ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9466        EUR 3.269        GBP 3.8683        RUB 4.6218        UAH 1.2422        AZN 1.7377        AMD 6.167      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა კავშირია ივანიშვილს, ამერიკულ Goldman Sachs -ს და კანაფის წარმოებას შორის
13 სექტემბერი, 2018, 20:02
რა კავშირია ივანიშვილს, ამერიკულ  Goldman Sachs -ს და კანაფის წარმოებას შორის

თბილისი (GBC) - ბიძინა ივანიშვილის მიერ „გოლდმენ საქსში“ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე ეხმაურება.

მისი განცხადებით, რეალურად ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს ფლობდა არა „გოლდმან საქსის“ აქციებს, არამედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდის აქციებს. საუბარია Goldman Sachs Funds SICAV Shares -I- / Goldman Sachs US Equity Portfolio Distribution -ზე, სულ 251 553 აქცია იყო ქართველი მილიარდერის მფლობელობაში.  ამ ფონდში შედიოდა ამერიკის ინდუსტრიის ისეთი საუკეთესო ბრენდები:  „ეფლი“, „მაიკროსოფტი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“, „ჯპ მორგანი“, „პფაიზერი“, „ბენქ ოფ ამერიკა“, „შევრონი“ და ა.შ.

„რაც შეეხება თვითონ „ გოლდმან საქსის“ ფუნქციას ამ ყველაფერში, 2018 წელს ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიამ „ქონსთელეიშენ ბრენდმა“ იყიდა 38%-იანი წილი სხვა კომპანიაში. მისი სახელწოდებაა „ქანაფი გროუსი“ და „გოლდმან საქსი“ ამ გარიგებაში გამოდიოდა მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლის როლში. მყიდველმა კომპანიამ დაიქირავა „გოლდმან საქსი“ როგორც მრჩეველი ამ ტრანზაქციის განხორციელებაში. „ქენეფი გროუსი“ დაკავებულია კანაფის მოყვანით იმ შტატში, სადაც ლეგალურად არის სამედიცინო თვალსაზრისით მარიხუნას წარმოება და ექსპორტი დაშვებული. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ „გოლდან საქსის“ როლზე ამ სქემაში, ის გამოდის ამ გარიგების არა დამფინანსებელი, არამედ ამ გარიგების ფინანსური მრჩეველი, ასეთი კი ამერიკულ მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკისა და უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატის „გოლმან საქსის“ აქტივებში მრავლადაა. ეს აბსოლტურად სხვა რამეა, ვიდრე საერთოდ მინიმალური ოდენობის აქციების ფლობაც კი „გოლდმან საქსში“-აცხადებს კომერციული ბანკების ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერის ოპონენტები ამბობენ, რომ  „მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული გეგმის ნაწილია, რომელმაც ოლიგარქს მილიარდები უნდა მოუტანოს და ამას ბიძინა ივანიშვილის მიერ „გოლდმან საქსის“ აქციების ფლობით ხნიან. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები