ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 9.3%-ზე მეტით გაიზარდა, ამასთან, ქვეყანამ ფისკალური პარამეტრები უსაფრთხო დონეზე შეინარჩუნა, ხოლო კაპიტალური ხარჯები მაღალ ნიშნულზე დარჩა.ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითადი ნაწილის მშენებლობის დასრულებაზე, ასევე საგზაო, სარკინიგზო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე.„წლევანდელი დიალოგის თემა „ხვალინდელი დღის ინფრასტრუქტურა: ზეგავლენა და ინოვაცია“ კარგად ასახავს საერთო შეხედულებას, რომ ინფრასტრუქტურა აღარ იზომება მხოლოდ ჩვენ მიერ აშენებული გზებით, ხიდებითა თუ ენერგოსისტემებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, არსებული საჭიროებების ფონზე მნიშვნელოვანია ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც რეგიონებს დააკავშირებს და ღირებულებათა ჯაჭვების შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.ხუციშვილმა ასევე ისაუბრა AIIB-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ბანკის როლის გააქტიურებაზე.მინისტრმა მადლობა გადაუხადა კატარის მთავრობასა და AIIB-ის გუნდს ფორუმის ორგანიზებისთვის და ბანკის ახალ პრეზიდენტს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის.
1790680191
კვლევის მიხედვით, PSP ლიდერია ბრენდის ცნობადობის მიმართულებითაც - მომხმარებლების მიერ აფთიაქების დასახელებისას PSP ყველაზე ხშირად აღინიშნება. Top of Mind მაჩვენებელი 42%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფთიაქის გახსენებისას მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს.PSP-ს ლიდერობას მომხმარებელთა არჩევანიც მკაფიოდ აჩვენებს. კვლევის მიხედვით, PSP-ს მომსახურებით მომხმარებელთა 82% სარგებლობს, ხოლო მომხმარებლის 39%-ისთვის სწორედ PSP წარმოადგენს ძირითად არჩევანს. ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ძლიერ პოზიციას არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო ქცევის მიმართულებითაც.მომხმარებლები PSP-ს სააფთიაქო ქსელებს შორის ლიდერად აღიქვამენ - რესპონდენტების 56% PSP-ს ასახელებს ბაზრის ლიდერად, ხოლო 51% - ყველაზე სანდო აფთიაქად. PSP პირველ ადგილზეა შეფასების თითქმის ყველა პარამეტრით. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, PSP-ში სასურველი პროდუქტის პოვნა მარტივია. 52% მიიჩნევს, რომ PSP-ს ყველაზე კარგი ასორტიმენტი და ბრენდები აქვს. რესპონდენტების 50%-სთვის PSP-ში შესვლა სასიამოვნო გამოცდილებაა. ფასების ხელმისაწვდომობის მხრივაც PSP ლიდერ პოზიციაზეა.კვლევის შედეგების მიხედვით, აფთიაქის არჩევისას მომხმარებლები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აქცევენ ყურადღებას. მათთვის ძირითად აფთიაქში სიარულის მიზეზებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, კარგი აქციები, ფარმაცევტის კვალიფიციური მომსახურება და მისაღები ფასებია.კვლევა ჩატარდა 2026 წელს, საქართველოს მასშტაბით, კომპანია ACT Research-ის მიერ და მასში 800-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.PSP 1994 წლიდან ევროპული მედიკამენტების პირველი და ოფიციალური დისტრიბუტორია. დღეს კომპანია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო პროდუქტების მწარმოებლების, მათ შორის 100-ზე მეტი GMP-ის სტანდარტის მქონე ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციას წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე.PSP 30 წელზე მეტია მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვას. PSP-ს სააფთიაქო ქსელს გერმანელი ექსპერტების აუდიტის შედეგად მინიჭებული აქვს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი. PSP-ს სადისტრიბუციო საწყობს კი უკვე ორჯერ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი და მიღებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.დღეს PSP საქართველოს მასშტაბით 360-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია, ასევე საკვები დანამატები, დედისა და ბავშვის მოვლის საშუალებები, პირის ღრუს ჰიგიენის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო არჩევანი. კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს მედიცინისა და დერმატოლოგიური კოსმეტიკის სიახლეების კვალდაკვალ.PSP გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ფიზიკურ ფილიალებთან ერთად ონლაინ მომსახურება შესთავაზა. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის ვებსაიტის და სმარტფონის აპლიკაციას აერთიანებს, წარმოდგენილია ქსელის სრული ასორტიმენტი, რომლის შეძენაც მომხმარებელს ადგილზე მიტანით ან შემნახველ ლოქერში დატოვების სერვისითაც შეუძლია. პლატფორმა ასევე აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც მომხმარებლებს ასორტიმენტის შერჩევის და ყიდვის პროცესს უმარტივებს.PSP არის კომპანია, რომელსაც არა მხოლოდ მომხმარებლები ირჩევენ და ნდობას უცხადებენ მისი პროდუქციის ხარისხს, არამედ საერთაშორისო ექსპერტებისა და საზოგადოების გამოკითხვით, არაერთი პრიზი აქვს მიღებული საქართველოში და საერთაშორისო დაჯილდოებებზე, როგორიც არის Ad Black Sea, Stevie Awards, The One Show, The Clios, ADCE, Epica Awards, KIAF, Baku Flames. 2025-2026 წლებში PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიებად იქცა.
