GE EN
სხვა სიახლეები
სავალუტო რეზერვებში $529.4 მლნ-ის ოქროა

ოქროს წილი სავალუტო  რეზერვებში 11%-მდეა - $529,4 მილიონის. სებ-მა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მარტიდან დაამატა.გლობალურად სავალუტო რეზერვების 1/8 ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. ჯამური ოქროს რეზერვების 1/4-ს  აშშ ფლობს - 25.4%, გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს.სებ-მა $0.5 მილიარდის 7 ტ 999.9 სინჯის მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონში შეიძინა. 

1715085043

ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო საქველმოქმედო აქტივობები

საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, საქველმოქმედო კამპანიის #სიკეთეგადამდებია ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს აღდგომის დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები დაურიგდათ.ბაზისბანკის და საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კათარზისის“ პარტნიორობით, სოციალურად დაუცველი 450 ხანდაზმული ბენეფიციარისთვის, ორი დღის განმავლობაში, სააღდგომო სადილი გაიმართა.„ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საამაყო და მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეო მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს. ბაზისბანკისგან მსგავსი სახის CSR აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

1715083322

„აგენტების კანონში“ EBRD-ის პრეზიდენტი საინვესტიციო გარემოსთვის საფრთხ...

„მისი (კანონპროექტის) დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება“, - განაცხადა ოდილ რენო ბასომ.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო.„მაგრამ ამ კანონპროექტის ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდენციამ და დაძაბულობამ, შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ“, - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.

1715081247

პუტინის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობა გადადგა

ამ პროცედურას რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს. სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციის წინ მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს. მინისტრთა კაბინეტის წევრები, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, მოვალეობის შემსრულებლებად აგრძელებენ მუშაობას. 

1715078238

ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ შეხ...

მრგვალი მაგიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი.შეხვედრაზე განიხილეს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის ძალისხმევა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, დაბალშემოსავლიანი ჯგუფების, ქალი მეწარმეების ხელშეწყობის, ფინანსური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საკითხები. ასევე საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის ეფექტს მიკროსაფინანსო ინდუსტრიაზე და გაძლიერებულ კონკურენციის საკითხებს.ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური და ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSMEs) და ქალთა ხელმძღვანელობით წამოწყებული ბიზნესების მხარდაჭერას.ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების საკანონმდებლო და საზედამხედველო შესაძლებლობები, მიკროსაფინანსო სექტორში მდგრადი დაფინანსების პოტენციალი და ფინტექებისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით სებ-ის მიდგომები გააცნო.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლები.

1715077110

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გერმანიის ეკონომიკის სამი...

შეხვედრაზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ პრეზენტაცია გამართა სააგენტოს უფლებამოსილებებზე და აღსრულების მექანიზმებზე, მიმდინარე და დასრულებულ მნიშვნელოვან საქმეებზე.პარალელურ რეჟიმში სააგენტოში სამუშაო შეხვედრა შედგა გერმანული ბიზნეს-დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი შაკიაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ძირითადად მოიცავდა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, სამართლებრივ პროცედურებს და აღსრულების მექანიზმებს.გერმანული მხარის მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეფასდა. მხარეები ორმხრივ დონეზე შეთანხმდნენ, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად ითანამშრომლონ.შეხვედრას ესწრებოდნენ - ფრანცისკა ალარიხი, საქართველოს საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომელი; სარა ცილონკა, გერმანიის საელჩოს პირველ მდივანი, ეკონომიკისა და პრესის განყოფილების უფროსი; თამარ მერმანიშვილი, სააგენტოს პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი და GCCA-ის სხვა თანამშრომლები.

1715076795