კატარის შუამავლობა უშედეგოდ დასრულდაკატარელმა შუამავალმა ალი ალ-თავადიმ ნიუ-იორკში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან და მის გუნდთან აშშ-ისა და ირანისთვის შეთავაზებული ორგვერდიანი კომპრომისის გეგმა განიხილა. გეგმა ითვალისწინებდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარკვეულ დათმობებს სანაცვლოდ იმისა, რომ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნიდა.აშშ-ის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებს „პოზიტიური და კონსტრუქციული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ირანმა ბირთვულ საკითხზე მოქნილობის მზადყოფნა გამოხატა. თუმცა, დონალდ ტრამპმა მოგვიანებით Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანისთვის არაფერი შეუთავაზებია.Axios-ის წყაროს თქმით, „მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ირანელები ითხოვენ იმას, რაზეც აშშ ვერ დათანხმდება, ხოლო აშშ მიიჩნევს, რომ იმარჯვებს და ამიტომ კომპრომისის საჭიროებას ვერ ხედავს“.ტრამპი: „ისინი დანებდებიან“ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლება საბოლოოდ დანებდება.„არ ვიცი, აპირებენ თუ არა ისინი უკვე დანებებას. მაგრამ დანებდებიან. მათ საქმე ძალიან ცუდად აქვთ“, – განაცხადა მან.ტრამპმა ასევე თქვა, რომ ბოლო დღეებში ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის რეკორდული მოცულობის ტრანსპორტირება განხორციელდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს ექნება.„ძალიან მალე ამ ყველაფერს ბოლო მოეღება“ვაშინგტონში გამართულ AI კონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ნავთობის გლობალური ფასები შემცირდება და ომამდელ დონეს დაუბრუნდება.„ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და ისინი სერიოზულ მარცხს განიცდიან. ძალიან სერიოზულ მარცხს. ძალიან მალე ამ ყველაფერს ბოლო მოეღება“, – თქვა მან.ტრამპის შეფასებით, ირანთან ომი მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება.
1790744579
„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, არაყჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანმა აშშ-სთან ნიუ-იორკში, კატარის შუამავლობით, არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართა და იმედი აქვს, რომ ვაშინგტონი ირანის წინადადებებს ოფიციალურად უპასუხებს.არაყჩის თქმით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ვიზიტისას, ირანულმა მხარემ კრიზისის მოგვარებისა და ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის გეგმა წარადგინა.„ჩვენი მისია იყო, ეს პირობები ამერიკული მხარისთვის და სხვა ქვეყნებისთვის მიგვეწოდებინა და დავრწმუნებულიყავით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, ირანს ამ მიმართულებით გეგმა აქვს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.მისივე თქმით, ბოლო შეხვედრისას კატარის შუამავლებმა ახალი იდეები წარადგინეს, რომლებიც მხარეებს შორის არსებული უთანხმოების დაძლევას ისახავს მიზნად. ეს წინადადებები, არაყჩის ინფორმაციით, ვაშინგტონს გადაეცემა.ირანი: მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამას არ ეხებაამასთან, ირანული Press TV, ქვეყნის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონთან მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამას არ ეხება.„ირანის პოზიცია ბირთვულ საკითხზე უცვლელია. ამ საკითხზე განხილვები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ მანამდე უარყო მოსაზრებები, თითქოს თეირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს იყოს. მისი თქმით, ირანი 1970 წლიდან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) მონაწილეა და საკუთარი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათზე მიუთითებს.თეირანი NPT-დან გასვლას განიხილავსპარალელურად, ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალი ნიკზადმა განაცხადა, რომ პარლამენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან (NPT) გასვლის შესახებ წინადადებას განიხილავს.„NPT-დან გასვლის კანონპროექტი გადაუდებელი განხილვის სტატუსით არის პარლამენტში. როგორც კი ის პარლამენტში შევა, მას იმავე დღეს განვიხილავთ“, – ნიკზადის განცხადებას სააგენტო Fars ციტირებს.მისივე თქმით, პარლამენტი ამ ნაბიჯის საერთაშორისო შედეგებსაც შეისწავლის.ნიკზადმა ასევე განაცხადა, რომ ირანელი კანონმდებლები არ ენდობიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) და მის გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსის. მისი თქმით, გროსი ირანის ბირთვულ ობიექტებზე მხოლოდ „ზედაპირულ“ ვიზიტებს ახორციელებს და შემდგომ უარყოფით ანგარიშებს აქვეყნებს.Bloomberg: ირანში შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენBloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, ირანელი ოფიციალური პირები სკეპტიკურად არიან განწყობილი იმის მიმართ, რომ ნოემბერში აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ვაშინგტონთან შეთანხმება მიიღწევა და ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება.სააგენტოს ცნობით, ირანელი ოფიციალური პირები კერძო საუბრებში გამოთქვამენ პესიმიზმს ვაშინგტონთან კონფლიქტის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე.Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში გამართულ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში თეირანმა და ვაშინგტონმა მხოლოდ მცირე პროგრესს მიაღწიეს.სააგენტოს წყაროების შეფასებით, ირანში ასევე მიიჩნევენ, რომ 3 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ კონფლიქტის ესკალაციის მაღალი ალბათობა არსებობს.ამასთან, ბოლო დღეებში შუამავლების მონაწილეობით აშშ-სა და ირანს შორის კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჰორმუზის სრუტის გახსნაა. ირანის წინადადება სრუტის შვიდ დღეში გახსნას ითვალისწინებს, თუკი ვაშინგტონი თეირანის პირობებს მიიღებს.
1790657618
ნახშირბადის ბოჭკო საკვანძო მასალაა დრონის კორპუსისა და შიდა კონსტრუქციების სიმტკიცისა და სიმსუბუქის უზრუნველსაყოფად.ექსპერტების შეფასებით, კარბონის წარმოების ეს ზრდა რუსეთს საშუალებას მისცემს, წელიწადში დამატებით 28 000 ერთეული „გერანის“ ტიპის (რომელიც ირანულ „შაჰედს“ ეფუძნება) საბრძოლო დრონი აწარმოოს. ეს არსებული წარმოების 78%-იან ზრდას ნიშნავს, ამჟამად უკრაინის ოფიციალური შეფასებით, რუსეთს წელიწადში 36 000-ზე მეტი კამიკაძე დრონის გამოშვება შეუძლია.ბიზნეს-გეგმები, საპროექტო ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია თავდაპირველად უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრმა (USCC) მოიპოვა. დოკუმენტების ავთენტურობა დაადასტურეს როგორც უკრაინის მთავრობამ, ისე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა.თანამგზავრული ფოტოების ანალიზი აჩვენებს, რომ „ალაბუგა-ვოლოკნოს“ არსებული ქარხნის მიმდებარედ გამოყოფილი ტერიტორია სამშენებლოდ უკვე გაწმენდილია და ახალი საწარმოს საძირკვლის მომზადება მიმდინარეობს. ვაშინგტონში ბაზირებული „მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის“ (ISIS) დამფუძნებლის, დევიდ ოლბრაითის განცხადებით, პროექტის 2027-2029 წლებში დასასრულებლად რუსეთს სწრაფი ტემპით მშენებლობა სჭირდება.გარდა ამისა, დოკუმენტები აჩვენებს, რომ „როსატომი“ გეგმავს ააგოს თანამედროვე PAN-ქარხანა (პოლიაკრილონიტრილი - კარბონის დასამზადებელი ქიმიური პრეკურსორი), რათა შეამციროს ჩინეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება და წარმოება სრულად გადაიტანოს ქვეყნის შიგნით.ქარხანა „ალაბუგა-ვოლოკნო“ და მისი მშობელი კომპანია UMATEX სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საწარმომ ჩინური სახელმწიფო კორპორაციიდან შენიღბული გზით მიიღო 46 ტონა ნახშირბადის ბოჭკოს ქიმიკატები. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას გაფართოების გეგმებზე და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს მკაცრად აკონტროლებს.სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კამიკაძე დრონები მოსკოვს საშუალებას აძლევს განახორციელოს მასირებული იერიშები უკრაინის ღრმა ზურგში მდებარე ობიექტებზე და გადატვირთოს საჰაერო თავდაცვის სისტემები.თუმცა, USCC-ის ხელმძღვანელის, სერჰი კუზანისა და ვაშინგტონის CSIS-ის ექსპერტების შეფასებით, ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში დრონების წარმოების გაფართოება ცდება მხოლოდ უკრაინის ფრონტის მასშტაბებს. ეს არის გრძელვადიანი გამოწვევა მთელი ევროპისთვის. რუსეთი უკვე იყენებს რეაქტიული ძრავის მქონე გაუმჯობესებულ დრონებს და ამოწმებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის (მათ შორის პოლონეთისა და რუმინეთის) რეაგირებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ევროპასთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება.
1789976611
დამოუკიდებელი სააგენტოს შეფასებით, სამხედრო კონფლიქტი, რომელმაც უკვე წაიღო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი მთლიანი სამხედრო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, თვეში დაახლოებით 2-დან 3 მილიარდ დოლარამდე ჯდება.ამასთან, CBO ადასტურებს, რომ საბრძოლო ოპერაციებმა აშშ-ის შეიარაღების მარაგები, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაკეტები-გადამჭერები სერიოზულად შეამცირა.საერთო ხარჯიდან ყველაზე დიდი წილი, $21.7 მილიარდი სწორედ რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩანაცვლებაზე მოდის (მათ შორის 13.1 მილიარდი - რაკეტა-გადამჭერებზე, 7.3 მილიარდი - ფრთოსან რაკეტებზე). ანგარიშის მიხედვით, ამ მარაგების სრულად აღდგენას სულ მცირე 5 წელი დასჭირდება, რაც ჩინეთთან პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში ამერიკის საბრძოლო მზადყოფნას რისკის ქვეშ აყენებს.პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისში კონგრესს $67 მილიარდის დამატებითი დაფინანსება სთხოვა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში პროცესი შეფერხებულია და, სავარაუდოდ, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე არ განახლდება.CBO აღნიშნავს, რომ ომმა ასევე ხელი შეუწყო გლობალური ინფლაციის ზრდას, რაც გამოწვეულია ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და გაზის მიწოდების შეფერხებითა და წითელ ზღვაში ნაოსნობის პრობლემებით. ოპოზიციონერი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ომის ხარჯები და ენერგორესურსების გაძვირება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ჯიბეებს მძიმე ტვირთად აწევს.
1789545804
იემენში ჰუსიტების სწრაფი სამხედრო წინსვლა უკვე აღარ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა კონფლიქტის მორიგი ესკალაცია. მოვლენები პირდაპირ უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე უფრო ფართო დაპირისპირებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმის გამო, რომ ამავე დროს ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად შეფერხებულია.ბოლო დღეებში ჰუსიტებმა იემენის წითელი ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს. მათ შორის არის საპორტო ქალაქი მოხა, რომელიც ბაბ-ელ-მანდების სრუტიდან 80 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. შემდეგ ჰუსიტები დუბაბის მიმართულებითაც დაწინაურდნენ და პერიმის კუნძულს მიაღწიეს. Reuters-ის ინფორმაციით, პერიმი, რომელსაც მაიუნის სახელითაც მოიხსენიებენ, სწორედ იმ ვიწრო საზღვაო გასასვლელს გადაჰყურებს, რომელიც წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს.ამ ფონზე იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტების პოზიციებზე მასირებული საჰაერო იერიში დაიწყეს, ხოლო საუდის არაბეთმა მოხას აეროპორტზე დარტყმები განახორციელა. პარალელურად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელი, ადმირალი ბრედ კუპერი, საუდის არაბეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი ჰუსიტების წინსვლის ფონზე სასწრაფო კოორდინაციას უკავშირდება.რატომ არის ბაბ-ელ-მანდები ასე მნიშვნელოვანი?ბაბ-ელ-მანდები მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო „ვიწრო ყელია“. სრუტე წითელ ზღვას ადენის ყურესთან და შემდეგ ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. მისი გავლით გემები სუეცის არხისკენ მიემართებიან, რაც აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთი უმოკლესი საზღვაო მარშრუტია.თუ გემი ამ მარშრუტს იყენებს, მას შეუძლია არაბეთის ნახევარკუნძულის შემოვლისა და აფრიკის სამხრეთით, კეთილი იმედის კონცხის გავლით გრძელი გზის თავიდან აცილება.სწორედ ამიტომ ბაბ-ელ-მანდების უსაფრთხოების გაუარესება მხოლოდ ნავთობის საკითხი არ არის. მისი შეფერხება ზრდის გადაზიდვის მანძილს, საწვავისა და დაზღვევის ხარჯებს, აგრძელებს მიწოდების ვადებს და საბოლოოდ შეიძლება გდლობალურად საქონლის ფასებზეც აისახოს.ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებმა ეს პრობლემა უკვე ერთხელ გამოიწვია. 2023 წლიდან მოყოლებული უსაფრთხოების რისკების გამო მრავალი საერთაშორისო გადამზიდავი სუეცის არხის ნაცვლად აფრიკის გარშემო, კეთილი იმედის კონცხის გავლით გადაერთო. AP-ის მიხედვით, წითელ ზღვაში გემების მოძრაობა დაახლოებით 60%-ით შემცირდა.ახლა განსხვავება ის არის, რომ ეს რისკი ჩნდება ჰორმუზის სრუტის კრიზისის პარალელურად.ორი სრუტე, ერთი ენერგეტიკული პრობლემაჰორმუზი და ბაბ-ელ-მანდები ერთმანეთის პირდაპირი შემცვლელები არ არიან, თუმცა გლობალური ენერგეტიკული სისტემისთვის ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და LNG-ის მთავარი გასასვლელია. ბაბ-ელ-მანდები კი წითელი ზღვისა და სუეცის არხის მიმართულებას აკონტროლებს.სწორედ ამიტომ ჰორმუზის შეფერხების შემდეგ საუდის არაბეთმა უფრო მეტად დაიწყო ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება – ნავთობის ნაწილის გადამისამართება წითელი ზღვის მიმართულებით და მისი გატანა იენბუს პორტიდან.ახლა სწორედ ეს ალტერნატივა აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ.Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტი უკვე მკვეთრად არის შემცირებული, ხოლო ჰორმუზის პრობლემის გამო წითელი ზღვის მიმართულებას უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ჰუსიტების პერიმთან მისვლამ ამ მარშრუტისთვის დამატებითი რისკი შექმნა.ანუ ვითარება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:ჰორმუზი – სპარსეთის ყურედან ნავთობის გასასვლელის პრობლემაბაბ-ელ-მანდები – წითელი ზღვისა და სუეცის მიმართულების პრობლემათუ ორივე მიმართულებაზე საფრთხე ერთდროულად გაიზარდა, ნავთობისა და სხვა ტვირთების გადამზიდავებისთვის ალტერნატიული მარშრუტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.რატომ არის საუდის არაბეთი განსაკუთრებით მოწყვლადი?საუდის არაბეთი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და სწორედ ამიტომ მისი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას გლობალური ბაზრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.ჰორმუზის შეფერხებამ ერ–რიადი აიძულა უფრო აქტიურად გამოეყენებინა დასავლეთის მიმართულებით მოქმედი ინფრასტრუქტურა, მათ შორის East-West ნავთობსადენი და იენბუს პორტი წითელ ზღვაზე.ეს მარშრუტი ჰორმუზის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა.მაგრამ ახლა ჰუსიტების სამხედრო წინსვლა სწორედ წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში ხდება.ამიტომ პრობლემა უკვე მხოლოდ ის აღარ არის, როგორ გაიტანს საუდის არაბეთი ნავთობს ჰორმუზის გვერდის ავლით. ახალი კითხვა ჩნდება – რამდენად უსაფრთხო იქნება ეს ალტერნატიული მარშრუტი.ირანისთვის ეს რატომ არის მნიშვნელოვანი?ჰუსიტები ირანთან დაახლოებული ძალაა და თეირანი მათთვის სამხედრო, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, თუმცა ირანი უარყოფს ჰუსიტებზე სრულ სამხედრო კონტროლს.ამიტომ ჰუსიტების წინსვლა ირანისთვის ოფიციალურად პირდაპირი კონტროლის გარეშე ქმნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბერკეტს.თუ ჰორმუზის მიმართულებით ირანი ზეწოლას ახდენს სპარსეთის ყურიდან ნავთობის გასასვლელზე, ხოლო მის მოკავშირე ჰუსიტებს შეუძლიათ ბაბ-ელ-მანდების მიმართულებით საზღვაო მიმოსვლისთვის საფრთხის შექმნა, ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული გადაზიდვების წინააღმდეგ ზეწოლის გეოგრაფია მნიშვნელოვნად ფართოვდება.სწორედ ამიტომ საერთაშორისო მედია ჰუსიტების დღევანდელ წინსვლას უკვე განიხილავს როგორც მეორე ფრონტის გაჩენას. Financial Times-ის შეფასებით, ჰორმუზის პრობლემასა და იემენში ჰუსიტების ესკალაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამხედრო მიზეზები აქვს, თუმცა ორივე ერთად მნიშვნელოვნად ზრდის ზეწოლას ენერგეტიკულ ბაზარზე.ნავთობის ფასი უკვე რეაგირებსბაზარმა რისკი სწრაფად შეაფასა. Brent-ის ფასი 100 დოლარს გაცდა და 11 სექტემბერს დაახლოებით $108-მდე გაიზარდა. ბაზრისთვის მთავარი შიში მხოლოდ არსებული მიწოდების შემცირება აღარ არის. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის რისკი, რომ ენერგორესურსების გადაზიდვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხი შეფერხდეს.ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმის გამო, რომ ენერგეტიკული ბაზარი ჰორმუზის კრიზისის პირობებში ისედაც შემცირებული მიწოდებისა და გაზრდილი რისკის წინაშეა.თუ ბაბ-ელ-მანდების მიმართულებითაც შეიქმნება მდგრადი ბლოკადის ან თავდასხმების საფრთხე, გემების ნაწილი კვლავ კეთილი იმედის კონცხის მიმართულებით გადაერთვება. ეს კი ნიშნავს უფრო გრძელ მარშრუტს, მეტ საწვავს, უფრო ძვირ დაზღვევას და მიწოდების უფრო ხანგრძლივ ვადებს.აშშ-ის ახალი პრობლემა – მეორე ფრონტიაშშ-ისთვის ჰუსიტების წინსვლა განსაკუთრებით არასასიამოვნო ვითარებაში ხდება.ვაშინგტონის მთავარი სტრატეგიული პრობლემა ამ მომენტში ჰორმუზის მიმართულებაა, სადაც ირანთან დაპირისპირება მიმდინარეობს. ახლა კი წითელ ზღვაზე ახალი ფრონტის გაჩენის საფრთხე იზრდება.საუდის არაბეთისთვის ეს იმდენად სერიოზული გახდა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დონალდ ტრამპს ჰუსიტებზე ამერიკული დარტყმების განხორციელება ორჯერ სთხოვა, Axios-ის ინფორმაციით. აშშ ამ ეტაპზე ცდილობს ერ–რიადისთვის მხარდაჭერის გაზრდას ისე, რომ პირდაპირი სამხედრო ჩართულობა ახალ ფრონტში არ გადაიზარდოს.ამიტომ CENTCOM-ის ხელმძღვანელის საუდის არაბეთში ვიზიტი მხოლოდ ტექნიკური სამხედრო კოორდინაციის საკითხი არ არის. ის მიუთითებს, რომ ვაშინგტონში ბაბ-ელ-მანდების მიმართულებით შექმნილ საფრთხეს უკვე ცალკე სტრატეგიულ პრობლემად განიხილავენ.და სად არის ამ სურათში საქართველო?საქართველოსთვის ეს ვითარება ერთდროულად რისკიც არის და შესაძლებლობაც.თუ სუეცის არხისა და წითელი ზღვის გავლით აზია-ევროპის საზღვაო ვაჭრობა კიდევ უფრო გაძვირდება და შენელდება, ალტერნატიული სახმელეთო და სარკინიგზო მარშრუტების მნიშვნელობა გაიზრდება.ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აქტიურდება შუა დერეფნის საკითხი. ჩინეთიდან ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში და თურქეთის მიმართულებით ევროპაში.თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: წითელი ზღვის კრიზისი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ტვირთი შუა დერეფანზე გადმოვა. ამისთვის საჭიროა საკმარისი გამტარუნარიანობა, კონკურენტული ფასი, სტაბილური საბაჟო პროცედურები და დროში პროგნოზირებადი ტრანზიტი.მაგრამ, რაც უფრო ძვირი და რისკიანი ხდება სუეცის მარშრუტი, მით უფრო მიმზიდველი ხდება ალტერნატიული მარშრუტების ეკონომიკური ღირებულებაც.ამიტომ ჰორმუზის კრიზისის პარალელურად ბაბ-ელ-მანდების გარშემო განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის მხოლოდ შორეული ახლოაღმოსავლური კონფლიქტი აღარ არის. ეს არის გლობალური ლოგისტიკური ქსელის გადალაგების კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა პირდაპირ იმოქმედოს ნავთობის ფასზე, ტრანსპორტირების ღირებულებაზე, ინფლაციაზე და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.მთავარი კითხვა ახლა ის არის, შეძლებენ თუ არა იემენის სამთავრობო ძალები და საუდის არაბეთი ჰუსიტების წინსვლის შეჩერებას ბაბ-ელ-მანდების უშუალო მისადგომებთან. თუ ეს ვერ მოხერხდა, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზარი შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც ჰორმუზის პრობლემას წითელი ზღვის კრიზისიც დაემატება და ორი ერთმანეთთან დაკავშირებული საზღვაო „ვიწრო ყელი“ ერთდროულად გახდება გლობალური ვაჭრობის რისკის წყარო.
1789148671
კუშნერი და უიტკოფი კიევში მატარებლით ჩავიდნენ, მას შემდეგ რაც რუსულმა ძალებმა დედაქალაქის ორი მთავარი აეროპორტი დაბომბეს. აშშ-ის დელეგაციის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, შაბათ-კვირას თავი შეეკავებინათ დედაქალაქებზე თავდასხმებისგან. მოლაპარაკებებს შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც. უიტკოფმა ზელენსკისთან დისკუსიას „ძალიან კონსტრუქციული და შინაარსიანი“ უწოდა, ხოლო კუშნერმა აღნიშნა, რომ ეს არის „ხანგრძლივი, მძიმე და ემოციური ომი“.შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა მომავალი ზამთრის წინ აშშ-ისა და ევროპისგან კვლავ ელის მხარდაჭერას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით. ზელენსკის თქმით, უკრაინა განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სერიოზულ მოცულობებზე. მან ასევე დასძინა, რომ სურს გააკეთოს ყველაფერი უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის სამმხრივი შეხვედრების ორგანიზებისთვის.მოლაპარაკებები ეფუძნება 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, თუმცა პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეფერხებული იყო ვაშინგტონის ყურადღების ირანის კონფლიქტზე გადატანის გამო. მთავარ შეუთანხმებელ საკითხად კვლავ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვება და შენარჩუნება რჩება.
1788766321
მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, ვაჭრობის მიმდინარეობისას ავიაკომპანიის აქციების ფასი 5,11%-ით დაეცა და ერთ აქციაზე 30,36 რუბლამდე შემცირდა.კოტირებების ვარდნა მოჰყვა ზელენსკის გაფრთხილებას საერთაშორისო ავიაკომპანიებისა და სადაზღვევო კომპანიების მიმართ რუსეთის თავზე ფრენებთან დაკავშირებული რისკების შესახებ.
1788338645
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის შეკავების მიზნით ახალი მიდგომა – „ტანკერი ტანკერის წილ“ დაამტკიცა. მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის დაბრკოლებების შექმნაში. აქამდე აშშ-ის სამხედროები მხოლოდ იმ გემებს ესხმოდნენ თავს, რომლებიც ირანის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ.1 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომლის სამიზნე დაახლოებით 100 ობიექტი იყო, დრონებით ორი ირანული ტანკერი დაზიანდა. Axios-ის ცნობით, გემები ირანის სანაპიროსთან, საზღვაო ბლოკადის ხაზის ჩრდილოეთით, ღუზაზე იდგნენ.დარტყმების სამიზნე ასევე გახდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო თავდაცვის ობიექტები, რადარები, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებისა და დამრტყმელი დრონების გამშვები დანადგარები, ნაღმების განთავსებისთვის განკუთვნილი საშუალებები და საკომუნიკაციო პუნქტები.აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ოპერაცია IRGC-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებსა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმის ბოლო მცდელობებზე პასუხი იყო.თუმცა, Axios-ის ცნობით, ოპერაცია ასევე წარმოადგენს იმ გეგმის ნაწილს, რომელსაც ტრამპი და მისი მრჩევლები ბოლო დღეებში განიხილავდნენ. გეგმის მიზანია, ირანს ხელი შეუშალოს გემებზე თავდასხმის შესაძლებლობების აღდგენაში.ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, მასშტაბური დარტყმების შედეგად აშშ-ის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის საფრთხე, სულ მცირე, ერთი თვით შეამცირეს.მისივე თქმით, ამის ფონზე აშშ-ის სამხედროებმა ერთ დღეში ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 40 ტანკერი გაატარეს, რომლებსაც მილიონობით ბარელი ნავთობი გადაჰქონდათ. IRGC-მა გემების მიმართულებით რამდენიმე ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა და დრონი გაუშვა, თუმცა ყველა მათგანი ჩამოაგდეს.აშშ-ის მასშტაბური დარტყმების საპასუხოდ ირანმა ბალისტიკური რაკეტები და დამრტყმელი დრონები გაუშვა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იორდანიაში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და ერაყში.იორდანიის არმიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 10 ირანული რაკეტა ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების შესახებ განაცხადეს ბაჰრეინისა და ქუვეითის ხელისუფლებებმაც.ჰორმუზის სრუტეში დაპირისპირების გამწვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ენერგეტიკული ბაზრებისთვის, რადგან სრუტე ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირების ერთ-ერთი მთავარი საზღვაო მარშრუტია. აშშ-ის სამხედროები ბოლო კვირების განმავლობაში ცდილობენ სრუტეში ნაოსნობის აღდგენასა და ნავთობის ექსპორტის გაზრდას.
1788329338
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა 30 აგვისტოს ლარაკის კუნძულზე ორ ირანულ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, დანადგარებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავდა და ისინი ჰორმუზის სრუტისკენ რაკეტებისა და საზღვაო ნაღმების გასაშვებად ემზადებოდნენ.აშშ-ის მხარის განცხადებით, დარტყმები მიზანმიმართული და შეზღუდული იყო და მიზნად საზღვაო მიმოსვლისთვის არსებული საფრთხის განეიტრალება ისახავდა. ლარაკის კუნძული ჰორმუზის სრუტესთან მდებარეობს, რომელიც მსოფლიოს ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია.ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმას საპასუხო მოქმედება მოჰყვა. ირანული მხარის ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტებით ორი ამერიკული სამხედრო ბაზა, „მუვაფაქ სალტი“ აზრაქში და „მეფე ჰუსეინი“ მუფრაქში, დაიბომბა. ირანმა განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად ბაზების ტექნიკურ და სარემონტო ინფრასტრუქტურას, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების განთავსების ტერიტორიებს მიადგა ზიანი.ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან ირანის განცხადებაზე ზიანის შესახებ დეტალური კომენტარი თავდაპირველად არ გაკეთებულა. Reuters-ის ცნობით, იორდანიაში გაშვებული რაკეტების უმეტესობის გადაჭერა მოხერხდა და მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.