თბილისი (GBC) - სავალუტო რეზერვები აპრილში $36 მილიონით გაიზარდა და 01.05.2024-ისთვის $4.8 მილიარდს აღემატება.

ოქროს წილი სავალუტო  რეზერვებში 11%-მდეა - $529,4 მილიონის. სებ-მა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მარტიდან დაამატა.

„ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი მონეტარული ოქრო ეტაპობრივად აისახებოდა ანგარიშზე, რაც აპრილის დასაწყისში დასრულდა. მას შემდეგ ოქროს საერთაშორისო ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც აპრილის თვეში მთლიანი სავალუტო რეზერვების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა.

სებ-მა $0.5 მილიარდის 7 ტ 999.9 სინჯის მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონში შეიძინა. 

გლობალურად სავალუტო რეზერვების 1/8 ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. 

ჯამური ოქროს რეზერვების 1/4-ს  აშშ ფლობს - 25.4%, გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს.

 

 

 სარეზერვო აქტ     

მ.შ. სავალუტო რზ 

    SDR -ები           

პოზიცია სსფ-ში  

    ოქრო             

სხვა აქტ ($ 000

31-ოქტ-2023

              5 118 801,0

             4 665 802,6

               451 120,1

                       28,6

                        -  

                 1 849,7

 30-ნოე-2023

              5 121 730,5

             4 658 279,7

               460 204,6

                       29,0

                      -    

                 3 217,1

 31-დეკ-2023

              5 009 602,4

             4 553 724,9

               451 697,4

                       29,2

                      -    

                 4 150,9

 31-იან-2024

              4 853 202,4

             4 386 587,7

               462 601,5

                       29,0

                      -    

                 3 984,3

 29-თებ-2024

              4 746 320,9

             4 295 521,4

               450 349,1

                       28,9

                      -    

                    421,6

 31-მარ-2024

              4 776 893,9

             3 994 734,3

               450 719,7

                       28,8

           332 152,5

                   (741,4)

 30-აპრ-2024

              4 814 276,1

             3 839 217,7

               450 135,8

                       28,7

           529 405,7

                (4 511,9)