ჯილდოს მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა და სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური სწავლების მიდგომების გზით, ასევე იმ მასწავლებლების აღიარება, რომელთაც ფინანსური განათლების გავრცელებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.„ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ ბაზისბანკის მხარდაჭერით უკვე მეორედ ტარდება. კონკურსი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და წარმატებით განხორციელდა. 2026 წელს ჩატარებული ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ღონისძიებაზე გამარჯვებული გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას შუწყობენ ხელს, იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს და ახორციელებენ ინიციატივებს აღნიშნული მიმართულებით.გამარჯვებული მასწავლებელი ბაზისბანკისგან მთავარ პრიზს და ფულად ჯილდოს მიიღებს, ხოლო ფინალისტები ფულადი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.კონკურსის პირობებს დეტალურად გაეცანით ბმულზე.ასევე, დაინტერესებული მასწავლებლებისთვის 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა. ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ „ფინედუსთან“ ერთად მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება საინტერესო ინიციატივების განხორციელებაში, რომელიც ფინანსური განათლების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. (R)
1792480810
AAWE-ს სტატისტიკით, 2026 წლის პირველ რვა თვეში აშშ-ის ღვინის ჯამური იმპორტი $4,498 მილიონიდან $3,786 მილიონამდე შემცირდა. გლობალური კლების ძირითადი მიზეზი უმსხვილესი მომწოდებლები გახდნენ: საფრანგეთიდან იმპორტი $245.25 მილიონით (−13.8%), ხოლო იტალიიდან $240.34 მილიონით (−16.5%) შემცირდა.მნიშვნელოვანი პროცენტული ვარდნა დაფიქსირდა სხვა წამყვან მწარმოებლებთანაც: ავსტრალია: −33.5% ($100.68 მლნ-მდე) ჩილე: −34.0% ($71.32 მლნ-მდე) არგენტინა: −25.2% ($98.62 მლნ-მდე) სამხრეთ აფრიკა: −33.1% ($15.99 მლნ-მდე) TOP-30 მომწოდებელს შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა მოლდოვასა (−81.5%) და გაერთიანებულ სამეფოს (−79.8%) ჰქონდათ. შედარებით სტაბილურობა შეინარჩუნა ახალმა ზელანდიამ, სადაც კლებამ 5.3% შეადგინა ($302.44 მლნ).საერთო უარყოფითი ტენდენციის ფონზე, ზრდა მხოლოდ რამდენიმე მცირე მომწოდებელმა აჩვენა. მათ შორის არიან ლიბანი (+23.4%), შვეიცარია (+11.8%), დომენიკელთა რესპუბლიკა (+6.2%), საქართველო (+2.1%) და სლოვენია (+2.1%). შედეგად, აშშ-ის ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველომ რეიტინგში მე-16 ადგილი დაიკავა (წინა წლის მე-18 პოზიციიდან).
1792477821
ბიზნესის მართვისას საჭიროებები მუდმივად იცვლება. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯების გადადგმა, ზრდასთან ერთად - დამატებითი რესურსების მოძიება, ყოველდღიურ საქმიანობაში კი - დროის დაზოგვა და პროცესების გამარტივება. ახალი შესაძლებლობების გაჩენისას ბიზნესს სწრაფი მოქმედება სჭირდება, განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კი - ცოდნა, შესაბამისი ინსტრუმენტები და მხარდაჭერა.სწორედ ამ საჭიროებებს ეხმიანება კამპანია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მათზე მორგებული შესაძლებლობები აღმოაჩინონ.საქართველოს ბანკის ბიზნეს ეკოსისტემა აერთიანებს ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას, ციფრულ ინსტრუმენტებს, ბიზნესის მართვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და მხარდამჭერ პროგრამებს.„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულების ერთიან მიდგომას გამოხატავს. კამპანიის მიზანია, მეწარმეებს შეახსენოს, რომ თითოეული გამოწვევისა თუ ახალი მიზნისთვის ბანკში შესაბამისი ინსტრუმენტი, რესურსი ან მხარდაჭერის შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, როდესაც ბიზნესს გაყიდვების ზრდა სჭირდება, მას საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი შეუძლია გამოიყენოს; განვითარების ახალი ეტაპისთვის საჭირო რესურსების მოსაძიებლად ხელმისაწვდომია სრულად ციფრული, აგრო ან ბიზნეს დაფინანსება. ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებისთვის ბიზნესს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი, ხოლო გადახდების მართვისთვის - ბიზნეს მენეჯერის შესაბამისი ინსტრუმენტები შეუძლია გამოიყენოს; ბიზნეს 360° კი მეწარმეებს ცოდნისა და უნარების გაღრმავების შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს კი მცირე ნაწილია იმ ერთიანი ეკოსისტემისა, რასაც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ვქმნით”, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
1792421575
ჯილდოები საქართველოს ბანკმა როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით მიიღო.გლობალური ჯილდოების გარდა, იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო AI ბანკად დასახელდა როგორც ბიზნესისთვის, ისე სამომხმარებლომიმართულებით.ამასთან, საქართველოს ბანკმა გაიმარჯვა შემდეგ გლობალურ ქვე-კატეგორიებში: საუკეთესო ფინტექ AI სამომხმარებლო მიმართულებით (Best Fintech AI – Consumer), საუკეთესო აპლიკაცია ფინანსური ინკლუზიურობისთვის სამომხმარებლო მიმართულებით (Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities – Consumer) საუკეთესო AI ბანკი გადახდებში კორპორატიული მიმართულებით (Best in Payments – Corporate/Institutional). „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ჩვენთვის მთავარი მისი პრაქტიკული ღირებულებაა - როგორ გვეხმარება ის მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგებაში, მომსახურების პერსონალიზებასა და უფრო ეფექტიანი პროცესების შექმნაში. Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის აღიარება მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ AI-ის პასუხისმგებლიანი გამოყენება, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის მომსახურების გასაუმჯობესებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა დამსახურებაცაა აღნიშნული ჯილდო”, - განაცხადა მიხეილ ნადარეიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელმა.Global Finance-ის AI in Finance Awards ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამორჩეულ მაგალითებსა და ინოვაციურ მიდგომებს გამოარჩევს. ჯილდოების ფარგლებში ფასდება, თუ როგორ იყენებენ ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, პროდუქტებისა და სერვისების განსავითარებლად და საბანკო პროცესების ეფექტიანობის ასამაღლებლად.Global Finance 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. გამოცემა რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
1792418966
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ სასურველი კურსი პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და განივითარონ როგორც ტექნოლოგიური, ისე შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები სრული დაფინანსებით.რისი სწავლა შეუძლიათ მოსწავლეებს?პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულების კურსებიდან შეუძლიათ არჩევანის გაკეთება. მათ შორისაა: პროგრამირება: პროგრამირების საფუძვლები, ვებპროგრამირება ნულიდან, Front-end Development, Back-end Development და React Native; დიზაინი: გრაფიკული დიზაინი და UI/UX დიზაინი; ხელოვნური ინტელექტი: AI აგენტები და ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი და AI-ის გამოყენებით კონტენტის შექმნა; ტექნოლოგიები და მენეჯმენტი: IT პროექტების მართვა; მეწარმეობა და კომუნიკაცია: AI და მეწარმეობა და კრეატიული კომუნიკაცია. რომელ აკადემიებში შეძლებენ მოსწავლეები საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღებას?საქართველოს ბანკის სტიპენდიის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის: IT აკადემია STEP; სქილვილი (Skillville); Edutech Academy; Re:educate; ელექტრონული აკადემია; დიზაინ ინსტიტუტი როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს სტიპენდიის მიღება?სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.პროექტი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სკოლის პარალელურად მიიღონ დამატებითი ცოდნა, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი პროფესიული არჩევანისთვის საჭირო გამოცდილება დააგროვონ.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge(R)
1792411425
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ საქართველოში 2014 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას 13-17 წლის ახალგაზრდებში, საქართველოს მასშტაბით. 12 წლის განმავლობაში, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 999 გუნდის 4000-მდე მოსწავლემ, ფინალში გადასული გუნდების მიერ კი 160 პროტოტიპი შეიქმნა.კონკურსის პირობების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან გუნდი და წარადგინონ პროექტი შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, რობოტექნიკა.უკვე მეხუთე წელია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს მესამე ადგილზე გასული გუნდი სასწავლო ვიზიტით მიემგზავრება შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში. „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული ახალგაზრდა ინოვატორებისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, არამედ იმის გაცნობიერებას, რომ მათი იდეები შესაძლოა კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო დონეზე.მეორე ადგილზე გასული გუნდები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო STEM პროექტებში და იღებენ პროფესიულ გამოცდილებას. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი, ტრადიციულად, მონაწილეობას იღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში (Space Center University), აშშ-ში.„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ყოველწლიურად უამრავი მოსწავლის დაინტერესებას იწვევს. წელს კონკურსში 123 გუნდის განაცხადი შევიდა და მარათონში 437 მონაწილე ჩაერთო. სექტემბერში კი დამოუკიდებელმა ჟიურომ 10 ფინალისტი გუნდი გამოავლინა, ესენია: AeroGuard - საჰაერო მცველები Catalysts - კატალისტები DigitalRoots - ციფრული ფესვები HPR (Homegrown propulsion rocket) - ეკო რაკეტა Hydra - ჰიდრა Kinara ა- კინარა MENMO (Mental Motion) - მენმო MineGuard - მაღაროს მცველი Phonon - ფონონი SynaptiX - სინაპტიქსი კონკურსის ფინალისტ გუნდებსა და მათ პროექტებს საზოგადოება დეტალურად მომდევნო კვირიდან გაეცნობა, შეეძლებათ თვალი ადევნონ და უგულშემატკივრონ თავიანთ რჩეულ გუნდს ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭირდო თანამშრომლობით. კონურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი.
1792402714
ქურდიანმა TBC PLC-ის აქციების გაყიდვით £1.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
1791467161
ანაკლიის პორტთან მისასვლელ 18 კმ რკინიგზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი უ...
1791389709
საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა
1791371438
Forbes Georgia: საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის ჯამური საბაზრო ღი...
1791892894
საქართველოს ბანკმა სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
1791382860











