ოქრო NYMEX(უნც.)  1.250.10  -0.14%    |    პლატინა (უნც.)  789.70  -0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  14.74  -0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.184.20  -0.29%    |    ნიკელი (ტონა)  11.000  +0.02%    |    ალუმინი (ტონა)  1.938  +0.04%    |    ნავთობი (Brent)  60.10  -0.89%    |    გაზი(NYMEX)  3.619  +1.37%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.48  -1.34%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  100.30  -1.91%    |    ხორბალი (ტონა)  532.75  -0.42%    |   
 USD 2.6655        EUR 3.0352        GBP 3.3719        RUB 3.9895        UAH 0.9581        AZN 1.5719        AMD 5.4959      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
UNICEF: საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ 
12 ივნისი, 2018, 12:37
UNICEF: საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ 

თბილისი (GBC) - UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთიდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად,  საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე გაზრდილია, კვლევა არ მოიცავს იმ გარემოებას, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს სიღარიბის დონე საქართველოში შემცირებულია. 

2016 წელს სიღარიბის დონის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად სესხის მომსახურების ზრდას უკავშირდებოდა. ამასთან, შემოსავლების ზრდის და დოლარიზაციის შემცირების პოზიტიური ტენდენციები სრულად აღნიშნულ კვლევაში ასახული არაა.

2015 წელთან შედარებით მონეტარული სიღარიბის ზრდის მიუხედავად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებლები, კერძოდ 2015 წელს 38.4 პროცენტიდან სუბიექტური სიღარიბე 33.7 პროცენტამდე შემცირდა, რაც იმას გულისხმობს, რომ  მოსახლეობის მიერ სიღარიბის დონის აღქმა შემცირებულია. ეს უკავშირდება რეალური შემოსავლების ზრდას, სამომავლოდ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც აუცილებლად აისახება ხარჯებზე და სიღარიბის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის იმ ნაწილის ხვედრითი წილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო გაზრდილია მათი ხვედრითი წილი, ვინც თვლის რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

2017 წელს ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ტენდენცია ფიქსირდება - 14.8 პროცენტით (რეალურ გამოხატულებაში კი 20.1 პროცენტით) შემცირდა შინამეურნეობების მიერ გაწეული გრძელვადიანი ხარჯები, რაც ნიშნავს სესხის მომსახურების ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საბანკო ხარჯები საზოგადოების ყველა ფენისთვის შემცირდა. მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც შემცირდა სესხის მომსახურების ხარჯი. აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაციის და მოწყვლადობის დონე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები