GE EN
სხვა სიახლეები
ჟურნალი „Wine Enthusiast“: „საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზი...

„საფერავი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე,  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეული აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს... როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ  მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამდროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.2024 წელს, „Wine Enthusiast“  ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო-მარკეტინგული ხასიათის კამპანიას როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ-გამოცემებში გააგრძელებს. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა; დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN,  The Wall Street Journal,  Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).

1715158667

კულტურის სამინისტრო ჟურნალ „არილის“ დაფინანსებას საიუბილეო 30-ე წელს წ...

"არილის" განცხადებაში ვკითხულობთ:"როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით - „არილის“ საიუბილეო, 30-ე წელს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. „არილმა“ მხარი დაუჭირა რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას.„არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის. არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების მანძილზე "არილში" გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო, კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან. იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმავლობაში. ამიტომ, ცხადია, "არილი" ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა. "არილის" არსებობას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება.მივმართავთ ჩვენს მკითხველებს, ავტორებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, საგამომცემლო სახლებსა და შესაბამის ფონდებს, იქნებ ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ერთად იდეა - „არილი“. ამის პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა, როცა „არილის“ მკითხველებმა და გულშემატკივრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჟურნალის გადარჩენაში.„არილი“ ათწლეულების ტრადიციაა, რომელიც თავისუფლების, მომავალზე ზრუნვის, წარსულის გააზრებისა და შემოქმედებითი ძალისხმევების სივრცედ ჩამოყალიბდა. „არილის“ იდეა ამ მცდელობებში იწრთობოდა წლების მანძილზე, ეს გზა გამოიარეს მისმა ერთგულმა ავტორებმა და მკითხველებმა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ეს იდეა დღემდე არსებობს და სულ უფრო და უფრო მწიფდება!“. აღნიშნულთან დაკავშირებით დავუკავშირდით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ "დასვენების დღეებია და პრეს–სამსახური არ მუშაობს". შესაბამისად, ჟურნალის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია ჩვენთვის უცნობია.  ცნობისთვის, „არილი” გახლავთ მწერალთა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ასოციაცია, რომელიც თავდაპირველად ყოველკვირეულ ლიტერატურულ გაზეთს გამოსცემდა, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, ყოველთვიურ ლიტერატურულ ჟურნალად ჩამოყალიბდა.“არილში” გამოქვეყნებულია ორიგინალური თუ თარგმნილი ნაწარმოებები, რომლებმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრეს უახლესი ქართული ლიტერატურის მიმართულება.2022 წელს "არილს" ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია „საბა“ გადაეცა.

1715156350

რუსთაველის თეატრში 9 მაისს ევროპის დღეს გალა კონცერტი მიეძღვნება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას, რომელსაც უმასპინძლებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საჯარო, კერძო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.გალა კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები საქართველოდან: ლიზა ბათიაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი გიგაშვილი, გორის გოგონათა კამერული გუნდი.

1715155469

ხელისუფლება „ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებთან“ საბრძოლველად ემზადე...

პაპუაშვილის განცხადებას სრულად გთავაზობთ:„2012 წლიდან, მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის უფლება საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმაც მკაფიოდ დაადასტურა.ამასთან, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას და კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასთან და გამოხატვასთან.სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და მის გარშემო ჩამოყალიბებული ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებები მოქმედებენ აკერმანისა და „კანვასის" ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად მიმართავენ მოქმედების ძალადობრივ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფორმებს, აღვივებენ ზიზღს, ამკვიდრებენ მტრულ რიტორიკას.ბოლო კვირების განმავლობაში, საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცველებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, აგრეთვე მუქარა და შანტაჟი, რომელსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ.ეს ყველაფერი გასცდა მშვიდობიანი პროტესტის იმ კულტურას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ამაყობდა, და რომლის დანგრევასაც წლებია ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა".გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი ბუნება და 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაადგინა პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ფაქტი. მანამდე, სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას ანალოგიური განაჩენი გამოუტანა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის უკანონო პიკეტირების საქმეზე. იმავე სცენარით განხორციელდა პარლამენტზე და სამართალდამცავებზე თავდასხმა ბოლო დღეებში მიმდინარე მიტინგებზეც. ამიტომ, დღეს უკვე საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული.ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მმართველ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები.ამ მიზნით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად, ე.წ. დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.სუს–ის განცხადებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მანამდე, 8 აპრილის დილით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირწმუნება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში".როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, "აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი". მათივე განცხადებით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.უწყების ცნობითვე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები წარმოადგენენ.„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება. აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1715154208

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გერმანიის ეკონომიკის სახელმწიფო მდივანთ...

შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ სტუმრებს წარუდგინა ვრცელი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო მიმოხილული საქართველოს საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენა/განვითარების დინამიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, ექსპორტის წახალისების მექანიზმები, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში  და ა.შ.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო ძალიან აფასებს პარტნიორობას, მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას გერმანიასთან წლების განმავლობაში. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რეფორმები, ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები თუ სხვადასხვა აქტივობები  მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ მუდმივად შეინარჩუნოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და საინტერესო იყოს, მათ შორის, გერმანული ბიზნესისთვის, რომელთა წარმომადგენლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედრის ფარგლებში მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ კუთხით შესაბამისი  რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველწლიურად  კიდევ უფრო ვითარდება, რასაც მოწმობს სტატისტიკური მაჩვენებლებიც: 2023 წელს გერმანია იყო მე-4 ადგილზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების რაოდენობით, ხოლო 2024 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, გერმანიიდან შემოსული ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის  ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 48%-ით მეტია.ხაზგასმით აღსანიშნავია ასევე მზარდი დინამიკა ავიაციის სფეროში: 2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში,  საქართველოსა და გერმანიას შორის  პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ 64.2%-ით მეტი შეადგინა  2023 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით, ხოლო 2023 წელს, 83.2%-ით მეტი მგზავრია გადაყვანილი, ვიდრე  2022 წელს.

1715152985

NBG-ის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს როლზე ADB-ის პანელურ შეხვედრაზე აღი...

პანელური დისკუსია განვითარებად ქვეყნებში კლიმატის დაფინანსებაში კერძო სექტორის როლის გაზრდას დაეთმო. ასევე საუბარი შეეხო ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს რეგიონში განახლებადი ენერგიისა და კლიმატის დაფინანსების პოტენციალის გამოსაყენებლად.ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სებ-ის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოზე. ისაუბრა კერძო სექტორთან თანამშრომლობასა და ამ პროცესში მიღებულ საუკეთესო გამოცდილებაზე."საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე 2017 წლიდან მუშაობს და ამ პროცესში სხვადასხვა მხარეებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი კერძო სექტორთან,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აღნიშნა  სალომე თვალოძემ.

1715097120