GE EN
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალი: დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრ...

ამასთან, მისივე აზრით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარებადი ქვეყნები ასევე დამოკიდებულნი არიან ძირითადად აშშ-სა და ასევე ნაწილობრივ ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე.„ამ მხრივ,  შერბილება ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით კიდევ შემცირდება, თუმცა უკვე მხოლოდ ზომიერად. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-იანი ან მცირედით უფრო დაბალი ნიშნული მოიაზრება.ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თებერვლის წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებას აჩვენებს. საკმაოდ ძლიერი იყო ექსპორტის მაჩვენებელი. საგარეო ვაჭრობის დეტალური ჩაშლა მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამასთან, ჯერ კიდევ დაახლოებით 26 თებერვლიდან დღევანდლამდე მოყოლებული, ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა აღინიშნება, რაც ხშირად ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ეს ფაქტორი დროებითია და ხშირად საპირისპირო მიმართულებით იცვლება. მიუხედავად ამისა, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მართალია მცირედით, მაგრამ საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარი უფრო მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას ე.წ. გრძელვადიანი ტენდენცია განაპირობებს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

1710836150

ხიდაშელის კავშირები, ევტუშენკოვის გავლით, ბაიდენის ოჯახამდე მიდის

პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან.„მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი იყოს. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის, ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად, აქ სპეკულაციები, მემგონი, ზედმეტია“, - განაცხადა პრემიერმა.

1710835838

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის კომპანიები გადასახადებისგან 3 წლით გათავ...

პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.დღეისათვის საქართველოში საგადასახადო შეღავათებით ვირტუალური ზონის პირის და საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მატარებელი კომპანიები სარგებლობენ, თუმცა მათი დაბეგვრა ნულოვანი არ არის.

1710835323

პრემიერმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე მიულო...

„მინდა, მივულოცო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი“, - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია. „ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს.სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით 38 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად, ბენეფიციარებმა დააგენერირეს ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები.სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში  შემოვიდა მსოფლიოს ტოპ 3-ში შემავალი აქსელერატორი „500". საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც იგი ახორციელებს, ქართულთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ. ეს ფაქტი საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩურული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით.საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის  განხორციელებაში. წელს მეათე ტექნოპარკი ქუთაისში გაიხსნება",- აღნიშნა პრემიერმა.

1710835117

იანვარ–თებერვალი ექსპორტი 12,2%–ით, იმპორტი კი მხოლოდ 1,6%–ით შემცირდა

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2021-2024 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით:2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (99.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (96.8 მლნ. აშშ დოლარი).2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (471.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (410.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (221.7 მლნ. აშშ დოლარი).

1710833992

ფაშინიანი: კვირის ბოლოს შესაძლოა ომი დაიწყოს

„ახლა ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ აქედან და ვუთხრათ (აზერბაიჯანს – რედ.), რომ არა, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. ეს ნიშნავს, რომ კვირის ბოლოს დაიწყება ომი“, – განაცხადა მან.„ვიცი, რაც იქნება ამ ომის შედეგი“, – დასძინა ფაშინიანმა და განმარტა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მას ჰკითხავს, თუ ჰქონდა საბრძოლო მოქმედებების საფრთხის შესახებ ინფორმაცია, რატომ არ გააფრთხილა ისინი წინასწარ.

1710833077