ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1428        EUR 3.6519        GBP 4.3427        RUB 4.5287        UAH 1.1893        AZN 1.8496        AMD 6.5816      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა
24 სექტემბერი, 2021, 13:35
თეგეტა „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა

თბილისი (GBC) - „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრობის შეთანხმებას თეგეტა მოტორსმა ხელი ახლახან მოაწერა. 

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) წარმოადენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაიულ ინიციატივას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, დაიცვან ათი გლობალური ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. 

 

თეგეტა მოტორსისთვის კორპორაციულსოციალურ პასუხისმგებლობა არ არის დამატებითი საქმინობა, ეს კომპანიის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში კომპანია განსხვავებულ CSR პროექტებია ჩართული და საინტერესო ინიციატივებს ლობირებს - გარემოს დაცვის, განათლების, ინოვაციებისა და გენდერული საკითხების მიმართულებით. 

 

როგორცეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული ამბობს,  – „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრობა თეგეტა მოტორსისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია,რადგან ეს პლატფორმა წევრი კომპანიებისთვის  მეტი მხარდაჭერის, საერთაშორისო და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასიძლევა“.

 


თეგეტა მოტორსი წელს „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს“ მონაწილეთა სიაშია. დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია -გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი,” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითხორციელდება.

 

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ჰოლდინგური კომპანია 26-წლიანი გამოცდილებით უკვე 25 კომპანიას აერთიანებს. „თეგეტას“ აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდს „პორშე“, შვედურ საავტომობილო გიგანტს „ვოლვო“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები