GE EN
რუსეთ–უკრაინის ომი
ზელენსკიმ აშშ-ს „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა

ზელენსკიმ X-ის ამ პოსტს ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 2018 წლის “ყირიმის დეკლარაციაც” გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას და პირობას დებს, რომ თავის პოლიტიკას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება”."დიდი ემოციებია დღეს. მაგრამ კარგია, რომ ხუთმა ქვეყანამ შეხვედრა გამართა მშვიდობის მოსაახლოებლად. უკრაინა, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია. მხარეებმა თავიანთი შეხედულებები გააჟღერეს და პატივისცემით მიიღეს ერთმანეთის პოზიციები.მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მხარე არა უბრალოდ მონაწილე იყო, არამედ აზრიანი წვლილი შეიტანა. ამერიკულმა მხარემ თავისი ხედვა გააჟღერა. უკრაინამ და სხვა ევროპელებმა თავიანთი აზრები წარადგინეს და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ასეთი ერთობლივი მუშაობა მიგვიყვანს მყარ მშვიდობამდე”, - წერს ზელენსკი. Emotions have run high today. But it is good that 5 countries met to bring peace closer. Ukraine, the USA, the UK, France and Germany. The sides expressed their views and respectfully received each other’s positions. It’s important that each side was not just a participant but… pic.twitter.com/lDFV5WK8tw — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 23, 2025 მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "უკრაინამ ყირიმი რუსეთს უბრძოლველად გადასცა 11 წლის წინ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნდა ტრაბახობდეს, რომ უკრაინა ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ აღიარებს და მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე".

1745476517

ვენსი: რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიული და...

ვენსის თქმით, აშშ უკრაინაში ომის შეჩერებისთვის „ძალიან მკაფიო წინადადებებით გამოვიდა და ახლა დადგა დრო, რუსეთმა და უკრაინამ ან თქვან „დიახ“, ან აშშ გავიდეს ამ პროცესიდან“.„საბოლოოდ, კონფლიქტში ახალი ხაზები გაივლება არსებული ფრონტის ხაზებზე ან სადღაც მათთან სიახლოვეს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ „როგორც უკრაინას, ისე რუსეთს ამჟამად მათ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების ნაწილის დათმობა მოუწევთ“.„აუცილებელი იქნება ტერიტორიის ნაწილის გაცვლა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა და დასძინა, რომ „მკვლელობის შესაჩერებლად ორივე მხარემ უნდა დაყაროს იარაღი, გაყინოს ეს ყველაფერი და გააგრძელოს უკეთესი რუსეთისა და უკეთესი უკრაინის მშენებლობა“.18 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შეიძლება დატოვოს უკრაინაში ომის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესი, თუ რომელიმე მხარე ხელს შეუშლის კონფლიქტის დასრულებას.დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ს ძალიან სურთ უკრაინაში ომის უმოკლეს ვადებში დასრულება.„თუ რაიმე მიზეზით რომელიმე მხარე ამის [ომის დასრულების] გაკეთებას ძალიან გაართულებს, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: „თქვენ სულელები ხართ, იდიოტები ხართ, საშინელი ადამიანები ხართ“. და ჩვენ უბრალოდ წავალთ. მაგრამ, იმედია, ამის გაკეთება არ მოგვიწევს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველა შანსი ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას.

