






USD | 3.3268 |
EUR | 4.0101 |
GBP | 4.6449 |
TRY | 0.4574 |

თბილისი (GBC) - ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით მოძრაობა KAR.GE-მ დაიწყო მუშაობა ყოველწლიური ინგლისურენოვანი ბეჭდური "KAR.GE Export Catalogue 2018"-ის შექმნაზე (მეორე გამოცემა) და ქართულენოვანი "KAR.GE ინტერნეტ კატალოგი"-ს გაახლებაზე (არსებობს 2016 წლიდან).
ორგანიზაციის ცნობით, ეს ორი გამოცემა გააერთიანებს ინფორმაციას 2018 წლის გამორჩეული ქართული წარმოებების, ბრენდების, პროდუქციის, სავაჭრო ობიექტების, დისტრიბუტორებისა და B2B მომსახურების მიმწოდებლების შესახებ.
„მოძრაობა KAR.GE-ში უაღრესად გვეამაყება უამრავი წარმატება, რომელსაც პარტნიორმა კომპანიებმა 2017 წელს ჩვენი მხარდაჭერით მიაღწიეს. გასულ წელს მონაცემების "KAR.GE Export Catalogue 2017"-ში და "KAR.GE ინტერნეტ კატალოგში" განთავსების, ასევე მოძრაობა KAR.GE-ს პროექტებში ჩართულობის შედეგად ბევრმა კომპანიამ დაამყარა ახალი კავშირები, მოძებნა პარტნიორი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანა ან ადგილობრივ ქსელებში შეიტანა თავისი ნაწარმი, მიიღო მეტი შეკვეთა და რეალურად გაზარდა ცნობადობა და გაყიდვები“, - ამბობს ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი.
მოძრაობა KAR.GE უამრავი პარტნიორის მხარდაჭერით "KAR.GE Export Catalogue 2018"-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით გაავრცელებს. ქართულენოვანი ელექტრონული "KAR.GE ინტერნეტ კატალოგი" უფრო მასშტაბურად გავრცელდება ინტერნეტით მთელი წლის განმავლობაში.
მწარმოებელთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 თებერვალი საპრეზენტაციო გვერდი