თბილისი (GBC) – Teslas-ს დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება ბოლო 5 დღეში $37,3 მლრდ–ით გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg Billionaires Index წერს. 2022 წლის მარტის შემდეგ ეს მისი ქონების ყველაზე დიდი ზრდაა ერთი კვირის განმავლობაში. ორშაბათის ვაჭრობაზე Teslas-ს აქციების ფასი ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიათან Baidu თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გაზარდა.

Bloomberg–ის რეიტინგის თანახმად, მხოლოდ 29 აპრილს ილონ მასკის ქონება $18,5 მლრდ–ით გაიზარდა და $201,5 მლრდ შეადგინა. ამავე დღეს Teslas-ს აქციების ფასი 17,76%–ით გაიზარდა.

ილონ მასკი 28 აპრილს ჩინეთში ჩავიდა, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ–მინისტრს ლი ციანს შეხვდა. Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მილიარდერი Baidu–სთან თანამშრომლობაზე შეთანხმდა. ჩინურ კომპანიასთან ერთობლივად Tesla ავტონომიური მართვის პროგრამის დასანერგად კარტოგრაფიულ და სანავიგაციო სისტემებს შეიმუშავებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ჩინეთში სულ უფრო ფართოდ ინერგება ავტონომიური მართვის და მძღოლის დახმარების სისტემები. ამის ფონზე Tesla ჩინეთის ბაზარზე მძაფრ კონკურენციას წააწყდა და მისი წილი ამ ბაზარზე, 2023 წლის პირველი კვარტალის 10,5%–დან ამ წლის ბოლო კვარტალისთვის 6,7%–მდე შემცირდა.