ოქრო NYMEX(უნც.)  1221.2  +0.03%    |    პლატინა (უნც.)  849.60  +0.35%    |    ვერცხლი (უნც.)  14.37  -0.05%    |    პალადიუმი NYMEX  1161.40  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  11262.5  -1.16%    |    ალუმინი (ტონა)  1939.75  -0.36%    |    ნავთობი (Brent)  66.85  +0.18%    |    გაზი(NYMEX)  4467  +4.49%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.82  +0.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  115.55  +2.62%    |    ხორბალი (ტონა)  503.50  -0.61%    |   
 USD 2.6593        EUR 3.0369        GBP 3.4199        RUB 4.0356        UAH 0.9576        AZN 1.5689        AMD 5.4831      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნიკა გილაური:  არცერთი ეკონომიკური თეორია პრაქტიკაში არ მუშაობს
2 თებერვალი, 2018, 15:49
ნიკა გილაური:  არცერთი ეკონომიკური თეორია პრაქტიკაში არ მუშაობს

თბილისი  (GBC) –  არცერთი ეკონომიკური თეორია პრაქტიკაში არ მუშაობს, - მიიჩნევს საქართველოს ექს-პრემიერი ნიკა გილაური, რომელმაც საჯარო სექტორის დატოვების შემდეგ საკონსულტაციო კომპანია Reformatics დააფუძნა და ახლა სხვა ქვეყნებს უწევს კონსულტაციას.

ნიკა გილაური ქართულენოვანი Forbes -თან ამბობს, რომ მათი უპირატესობა პრაქტიკული რჩევების შეთავაზებაა, რითაც ქვეყნები იხელმძღვანელებენ. ამისათვის გილაურმა ახალი წიგნიც დაწერა - „პრაქტიკული ეკონომიკა“, რომელსაც  სავიზიტო ბარათს უწოდებს და რომელიც მართალია არ არის მემუარები, მაგრამ მის პიროვნულ ისტორიასაც მოიცავს.

„პრაქტიკაში მივხვდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ ეკონომიკურ სკოლებს, რომელსაც გავეცანი, როცა პრემიერი გავხდი.  გავიგე, რომ არც ერთი ეს სკოლა, არც ერთი ეკონომიკური თეორია პრაქტიკაში არ მუშაობს. ეს სიმართლეა. პრაქტიკაში მხოლოდ პრაქტიკული ეკონომიკა ამართლებს. როდესაც გადაწყვეტილებებს ყოველი კონკრეტული მომენტის შესაბამისად იღებ, არის და ეს... იაზრებ, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვა,  დგამ ამ ნაბიჯს და რეფორმების რეფორმირებას ახდენ. საბოლოოდ,  რაღაც კარგს იღებ,   იღებ  ფორმულას, რომელიც კონკრეტული სექტორისთვის მუშაობს, როგორც მივიღეთ ენერგეტიკაში, საბაჟოზე, საგადასახადო კუთხით... მიღწევაა როდესაც კონკრეტულ პრობლემას ჭრი კონკრეტულ ქვეყანაში და ამას არავითარი კავშირი არ აქვს თეორიასთან...  ამ ტიპის პრაქტიკული ფორმულები ძალიან საჭიროა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყენბში“, - ამბობს გილაური.

ექს-პრემიერს მიაჩნია, რომ  თუ ფორმულა გამართულად მუშაობს და ის თვითგანვითარებადია კონკრეტული სექტორისთვის.  

„მიმაჩნია, რომ სწორი რეფორმები შევიმუშავეთ,  მაშინაც იმუშავეს ინვესტიციების მოზიდვისთვის და მომავალშიც იმუშავებენ. ინვესტიციები კი ყოველთვის საჭირო იქნება. ამ რეფორმებს თვითგანვითარებადი ფორმულები აქვს, სწორედ ამიტომ მათი საჭიროება არამხოლოდ საქართველოშია, არამედ დანარჩენ განვიტარებად მსოფლიოშიც“, - ამბობს გილაური.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები