნიტაზისა და შესაბამისი ჩასაშენებელი ავზისა და ღილაკის შერჩევით იწყება. შემდეგ სივრცის ზომისა და გამოყენების სცენარის მიხედვით შეიძლება შეირჩეს ხელსაბანი, ბიდე ან პისუარი.წყლის წერტილების განლაგება წყვეტს, რომელი შემრევი და საშხაპე სისტემა იქნება პრაქტიკული. უფრო ფართო სივრცეში არჩევანი შეიძლება გაკეთდეს აბაზანაზე ან კონკრეტულად ჰიდრომასაჟისთვის განკუთვნილ ჯაკუზზე. წყლის უსაფრთხო გადინებას ტრაპი უზრუნველყოფს, ხოლო მონტაჟის დასრულებისთვის საჭირო სიფონები და სხვა დეტალები ფიტინგების კატეგორიაში ერთიანდება.აბაზანის ყოველდღიურ გამოყენებას სააბაზანოს ავეჯი და აბაზანის აქსესუარები ავსებს, ხოლო ფერის, ფაქტურისა და ფორმატის შეთანხმება კერამიკული და კერამოგრანიტის ფილებით არის შესაძლებელი. ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გარემოსთვის VitrA-ს ცალკე აქვს წარმოდგენილი შშმ პირებისთვის ადაპტირებული პროდუქტები.ასეთი სისტემური არჩევანი განსაკუთრებით პრაქტიკულია მაშინ, როცა მომხმარებელს აბაზანის ავეჯის, უნიტაზის, ხელსაბანის, შემრევისა და საშხაპე სისტემის ერთ სტილში გაერთიანება სურს. ამ პროცესში, შერჩევისას ტრაპი და სიფონი იმავე პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებს ერგება, ხოლო აბაზანის სარკე საერთო ვიზუალურ კონცეფციას ასრულებს.პროდუქციის შერჩევა სივრცისა და დანიშნულების მიხედვითმერლონსის არჩევანი ოთხ მიმართულებად არის ჩამოყალიბებული: სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები. კატეგორიებად დაყოფა მომხმარებელს ეხმარება, არჩევანი სივრცის ზომას, მონტაჟის პირობებსა და ყოველდღიური გამოყენების საჭიროებებს მოარგოს.სანტექნიკასანტექნიკა შეარჩიეთ წყლის წერტილების მდებარეობისა და დაგეგმილი მონტაჟის ტიპის შესაბამისად. მაგალითად, შემრევების არჩევანი მოიცავს როგორც სტანდარტულ ხელსაბანის დაბალ და მაღალ შემრევებს, ისე მინიმალისტური ინტერიერისთვის განკუთვნილ ჩასაშენებელ მოდელებს.თავისუფლად მდგომი სანტექნიკის შემთხვევაში გამოიყენება იატაკზე სამაგრი აბაზანის ან ხელსაბანის შემრევი, ხოლო განსხვავებული კონფიგურაციისთვის ხელმისაწვდომია სამნახვრეტიანი ხელსაბანის მოდელები.სამზარეულოს შემრევი შეარჩიეთ სამუშაო ზონის ზომისა და ფუნქციის გათვალისწინებით. სისტემის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია კუთხის ვენტილი, რომელიც კონკრეტული წყლის წერტილის კონტროლს ამარტივებს. საშხაპე ზონაში კი არჩევანი კეთდება ხილულ საშხაპის შემრევსა და კედელში დამალულ ჩასაშენებელ შემრევს შორის.საშხაპეების კატალოგში შედის სრული საშხაპე სისტემები და უფრო სუფთა ვიზუალის მქონე ჩასაშენებელი სისტემები. წყლის მიწოდებისა და გამოყენების ჩვევის მიხედვით ცალკე შეიძლება შეირჩეს ხელის საშხაპე, საშხაპის თავი ან ჰიგიენური საშხაპე; მონტაჟის დასრულებისთვის კი საჭიროა თავსებადი საშხაპის ფიტინგები.საშხაპე ზონის დაგეგმვისას წყლის გადინება ვიზუალურ ნაწილზე არანაკლებ არსებითია. ტრაპების კატეგორიაში წარმოდგენილი კვადრატული და გრძელი ტრაპები განსხვავებულ დაგეგმარებასა და ფილის დახრის სქემას ერგება.ხელსაბანის ფორმა ავეჯის ზომისა და ოთახის საერთო ხასიათის მიხედვით შეირჩევა. დასადები ხელსაბანი ზედაპირზე გამოკვეთილ აქცენტს ქმნის, მონობლოკი მოდელი დამოუკიდებელ გადაწყვეტას წარმოადგენს, ხოლო დასაკიდი ხელსაბანი იატაკის სივრცეს თავისუფალს ტოვებს. გამართული მონტაჟისთვის შესაბამისი სიფონი და დამჭერი პროდუქტის ტიპთან ერთად უნდა შეირჩეს.უნიტაზების კატალოგში შედის სივრცის ვიზუალურად მსუბუქი დასაკიდი მოდელები, ტრადიციული დასადგამი უნიტაზები და ერთმანეთთან უკვე შეთავსებული უნიტაზის კომპლექტები. კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეებისთვის ხელმისაწვდომია პისუარები, მათ შორის კომპაქტური კედელზე დასაკიდი მოდელები.