ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3119        EUR 4.0107        GBP 4.4426        RUB 4.4084        UAH 1.1685        AZN 1.9482        AMD 6.492      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით, ჭიათურაში, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი მოეწყო
29 ივნისი, 2020, 19:33
„ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით, ჭიათურაში, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი მოეწყო
თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, ჭიათურაში, სოფელ პერევისაში, ე.წ. 25-ის დასახლების საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი მოეწყო.

აღნიშნული ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა: სპეციალური დამცავი ბადით შემოიღობა, განათება, საფეხბურთო კარი და კალათბურთის ფარები დამონტაჟდა, ასევე, ძველი საგულშემატკივრო სივრცე განახლდა. პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ მოსახლეობასა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნული პროექტი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა. ჩვენ ყოველთვის გულისყურით ვეკიდებით ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებს, შესაბამისად, ამჯერადაც მათი თხოვნა გავითვალისწინეთ. შეიქმნა კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე, რომელიც განსაკუთრებულად ახალგაზრდებსა და ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, სპორტული აქტივობებით დაკავდნენ, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილემ გიორგი ჯაოშვილმა.








მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები