თბილისი (GBC) – გალთ & თაგარტის 30 აპრილი – 3 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ორნიშნა პროცენტით დავარდა. წინა კვირასთან შედარებით ყველაზე მეტი – 13,19% თიბისის აქციებმა დაკარგა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 47.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.85% წინა კვირასთან შედარებით და - 6.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 578 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.95 - 55.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 77 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -13.19% წინა კვირასთან შედარებით და -4.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 499 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.95 - 35.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -12.91% წინა კვირასთან შედარებით და -11.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 620 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.06 - 13.96 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.