აბაზანის ზომა და განთავსება ოთახის გეგმით განისაზღვრება: ცალკე მდგომი აბაზანა ინტერიერის მთავარ აქცენტად იქცევა, კუთხის აბაზანა კი ოთახის კუთხეს ეფექტურად იყენებს.ნივთების ორგანიზებას აბაზანის ავეჯი, ხელსაბანის კარადები და თაროები ამარტივებს. ამ პროცესში, სივრცის ფუნქციასა და განათებას ავსებს აბაზანის სარკე, მათ შორის კოსმეტიკური და ხელსაბანის სარკეები.აბაზანის აქსესუარები ყოველდღიურ ნივთებს განსაზღვრულ ადგილს უჩენს. სველ ზონასთან ახლოს პრაქტიკულია პირსახოცის და ხალათის საკიდები, უნიტაზთან კი ტუალეტის ქაღალდის საკიდი და უნიტაზის ჯაგრისი.ხელსაბანის გარშემო საჭირო ნივთებს აწესრიგებს საპნის დისპენსერი, საპნის დასადები და კბილის ჯაგრისის ჩასადები.სასტუმროებისა და საზოგადოებრივი სივრცეებისთვის კატალოგში შედის თმის საშრობები, ხელის საშრობები, ხელსახოცის დისპენსერები და ნაგვის ურნები. საშხაპეში წესრიგსა და კომფორტს ქმნის საშხაპის თარო, აბაზანის ფარდა და მისი შესაბამისი ფარდის საკიდი.ხელმისაწვდომი გარემოსთვის შშმ პირებისთვის განკუთვნილი აქსესუარები უსაფრთხო გადაადგილებასა და დამოუკიდებელ გამოყენებას ემსახურება. სწორ სიმაღლეზე დამონტაჟებული ხელის ჩასავლები საყრდენს ქმნის, ხოლო ადაპტირებული დასაჯდომები საშხაპე სივრცის გამოყენებას ამარტივებს.სამზარეულოს აღჭურვილობის სამზარეულოს აღჭურვილობა სამუშაო ზედაპირის ზომის, მონტაჟის ტიპისა და ყოველდღიური დატვირთვის მიხედვით შეარჩიეთ. სამზარეულოს ნიჟარები ამ ძირითადი პირობების მიხედვით ირჩევა, სამზარეულოს აქსესუარები სამუშაო პროცესს აწესრიგებს, ხოლო საკვების ნარჩენების დამქუცმაცებელი ნიჟარის სისტემას დამატებით ფუნქციას სძენს.აბაზანის თბილი გარემოსთვის საშრობი რადიატორი შეიძლება გათბობის სისტემას ან ელექტრო ქსელს შეუერთდეს. შესაბამისად, არჩევანი კეთდება ელექტრო და წყლის საშრობ რადიატორებს შორის. ტენიანი ჰაერის მართვასა და ვენტილაციას კი სწორად შერჩეული აბაზანის გამწოვი უზრუნველყოფს.ავეჯისივრცის დანიშნულება მერლონსის ავეჯის არჩევის საწყისი წერტილია. სასადილო ზონას კომფორტული სკამები სჭირდება: ინტერიერისთვის შეიძლება შეირჩეს სამზარეულოს სკამი ან მაღალი ბარის სკამი, ტერასისა და ეზოსთვის კი მასალითა და კონსტრუქციით შესაბამისი გარე გამოყენების სკამი.პირადი დასვენების ადგილის შერჩევისას სავარძლის ფორმა და მექანიზმი გამოყენების ჩვევას უნდა მოერგოს. რბილი მისაღების სავარძელი დასვენებისთვისაა განკუთვნილი, საოფისე და სამეცადინო სავარძლები კი სამუშაო პოზასა და ხანგრძლივ ჯდომას ითვალისწინებს. მოქნილი მოძრაობისთვის პრაქტიკულია მბრუნავი სავარძელი, მშვიდი დასვენებისთვის სარწეველა მოდელი.დივნის ზომა და ფორმა მისაღების ყოველდღიურ გამოყენებას განსაზღვრავს. კლასიკური მისაღების დივნები დასაჯდომ სივრცეზეა ორიენტირებული, გასაშლელი დივანი დამატებით საძილე ადგილსაც ქმნის, ხოლო გარე გამოყენების დივნები ღია სივრცისთვის შესაფერისი მასალებით მზადდება. კომპოზიციას მცირე ზომის პუფი მოქნილ დასაჯდომ ან ფეხის დასადებ ადგილს მატებს.მაგიდის არჩევისას მნიშვნელოვანია ზომა, სიმაღლე და ოთახში თავისუფალი მოძრაობისთვის დარჩენილი ადგილი. მსუბუქი ნივთებისთვის გამოიყენება ყავის მაგიდა, ყოველდღიური კვებისთვის სამზარეულოს ან სასადილოს მაგიდა, სტუმრების მიღებისას კი ადგილს პრაქტიკულად ზრდის გასაშლელი მაგიდა. ცალკე წარმოდგენილი მაგიდის ფეხები და ზედაპირები ინდივიდუალური კომბინაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.გარემოს სპეციფიკის მიხედვით შეიძლება გარე გამოყენების, საოფისე ან სამეცადინო მაგიდის შერჩევა. ალტერნატიულ დასაჯდომად ბენჩები გამოდგება: რბილი მისაღების ბენჩი ინტერიერს ავსებს, გამძლე გარე ბენჩი კი ტერასასა და ეზოს ერგება.