თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელიც ოფიციალურ გვერდზე ოთხშაბათს, 1–ელ მაისს გამოქვეყნდა, თბილისში ახალი სტადიონი მშენებლობის მიზნით, სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შექმნა

განკარგულების მიხედვით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება, კომისიაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, თბილისის მერი. ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტები.

სტადიონი, სავარაუდოდ, ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მანამდე საქართველოს მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ახალ სტადიონზე 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის სურვილი აქვთ.