GE EN
არჩევნები 2025
კალასი და კოსი საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების გარ...

განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.ამასთან, კალასი და კოსი არჩევნების შემდგომ პერიოდში სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, აღინიშნება, რომ აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ”.„დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო/ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო.ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული.მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ”, - ნათქვამია განცხადებაში.2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში (ზოგში 100%-ით) მოიპოვა გამარჯვება.შაბათს გამართული არჩევნები თბილისში საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმდინარეობა.მოგვიანებით, დააკავეს „საორგანიზაციო კომიტეტის“ ხუთივე წევრი. ესენი არიან: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ამავე მოძრაობის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა - ყოფილი მაღალჩინოსანი ენმ-ის მმართველობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

1759736275

ნორვეგიის საგარეო: საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობა მცირეა

„რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. A sad day for democracy in Georgia. OSCE/ODIHR unable to observe local elections, recommendations unaddressed. Regrettable use of violence. Repressive laws and jailing opposition leaders further undermine trust in Georgia’s elections. pic.twitter.com/q2xf4ztG4j — Norway MFA (@NorwayMFA) October 5, 2025 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში (ზოგში 100%-ით) მოიპოვა გამარჯვება. შაბათს გამართული არჩევნები თბილისში საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმდინარეობა. მოგვიანებით, დააკავეს „საორგანიზაციო კომიტეტის“ ხუთივე წევრი. ესენი არიან: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ამავე მოძრაობის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა - ყოფილი მაღალჩინოსანი ენმ-ის მმართველობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

1759735724

საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიების და ადგილობრი...

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჩართული მხარეების ინფორმირების მნიშვნელობაზე, ისაუბრეს მათ როლზე და საარჩევნო პროცესში პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობაზე, სადაც ყველა ჩართული მხარე არის ინფორმირებული და მზად არის საკუთარი პასუხისმგებლობის ობიექტურად შესასრულებლად, რაც დემოკრატიული პროცესის გამართულად განხორციელების წინაპირობაა.„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება, რომლის მთავარი მონაწილეები პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ინფორმაცია მივაწოდოთ იმ ძირითადი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც უკავშირდება მათი უფლება-მოვალეობების განხორციელებას და სხვადასხვა საარჩევნო სიახლეს. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში ასევე გვაქვს შესაძლებლობა კითხვა-პასუხის ფორმატში გავიაროთ მათთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კენჭისყრის დღეს ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას“,-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.„ცესკო და სწავლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს ჩართულ მხარეებთან. დღეს განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საკანონმდებლო სიახლეები, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესი, კენჭისყრის დღის პროცედურული ასპექტები, ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე და ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მიემართება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობას“, -განაცხადა ნათია ზაალიშვილმაღონისძიების ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად მართავს, ქმნის სივრცეს დიალოგისთვის, სადაც შესაძლებელია აქტუალური საკითხების განხილვა. ადმინისტრაცია აწვდის გადამოწმებულ ინფორმაციას ჩართულ მხარეებს, რაც თავის მხრივ ქმნის ღია და ანგარიშვალდებულ გარემოს და ზრდის მათ ინფორმირებულობას, რაც ერთობლიობაში აძლიერებს პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ თანამშრომლობას და უზრუნველყოფს ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მონაწილისთვის.საინფორმაციო შეხვედრა 2025 წლის 25 სექტემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 70-მდე წარმომადგენელმა მიიღო.®

1758807531

კალაძე: თბილისის მეტროს პირველ ხაზს ვარკეთილსა და გლდანში ახალი სადგურ...

კალაძეს არ დაუკონკრეტებია როდის უნდა განხორციელდეს ეს პროექტი.„როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით, ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო.კერძოდ, ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სირგძე იქნება 1,2 კმ. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, „ჰუალინგიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 000 ადამიანი, რომელთა ნაწილიც შეძლებს, გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი სადგური“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, გლდანის მიმართულებით პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება 1.1 კმ-ით. მერია ამბობს, რომ დილის პიკის საათში ახალი სადგური მიიზიდავს 5 500 მგზავრს.„უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 1 100-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც „სადგურის მოედნამდე“ მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო – თითქმის 20 წუთით“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისი მერის განმარტებით, პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და ზოგად მისაწვდომობას, მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა.

1758712223

ევროსაბჭოს დელეგაცია „ფაქტების დადგენის“ მიზნით 24–25 სექტემბერს ჩამოდ...

განსაკუთრებული ყურადღება 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტი ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და კონგრესის პრესსპიკერი ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების დაკვირვების საკითხებში სტიუარტ დიკსონი (გაერთიანებული სამეფო, ILDG). მათ თან ახლავს ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი.დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და „ქართული ოცნების“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის  პირველ მოადგილეს.ასევე, გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.ევროსაბჭო მიუთითებს, რომ "ეს ვიზიტი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ლეგიტიმურობის ან შეხვედრის მონაწილეების შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა".

1758633637

სასამართლომ საიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

"სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.საიას სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.“, – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შეიტანა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.როგორც ბესელიამ უთხრა მედიას, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ნდობა არ არსებობს, პრეზიდენტი მიმართავს ყველა არსებულ სამართლებრივ გზას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.ეკა ბესელიას განმარტებით, სარჩელი ეხება ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევას."პირველი, ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც პირველ რიგში გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა,არამედ აეკრძალათ კიდეც და იცით, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში და ეს არღვევს უფლებას არჩევნების საყოველთაობის თაობაზე და მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი რაც არის კონსტიტუციაში - ეს არის არჩევნების დროს ხმის ფარულობის დაცვა, რაც დაირღვა",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

1732013109

„ჩემი ხმა": ცესკომ ემიგრანტებს შეუზღუდა არჩევანი

„წინასაარჩევნო პერიოდში საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობასთან შეუსაბამოდ მცირე საარჩევნო უბნებმა და შემდგომ, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების არასათანადო მოწყობამ დაარღვია არჩევნების საყოველთაოობის კონსტიტუციური პრინციპი. ამომრჩევლები, რომლებსაც არ შეეძლოთ შეუსაბამოდ შორ მანძილზე გადაადგილება, დარჩნენ ხმის უფლების გარეშე.კენჭისყრის დღეს ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოსა და აშშ-ში გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი ხელმისაწვდომობისა და საყოველთაოობის პრინციპის უხეში დარღვევებით წარიმართა.საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა ამომრჩეველთა რაოდენობა, მათი მხრიდან მოსალოდნელი აქტივობა და არ უზრუნველყო საარჩევნო უბნებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა და რისკის ქვეშ დააყენა ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა. ამ უბნებზე არჩევნების ჩატარება ფაქტობრივად ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა  ძალისხმევით მოხერხდა”, – ნათქვამია შეფასებაში.„ჩემი ხმა”აცხადებს, რომ დაკვირვების შედეგად, საზღვარგარეთ გახსნილ პრობლემურ საარჩევნო უბნებზე გამოიკვეთა შემდეგი სერიოზული დარღვევები: საარჩევნო უბნებისთვის გათვალისწინებული ფართი არ შეესაბამებოდა ამომრჩეველთა რაოდენობას; კენჭისყრისთვის არ იყო მოწყობილი სათანადო იფრასტრუქტურა. არ იყო გამოყოფილი საჭირო რაოდენობის რეგისტრატორი კომისიის წევრები, რამაც შექმნა მრავალათასიანი და მრავალსაათიანი რიგები. კერძოდ, დამკვირვებელთა ინფორმაციით, 1500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული იყო  მხოლოდ ერთი ფარული კენჭისყრის კაბინა და 1000 ამომრჩევლისთვის მხოლოდ ერთი რეგისტრატორი კომისიის წევრი. შედარებისთვის, საქართველოში იმავე წესით ჩატარებული არჩევნებისთვის 300 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სულ ცოტა 1 რეგისტრატორი კომისიის წევრი, ხოლო 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს 1 ფარული კენჭისყრის კაბინა; კენჭისყრის შენობისთვის შეუფერებელი ინფრასტრუქტურის გამო იყო ხმის ფარულობის დარღვევის მაღალი რისკი. დამკვირვებელთა ინფორმაციით, უბნების დიდ ნაწილზე, კენჭისყრის შენობის ფართის სიმცირესთან ერთად, კენჭისყრის კაბინები უხარისხო და არამდგრადი იყო, რის გამოც პროცესში კაბინების ნაწილი იქცეოდა, დაზიანდა და საფრთხეს უქმნიდა ხმის მიცემის ფარულობას; საარჩევნო უბნებთან იქმნებოდა ქაოსი და ამომრჩევლების, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების ჯანმრთელობისთვის სახიფათო გარემო; ხანგრძლივ რიგებში დგომის შემდეგ, უბანზე შესული მოქალაქეები რეგისტრატორთა სამაგიდე სიებში არ იძებნებოდნენ. ზოგიერთი მათგანი აღმოჩნდა სხვა ქვეყნის საკონსულოში გახსნილი საარჩევნო უბნების სიებში; რიგ შემთხვევებში კედელზე გაკრული ამომრჩეველთა სია არ ემთხვეოდა რეგისტრატორთა სამაგიდე სიებს; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი ტრენინგი და ისინი სათანადოდ ვერ ართმევნდნენ თავს კენჭისყრის პროცედურებს; მრავალსაათიანი რიგების პირობებში ამომრჩეველთა ნაწილმა ხმის მიცემა საერთოდ ვერ შესძლო. როგორც სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ნიუ-იორკის, მადრიდის, რომის, პარიზის, ბარსელონას, ფრანკფურტის, ბერლინის, პრაღის, მილანის, ათენისა და ლონდონის საარჩევნო უბნებზე.საარჩევნო სიებში არსებული პრობლემები„ჩემი ხმის” ინფორმაციით, მილანში 50-მდე მოქალაქე, რომლებიც ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყვნენ შეყვანილი, საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის აქტიური სტატუსის მიუხედავად, საუბნო კომისიის სამაგიდე სიებში ვერ მოიძებნა. შესაბამისად, მათ ვერ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ბერლინში, ლონდონში, რომში, მადრიდში,  სტამბოლში, შტუტგარტში და ვენაში.არაუფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე„დამკვირვებელთა ინფორმაციით, ადგილობრივი კონსულები სტატუსის გარეშე გადაადგილდებოდნენ კენჭისყრის შენობაში. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა ტალინში, ბარსელონაში, ფრანკფურტში, რიგაში, ჰელსინკიში, შტუტგარტში, პრაღაში, ბრიუსელში შექმნილ საარჩევნო უბნებზე.ფრანკფურტის საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ კალანდაძემ დამკვირვებლებსა და ამომრჩევლებს მიაყენა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა”, – წერს „ჩემი ხმა”.დეტალური ანგარიშის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

