GE EN
საფინანსო სექტორი
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია

ფოთის საჭადრაკო კლუბი დღეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრია რეგიონში, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობენ როგორც ჭადრაკის თეორიას, ასევე პრაქტიკულ თამაშს.პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება ტურნირების მხარდაჭერა, წარმატებული მოჭადრაკეების წახალისება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, რომელიც ახალგაზრდებს შეუწყობს ხელს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.აღსანიშნავია, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბში აღიზარდნენ წარმატებული მოჭადრაკეები, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების პრიზიორები, საერთაშორისო ოსტატის ნორმის შემსრულებლები და საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებულები გახდნენ და რომლებიც საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ.„დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, ფოთის საჭადრაკო კლუბმა კიდევ უფრო თანამედროვე, მრავალფეროვანი და ახალგაზრდებზე მორგებული გარემო შექმნას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ სასწავლო პროცესი, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ბავშვებსა და ახალგაზრდებს შევთავაზოთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა რეგიონული კლუბებისთვის, რადგან ის არა მხოლოდ სასწავლო გარემოს აუმჯობესებს, არამედ ახალ თაობას დამატებით მოტივაციასა და განვითარების სტიმულს აძლევს. პარტნიორობის ფარგლებში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაიმართება როგორც საერთაშორისო, ასევე სხვადასხვა შიდა ტურნირი და ახალგაზრდული აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს ფოთში ჭადრაკის კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას“, - აღნიშნავს დათო კოდუა, ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორი.„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერაა, რათა ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ სტრატეგიული პარტნიორობა ფოთის საჭადრაკო კლუბთან, რომელიც  მიზნად ისახავს ჭადრაკის სფეროს, როგორც ინტელექტუალური განვითარების ინსტრუმენტის ხელშეწყობას, სასწავლო პროცესის გაძლიერებას და მოსწავლეებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო-სპორტული გარემოს შექმნას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში ძლიერი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრის ჩამოყალიბების საფუძველი გახდება. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელება იგეგმება”, - აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.(R)

1778761153

მეგრელიშვილი TBC-ს ტოვებს – მას გაი სტივენსი ანაცვლებს

სტივენსს თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსური ინსტიტუტების სექტორში კორპორაციული ფინანსების მიმართულებით. მას მაღალი პოზიციები ეკავა, მათ შორის, UBS Investment Bank-ში, Deloitte Corporate Finance-სა და Keefe, Bruyette & Woods-ში, სადაც EMEA რეგიონში ბანკებსა და სხვა ფინანსურ მომსახურების კომპანიებს უწევდა კონსულტაციას სხვადასხვა სტრატეგიულ და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე.ჯგუფის ცნობით, მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ახლო ურთიერთობა TBC ბანკთან, მათ შორის, 2014 წელს TBC Bank-ის პირველ საჯარო შეთავაზებაზე (IPO) ერთობლივი გლობალური კოორდინატორის როლში.TBC-ის ცნობით, ჯგუფის მოქმედი ფინანსური დირექტორი გიორგი მეგრელიშვილი, თანამდებობას 1 აგვისტოდან დატოვებს.TBC Bank-ის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე მეგრელიშვილის შემცვლელს კომპანია მოგვიანებით დაასახელებს.“მივესალმებით გაის, როგორც ჩვენი ჯგუფის ახალ ფინანსურ დირექტორს, ჯგუფის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე. მისი ღრმა გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებსა და კაპიტალის ბაზრებში, ჩვენი ბიზნესის სიღრმისეული ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტრატეგიის განხორციელებისა და შემდგომი ზრდის შესაძლებლობების განვითარების პროცესში. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო გიორგის ჯგუფში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, TBC PLC-ის CEO.მეგრელიშვილს მადლობას ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არნე ბარგრენიც უხდის და სტივენსის მოსვლით, მენეჯმენტის გუნდის გაძლიერებისა და საბჭოს პრიორიტეტების შესრულების გაუმჯობესების იმედი აქვს.შეგახსენებთ, მეგრელიშვილი ჯგუფს 2020 წელს შეუერთდა, ჯერ მაისში CFO-ს მოადგილედ, იმავე წლის ოქტომბრიდან კი CFO-დ გადაინაცვლა. თიბისიში მისვლამდე, ამსტერდამის Natwest Markets N.V.-ის კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