განათებამერლონსის განათების კოლექცია საერთო, სამუშაო და აქცენტური შუქის კომბინირებას ამარტივებს. მოქნილი დაგეგმარებისთვის გამოიყენება რელსური განათება: რელსზე განთავსებული სანათების მიმართულება შეიძლება შეიცვალოს, ხოლო შესაბამისი რელსები სისტემის სიგრძესა და განლაგებას განსაზღვრავს.წერტილოვანი სანათები დერეფნებში, სამზარეულოსა და ფუნქციურ ზონებში თანაბარი განათებისთვის ხშირად გამოიყენება. მზა ჭერზე მოსახერხებელია ზედაპირზე დასამონტაჟებელი მოდელი, შეკიდულ ჭერში კი უფრო სუფთა ვიზუალს ჩასაშენებელი სანათი ქმნის.ოთახის გამოკვეთილ დეკორატიულ აქცენტად შეიძლება იქცეს ჭაღი, მათ შორის სასადილო მაგიდის ან კუნძულის თავზე განთავსებული დასაკიდი ჭაღი. ბავშვის ოთახისთვის ცალკე შერჩეული საბავშვო სანათები ფუნქციას ასაკთან შესაბამის დიზაინთან აერთიანებს. განათების ფენებს ავსებს კედლის სანათი (ბრა), სამუშაო ზედაპირისთვის განკუთვნილი მაგიდის სანათი და ოთახში თავისუფლად გადასაადგილებელი ტორშერი.ფილებიფილების ფორმატი გავლენას ახდენს ინტერიერის მასშტაბის აღქმასა და გადაბმის ხაზების რაოდენობაზე. პატარა ფორმატის ფილები მოსახერხებელია დეკორატიული დეტალებისა და მცირე ზედაპირებისთვის, საშუალო ფორმატის ფილები მრავალ ტიპის ოთახს ერგება, ხოლო დიდი ფორმატის ფილები ფართო, თითქმის უწყვეტი ზედაპირის ეფექტს ქმნის. საბოლოო არჩევანი ზედაპირის ზომის, დატვირთვის, მონტაჟის პირობებისა და სასურველი ვიზუალური შედეგის მიხედვით კეთდება.პროდუქციის წარმოება, შემოწმება და ხარისხიVitrA Georgia-ს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს ძლიერი წარმოებისა და ხარისხის კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს.კერამიკული ნაწარმის საფუძვლად ბუნებრივი ნედლეული გამოიყენება. წარმოების პროცესში მასალა შესაბამის ფორმას იღებს, შრება, მოჭიქურდება და მაღალ ტემპერატურაზე იწვება. ეს პროცესი პროდუქტს სიმტკიცეს, სიპრიალესა და ხანგრძლივ საექსპლუატაციო თვისებებს ანიჭებს.VitrA-ს ჩასაშენებელი ავზები მრავალმხრივი ტესტირებით მოწმდება, მათ შორის 200 000 ჩარეცხვის, 500 კგ დატვირთვის, გაჟონვის, გადმოღვრისა და ხმაურის ტესტებს.VitrA-ს უნიტაზების წარმოებაში გამოყენებულია Rim-ex, SmoothFlush და QuantumFlush ტექნოლოგიები. ისინი პროდუქტის მოვლას ამარტივებს, ბაქტერიების დაგროვების რისკს ამცირებს და ეფექტურ, ჩუმ ჩარეცხვას უზრუნველყოფს.V-Care ჭკვიანი უნიტაზი ერთ სრულ სისტემაში აერთიანებს უნიტაზის, ბიდესა და ჰიგიენური საშხაპის ფუნქციებს. ამ პროცესში, მას აქვს პულტი, თვითრეცხვადი მილი, საფარის გათბობა, გაშრობის ფუნქცია, სუნის გაწოვისა და დეკალკიფიკაციის სისტემა.VitrA-ს შემრევების ხარისხის სტანდარტებიVitrA Georgia-ს შემრევების კორპუსის წარმოებაში მაღალი ხარისხის თითბერი გამოიყენება. მათში გამოიყენება Sedal-ისა და Kerox-ის კერამიკული კარტრიჯები, Neoperl-ის აერატორები, PVD დაფარვა და წყლის დამზოგავი ტექნოლოგიები.აბაზანის ონკანის, ჩასაშენებელი შემრევის ან სამზარეულოს ონკანის შერჩევისას საიმედოობა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. VitrA-ს შემრევები 2.1 მილიონ გახსნა-დაკეტვაზე მოწმდება, რაც მათი გამძლეობისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.კერამიკული და კერამოგრანიტის ფილებიმერლონსის კატალოგი მოიცავს დიდი, საშუალო და პატარა ფორმატის ფილებს. დიდ ფორმატს თანამედროვე ინტერიერში გადაბმის ხაზების რაოდენობის შემცირება შეუძლია. ასორტიმენტი მოიცავს კერამიკულ და კერამოგრანიტის ფილებს, მოზაიკას, იატაკისა და კედლის ფილებს, აბაზანისა და სამზარეულოს ფილებს, აგრეთვე გარე სივრცისთვის განკუთვნილ ეზოს ფილებს.მერლონსის არჩევანში არის სხვადასხვა სისქის დიდი ფორმატის ფილები და ფილების ჭრის სერვისი. ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია თანამედროვე ინტერიერებისთვის, სამზარეულოს ზედაპირებისთვის, სააბაზანოებისა და ინდივიდუალური პროექტებისთვის.VitrA Georgia-ს ფილები მაღალი მედეგობითა და ტექნოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა. ისინი გათვლილია ცვეთის, ქიმიური ნივთიერებების, ტემპერატურული შოკის, მზის, წვიმის, მარილისა და ქლორის ზემოქმედებაზე.შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე იატაკისა და კედლის ფილები გამოიყენება მაღალი დატვირთვის სივრცეებში: რესტორნებში, ქარხნებში, სავაჭრო ცენტრებში, ავტომობილების შოურუმებსა და აუზებში.V-Safe ტექნოლოგიის მთავარი ფუნქცია მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირის შექმნაა. სხვადასხვა დანიშნულების სივრცისთვის ხელმისაწვდომია განსხვავებული კლასები: R9, R10, R11, R12 და R13. R13 განსაკუთრებით არსებითია სამრეწველო და მაღალი რისკის ზონებისთვის, სადაც ზედაპირის უსაფრთხოება გადამწყვეტ როლს ასრულებს.VitrA-ს ფილების მიმართულებაში გამოიყენება VitrA Block, VitrA Shield, V-Agent და VitrA Clean 2.0 ტექნოლოგიები. ისინი ხელს უწყობს წყლის შეწოვის შემცირებას, წმენდის გამარტივებასა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.ფერებისა და მასალების შეხამებაRAL ფერის კოდები დიზაინერებსა და მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტის ფერის ზუსტად ან მაქსიმალურად ახლოს შეხამებაში ეხმარება.შედეგად დიზაინერს შეუძლია ფილები, ავეჯი, განათება, სანტექნიკა და ინტერიერის სხვა დეტალები უფრო მარტივად გააერთიანოს ერთიან ვიზუალურ კონცეფციაში.ადაპტირებული პროდუქტები და უსაფრთხო გარემომერლონსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შშმ პირებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისა და ბავშვებისთვის შექმნილ პროდუქციას.VitrA Georgia-ს ადაპტირებული პროდუქტების კატალოგში წარმოდგენილია სპეციალური უნიტაზები და ხელსაბანები, გრძელი სახელურიანი შემრევები, გადახრადი სარკეები, ხელჩასავლები, ასაკეცი დასაჯდომები და სხვა სპეციალიზებული აბაზანის აქსესუარები.ამ მიმართულებით დიზაინი მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტა არ არის. ის უსაფრთხოებას, კომფორტსა და ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას ემსახურება.ეკომეგობრული და პასუხისმგებლიანი მუშაობაპასუხისმგებლიანი და ეკომეგობრული მუშაობა მერლონსისთვის ძირითადი ღირებულებაა. კომპანიის ბრენდები ყურადღებას უთმობენ წყლის ეკონომიურ მოხმარებას, ენერგოეფექტურ წარმოებას, სუფთა ტექნოლოგიებსა და ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებას.არაერთი მწარმოებელი იყენებს მზის ენერგიასა და რესურსების დამზოგავ სისტემებს, რაც თანამედროვე და პასუხისმგებლიანი წარმოების პრინციპებს შეესაბამება.საერთაშორისო ბრენდები მერლონსის შოურუმებშიმერლონსის შოურუმებში ხელმისაწვდომია შემდეგი საერთაშორისო ბრენდები:VitrA, Pedrali, Viokef, Infinity, Schock, Bolia, Carisa, Simas, Aquaforte, Alcoswell, Meir, Dune და Nofer.ყოველი ბრენდი ხარისხის, დიზაინის, ტექნოლოგიისა და პრაქტიკული ღირებულების დეტალური შეფასებით არის შერჩეული.ავეჯი ყოველდღიური კომფორტისთვისავეჯის კოლექციებში მერლონსი თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურ მოდელებს წარმოადგენს: დივნებს, კუთხის დივნებს, გასაშლელ დივნებს, სავარძლებს, საოფისე და ბარის სკამებს, სასადილო და ყავის მაგიდებს.მეტი ყურადღება ექცევა მასალის ხარისხს, ქსოვილის გამძლეობას, Martindale ტესტის მაჩვენებლებს, ანტიალერგიულ თვისებებსა და მარტივ მოვლას.ავეჯის არჩევანი ყოველდღიური კომფორტის მოთხოვნებს პასუხობს. მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილები ხელს უშლის მტვრის ბოჭკოებში ღრმად შეღწევას, ზედაპირზე ნაკლებად ჩერდება ცხოველის ბეწვი და ავეჯის მოვლაც უფრო მარტივია.ჭაღები, სანათები და ფუნქციური განათებაგანათების კოლექციებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სტილის ხარისხიანი სანათები, მათ შორის საქართველოში ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბერძნული ბრენდის, Viokef-ის, კოლექციები.განათების არჩევანში არის ერთი გამოკვეთილი ჭაღი, მრავალფეროვანი ჭაღები, ჭერისა და კედლის სანათები, ტორშერები, მაგიდის სანათები, წერტილოვანი და რელსური განათება. კოლექციები მოიცავს მინიმალისტურ, დეკორატიულ, თანამედროვე, თბილ და ფუნქციურ გადაწყვეტილებებს.ბევრი სანათი რეგულირების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც სივრცეში სასურველი განათებისა და განწყობის შექმნას ამარტივებს.Schock-ის სამზარეულოს ნიჟარებიSchock-ის სამზარეულოს ნიჟარები მერლონსის შოურუმში ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი. თითოეული სამზარეულოს ნიჟარა ფორმის, ზომის, ფერისა და მონტაჟის ტიპის მიხედვით შეიძლება შეირჩეს.Schock-ის სახელთან კვარცის კომპოზიტური ტექნოლოგიაა დაკავშირებული, რომელიც კვარცის ნიჟარას სიმტკიცეს, ნაკაწრების მიმართ მედეგობას, ჰიგიენურ ზედაპირსა და ხანგრძლივ გამძლეობას ანიჭებს. პროდუქცია გათვლილია სამზარეულოში ყოველდღიურ ინტენსიურ გამოყენებაზე და ამავდროულად თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.პროფესიონალური მომსახურება და სერვისიმერლონსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას მომსახურების ხარისხი ქმნის. მომზადებული გუნდი ეხმარება მომხმარებელს პროდუქციის შერჩევაში, ტექნიკური დეტალების დაზუსტებაში, მონტაჟის დაგეგმვაში, საგარანტიო საკითხებში, ნაწილების შეკვეთასა და შემდგომ მომსახურებაში.კონსულტანტი მომხმარებელს აცნობს პროდუქტის ფერსა და დიზაინს, ასევე მონტაჟის სიმაღლეს, წყლის წერტილებს, ავზის ტიპს, ფილის კალიბრსა და ტონალობას, მოვლასა და სწორ ექსპლუატაციას.მერლონსის ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა საკუთარი სერვის-ჯგუფია. თუ პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემა ან დაზიანება დაფიქსირდა, მომხმარებელი პრობლემის წინაშე მარტო არ რჩება. სერვის-ჯგუფი ადგილზე მიდის, მდგომარეობას ამოწმებს და საჭიროების მიხედვით პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს.ქარხნული დეფექტის შემთხვევაში კომპანიის მიზანია პროდუქტი უმოკლეს დროში ჩაანაცვლოს და მომხმარებელს ზედმეტი დროის დაკარგვა აარიდოს.მერლონსის მომსახურებების ჩამონათვალი მოიცავს:მიტანისა და ატანის სერვისს;მონტაჟს;საგარანტიო მომსახურებას;ნაწილების შეკვეთას;განვადებას;ნაწილ-ნაწილ გადახდას.მერლონსის ლოიალურ და განმეორებით მომხმარებლებს კომპანია ინდივიდუალურ პირობებსა და სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს.სანტექნიკა, ფილები, ავეჯი და განათება ერთ სივრცეშიმერლონსის ფასების კონკურენტულობას კომპანია ხარისხის, სერვისისა და საერთაშორისო ბრენდების შერჩეულ შეთავაზებას უკავშირებს.ერთ შოურუმში სანტექნიკის, ფილების, ავეჯისა და განათების ერთად შეძენისას მომხმარებელს შეუძლია უკეთესი პირობებისა და დამატებითი ფასდაკლებების მიღება. ამავე სივრცეში შეიძლება აბაზანის ავეჯის, უნიტაზის, ნიჟარის, შემრევის, კერამოგრანიტის ფილების, დივნის, სავარძლის, მაგიდისა და სანათების ერთმანეთთან შეხამება.მერლონსის ეს მიდგომა მთლიან პროექტს უფრო მარტივსა და ორგანიზებულს ხდის და მომხმარებლისთვის ფინანსურადაც უფრო ხელსაყრელია.მერლონსის მიზანია მომხმარებელს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში, ტექნიკური და დიზაინერული შეცდომების თავიდან აცილებასა და ისეთი ინტერიერის შექმნაში დაეხმაროს, რომელიც ერთდროულად ლამაზი, კომფორტული, ფუნქციური და ხანგრძლივად სანდოა.მისამართები და დამატებითი ინფორმაციასაკონტაქტო ინფორმაცია: ა. ბელიაშვილის ქ. №142, თბილისი; შ. ხიმშიაშვილის ქ. №1, ბათუმი; ტელეფონი 0322 30 70 90.(R)
1791288573
რობინ პეიჯის ხელმძღვანელობით „ბენტლის“ დიზაინის გუნდმა ქრიუს ცენტრში შექმნა ელეგანტური SUV, რომელიც ბრენდის დიზაინში ახალ ეტაპს გვთავაზობს, თუმცა, ამავდროულად, „ბენტლის“ დამახასიათებელ სტილსა და მემკვიდრეობას ერთგულად ინარჩუნებს.რობინ პეიჯი, „ბენტლის“ დიზაინის დირექტორი: „ახალ მოდელზე მუშაობისას ვითვალისწინებთ იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ადამიანები ობიექტს ბუნებრივად. არსებობს გარკვეული იერარქია იმისა, რასაც პირველად ვხედავთ და შემდეგ ვაცნობიერებთ. ამ პრინციპს აღქმის ოთხ ეტაპს ვუწოდებთ“.ავტომობილის პროპორციები მალევე მიგახვედრებთ, რას ნიშნავს „ბენტლის“ მემკვიდრეობა: თვლების გრძელი ბაზა, მოკლე განაკიდები და სიამაყის გამომხატველი წინა მხარე Torcal-ს მძლავრ იერსა და თამამ ელეგანტურობას ანიჭებს. დიზაინში „ბენტლის“ საკულტო მოდელების, განსაკუთრებით Continental GT-ს, ელემენტებსაც აღმოაჩენთ. განათების ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ალმასების დიზაინში გადაწყვეტილი ცხაურით ავტომობილის სახე სრულიად ახლებურადაა ინტერპრეტირებული, უკანა მხარეს კი დახვეწილი მინიმალიზმი გამოარჩევს.დიზაინის მესამე ასპექტი ავტომობილის მთლიანი ფორმაა - Torcal ნებისმიერი პერსპექტივიდან ელეგანტურად გამოიყურება. დიზაინზე მომუშავე ჯგუფმა უარი თქვა ზედმეტ, არასაჭირო ხაზებზე და ავტომობილს ემოციური და მკაფიო გარეგნობა მიანიჭა. მეოთხე ასპექტი კი ხელით შესრულების ბრიტანული, ნატიფი ხელოვნებაა.ამგვარი ფილოსოფია ინტერიერშიც გრძელდება. ხელსაწყოთა პანელი „ბენტლის“ ფრთების შთაგონებითაა შექმნილი და დიზაინის ელემენტების სიმეტრიულობით გამოირჩევა. ზედაპირებზე შეხვდებით ავთენტიკურ მასალებს - ტყავს, შალსა და ალუმინს. ცენტრალურ კონსოლსა და საჭეზე შენარჩუნებულია ფიზიკური ელემენტებიც, რათა ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების პრინციპები არ დაირღვეს.Torcal-ის სავარძლები 16 მიმართულებით რეგულირდება და აღჭურვილია გათბობით, გაგრილებით, გვერდითი რეგულირებადი მხარდაჭერითა და მასაჟის ახალი ფუნქციებით. დამატებით ხელმისაწვდომია Postural Adjust და სავარძლების ავტომატური კლიმატიზება. Wellness Seat Specification-ის შემთხვევაში მასაჟის ფუნქცია არა მხოლოდ საზურგეზე, არამედ მთელ სავარძელზე ვრცელდება.გაყიდვების საწყის ეტაპზე Bentley Torcal-ისთვის ხელმისაწვდომია დისკების 5 დიზაინი. საბაზისო მოდელში სერიულად გვხვდება 21-დუიმიანი დისკები, S-Modell-ს კი 22-დუიმიანი დისკები აქვს. დამატებით ხელმისაწვდომია 22-დუიმიანი დისკების კიდევ 3 ვარიანტი, რომელთაგან ერთი აეროდინამიკას ემსახურება. Torcal ასევე პირველი „ბენტლია“, რომელმაც ბრენდის განახლებული ემბლემა მიიღო.სიმძლავრე და ტრადიციების ერთგულებაTorcal ბრენდის ისტორიაში პირველი ელექტრომობილია და 888 ცხენის ძალამდე სიმძლავრესა და 1350-ნიუტონმეტრიან მაბრუნ მომენტს ავითარებს - ეს უკანასკნელი „ბენტლის“ ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთი შესაძლებლობებით Bentley Torcal-ს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 2,9 წამში შეუძლია.ავტომობილი აღჭურვილია ორი უმძლავრესი, მუდმივი მაგნიტის სინქრონული ძრავით. წინა აგრეგატს ღია დიფერენციალი აქვს, უკანა მოტორი კი ბლოკირებადი დიფერენციალითა და მრავალდისკიანი გადაბმულობითაა აღჭურვილი.ელემენტის გარანტია 10-წლიანია (ან 100 000 მილი). Torcal-ს ერთი დამუხტვით 600 კილომეტრამდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა აქვს, 400-კილოვატიანი დამუხტვის სიმძლავრით კი 10-დან 80 პროცენტამდე 20 წუთზე ნაკლებ დროში იმუხტება. 