GE EN
სხვა სიახლეები
ეკატერინე მიქაბაძემ ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართ...

აღნიშნული დისკუსია Galt & Taggart-ისა და თიბისი კაპიტალის ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა მდგრადი დაფინანსება და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელობა იყო.სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და იმ ინიციატივებზე, რომელსაც ეროვნული ბანკი ბაზრის სტიმულირებისთვის ახორციელებს."2023 წელი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით გამორჩეული იყო, ბაზარი თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება. ამის საფუძველი რა თქმა უნდა, ის საკანონმდებლო ღონისძიებები და თარგეთირებული ინიციატივებია, რომელიც ტარდება ეროვნული ბანკის მიერ", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.მისივე განცხადებით, კვლავ გაგრძელდება კონკრეტული პროგრამები, რაც ბაზრის განვითარების პოზიტიური ტენდენციების შექმნის საფუძვლად იქცა.პანელზე გამოსვლისას, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მდგრად დაფინანსებაზე მოთხოვნა როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში იზრდება და ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საქართველოს ბაზრის სპეციფიკას მორგებული რეგულაციები და საზედამხედველო წესები შეიმუშაოს.ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.სემინარის ფარგლებში ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

1714746033

საქართველოს ეროვნულ ბანკს კამბოჯის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სერეი ჩიმ.შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს მხარეთა შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩო, რათა ხელი შეეწყოს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მათი ძირითადი ფუნქციებისა და მანდატის ფარგლებში.მხარეები უზრუნველყოფენ რეგულარულ ტექნიკურ თანამშრომლობას ექსპერტულ დონეზე ცენტრალური ბანკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავება, საპროცენტო განაკვეთის დერეფნის დადგენა, ლიკვიდობის პროგნოზირება, დედოლარიზაციის გამოცდილება, საგადახდო სისტემები და ციფრული ინოვაციები საგადახდო სერვისებში. ამ მიზნით იგეგმება შესაბამისი დისკუსიების გამართვა, ასევე, ერთობლივი სემინარებისა და კვლევების  წარმოება ურთიერთშეთანხმებულ სფეროებში.მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია მხარეებს შორის მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა ეკონომიკურ და ფინანსურ მოვლენებსა და ცენტრალური ბანკის საქმიანობის საკითხებზე. მათ შორის, თითოეული მხარის იურისდიქციაში მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესახებ.

1714745837

ნათია თურნავამ ADB-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პანელში მიიღო მონ...

პანელის მონაწილეებმა ფინანსურ ინკლუზიურობაზე, მის მომავალსა და ამ პროცესებში ტექნოლოგიების გავლენაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ფინანსური ხელმისაწვდომობის გაძლიერებაში ფინტექის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და ხელოვნური ინტელექტის როლი.თავის გამოსვლაში, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ მარეგულირებლებს ფინტექსა და ტრადიციულ ბანკებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში."ფინტექსა და ტრადიციულ ბანკებს შორის თანამშრომლობის წახალისება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამუშაოა მარეგულირებლებისთვის. როდესაც ეს ორი ჯგუფი ერთად მუშაობს, უფრო მეტი ადამიანი და ბიზნესი სარგებლობს ციფრული ბანკინგით, რაც ფინანსებს ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.მან ასევე ისაუბრა მარეგულირებელ ჩარჩოზე, ლიცენზირებაზე, ლაბორატორიებისა და საპილოტე პროგრამების იდეაზე. მისი თქმით, ფინტექ სტარტაპებისთვის ლიცენზირების გამარტივება ნიშნავს, რომ მეტ მათგანს შეუძლია ბაზარზე შესვლა."როდესაც პროცესი ნათელი და პირდაპირია, ის ხელს უწყობს ინოვაციას და კონკურენციას, რაც ყველასთვის კარგია. ბოლო წლებში სებ-მა ლიცენზირების სხვადასხვა რეჟიმი დანერგა, როგორიცაა ციფრული ბანკინგის, VASP-ისა და პლატფორმის ლიცენზია. ამ ინიციატივებმა სხვადასხვა ზომის და ბიზნეს მოდელის ფინტექ კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად ექციათ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

1714745691

საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სებ-ი გლობალური ფი...

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორის სოპნენდუ მოჰანტის შორის გამართულ შეხვედრაზე, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელეს. მხარეები სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.ნათია თურნავასთან შეხვედრისას, სოპნენდუ მოჰანტიმ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს რეგიონის ფინტექ ჰაბად განხილავს და ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებაში აქტიურ მხარდაჭერას ჰპირდება.Elevandi-ს მხარდაჭერით, საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც საქართველოში არსებულ და პერსპექტიულ ფინტექ კომპანიებს ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაში დაეხმარება. მოეწყობა მრგვალი მაგიდის დისკუსიები და ფორუმები, რომლებიც გააერთიანებს მარეგულირებლებს, პოლიტიკის შემქმნელებს და დარგის ლიდერებს.

1714745513

ნათია თურნავა კორეის ბანკის პრეზიდენტს ჩენგ იონგ რის შეხვდა

მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.ჩენგ იონგ რიმ ყურადღება გაამახვილა მყისიერი გადახდის სერვისებზე და ამ მიმართულებით სებ-თან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.შეხვედრის ფარგლებში, ნათია თურნავამ კორეის ბანკის პრეზიდენტს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების კუთხით ეროვნულ ბანკში შემუშავებული და დანერგილი მარეგულირებელი ჩარჩო ლიცენზირების წესები და სხვადასხვა  რეჟიმები გააცნო.ნათია თურნავამ, ხაზი გაუსვა ციფრული ბანკების მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის გადახდების გაზრდის კიდევ ერთი წყაროა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი 2025 წლისთვის მყისიერი გადახდების პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის სერვისებს.კორეის ბანკის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება".პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ფინტექის განვითარების და საერთაშორისო გადახდების მხარდასაჭერი ინიციატივები და გააზიარეს სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

1714745329

ნათია თურნავა ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრს სიმონას კრეპშტას...

მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის არსებულ პარტნიორობაზე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.მიმოიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გამახვილდა ფინანსური ტექნოლოგიების დარგში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე.ნათია თურნავამ სიმონას კრეპშტას ფინტექის განვითარების მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ შემუშავდა მარეგულირებელი ჩარჩო ლიცენზირების მკაფიო წესებით, დაინერგა ლიცენზირების სხვადასხვა რეჟიმი, როგორიცაა ციფრული ბანკინგის, VASP-ისა და პლატფორმის ლიცენზიები.სიმონას კრეპშტამ, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ფინტექის სფეროში მსოფლიოში დიდი აქტივობა შეინიშნება, რასაც ფინანსური ტექნოლოგიის მიმართულებით მომუშავე კომპანიები აქტიურად ითვისებენ. კრეპშტას შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას მსგავს პატარა ქვეყნებს, ბევრი საერთო, დიდი იმედები და  თავდადება აქვთ  უკეთესი ფინანსური ინსტიტუტები შექმნან და რეგიონის ფინტექ ჰაბად იქცნენ.

1714745152