1790678918
მერის მრავალწლიანი გლობალური გამოცდილება მოიცავს ბრენდისა და მარკეტინგული კომუნიკაციების, საერთაშორისო პარტნიორობებისა და სპონსორობების მიმართულებებს.მერის გამოცდილება აერთიანებს იმას, რაც დღეს თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ბრენდს, ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და ადამიანებთან რეალური კავშირის შექმნას. მისი პროფესიული გზა საქართველოდან დაიწყო და სამ კონტინენტსა და ხუთ ქვეყანას მოიცავს. მუშაობდა გლობალურ საკონსულტაციო ფირმა Elevate-ში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია du-ში. ასევე, მართავდა Expo 2020 Dubai-ს სასპონსორო მიმართულებას, სადაც ქვეყნის წინაშე შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედალი გადაეცა.სხვადასხვა ეტაპზე, მერის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის Marketing Innovation Leader of the Year-ის ჯილდოთი. პარტნიორობებისა და ბრენდული აქტივაციების მიმართულებით. ბოლო წლებში მერი მუშაობდა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან როგორებიცაა PepsiCo, Mastercard, Samsung, BMW და სხვა.მერი კოკაიას თიბისის გუნდთან შემოერთება თიბისის სტრატეგიის ნაწილია - საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველი პროფესიონალები სამშობლოში დააბრუნოს, მათი ცოდნა და გამოცდილება ქართული კომპანიისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებას მოახმაროს.„მოხარული ვარ, რომ მერი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ შემოგვიერთდა. დღეს თიბისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ბრენდი აქვს საქართველოში, რაც წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა და ინიციატივის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბრენდი და მეტად დავაკავშიროთ ის თიბისის ბიზნესთან, პროდუქტებთან და მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებასთან“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.„საქართველოში დაბრუნება ჩემთვის მხოლოდ ახალი პროფესიული ეტაპის დაწყებას არ ნიშნავს. 14 წლიანი საინტერესო საერთაშორისო გამოცდილების შემდეგ, მიხარია, რომ თიბისის გუნდს შევუერთდი - კომპანიას, რომელიც უკვე 33 წელია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად შესაძლებლობაა, თიბისის გუნდის მიერ შექმნილი გამორჩეული ბრენდი ჩემი გამოცდილებით გავაძლიერო და ამ გზით, ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.18 წელია თიბისის მომხმარებელი ვარ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირადად ვგრძნობდი იმ ზრუნვასა და ყურადღებას, რომელიც თიბისის ადამიანებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს, უკვე როგორც გუნდის წევრი, კიდევ უფრო მკაფიოდ ვხედავ თიბისის მისიას - ცხოვრების ყოველ ეტაპზე ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ყოველდღიურობა“. - მერი კოკაია, თიბისის მარკეტინგის დირექტორი.მერის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის ამბიციას - შექმნას გარემო, სადაც მიზანსწრაფული, გამბედავი და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი რეალურ ღირებულებას უქმნის და ყოველდღიურობას უმარტივებს ადამიანებს.
1790677771
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ფისკალური რეფორმების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და ფისკალური დისციპლინის როლზე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის პროცესში.მხარეებმა ასევე ისაუბრეს დაკავშირებადობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების როლზე.ლაშა ხუციშვილმა კატარის კოლეგას საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები, ასევე მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი გააცნო.შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა თანამშრომლობის გაგრძელებისა და შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც დაესწრო.
