GE EN
სტატისტიკა
იანვარში სურსათი 10.6%-ით გაძვირდა - ინფლაციის ახალი მაჩვენებლები

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5%), ხილი და ყურძენი (5.9%), რძე, ყველი და კვერცხი (3.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.6%), თევზეული (1.8%), ზეთი და ცხიმი (1.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4%), პური და პურპროდუქტები (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე (-0.5%);ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.4%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.2 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.1%);სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც 0.15 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (8.5%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.5%), საფინანსო მომსახურება (2.6%), პირადი ჰიგიენა (2.3%);ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-4.8%), ისე ფეხსაცმლის (-3.4%) ქვეჯგუფებზე.წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.5%), ხილი და ყურძენი (16.9%), პური და პურპროდუქტები (14.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (9.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8%), ზეთი და ცხიმი (8.7%), რძე, ყველი და კვერცხი (8.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (9%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.3%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7.7%);სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4%-ით, რაც 0.35 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.2%);სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.2%), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8 პროცენტი);ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში: ფასები გაიზარდა 3.5%-ით, რაც 0.23 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (6.6%).

1770103492

მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 4.2%-ით შემცირდა

ნებართვების 70%-ზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.2% მოდის თბილისზე, 10.1% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8% - კახეთის რეგიონზე და 6.9% - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.ამასთან, 2025 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.  საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 509.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 8.1%-ით მეტი) 3 393 ობიექტი (წინა წელთან შედარებით შედარებით 5.9%-ით ნაკლები).ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.4% მოდის თბილისზე, 13% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.5% - კახეთის რეგიონზე და 8.8% - ქვემო ქართლის რეგიონზე. 

1769756940

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6%-ით გაიზარდა

2025 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 0.2%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.01 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.2%), რამაც 0.19 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.4%) და ძირითად ლითონებზე (3%). გარდა ამისა, ფასების 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.1 პ.პ. შეადგინა.12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.4%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.44 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (30.8%); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.83 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.5%) და ძირითად ლითონებზე (5.3%); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 7.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.79 პ.პ.-ით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.04 პ.პ.-ით იქონია გავლენა.

1768895498

ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 46.2%-ია

2025 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი - $700.7 მლნ ჩინეთი - $301.9 მლნ თურქეთი - $298.8 მლნ საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $378.9 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $266.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $236.8 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7%).

1768895426

მშენებლობის დარგში დასაქმებულთა ხელფასი 21%-ით გაიზარდა

მათ შორის: საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.9%-ით არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.7%-ით სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით 2025 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3%-იანი ზრდით, რამაც 0.43 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.2%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 5.02 და 0.3 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.8%-ით.

1767683723

ინფლაცია 4%-ია - საქსტატი

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-4.6%), ისე  ტანსაცმლის (-0.4%) ქვეჯგუფებზე;საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -0.04 პ.პ. შეადგინა. ფასები ძირითადად, შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-0.6%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (-0.3%);ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა -0.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.04 პ.პ.-ით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალების შეძენასა (-2.9%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.6%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურების (2.7%) ქვეჯგუფზე;ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1%) ქვეჯგუფზე.საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6%), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

1767597059

მშპ 7.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.

1767166553

ოქტომბერში ბაზრობებმა ₾384.5 მლნ-ის სამომხმარებლო საქონელი გაყიდეს

ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), რომლის წილად მოდიოდა მოქმედი ბაზრების და ბაზრობების საერთო რაოდენობის 74.7%, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად მოდიოდა 22.2%. დანარჩენი ბაზრები და ბაზრობები საქმიანობდნენ სააქციო საზოგადოების (2.1%) ან კოოპერატივის (1%) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, 2025 წლის ოქტომბერში, საშუალოდ ვაჭრობდა 35 ათასი კაცი, ამ მოვაჭრეთა 41.8% ვაჭრობდა ქალაქ თბილისში, 15.7% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, 9.5% – კახეთში, 8.7% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7% – შიდა ქართლში, 6.7% – აჭარის ა.რ.-ში, 6.2% – ქვემო ქართლში, 2.4% – მცხეთა-მთიანეთში, 1.1% – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო 0.9% – გურიის რეგიონში.საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკურმა სუბიექტებმა განახორციელეს ₾384.5 მლნ-ის ღირებულების სამომხმარებლო საქონელის (ავტომობილების გარდა) რეალიზაცია. რეალიზებული საქონლის ღირებულების 25.9% ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, 23.3% – ავეჯზე და საოჯახო ნივთებზე, 21% – სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, 11.6% – პირადი ჰიგიენის და სხვა პირადი ნივთების ჯგუფზე, 8.2% – სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებზე, 6.4% – საცხოვრებლის მოვლა-შეკეთების და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ სასაქონლო ჯგუფზე, დანარჩენი კი დასვენების სხვა პროდუქტებზე (2.3%), ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე (0.6%), საკომუნიკაციო მოწყობილობებზე (0.5%), მედიკამენტებზე და სამედიცინო პროდუქციაზე (0.2%) განაწილდა.₾733.8 მლნ-ის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობის 61.6% თბილისზე მოდიოდა, 15.5% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 6.7% – აჭარის ა.რ.-ზე, 4% – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3.9% – ქვემო ქართლის, 3.7% – შიდა ქართლის, 2.1% – კახეთის, 1.8% – სამცხე-ჯავახეთის, 0.4% – გურიის, 0.3% კი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

1766646300

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.5%-ით გაიზარდა

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი ($1.39 მლრდ) ყაზახეთი ($849.9 მლნ) რუსეთი ($672.5 მლნ) 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ ($2.49 მლრდ) თურქეთი ($2.49 მლრდ) ჩინეთი ($1.8 მლრდ) საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($2.98 მლრდ) აშშ ($2.59 მლრდ) რუსეთი ($2.38 მლრდ) 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $2.6 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 39.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $339.6 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 5.1%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა $256.4 მლნ-ით (3.9%).უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $3.5 მლრდ და მთელი იმპორტის 21.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.2 მლრდ-ით (იმპორტის 7.4%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები $605.3 მლნ-ით (იმპორტის 3.6%).

1766132964

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.1%-ით გაიზარდა

2025 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 0.7%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.05 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.3%), რამაც 1.03 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (2.2%) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (5.8%).გარდა ამისა, ფასების 1.5%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.16 პ.პ. შეადგინა.საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.55 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (33.3%); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.86 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.3%) და სასმელებზე (2.8%); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.64 პ.პ.-ით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.7%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.05 პ.პ.-ით იქონია გავლენა.

1766131585