ოქრო NYMEX(უნც.)  1.250.10  -0.14%    |    პლატინა (უნც.)  789.70  -0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  14.74  -0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.184.20  -0.29%    |    ნიკელი (ტონა)  11.000  +0.02%    |    ალუმინი (ტონა)  1.938  +0.04%    |    ნავთობი (Brent)  60.10  -0.89%    |    გაზი(NYMEX)  3.619  +1.37%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.48  -1.34%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  100.30  -1.91%    |    ხორბალი (ტონა)  532.75  -0.42%    |   
 USD 2.6655        EUR 3.0352        GBP 3.3719        RUB 3.9895        UAH 0.9581        AZN 1.5719        AMD 5.4959      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Bitfury -მ გლდანის დატა ცენტრი Chong Sing Holdings-ს მიჰყიდა
13 თებერვალი, 2018, 10:24
Bitfury -მ გლდანის დატა ცენტრი Chong Sing Holdings-ს მიჰყიდა

თბილისი (GBC) - Bitfury ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. 

კომპანიის ცნობით, დატა ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია.

„გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას, გააგრძელოს წარმატებული გაფართოება აზიის ბაზარზე“, – განაცხადა Bitfury-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ვალერი ვავილოვმა. 

Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი Bitfury-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი.

რაც შეეხება Chong Sing Holdings ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს 24/7-ზე რეჟიმში სთავაზობს ონლაინ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგის აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები