პროექტის ფარგლებში შეიცვლება 3 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და განახლდება შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე.„კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების მილსადენების სრულად შეცვლას. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მათი დასრულება იანვარში იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს", - გიგა ნადირაძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.„წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგეობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოვაწყობთ ახალ სანიაღვრე სისტემას და გრუნტის დამჭერ კედლებს, დამონტაჟდება სრულად ახალი განათებები, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთელ ქუჩაზე სრულად დაიგება ასფალტის საფარი. კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილია 2 მლნ ლარი", - ლაშა ცაგურია, კრწანისის რაიონის გამგებელი.წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.
1794221213
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღეს 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 აშშ დოლარს შეადგენს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1794207810
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 400 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა - 14 400 ლარი შეეფარდა.
1793948597
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა. ჯამში, მის მიერ გასაღებულია 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 231 ყალბი ბანკნოტი, მათ შორის, 194 ცალი 50-დოლარიანი და 37 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ბანკნოტები სრულად იქნა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს.
1793860721
ტელეკომპანიის თანამშრომლების განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, საევაკუაციო კიბეების გამოყენებით დაატოვებინეს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა შენობაში კვლავ ძლიერი დაკვამლიანება რჩება. არსებული ცნობით, დაკვამლიანება ბიზნესცენტრის მე-5 სართულიდან გავრცელდა, რამაც ზედა სართულები, მათ შორის „ფორმულას“ სტუდიები და ნიუსრუმი მოიცვა.ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები და მიმდინარეობს შესაბამისი უსაფრთხოების სამუშაოები.
1793797421
„ფორმულას“ შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ!! მაუწყებლობა შევწვიტეთ. ჩვენი გუნდის ნაწილი გამოსვლას ვერ ახერხებს დაკვამლიანების გამო“, - წერს ჟიჟილაშვილი.მანამდე „ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ ეთერი პირდაპირ რეჟიმში შეაჩერა. „საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, - განაცხადა მან ეთერის გათიშვამდე.არსებული ინფორმაციით, ცეცხლი იმ შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა, სადაც ტელეკომპანია ოპერირებს. თავად „ფორმულა“ მე-17 და მე-18 სართულებზეა განთავსებული. ამ დროისთვის თანამშრომლები შენობიდან ევაკუირებას ვერ ახერხებენ, რადგან საევაკუაციო კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.დელისის მეტროს მიმდებარედ, ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
1793794757
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი.კვამლის გაჩენის მიზეზები და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით უცნობია. ტელეკომპანიას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.მასალა განახლდება დეტალების დაზუსტებისთანავე.განახლება „ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ პირდაპირი ეთერი შენობაში გაჩენილი ძლიერი დაკვამლიანების გამო შეაჩერა: „საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, - განაცხადა კიკნაველიძემ გათიშვამდე.არსებული ცნობით, ხანძარი შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა. ტელეკომპანია „ფორმულა“ მე-17 და მე-18 სართულებზეა განთავსებული. ამ ეტაპზე თანამშრომლები შენობიდან ევაკუირებას ვერ ახერხებენ, რადგან საევაკუაციო კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.
1793794073
წვრთნების ფარგლებში რაზმის თანამშრომლებმა სხვადასხვა ტიპის სპეციალური ოპერაციები, ტაქტიკური მოქმედებები და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს.მერაბ გამყრელიძე გაეცნო ქვედანაყოფის საქმიანობის სპეციფიკასა და სამუშაო პროცესს, ასევე დაათვალიერა რაზმის განკარგულებაში არსებული ავტოპარკი.
1793781582
საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის - 93 კაფსულა ,,ლირიკა", „ფსევდოეფედრინის" შემცველი 72 აბი და 62 კაფსულა „ტრამადოლი".გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
1793774730
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 3 797 579 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 328 428 ლარი შეეფარდათ.
1793712357
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