1790667953
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაამზადეს ორი ერთეული ყალბი „ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ“. დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები, თითქოსდა რქაწითლის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი.აღნიშნული ყალბი ცნობების გამოყენებით, ბრალდებულები შეეცადნენ, ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ჩაებარებინათ.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
1790664125
„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, არაყჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანმა აშშ-სთან ნიუ-იორკში, კატარის შუამავლობით, არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართა და იმედი აქვს, რომ ვაშინგტონი ირანის წინადადებებს ოფიციალურად უპასუხებს.არაყჩის თქმით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ვიზიტისას, ირანულმა მხარემ კრიზისის მოგვარებისა და ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის გეგმა წარადგინა.„ჩვენი მისია იყო, ეს პირობები ამერიკული მხარისთვის და სხვა ქვეყნებისთვის მიგვეწოდებინა და დავრწმუნებულიყავით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, ირანს ამ მიმართულებით გეგმა აქვს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.მისივე თქმით, ბოლო შეხვედრისას კატარის შუამავლებმა ახალი იდეები წარადგინეს, რომლებიც მხარეებს შორის არსებული უთანხმოების დაძლევას ისახავს მიზნად. ეს წინადადებები, არაყჩის ინფორმაციით, ვაშინგტონს გადაეცემა.ირანი: მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამას არ ეხებაამასთან, ირანული Press TV, ქვეყნის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონთან მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამას არ ეხება.„ირანის პოზიცია ბირთვულ საკითხზე უცვლელია. ამ საკითხზე განხილვები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ მანამდე უარყო მოსაზრებები, თითქოს თეირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს იყოს. მისი თქმით, ირანი 1970 წლიდან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) მონაწილეა და საკუთარი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათზე მიუთითებს.თეირანი NPT-დან გასვლას განიხილავსპარალელურად, ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალი ნიკზადმა განაცხადა, რომ პარლამენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან (NPT) გასვლის შესახებ წინადადებას განიხილავს.„NPT-დან გასვლის კანონპროექტი გადაუდებელი განხილვის სტატუსით არის პარლამენტში. როგორც კი ის პარლამენტში შევა, მას იმავე დღეს განვიხილავთ“, – ნიკზადის განცხადებას სააგენტო Fars ციტირებს.მისივე თქმით, პარლამენტი ამ ნაბიჯის საერთაშორისო შედეგებსაც შეისწავლის.ნიკზადმა ასევე განაცხადა, რომ ირანელი კანონმდებლები არ ენდობიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) და მის გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსის. მისი თქმით, გროსი ირანის ბირთვულ ობიექტებზე მხოლოდ „ზედაპირულ“ ვიზიტებს ახორციელებს და შემდგომ უარყოფით ანგარიშებს აქვეყნებს.Bloomberg: ირანში შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენBloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, ირანელი ოფიციალური პირები სკეპტიკურად არიან განწყობილი იმის მიმართ, რომ ნოემბერში აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ვაშინგტონთან შეთანხმება მიიღწევა და ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება.სააგენტოს ცნობით, ირანელი ოფიციალური პირები კერძო საუბრებში გამოთქვამენ პესიმიზმს ვაშინგტონთან კონფლიქტის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე.Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში გამართულ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში თეირანმა და ვაშინგტონმა მხოლოდ მცირე პროგრესს მიაღწიეს.სააგენტოს წყაროების შეფასებით, ირანში ასევე მიიჩნევენ, რომ 3 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ კონფლიქტის ესკალაციის მაღალი ალბათობა არსებობს.ამასთან, ბოლო დღეებში შუამავლების მონაწილეობით აშშ-სა და ირანს შორის კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჰორმუზის სრუტის გახსნაა. ირანის წინადადება სრუტის შვიდ დღეში გახსნას ითვალისწინებს, თუკი ვაშინგტონი თეირანის პირობებს მიიღებს.
1790657618
კობახიძე ENKA-სთვის $400 მლნ-ზე მეტ კომპენსაციაზე: სახელმწიფო ალტერნატ...
1789635519
სებ-მა და J.P. Morgan-მა თბილისში 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელ...
1789723382
შესყიდვების რეფორმის ნაწილი ძალაში შედის – ახალი წესები მცირე და საშუა...
1789643594
Visa რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2027 და 2029-ის მთავარი პარტნიორი იქნებ...
1789631683
გაი სტივენსმა TBC PLC-ის 1000-ზე მეტი აქცია შეიძინა
1789464013