161 კილომეტრისთვის საკმარისი ენერგიის მიღება 7 წუთში შეუძლია.ავტომობილი აღჭურვილია უკანა ღერძის მოხვევითაც - 5 გრადუსამდე, რაც მობრუნების რადიუსს 11,1 მეტრამდე ამცირებს. ამით Bentley Torcal არა მხოლოდ კომფორტული და სოლიდური, არამედ მაქსიმალურად მოქნილი და მანევრულიცაა. ის Bentley Flying Spur-ივით კომფორტული და Continental GT Speed-ივით დინამიკურია.Bentley Torcal-ში ხელმისაწვდომია ორი აუდიოსისტემა. პირველი 620-ვატიანია, 16 დინამიკით. Naim-თან თანამშრომლობით შექმნილი 1780-ვატიანი აუდიოსისტემა 28 დინამიკით მოიცავს სავარძელში ჩაშენებულ ვიბრაციის აქტუატორებს, თავის მისაყრდნობებში ჩაშენებულ დინამიკებსა და Dolby Atmos 7.1-ს.Bentley Torcal ორი სხვადასხვა კომპლექტაციითაა ხელმისაწვდომი: საბაზისო ვერსია და სპორტული S-ვარიანტი. საბაზო მოდელის სიმძლავრე 821 ცხენის ძალა და 1194-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტია. ეს ვერსია 0-100 კმ/სთ-მდე 3,4 წამში ჩქარდება და 250 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. სპორტული S-ვერსია გააქტიურებული Launch Control-ისას 888 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 1350 ნმ-ს ავითარებს. მისი აჩქარება 0-100 კმ/სთ-მდე 2,9 წამია, მაქსიმალური სიჩქარე კი - 260 კმ/სთ. მარტინ პეიჯი, Torcal-ის წარმოების ხაზის დირექტორი: „Bentley Torcal სრულიად ახალი და უნიკალურია. მისი შექმნისას უდიდესი ყურადღება დაეთმო „ბენტლის” ტრადიციების შენარჩუნებასა და ტექნოლოგიას, რომელიც მძღოლს ეხმარება, მაგრამ მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს არ იღებს. Torcal-ში გამორჩეული ფუფუნება და შთამბეჭდავი სიმძლავრე ერთიანდება და ავტომობილის მართვის გამოცდილება სრულიად ახალ დონეზეა აყვანილი“.„ბენტლის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Tegeta Cars-ში შემავალი Bentley Centre Tbilisi-ა. საქართველოში „ბენტლი“ Torcal აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. ახალი მოდელის სასურველი კონფიგურაციით დაკომპლექტება უკვე შესაძლებელია მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი 129.--„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Bentley Centre Tbilisi ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.
1790859731
რეაბილიტაციის შედეგად ექსპლუატაციაში შევა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები. პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ და ეფექტიან ფუნქციონირებას.„რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განლაგებიდან გამომდინარე, ქსელების დამატებით ჩაღრმავება გახდა საჭირო - წყალარინების ქსელი 6 მეტრის, ხოლო წყალსადენის ქსელი 2 მეტრის სიღრმეზე განთავსდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოძველებული თუჯის მილები თანამედროვე, ორმაგი შიდა და გარე იზოლაციის მქონე ფოლადის მილებით, ხოლო წყალარინების ქსელი რკინა-ბეტონის არმირებული მილებით ჩანაცვლდა. არსებული გამოწვევების მიუხედავად, სამუშაოები უმოკლეს ვადებში და მაღალი ხარისხით შესრულდა", - გიორგი ვეშაპიძე, დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის მიმართულებით.კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა."ჯივიპიმ რუსთაველის გამზირზე არსებული მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლა. ახალი მილსადენები და გამოყენებული მასალები თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს სრულად შეესაბამება, რაც მათი ხანგრძლივი და საიმედო ექსპლუატაციის გარანტიას იძლევა. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში პროექტი სრულად დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა", - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.
