GE EN
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის ს...

სიმპოზიუმი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამა საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, საიუბილეო დეგუსტაციაზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური იყო წარმოდგენილი.განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ.ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა მათ შორის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ლექციას „საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Wine Avenue-ც, სადაც ქართველი და ესპანელი მწარმოებლების ღვინოები იყო წარმოდგენილი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს მრავალფეროვან კულტურას მსოფლიოს აცნობს და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ Grand Jury du Vin-ის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც საერთაშორისო სტუმრები ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიღწევებს ეცნობიან.ეს პროექტი ქართველ მეღვინეებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები აძლიერებს ინტერესს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მიმართ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გლობალურ აღიარებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტული თუ ბიზნეს პოტენციალის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მანამდე Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა.(R)

1794234540

არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნ...

ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ წარმატების აღნიშვნა არ არის - ეს ადამიანების გვერდით დგომას, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გაზიარებას, მიზნებისკენ სწრაფვის მხარდაჭერასა და მიღწეული შედეგების ერთად აღნიშვნას გულისხმობს.როგორც კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, საქართველოს ბანკი გუნდის გვერდით დგას არა მხოლოდ გამარჯვებების დროს, არამედ განვითარების, სირთულეების დაძლევისა და წინსვლის მთელ პროცესში. ბანკისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს იმ გუნდებს, რომლებიც ქვეყნის სახელს მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენენ და მილიონობით ადამიანს საერთო მიზნისა და ემოციის გარშემო აერთიანებენ.საქართველოს ეროვნული ნაკრები მიზანდასახულობასა და „არ გაჩერდეს“ სულისკვეთებას განასახიერებს - ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება საქართველოს ბანკის ფილოსოფია. სწორედ ამიტომ, კალათბურთის ნაკრების მხარდაჭერა ბანკის ღირებულებებთან მოდის თანხვედრაში.საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობას მომავალშიც გააგრძელებს - როგორც გუნდის ყოველდღიური შრომისა და განვითარების, ისე ახალი წარმატებებისა და გამარჯვებების გზაზე.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი - კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი.(R)

1794234180

AI სტიპენდია გოგოებს - გახდი BOG-ის სტიპენდიატი და ისწავლე 10 პროფესიუ...

სწორედ ამ მიზნით, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. “AI სტიპენდია გოგოებისთვის” დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლვს, დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებში სრული დაფინანსებით.პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა: სმარტ აკადემია - Smart Academy; თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication; ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries; აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP; ეჯაილ სქული - AgileSchool; სქილვილი - Skillwill; სქეილაფი - ScaleUp; ელექტრონული აკადემია - Electronic Academy; რე ედუქეითი - Re; დიზაინ ინსტიტუტი.  ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო დაფინანსების მიღების პირობებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის AI სტიპენდია გოგოებისთვის?პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი. აპლიკაციების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აკადემიები გასაუბრებაზე მოიწვევენ. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი შეიძლება დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შეფასებასაც მოიცავდეს.საქართველოს ბანკის AI სასტიპენდიო პროგრამის, პარტნიორი აკადემიებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)

1794230782

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგ...

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის (CIS) რეგიონიდან - მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიებამ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა: გასცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს; მიეღოთ ინფორმაცია მარეგულირებელ ცვლილებებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება რეგიონში წამყვანი სპეციალისტებისგან, კომერციული ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების მაღალი რანგის პროფესიონალებისგან.კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე, შესაბამისობის მოთხოვნები და მათი გავლენა ბიზნესის საქმიანობაზე. ასევე ისაუბრეს ევრაზიული სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების როლზე,  განიხილეს რეგიონში ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებიც. პირისპირ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თიბისი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და Argos Advisory.

1794228342

თურნავა საფინანსო ბაზარს ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველად...

მისი განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, კანონმდებლობის გამარტივება საქართველოს საბანკო სექტორში ახალი ინვესტორების მოზიდვასა და ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.საუბარია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელთა საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 3 ნოემბერს დარეგისტრირდა. ინიციატივა საქართველოში უცხოური ბანკების ფილიალების, შვილობილი კომპანიების დაფუძნებისა და მათთვის საბანკო ლიცენზიის მიღების პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს.ცვლილებების მიზანია საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება, საბანკო სექტორში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნების გაზრდა და კონკურენციის გაძლიერება.ნათია თურნავას განცხადებით, სანდო ქვეყნების ან საბანკო ინსტიტუტების კონკრეტული ჩამონათვალი განსაზღვრული არ არის. ეროვნული ბანკი ინვესტორებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება მათ საზედამხედველო პოლიტიკის ჩარჩოზე, ქვეყნისა და კონკრეტული საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო რეიტინგებზე.კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული წესით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ უცხოურ ბანკებს, რომლებიც სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობენ და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვთ ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი. ამასთან, გათვალისწინებული იქნება ბანკის ცნობადობა და რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და მფლობელობის სტრუქტურის გამჭვირვალობა.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა საქართველოს ბაზარზე წვდომას გაამარტივებს და ინვესტორებისთვის უფრო მოქნილ გარემოს შექმნის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება გამჭვირვალე და ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს პირობებში მოხდეს.კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპები, მისაღები საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების ჩამონათვალი და საკრედიტო რეიტინგის მინიმალური დონე.

1794225539

თურნავა ლარის სიმყარეს საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას და სავალუტო შემო...

ნათია თურნავას განმარტებით, სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მთავარი წყარო ექსპორტია, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები.„ლარის სიმყარეს დღესდღეობით ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მთავარი არის ჩვენი ე.წ. საგარეო პოზიციის გაუმჯობესება. ეს არის სავალუტო შემოდინებები ბაზარზე. ჩვენ ვყიდულობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. სავალუტო შემოდინებების ძირითადი არხი არის ექსპორტი, განსაკუთრებით ადგილობრივი. მიუხედავად იმისა, რომ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების რიცხვს არ მივეკუთვნებით, ის მინერალური რესურსები, რაც გაგვაჩნია, კარგი კონიუნქტურით ხასიათდება და კარგად იყიდება საგარეო ბაზარზე", – განაცხადა ნათია თურნავამ.მისივე თქმით, საგარეო პოზიციის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტსაც, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო, ლოგისტიკურ და ფინანსურ მომსახურებას.„მეორე არხი არის ტურიზმიდან შემოსავლები, რომლებიც ძალიან აქტიურად შემოდის. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც კვლავინდებურად სტაბილურია. მთლიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ დოლარის კარგი მიწოდება იყოს ბაზარზე, გაუმჯობესდეს ჩვენი საგადამხდელო ბალანსი და შემცირდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დოლარი რეზერვებში მივმართოთ. ვფიქრობ, ეს პოზიტიური შედეგია", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა და ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებზე. მისი განმარტებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოყენება სწორედ ლიკვიდობის სტერილიზაციას ემსახურება, რათა ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობა არ წარმოიქმნას.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის რესურსის ღირებულებას მონეტარული პოლიტიკის 8.25%-იანი განაკვეთი განსაზღვრავს, ხოლო მისი სამომავლო ცვლილება ინფლაციისა და საგარეო შოკების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.„8.25%-ია ლარის რესურსის ღირებულება მთლიანობაში. თუ ინფლაცია და გარე შოკები ნორმალიზდება, ჩამოვწევთ და უფრო იაფი იქნება. თუ გაძლიერდება, მზად ვართ, რომ გავზარდოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

1794224343