ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8687        EUR 3.2178        GBP 3.558        RUB 4.567        UAH 1.1094        AZN 1.6929        AMD 6.0191      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
კანადაში Alberta-ს პროვინციაში ახალი ნავთობსაბადოს ათვისებას გეგმავენ
წყარო: ნავთობისა და გაზის სააგენტო
1 აპრილი, 2019, 15:46
კანადაში Alberta-ს პროვინციაში ახალი ნავთობსაბადოს ათვისებას გეგმავენ

თბილისი (GBC) - კანადაში Alberta- პროვინციაში ახალი ნავთობსაბადოს ათვისებას გეგმავენ.

მედიის ცნობით, ნავთობკომპანიები ჭაბურღილებს ქვიშა-ქვების ფენებში გაბურღავენ.

აღსანიშნავია, რომ  ნავთობის მოპოვება ამ რეგიონში ფასის დაწევის გამო შემცირებული იყო. 
რამდენიმე წლის წინ ამ ფართობზე ნავთობის მოპოვების ლიცენზიის მიღება კი,  დიდ კონკურენციის საგანი იყო. მაგალითად,  2017 წელს კომპანია land company Scott Land & Lease-მა 10 მილიონი დოლარი გადაიხადა ერთ ექტარზე. ეს კი ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი ნავთობისმომპოვებელ კომპანიებს გადაუხდიათ ამ ფართობზე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.
ამა წლის იანვარში კანადურმა ნავთობის მომპოვებელმა კომპანია Cenovus Energy-იმ მიიღო თანხმობა, რათა გაბურღოს ახალი ჭაბურღილები 35- ფართობზე, რომელიც Slave-ის ტბის აღმოსავლეთით მდებარეობს, Alberta- პროვინციის Marten Hills-ის რეგიონში. კომპანია აპირებს დიდი რაოდენობის ნავთობის მოპოვებას Clearwater-ის საბადოდან, რომელიც 5000 მეტრის სიღრმეზე ქვიშა-ქვების ფენებში იმყოფება. ეს რეგიონი ტრადიციულად ყოველთვის იზიდავდა ნავთობმომპოვებელ კომპანიებს. 

ჩვენ უკვე გავბურღეთ ხუთი ახალი საძიებო ჭაბურღილი Marten Hills-ის ფართობზე და აგრეთვე გეგმაში გვაქვს ზაფხულის საბურღი პროგრამის განხორციელება. ვფიქრობთ, რომ აქ წავაწყდებით საკმაოდ დიდ პროდუქტიულ ფენას - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა სონია ფრანკლინმა.

უახლოეს მომავალში Marten Hills საბადოზე ნავთობის მოპოვება პიკს მიაღწევს. ნავთობის ექსპორტი განხორციელდება Alberta- პროვინციაში მოქმედი ნავთობსადენის საშუალებით, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს ამა წლის ოქტომბრის თვისათვის ნავთობის ფასის დაწევას 50$-ის ქვემოთ ერთ ბარელზე. ამასთანავე კანადურმა კომპანია Enbridge-მა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ახალი ნავთობსადენი მილის გაყვანას 2020-მდე. ადრეული გეგმის თანახმად კი ამ ახალი ნავთობსადენის გაყვანა დაგეგმილი იყო 2019 წლამდე. 

კომპანია Cenovus Energy-იმ უკვე 5 ჰორიზონტალური ჭაბურღილი გაბურღა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ნავთობის მოპოვების გაზრდა 300 ბარელიდან 700 ბარელამდე დღეში. ეს არის ერთ-ერთი იმ სამი კომპანიიდან, რომელიც დომინირებს ამ ფართობზე კომპანია Deltastream Energy-სა და Spur Petroleum-თან ერთად.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები