თბილისი (GBC) - ოქროს ზოდმა კვირა 1გ/₾215 ფასით დაასრულა. სებ-ის ინტერნეტმაღაზია პარასკევს, 17:00 სთ-ზე, ორშაბათამდე დაუხურა ₾214 990-ით, (1კგ-იანი ოქროს ზოდის ფასი) და ₾4 299 -ით (20გ-იანის ფასი).
წინა კვირის ბოლო სავაჭრო დღეს კი გრამი ოქროს ფასი 216 ლარს აღემატებოდა,.
სებ-ის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან (2023) ოქროს 557 ზოდია გაყიდული, მ.შ. 8 ცალი 1 კგ-იანი, დანარჩენი კი 0.02 გ-იანი.
აქედან ყველაზე მეტი, 117 ერთეული, შეთავაზებიდან 2 დღეში, გასული წლის 4-6 დეკემბერს გაიყიდა (წყარო: ბიზნესპარტნიორი).
იქიდან მოყოლებული, 5 თვეში, ოქროს ფასი 16%-ით არის გაზრდილი.
გეოპოლიტიკური რისკების და ინფლაციის ბოლოდროინდელი მატების ფონზე ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.სებ-ის განმარტებით, მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.
ონლაინ, მხოლოდ 20გ-იანი ზოდის შეძენაა შესაძლებელი. 1 000 გ-იანი საკასო ცენტრში იყიდება