1745403934

უკრაინის სუმზე რუსეთის შემზარავ სარაკეტო იერიშს აშშ არ გმობს

CNN-ს ანონიმური წყარო ეუბნება, რომ ისინი ამას ამ მომენტში აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებენ, "მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-მა უარი განაცხადა უკრაინის შესახებ განცხადებაზე ხელი მოეწერა, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრები დაეთანხმნენ“.კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ CNN განუცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.მანამდე, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-მა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ განცხადების მხარდაჭერაზე, რომელშიც გმობდნენ რუსეთის დარტყმას უკრაინის ქალაქ სუმზე, რადგან აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ეს ზიანს მიაყენებდა მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებს.თეთრ სახლს ამ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.ინფორმაციისთვის, 13 აპრილს, რუსეთის ჯარებმა ორი წუთის განმავლობაში ქალაქ სუმის ცენტრს ორჯერ დაარტყეს ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“.დაიღუპა 35 და დაიჭრა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების მიერ სუმის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ "საშინელება მოხდა". ტრამპი იმასაც ირწმუნებოდა, რომ "მათ შეცდომა დაუშვეს", თუმცა აქ რუსეთი არ უხსენებია.15 აპრილს დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის კურსკის ოლქზე, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს მათზე, ვინც მონაწილეობდა ქალაქ სუმიზე 13 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაში. კერძოდ, უკრაინის გენშტაბის თანახმად, დაარტყეს რუსეთის 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის პუნქტს, სადაც შეტევის შემდეგ საბრძოლო მასალების დეტონაციაც დაიწყო.G7-ის წევრები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია.

1744788952

ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას $585 მლნ-ით დაეხმარებიან

მათივე ინფორმაციით, 350 მილიონ ფუნტს გაერთიანებული სამეფო, 100 მილიონს კი ნორვეგია „უკრაინის ფონდის“ მეშვეობით გამოყოფს, რომელსაც ბრიტანული მხარე მართავს.ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული თანხა ასობით ათასი დრონის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და რადარების წარმოებას მოხმარდება, ხოლო 160 მილიონი გამოიყოფა იმ აღჭურვილობის შეკეთებისთვის, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მანამდე მიაწოდა.შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო დაგეგმვას დააჩქარებენ. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანა უკვე იწყებს იმის განსაზღვრას, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად.სხდომა დღეს, 11 აპრილს, ბრიუსელში გაიმართება.„რამშტაინის ფორმატის“ სახელით ცნობილი ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ის აშშ-ის წინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა და სხდომებს ყოველთვის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა.თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ვითარება შეიცვალა და შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ამ ჯგუფის თავმჯდომარეობაზე.ბრიუსელში დღევანდელ სხდომას დიდი ბრიტანეთის და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ჯონ ჰილი და ბორის პისტორიუსი უხელმძღვანელებენ.

1744354687

უკრაინა მზადაა, აშშ-სგან $30-50 მილიარდის იარაღი იყიდოს

„დამატებით პაკეტთან დაკავშირებით, გვსურს და მზად ვართ და ამერიკულ მხარეს გადავეცით დიდი პაკეტი, რომლის ყიდვაც გვსურს. ყიდვა ამა თუ იმ ფორმით. ახალი პაკეტი უფასოდ არ გვითხოვია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, უკრაინა იარაღის შეძენის შესაძლებლობას უსაფრთხოების გარანტიადაც კი განიხილავს.„მოგვეცით პაკეტი, ჩვენ გადავიხდით", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეს პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვას და სხვა შესაბამის კომპონენტებს, ნამდვილად სჭირდება უკრაინას."ეს არის ის, რასაც დავეყრდნობით, როგორც უსაფრთხოების გარანტიას. ასეა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. როდესაც იქნება შეთანხმება, გადავიხდით - ფონდში გადავირიცხავთ, ან თუ გსურთ, პირდაპირ თქვენ გადაგიხდით. ჩვენთვის სულერთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იკითხა, რამდენი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება უკრაინას.„ტელეფონზე ვუთხარი, ათი მაინც მოგვეცით მეთქი. ეს დაცვაა, ეს ომის დასრულების შემდეგ დაგვეხმარება, ეს უსაფრთხოების გარანტიაა, რომ უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით იქნება დაცული. არსებობს მრავალი სხვადასხვა ფორმატი და ინსტრუმენტი, რომლისთვისაც მზად ვართ. მზად ვიყავით, შესაბამისი პაკეტისთვის 30 და 50 მილიარდი მოგვეძიებინა“, - აღნიშნა გუშინ ზელენსკიმ.

1744266875

პუტინის სპეცწარმომადგენელი: რუსეთმა და აშშ-მა მიწაიშვიათ ლითონებზე მოლ...

„მიწაიშვიათი ლითონები თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სფეროა და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყეთ დისკუსია რუსეთში სხვადასხვა მიწაიშვიათი ლითონებისა და სხვა პროექტების შესახებ“, – განაცხადა პუტინის წარმომადგენელმა.პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი თებერვალში, საუდის არაბეთში, აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყო.

1743406076

პუტინი უკრაინაში „საერთაშორისო მმართველობის“ შემოღების ინიციატივას აჟღ...

„შეიძლება ეს იყოს გაეროს ეგიდით, აშშ, ევროპის ქვეყნებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად განვიხილავთ უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას. იმისათვის, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ“, – განაცხადა პუტინმა ატომური წყალქვეშა კრეისერის „არხანგელსკის“ მეზღვაურებთან შეხვედრაზე, რომელიც ხუთშაბათს საღამოს გაიმართა.მისივე თქმით, უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან გაფორმებული დოკუმენტები „მსოფლიო აღიარებას მოიპოვებს და საიმედო იქნება“, ვინაიდან დღეს რუსეთისთვის გაუგებარია, ვისთან დებს შეთანხმებას. პუტინმა აღნიშნა, რომ გასულ წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა და ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ ითვლება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად. „თუ ის არალეგიტიმურია, ყველა დანარჩენიც იგივეა“, – განმარტა პუტინმა.„თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი, სხვა ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ ეს ერთ–ერთი ვარიანტია, რომლის პრაქტიკაც არსებობს გაეროს მუშაობაში“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.პუტინი ირწმუნება, რომ ფრონტის მთელ ხაზზე სტრატეგიული ინიციატივა მის ხელშია და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს განადგურებით დაემუქრა.უკრაინაში საერთაშორისო მმართველობის შემოღებაზე პუტინის ინიციატივას აშშ–შიც მოყვა რეაქცია და პრაქტიკულად უარი თქვეს ამ ვერსიაზე. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა რუსებს შეახსენა, რომ უკრაინაში მმართველობის ფორმატს ქვეყნის კონსტიტუცია და მისი ხალხი განსაზღვრავს.

1743141004

ჩეხეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

„დღეს დილით პრეზიდენტი პეტრ პაველი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.20 მარტს, პეტრ პაველ ოდესაში იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანა.ჩეხეთის პრეზიდენტი ოდესაში ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და რეკონსტრუქციის მინისტრს, ალექსეი კულებას, ოდესის ოლქის ხელმძღვანელობას, ასევე მიკოლაევისა და ხერსონის წარმომადგენლებს შეხვდა.ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე რეგიონის მხარდაჭერის საკითხი განიხილებოდა.„ჩეხეთის რესპუბლიკას დახმარების სახით გადაცემული აქვს საბრძოლო მანქანები, უპილოტო საფრენი აპარატები, დამცავი ჟილეტები, სიგნალის ჩამხშობი, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა, როგორებიცაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი და სამედიცინო საწოლები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

1742556719

ზელენსკი: ტრამპს ესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიება...

"არის ტერიტორიები, არიან ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ საკონტაქტო ხაზით არიან გაყოფილი. თუ ზოგ ადგილას ამ ხაზს დატოვებთ, თქვენ უბრალოდ დატოვებთ ქალაქებს სიცოცხლის გარეშე. ნახევარ ქალაქში არავინ დაბრუნდება და თუ ეს დიდ ქალაქებს დაემართება, მაშინ ეს იქნება ბერლინი“, - აღნიშნა ზელენსკიმ 19 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისას.მისი თქმით, ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც ესაუბრა.„გულწრფელად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: „გვინდა ბერლინი?“ „გვინდა ბევრი ასეთი ქალაქი?“ ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, რომ ეს ვარიანტი არ არის. ბერლინის კედელი არ არის ვარიანტი, ამიტომ ჩვენ შევეცდებით ამ საკითხის მართვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

1742452356

ზურაბიშვილი: პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგოობიექტებზე, მ...

„სავარაუდოდ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდება მიზნად ისახავდა ადამიანური მსხვერპლის შეჩერებას და არა რუსული აქტივების დაცვას. ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა“, - წერს ზურაბიშვილი.თავდაპირველად გუშინ, 18 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა, რომელმაც აღნიშნა: "ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“.ქეროლაინ ლევიტის თქმით, ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს უკრაინაში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე."ორივე ლიდერი თანხმდება, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მდგრადი მშვიდობით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობას აშშ-სა და რუსეთს შორის. სისხლი და ფული, რასაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესად შეიძლებოდა მოხმარებოდა მათი ხალხების საჭიროებებს. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა და ითანამშრომლებენ სხვებთან, რათა უზრუნველყონ ამის მაქსიმალურად ფართო გამოყენება. ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – ნათქვამია ლევიტის განცხადებაში.აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ მოგვიანებით კრემლმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "სატელეფონო საუბრისას აღინიშნა სერიოზული რისკები, დაკავშირებული კიევის რეჟიმის შეთანხმების უუნარობასთან, რომელმაც უკვე არაერთხელ ჩაშალა და დაარღვია მიღწეული შეთანხმებები. ყურადღება გამახვილდა კურსკის ოლქის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი მებრძოლების მიერ ჩადენილ ბარბაროსულ ტერორისტული ხასიათის დანაშაულებზე".„ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია. ვლადიმერ პუტინმა მადლიერება გამოხატა დონალდ ტრამპის მიმართ საბრძოლო მოქმედებებისა და ადამიანური დანაკარგების შეწყვეტის კეთილშობილური მიზნის მიღწევისკენ სწრაფვისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საგულდაგულოდ შეისწავლოს მოგვარების შესაძლო გზები, რომელიც უნდა იყოს კომპლექსური, მდგრადი და გრძელვადიანი ხასიათის, და რა თქმა უნდა, გაითვალისწინოს კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობა და რუსეთის კანონიერი ინტერესები უსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.კრემლის ცნობით, საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის ბოლო მოწოდებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნონ სიცოცხლე კურსკის ოლქში ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზადაა, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული მოსაზრებებით და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს რუსეთის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.რუსული მხარის ცნობით, საუბრისას დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება, რომ კონფლიქტის მხარეებმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებზე 30 დღით უარი თქვან. "ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს მაშინვე მისცა შესაბამისი ბრძანება. რუსეთის პრეზიდენტი ასევე კონსტრუქციულად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ იდეას შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების შესახებ ცნობილი ინიციატივის განხორციელების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამგვარი შეთანხმების კონკრეტული დეტალების დამატებითი შემუშავებისთვის“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ასევე ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია, რომ 19 მარტს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა განხორციელდება – 175/175-ზე. კრემლის ცნობით, გარდა ამისა, კეთილი ნების ჟესტად, უკრაინულ მხარეს გადასცემენ რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ მყოფ 23 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროს. კრემლის განცხადებით, ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მისაღწევად ორმხრივ რეჟიმში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოაღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით, და ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული ექსპერტთა ჯგუფები.ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ასევე შეეხნენ საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხებს, მათ შორის ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და წითელი ზღვის რეგიონში.კრემლის ცნობით, ერთობლივი ძალისხმევა განხორციელდება კრიზისულ წერტილებში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის დასალაგებლად. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ზოგადი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის დროს ორმხრივი ინტერესი გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე რუსეთისა და შეერთებული შტატების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ იგი პუტინს უკვე მეორედ ესაუბრა ტელეფონით.

1742374512