1790857377
AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა - საკმარისია, აღწეროს საკუთარი საჭიროება ან სასურველი პროდუქტის ფოტო ატვირთოს. ასისტენტი ათასობით პროდუქტს შორის მოძებნის შესაბამის ვარიანტს, პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ბიუჯეტს და პერსონალურ რეკომენდაციას შესთავაზებს.როგორ გეხმარება PSP AI ასისტენტი?ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება როგორც პროდუქტის შერჩევაში, ასევე შეკვეთისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. AI ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მახასიათებლებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ მიწოდების სასურველი ფორმის შერჩევაც - ლოქერი, Pick Up ან კურიერის მომსახურება.გარდა ამისა, AI ასისტენტი მომხმარებელს უკვე განხორციელებული ონლაინ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი.„PSP-მ პირველი ონლაინ აფთიაქი მომხმარებელს 10 წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა. წლებია მომხმარებლები არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებშიც ონლაინ აფთიაქის მომსახურებით სარგებლობენ. PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის 24/7 მომსახურების დანერგვის მიზანია ონლაინ აფთიაქით სარგებლობის პროცესი მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს - პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე, ერთ სივრცეში.” - აცხადებენ PSP-ში.#PSPAIასისტენტი #AIრომელიცგეხმარებაშერჩევაში
1790850588
კვლევის მიხედვით, PSP ლიდერია ბრენდის ცნობადობის მიმართულებითაც - მომხმარებლების მიერ აფთიაქების დასახელებისას PSP ყველაზე ხშირად აღინიშნება. Top of Mind მაჩვენებელი 42%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფთიაქის გახსენებისას მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს.PSP-ს ლიდერობას მომხმარებელთა არჩევანიც მკაფიოდ აჩვენებს. კვლევის მიხედვით, PSP-ს მომსახურებით მომხმარებელთა 82% სარგებლობს, ხოლო მომხმარებლის 39%-ისთვის სწორედ PSP წარმოადგენს ძირითად არჩევანს. ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ძლიერ პოზიციას არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო ქცევის მიმართულებითაც.მომხმარებლები PSP-ს სააფთიაქო ქსელებს შორის ლიდერად აღიქვამენ - რესპონდენტების 56% PSP-ს ასახელებს ბაზრის ლიდერად, ხოლო 51% - ყველაზე სანდო აფთიაქად. PSP პირველ ადგილზეა შეფასების თითქმის ყველა პარამეტრით. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, PSP-ში სასურველი პროდუქტის პოვნა მარტივია. 52% მიიჩნევს, რომ PSP-ს ყველაზე კარგი ასორტიმენტი და ბრენდები აქვს. რესპონდენტების 50%-სთვის PSP-ში შესვლა სასიამოვნო გამოცდილებაა. ფასების ხელმისაწვდომობის მხრივაც PSP ლიდერ პოზიციაზეა.კვლევის შედეგების მიხედვით, აფთიაქის არჩევისას მომხმარებლები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აქცევენ ყურადღებას. მათთვის ძირითად აფთიაქში სიარულის მიზეზებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, კარგი აქციები, ფარმაცევტის კვალიფიციური მომსახურება და მისაღები ფასებია.კვლევა ჩატარდა 2026 წელს, საქართველოს მასშტაბით, კომპანია ACT Research-ის მიერ და მასში 800-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.PSP 1994 წლიდან ევროპული მედიკამენტების პირველი და ოფიციალური დისტრიბუტორია. დღეს კომპანია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო პროდუქტების მწარმოებლების, მათ შორის 100-ზე მეტი GMP-ის სტანდარტის მქონე ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციას წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე.PSP 30 წელზე მეტია მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვას. PSP-ს სააფთიაქო ქსელს გერმანელი ექსპერტების აუდიტის შედეგად მინიჭებული აქვს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი. PSP-ს სადისტრიბუციო საწყობს კი უკვე ორჯერ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი და მიღებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.დღეს PSP საქართველოს მასშტაბით 360-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია, ასევე საკვები დანამატები, დედისა და ბავშვის მოვლის საშუალებები, პირის ღრუს ჰიგიენის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო არჩევანი. კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს მედიცინისა და დერმატოლოგიური კოსმეტიკის სიახლეების კვალდაკვალ.PSP გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ფიზიკურ ფილიალებთან ერთად ონლაინ მომსახურება შესთავაზა. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის ვებსაიტის და სმარტფონის აპლიკაციას აერთიანებს, წარმოდგენილია ქსელის სრული ასორტიმენტი, რომლის შეძენაც მომხმარებელს ადგილზე მიტანით ან შემნახველ ლოქერში დატოვების სერვისითაც შეუძლია. პლატფორმა ასევე აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც მომხმარებლებს ასორტიმენტის შერჩევის და ყიდვის პროცესს უმარტივებს.PSP არის კომპანია, რომელსაც არა მხოლოდ მომხმარებლები ირჩევენ და ნდობას უცხადებენ მისი პროდუქციის ხარისხს, არამედ საერთაშორისო ექსპერტებისა და საზოგადოების გამოკითხვით, არაერთი პრიზი აქვს მიღებული საქართველოში და საერთაშორისო დაჯილდოებებზე, როგორიც არის Ad Black Sea, Stevie Awards, The One Show, The Clios, ADCE, Epica Awards, KIAF, Baku Flames. 2025-2026 წლებში PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიებად იქცა.
1790678918