1731590856

მორიგ საპროტესტო აქციაზე დამკვირვებლები 26 ოქტომბრის ამბებს მოჰყვებიან

„აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, იურისტები გაგაცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შემოგთავაზებთ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებამდე“, - ვკითხულობთ სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ანონსში.

1731575722

საპარლამენტო არჩევნების შედეგები – კრიტიკის ქარცეცხლი და ქება-დიდება ე...

რა თქვეს საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე დანარჩენმა ევროპარლამენტარებმა? ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი:“უცხოური გავლენების კანონისა” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონის” გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა - პირობები ცნობილია და ცხადია".საქართველოს ევროპულ გზაზე საუბრისას მან სამი კომპონენტი დაასახელა: ისაუბრა ევროკავშირის „მკაფიო პასუხზე” საქართველოში "დემოკრატიულ უკუსვლასთან" დაკავშირებით და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხელახალი ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან, „ცხად და მკაცრ პირობებს“ მოითხოვს.„ამ გადამწყვეტი მომენტების შემდეგ, მსურს ევროკომისიის სახელით ევროპის პასუხის სამ კომპონენტს გავუსვა ხაზი.პირველი - ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა მკაფიო პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ ქვეყნებთან კოორდინაციაში, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება - ევროპული დახმარების 30 მილიონი ევრო და საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარების 121 მილიონი ევრო. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულ იქნა. ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ საქართველოს ოფიციალური პირები ქმედების კურსს არ შეცვლიან. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, რომლებიც იქ, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ სვეტად რჩებიან.მეორე - არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა თავისი პოზიცია ცხადი გახადა ძლიერი საჯარო განცხადებებით. მოუწოდა საქართველოს ოფიციალურ პირებს, გამოეძია სერიოზული დაფიქსირებული დარღვევები. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე შეიყვანა საქართველოს არჩევნების საკითხი შემდეგი “საგარეო საქმეთა საბჭოს” დღის წესრიგში, რომელიც შემდეგ ორშაბათს ჩატარდება. ეს საშუალებას მოგცემს უფრო მეტად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ნაბიჯებზე შევთანხმდეთ.ბოლოს - ნებისმიერი სამომავლო ხელახლა ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს, რომლებიც ასევე აღნიშნულია ჩვენი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში. მთავრობამ კვლავ ერთგული უნდა გახდეს სარეფორმო დღის წესრიგის, მათ შორის 9 ნაბიჯის შესრულების, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, ევროკავშირის საწინააღმდეგო ზიზღი და რიტორიკა.სპეციფიკური ზომები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. “უცხოური გავლენების კანონი” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონი” გაწვეულ უნდა იქნან. ამ კანონების გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა. საქართველოს ევროპულ გზის ალტერნატივა არ არსებობს.პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში, მით უკეთესი”, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე:"ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს „დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი".მისი თქმით, ევროკავშირი ცხადი უნდა იყოს, რადგან საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული და არ შეიძლება მისი აღიარება - “ქართულ ოცნებას არ გაუმარჯვია“.“კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით თითქმის ყველგან ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას პოსტსაბჭოურ სივრცეში. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო გამონაკლისი არაა. აქ, ევროკავშირში, ჩვენ, ცხადები უნდა ვიყოთ - საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, არ შეგვიძლია მისი აღიარება, “ქართულმა ოცნებამ” არ გაიმარჯვა.უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკვე გაყინულია. ხელახლა უნდა გადავაფასოთ იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო სტატუსს. აღარ შეგვიძლია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ორმხრივი დახმარების გამართლება.ამ ყველაფერს მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი პროევროპულ გზას უჭერენ მხარს, ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ. ამიერიდან, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს ორივესთან - საქართველოს საზოგადოებასთან და “ქართულ ოცნებასთან”, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა.ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო ცხადი რომ ვიყო - ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო:„ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა".მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ.ევროპარლამენტარმა 13 ნოემბრის გამოსვლაში კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ „იყო არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები”.„იყო დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც მე ვნახე საქართველოში, როდესაც არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვიყავი. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, ისინი ამბობდნენ, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. ისინი ქართულ და ევროპულ დროშებს აფრიალებენ. მათ სჯერათ ჩვენი და იმედოვნებენ, რომ მათ არ მივატოვებთ. „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და მათ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ“, - განაცხადა ნატალი ლუაზომ.მისივე თქმით, ახლა ევროპული რეაქცია ძლიერია, მაგრამ არა სრულიად.„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხალხს იმედს ვაძლევთ, მხარს ვუჭერთ მათ, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აგრძელებს. მე მათი პრეზიდენტის გამბედაობას მივესალმები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისინი არა ჩვენი სისუსტის, არამედ ჩვენი სიმტკიცის სიმბოლოები იყვნენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა:"ევროკომისიას მოვუწოდებ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით". მისი თქმით, „დროა დასკვნები გამოვიტანოთ“.“ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით ცდილობენ, თუმცა, თუ მათ არასდროს სურთ ამ ძალაუფლების დათმობა - ისინი საფრთხე ხდებიან, არა მხოლოდ საკუთარი ერისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.2012 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი დათანხმდა ძალაუფლების დათმობას, რომელიც მისი აღარ იყო. თუმცა 2016 წლიდან, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ავტორიტარული რეჟიმების გზას მიყვება. და სამწუხაროდ, ახლა ხელისუფლებაშია ხალხი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში ინვესტიციებით მოიპოვა.დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია ის, ვისაც გარკვეულ წრეებთან კრიმინალურის მსგავსი ურთიერთობები გააჩნია. დროა დასკვნები გამოვიტანოთ. შესაბამისად, თქვენ მოგიწოდებთ, ევროკომისარო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოთ ევროპული დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო "სანიტარული ზონი" შექმნით”, - განაცხადა გოშევსკამ.ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში: "ამჟამინდელი ვითარება საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის და ბევრი დასავლური ქვეყნის უსამართლო პოლიტიკის შედეგია, რომლებიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის არმიერთებისთვის სჯიან"."საქართველოზე ევროკავშირის პოზიცია რეალობის იგნორირებას ახდენს. საქართველო ოკუპირებული ქვეყანა იყო დაახლოებით 20 წლის განმავლობაში და ევროკავშირმა არც ერთხელ არ უპასუხა რუსეთის ამ ოკუპაციას სანქციებით. პირიქით, მან რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა განავითარა.საქართველო არ არის ნატოს წევრი და ევროკავშირის არანაირ უსაფრთხოების გარანტიას არ სთავაზობს სამომავლო შესაძლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ევროკავშირი იმ პოზიციაში არ არის, რომ ანტირუსული სანქციების ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედების კომპენსირება მოახდინოს. შესაბამისად, ის საქართველოს მთავრობას სჯის ბალანსისთვის და არა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებისთვის, რის გამოც ქართველები სოციალური კატასტროფის წინაშე არ დგანან. ვფიქრობ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ საქართველოს მთავრობასთან,” - განაცხადა ბრანისლავ ონდრუშმა.ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა:"სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას".„2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ამომრჩეველზე თვალთვალისა და იძულებითი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეუსაბამობის გამო. თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.მისივე თქმით, ეს ყველაფერი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული უკუსვლის ნაწილი იყო.„თუ ჩვენ 2021 წელს ვფრთხილობდით, მაშინ ახლა ამ არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება, ასევე სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დემოკრატიისკენ სამართლიან სწრაფვაში ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ უნდა დავდგეთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.ევროპარლამენტარი გიორგიო გორი:„სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ ჰქონია უფლება, თავისუფლად გამოეხატა ნება. იყო ბევრი დარღვევა ხმის მიცემისას. ასევე, იყო ფეიკ ნიუსების კამპანია, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა"."პარალელურად, კანონები, რომლებიც რუსული ინსპირაციით იქნა მიღებული, მსგავსად კანონებისა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და მცირეწლოვანთა დაცვის და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, სრულად ეწინააღმდეგება იმ სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისთვის ფუნდამენტურია და საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზას აშორებს, რომელმაც სტარტი გასულ წელს აიღო.ამ ჩარევასთან ბრძოლა გადამწყვეტია, რათა ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავალი იყოს გარანტირებული. ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო, მისი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების მისწრაფებების თვალსაზრისით, ყველაზე პროევროპულია…ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი საშუალება, რათა მხარი დავუჭიროთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეს მისწრაფებები იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა იცხოვროს ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან და პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უფლებებსა და დემოკრატიას”.ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი:"საარჩევნო დარღვევები ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს". ევროპარლამენტარის თქმით, ქართველებს არ სურთ იყვნენ „პუტინის ორბიტაში“, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იქნას დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული.“გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საჭირო რეფორმები მოჰყვებოდა. ეს ისტორიული გადაწყვეტილება უდიდესი შესაძლებლობა იყო საქართველოს მთავრობისთვის.სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა სერიოზული შეშფოთება გააჩინეს ქვეყნის მიმართულებაზე და თბილისში მთავრობის განზრახვებზე. წინასაარჩევნო დაძაბული და პოლარიზებული გარემო, დარღვევების შესახებ ანგარიშები, მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გავრცელებული მზარდად ავტორიტარული დღის წესრიგი.ქართველებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მათ დემოკრატიული საქართველოს სურთ ევროპული პერსპექტივით. ქართველებს არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტაში. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ გამოძიებულ და პასუხი გაცემულ უნდა იქნას. ისინი ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს”, - განაცხადა მაკალისტერმა.ვინ არიან და რა თქვეს "ქართული ოცნების" პოლიტიკის მომხრე ევროპარლამენტარებმა?ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი:"რომც არ გსურდეთ ამის მიღება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორექტულად იქნა ჩატარებული, ეს დემოკრატიული არჩევნები იყო მკაფიო გამარჯვებულით".მისი თქმით, ქართველები ჭკვიანი და მყარი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ „არ სურთ ბრიუსელის ცისარტყელას" დღის წესრიგისთვის დანებება”.„საპარლამენტო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი, იქ ვიყავი ადგილზე, ვიგრძენი, რომ იქ ზეწოლის არანაირი გრძნობა არ იყო.ოპოზიციას თავისუფლება ჰქონდა არჩევნებში გამოსულიყო და საშუალება ჰქონდა მთავრობის თავისი კრიტიკა წარედგინა. ეუთოს დილის ბრიფინგი ამბობდა, რომ იყო დაძაბული, მაგრამ ძალიან კარგად ჩატარებული არჩევნები. რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ არცერთი, რომელიც არჩევნების საერთო სამართლიანობაზე მოახდენდა გავლენას.ქართველები ჭკვიანი ხალხია, მათ იციან, რომ მათი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანია. მათ არ სურთ ძალების ბლოკებს შორის კონფლიქტში ჩათრევა. ქართველები ამაყი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ არ სურთ ბრიუსელის “ცისარტყელას” დღის წესრიგისთვის დანებება.პატივი ვცეთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს, პატივი ვცეთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ვისწავლოთ საქართველოსგან, რომ მსოფლიო წესრიგში ჩვენს პოზიციაზე ზედმეტი წარმოდგენა არ შევიქმნათ”, - განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრას ლაზლო, რომელიც ვიქტორ ორბანის "ფიდესს" წარმოადგენს:"საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარა. ეს ყველამ იცის, ვინც იქ იყო".შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, ვინც "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა."ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებსა და ინციდენტებს, მაგრამ ისეთს არაფერს, რაც სხვაგან ვერ მოხდებოდა", - თქვა ლაზლომ.მან ასევე საქართველოს დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი "პოლიტიკოსებს ევროკავშირის ქვეყნებისკენ" და თქვა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ევროკავშირში ზოგიერთს არ მოსწონს, პატივი უნდა სცენ ქართველების არჩევანს."ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა და გაწევრების მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან", - დასძინა უნგრელმა ევროპარლამენტარმა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.დანილო დელა ვალე, რომელიც იტალიურ პოპულისტურ პარტია "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას" წარმოადგენს:"ცესკომ საარჩევნო უბნების ნაწილის შედეგები გადათვალა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა"."ამისდა მიუხედავად, ახლა საქართველოს გაწევრების პროცესის შეჩერებით ვემუქრებით, მარტო იმიტომ, რომ ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში არჩევნების შედეგები არ მოსწონთ", - თქვა მანდანილო დელა ვალემ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა - მოლდოვაში სულ მცირე სხვაობით გაიმარჯვეს პროევროპელებმა და ამას ყველა ზეიმობთო.სლოვაკი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, მილან უჰრიკმი:"ვის ენდომება, რომ 70 გენდერი ასწავლონ სკოლაში? ან ვის ენდომება, რუსეთთან ომში ჩაერთოს?""თქვენ ის გაწუხებთ, რომ ქართველებმა არ დაუშვეს, საკუთარ მიწაზე მანიპულაციის მსხვერპლი გამხდარიყვნენ", - მიმართა მან დანარჩენ ევროპარლამენტარებს.ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი, რომელიც ლე პენის პარტიას წარმოადგენს:"ათი დღე იყო გასული "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან, როცა გერმანიის ელჩი ფარისევლობით სავსე გზავნილში მშვიდობიან რევოლუციაზე ალაპარაკდა, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კი ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, მათ ინსტრუქციები მისცა, თქვა, მოძრაობა უნდა დაიწყოს, მაიდანი გაიხსენეთო".მარიანი 2015 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ესტუმრა, 2018 წელს კი დონეცკს, სადაც ოკუპირებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩევნების დამკვირვებელი იყო.2015 და 2017 წლებში ტიერი მარიანი ხუთჯერ ესტუმრა სირიას. ერთ-ერთი ვიზიტისას მან "მეგობარი" უწოდა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს.კიდევ ერთმა სლოვაკმა პოლიტიკოსმა, ლუბოშ ბლაჰამ, რომელიც პრორუსული პოზიციებითაა ცნობილი, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა:"ქართულ ოცნებას ჩემი პარტიის მსგავსი იდეოლოგია აქვს - ჩვენ ვეწინააღმდეგებით "ლგბტ იდეოლოგიას" და დასავლეთის დაფინანსებულ მაიდანის რევოლუციას".საბოლოოდ, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს საკითხის დასამატებლად 13-14 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის შეცვლაზე შეთანხმდნენ.ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ პლენარული სხდომის დასაწყისში წინადადება დააყენა, რომ „საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის წინადადებას მხარი 309 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 191 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 26 ოქტომბერს პროპორციული სისტემით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, შედეგებს ოპოზიცია და სადამკვირვებლო მისიები არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მის ბათილად ცნობასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.„ქართული ოცნება“ - 53,931%;"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;"ძლიერი საქართველო" - 8,81%;"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

1731574193

ბოკუჩავა: ცესკომ არჩევნების წინა დღეს „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკ...

„ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა, სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომლებსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომლებიც ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას, საუბარია 56-ზე მეტ მოწმეზე.„ვითხოვთ იმ მტკიცებულებების მოწოდებას ცესკოსგან, რომლებსაც ჩვენ განცხადებით ვითხოვდით და არ გვაძლევდნენ, ასევე ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, მათ უნდა ჰქონოდათ ბრენდირებული „სმარტმატიკის“ მარკერები და ეს შეიცვალა არჩევნების დღეს“, – ამბობს კორძაია.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში წერს: "კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად".როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.ინფორმაციისთვის, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, ცესკომ იყიდა „სმარტმატიკის“ მიერ წარმოებული, 30 000 ცალი სპეციალური მარკერი (შავი ფერის, სწრაფად შრობადი).

1731494789