GE EN
სხვა სიახლეები
NBG-ის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს როლზე ADB-ის პანელურ შეხვედრაზე აღი...

პანელური დისკუსია განვითარებად ქვეყნებში კლიმატის დაფინანსებაში კერძო სექტორის როლის გაზრდას დაეთმო. ასევე საუბარი შეეხო ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს რეგიონში განახლებადი ენერგიისა და კლიმატის დაფინანსების პოტენციალის გამოსაყენებლად.ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სებ-ის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოზე. ისაუბრა კერძო სექტორთან თანამშრომლობასა და ამ პროცესში მიღებულ საუკეთესო გამოცდილებაზე."საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე 2017 წლიდან მუშაობს და ამ პროცესში სხვადასხვა მხარეებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი კერძო სექტორთან,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აღნიშნა  სალომე თვალოძემ.

1715097120

₾187 მლნ-ის კონტრაქტები დონორების ფულით - ანგარიში

2023 წელს DEP (შესყიდვები დონორი ორგანიზაციების სახსრებით)ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების გადანაწილება დონორების მიხედვით ასეთი იყო:

1715092534

სავალუტო რეზერვებში უკვე $529.4 მლნ-ის ოქროა

ოქროს წილი სავალუტო  რეზერვებში 11%-მდეა - $529,4 მილიონის. სებ-მა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მარტიდან დაამატა.„ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი მონეტარული ოქრო ეტაპობრივად აისახებოდა ანგარიშზე, რაც აპრილის დასაწყისში დასრულდა. მას შემდეგ ოქროს საერთაშორისო ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც აპრილის თვეში მთლიანი სავალუტო რეზერვების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა.სებ-მა $0.5 მილიარდის 7 ტ 999.9 სინჯის მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონში შეიძინა. გლობალურად სავალუტო რეზერვების 1/8 ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. ჯამური ოქროს რეზერვების 1/4-ს  აშშ ფლობს - 25.4%, გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს.

1715085043

ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო საქველმოქმედო აქტივობები

საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, საქველმოქმედო კამპანიის #სიკეთეგადამდებია ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს აღდგომის დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები დაურიგდათ.ბაზისბანკის და საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კათარზისის“ პარტნიორობით, სოციალურად დაუცველი 450 ხანდაზმული ბენეფიციარისთვის, ორი დღის განმავლობაში, სააღდგომო სადილი გაიმართა.„ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საამაყო და მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეო მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს. ბაზისბანკისგან მსგავსი სახის CSR აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

1715083322

„აგენტების კანონში“ EBRD-ის პრეზიდენტი საინვესტიციო გარემოსთვის საფრთხ...

„მისი (კანონპროექტის) დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება“, - განაცხადა ოდილ რენო ბასომ.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო.„მაგრამ ამ კანონპროექტის ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდენციამ და დაძაბულობამ, შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ“, - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.

1715081247

პუტინის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობა გადადგა

ამ პროცედურას რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს. სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციის წინ მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს. მინისტრთა კაბინეტის წევრები, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, მოვალეობის შემსრულებლებად აგრძელებენ მუშაობას. 

1715078238