ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7905        EUR 3.0782        GBP 3.5975        RUB 4.1597        UAH 1.1339        AZN 1.6435        AMD 5.8257      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამაჩაბლოში ინოვაციურ ბიზნესს საპარტნიორო ფონდი გრანტით გაუორმაგებს
9 ოქტომბერი, 2019, 17:27
სამაჩაბლოში ინოვაციურ ბიზნესს საპარტნიორო ფონდი გრანტით გაუორმაგებს

თბილისი (GBC) - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაძლიერების მიზნით, საინვესტიციო პროექტების მომზადება პრიორიტეტულია“ -„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფინანსური ინსტრუმენტის -„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“  კონფერენციაზე განაცხადა..

 

„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, „საპარტნიორო ფონდმა“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ დააფუძნეს. მისი მიზანია, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას.

 

„საპარტნიორო ფონდი“ ქმედით ნაბიჯებს დგამს - „სტარტაპ საქართველოს“ და USAID Zrda-ს ერთბლივ პროექტს „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“. USAID Zrda $500 000 -ს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. 5-წლიანი პროგრამა მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 5 რეგიონის 106 სოფელში. ამ გზით, დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე  სოფლებში ინოვაციური ბიზნესები წამოიწყონ. დაფინანსება გრანტით გაორმაგდება. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნის გამთლიანებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

კონფერენცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები