თბილისი (GBC) – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შესაბამისი დოკუმენტი სეპარატისტების ლიდერმა დღეს, 7 მაისს გამოაქვეყნა, თუმცა ტექსტში არაფერია ნათქვამი ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებთან დაკავშირებით.

ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წელს დაინიშნა. იგი ოკუპირებული აფხაზეთის პირველი ე.წ. პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია.

2014–18 წლებში ინალ არძინბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო.