სუპერსაჩუქრების მოსაპოვებლად, 25 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, sCoolApp-ში მეგობრების მოწვევის სპეციალური აქცია მოქმედებს. კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი მონეტები დააგროვონ.მოსწავლე, რომელიც თავისი პირადი მოწვევის კოდით დაარეგისტრირებს მეგობარს, ვისაც sCoolApp ჯერ არ აქვს, პირველ მოწვევაზე 50 მონეტას მიიღებს, ხოლო ყოველ შემდეგ მოწვევაზე - 5 მონეტას.ხოლო მათ, ვისაც, მეგობრების მოწვევის ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, მიმდინარე აქციის ფარგლებში კვლავ შეეძლებათ მეგობრების მოწვევა. პირად კოდს კი ლიდერების დაფის სექციაში აღმოაჩენენ.აქციის პერიოდში დაგროვილი მონეტები ყველა მონაწილეს 5 ივნისს დღის განმავლობაში დაერიცხება.ინფორმაციისთვის, sCoolApp Trivia შემეცნებით-გასართობი თამაშია, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული (6–13 და 14–18 წელი). ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. სწორი პასუხებით დაგროვილი ვარსკვლავებითა და მონეტებით კი მოსწავლეებს რეალური საჩუქრების შესაძლებლობა აქვთ.იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ sCoolApp გამოწერილი, ჯერ კიდევ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, უპასუხონ Trivia-ს კითხვებს, მოიწვიონ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და მიიღონ სუპერ პრიზები.დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
1780072943
მისი თქმით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა სინდიკაციის გზით ლოკალურ ბაზარზე მოხდა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ეროვნულ ვალუტაში.„ამ გზით გამოშვებამ შესაძლებლობა მოგვცა, მოგვეზიდა უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების დიდი ინტერესი. „გალტ & თაგარტი", როგორც მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ჩართული იყო ამ ტრანზაქციაში და ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის წარმატებით დასრულებაში. ლოკალური ემისიის მიმართ უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების ასეთი ძლიერი ინტერესი, აჩენს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ მათი დაინტერესება პოტენციურად ვიხილოთ, ასევე კორპორატიული ემისიების მიმართულებით," - განაცხადა „გალტ & თაგარტის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.
1780072572
ეკატერინე გალდავამ "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ სისტემის სრულად ამოქმედების შემდეგ გადარიცხვა/ჩარიცხვბის და თანხის დაბრუნების ოპერაციები მყისიერად განხორციელდება.ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა კომერციულ ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს ბიზნესპროცესების დაგეგმვაში დაეხმარება და ფინანსურ ინკლუზიურობასაც გააძლიერებს, რაც მათ ბიზნესის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარებაგალდავა პროექტის წლის ბოლოსთვის დასრულებას ვარაუდობს. მანამდე აუცილებელია სებ-ის სისტემების სრულად აშენება და მიმდინარე პროექტების დასრულება. სებ-ს მნიშვნელოვანი მიზნები აქვს, რაც 1-2 წელიწადში უნდა მოესწროს.მისი თქმით,პროექტი მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. მყისიერი გადახდა საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მოძრაობას გააუმჯობესებს.
1780072129
გადაწყვეტილება საკოლექციო მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი, მთავრობის და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო.სებ-ის ინფორმაციით, კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს შეხვდა და მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო.მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეპოქალურ მოვლენებს. ამას ადასტურებს წინა წლებში გამოშვებული ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი მონეტებიც, მათ შორის, ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნად გამოშვებული 10 ლარის ნომინალის მონეტები.
1780070027
iPhone 17, PlayStation და პლანშეტი, რაც მოსწავლეებს ცოდნის რეალურ და განსაკუთრებულ პრიზებად ქცევის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს.
1780068507
1 ივნისს, Puma-ში, Under Armour-ში, Adidas-სა და Top Sport-ში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (ყველა ობიექტში ჯამურად, მაქს. 200 ლარის PLUS ქულა)შეთავაზება არ ვრცელდება Outlet Village-ის ფილიალებზე, ასევე Top Sport-ში Nike-ისა და Crocs-ის ბრენდებზე.შეთავაზებებია სხვა პარტნიორებშიც: 2 ივნისს - Enza Home-ში; 4 ივნისს - Matalan-ში, 5 ივნისს - Principe-ში, ხოლო 6 ივნისს Penti-ში, 20%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებთ.1 ივნისს Giordano-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა).31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, Chita-ს ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა)გარდა ამისა, 25 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, Drawbox-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 20%-იან PLUS ქულების ქეშბექით ისარგებლებენ.სპეციალური შეთავაზება ელოდებათ მომხმარებლებს Ritzy Space-შიც - 31 დეკემბრის ჩათვლით, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ქულების სახით. შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკური, ასევე Wallet-ში დამატებული ბარათით გადახდისას.ინფორმაციისთვის, შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია PLUS ბარათის გამოყენება და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი კი მომენტალურად აისახება ანგარიშზე.ასე რომ, მოემზადე PLUS დაბადების დღისთვის, შეიძინე სასურველი ნივთი და მიიღე უფრო მეტი სარგებელი.(R)
1780064351
ვალერიან გაბუნია საქართველოს ბანკში ეთერ ირემაძეს ჩაანაცვლებს
1779180520
სანდრო რთველაძე Ipoteka Bank-ის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს
1779178314
მუზეუმების საერთაშორისო დღეს სებ-ის ფულის მუზეუმში ფულის ნიშნების გამო...
1778848666
მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებისა და სამშენებლო რეგულაციების მასშტაბურ...
1778831371
TRACECA ტრანზიტული გადაზიდვების გაციფრულებას გეგმავს
1778831892