ირანულმა სახელმწიფო მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში ამერიკული გემების მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ. ამ ცნობას აშშ-ის ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.ლარაკზე მსხვერპლიაირანის სახელმწიფო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ლარაკის კუნძულზე აშშ-ის დრონების მიერ განხორციელებულ დარტყმას მინიმუმ ორი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაიჭრა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი განაცხადა, რომ თავდასხმას ირანელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და დაშავება მოჰყვა, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.Reuters-ის ინფორმაციით, ეს იყო პირველი ცნობილი ამერიკული სამხედრო დარტყმა ირანზე რამდენიმე კვირის განმავლობაში. მხარეებს შორის კონფლიქტი უკვე მეექვსე თვეა გრძელდება.ჰორმუზის სრუტე – დაპირისპირების მთავარი წერტილიდაპირისპირების ახალი ეტაპი პირდაპირ აისახა ნავთობის ბაზარზეც. Reuters-ის ცნობით, ორშაბათს Brent-ის ფასი 2,85%-ით, 90,61 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო WTI 2,55%-ით, 85,53 დოლარამდე გაძვირდა.სრუტეში საზღვაო მოძრაობა მნიშვნელოვნად შემცირდა – შაბათ-კვირას ხილული კომერციული გემების რაოდენობა დღეში ხუთამდე დაეცა. ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის ინფორმაციით, შაბათს სრუტეში მიმავალ ტანკერს ჭურვი მოხვდა.აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 30 აგვისტოს მდგომარეობით, ამერიკელმა სამხედროებმა 83 კომერციულ გემს კურსის შეცვლა აიძულეს, სამი გემი მწყობრიდან გამოიყვანეს და კიდევ ორ გემზე სამხედროები გადასხდნენ.აშშ-ისა და ირანის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი რჩება. ომამდე ამ სრუტეზე მსოფლიოს ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადიოდა.Reuters-ის შეფასებით, ახალი ესკალაცია ზრდის რისკს, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო გაფართოვდეს, მაშინ როდესაც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
1788151553
გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა აუცილებელია არა მხოლოდ შეიარაღებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესასყიდად, არამედ სამხედროების ხელფასების გადასახდელად, დაღუპულთა ოჯახების კომპენსაციებისა და 2027 წლის დასაწყისისთვის ჯარის აუცილებელი მარაგებით უზრუნველსაყოფად.„ჩვენ არ გთხოვთ, იომოთ ჩვენ ნაცვლად. მიეცით უკრაინას ყველაფერი ამ ომის შესაჩერებლად, იმაზე სწრაფად, ვიდრე პუტინი მომდევნოს დაიწყებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელსაც კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნჰემი და ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ.ფინანსური დეფიციტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ წლის მეორე ნახევრისთვის განკუთვნილი ხარჯები პირველ ნახევარში აითვისა, ხოლო ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემა უნგრეთის მიერ შექმნილი ბარიერების გამო შეყოვნდა.POLITICO-სთან საუბრისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განმარტა, რომ ათვისებული სახსრებით უკრაინამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი და საშუალო რადიუსის დარტყმის დრონები, ასევე გადამჭერები შეიძინა, რაც ახლა წლის მეორე ნახევარში კომპენსირებას საჭიროებს.ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის 90-მილიარდიანი პაკეტიდან 6.1 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი თავდაცვითი შესყიდვები დაამტკიცა, თუმცა ეს თანხა არსებულ საჭიროებებს ვერ ფარავს.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი წლის „ნორმალური დასაწყისისთვის“ დამატებით €6.8-დან €8.5 მილიარდამდეა საჭირო, ხოლო სამხედროების ხელფასებსა და სხვა მიმდინარე ხარჯებს კიდევ €17 მილიარდი სჭირდება.საერთაშორისო დაფინანსების მიღებას აფერხებს შიდა პოლიტიკური პროცესებიც. უკრაინის უმაღლეს რადაში ამჟამად 24 საკანონმდებლო რეფორმაა შეჩერებული, რომლებზეც დასავლური დახმარების გაცემაა მიბმული. შექმნილი ვითარების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული ფონდებიდან კუთვნილი თანხების მეორე ნაწილის ვადაზე ადრე გამოყოფას ითხოვს.
1787640712