1778757372

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ რესურსად იქცა. შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებიც შეძლებენ მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და მათზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ როცა საქართველოს ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ, თიბისი IT აკადემიამ თიბისის Data გუნდთან თანამშრომლობით შექმნა GetData პროგრამა, რომელზეც მიღება უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებიდან 10 სტუდენტი უკვე თიბისის თანამშრომელია.რაც შეეხება Quality Engineering & Test Automation კურსს, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ხარისხის ინჟინერია დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ პროფესიად ითვლება, რადგან კომპანიებს სჭირდებათ სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამების გამართულ მუშაობას, შეცდომების დროულ აღმოჩენასა და პროცესების ავტომატიზაციას. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება თიბისი IT აკადემიაში უკვე მე-14-ედ მიმდინარეობს. პროგრამას ჯამში 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის 43% სწორედ IT აკადემიის კურსდამთავრებულია.თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც საკუთარ მომავალს ინოვაციებსა და მუდმივ განვითარებას უკავშირებენ. თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.

1778754479

SME სესხების 68%-ზე მეტი სავალუტოა

მ.შ. 58% მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებაში და 68%-ზე მეტი SME-ს (L/m - 58.2%; 68%).  საცალოში უცხოური ვალუტით დენომინირებული კრედიტების წილი 21%-ს არ აღემატება, თუმცა დოლარიზაციის კოეფიციენტი ბოლო საანგარიშო თვეში გაზრდილია 0.1%პ-ით. მთლიანად ბანკების დაკრედიტება 72.7 მლრდ ლარია (+2.4%m.m; +15%Y.Y).როგორც სებ-ს აქვს გაცხადებული, სავალუტო დაკრედიტების მორიგმა შეზღუდვამ (1 ივლისიდან ზღვარი ₾1 მლნ-მდე იზრდება) წლის გაცემები $200 მლნ-ით უნდა შეამციროს. წინა აწევა (ზღვარი 09/2025-დან ₾750 000 -მდეა აწეული) $150 მილიონიან, წინის წინები (როცა ზღვარი ჯერ 400 000-მდე და შემდეგ 500 000 -მდე გაიზარდა) კი $180 000 000 და $100 მლნ-ის კლებაზე იყო გათვლილი.სებ-ში განმარტავენ, რომ უცხოურ  ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის შემსუბუქება (25%-დან 20%-მდე), რაც  საბანკო სექტორს კაპიტალის $250 მლნ-ს გამოუთავისუფლებს, სესხებზე არ ისახება. პოტენციურად დეპოზიტებს გადაეცემა, თუმცა ანაბრების მაღალი გალარების მოცემულობაში ლარიზაციის ტემპის შეფერხების რისკს არ აჩენს.თანაც სარეზერვო მოთხოვნის 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება, წინასაარჩევნოდ გადოლარების შესაკავებლად დროებით ხასიათის იყო და ისედაც ზედმეტად გაუხანგრძლივდა მოქმედების პერიოდი.

1778693040

სები კაპიტალის ბაზარზე ემისიების ზრდას პროგნოზირებს

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების ემისიების მზარდი დინამიკა მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომელიც კომპანიების დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასა და ინვესტორთა ინტერესის ზრდას ასახავს.„გასული წელი რეკორდული იყო, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა ქართულმა კომპანიებმა ₾1.6 მლრდ-ის ობლიგაციები საჯარო განთავსება განახორციელეს, რაც 3.3-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. ეს ზრდა ადასტურებს როგორც ბაზრისადმი მზარდ ნდობას, ისე კომპანიების მზაობას, აქტიურად გამოიყენონ კაპიტალის ბაზარი განვითარების დაფინანსებისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.მისივე თქმით, ობლიგაციების ბაზრის განვითარება პირდაპირ კავშირშია ინვესტორების ინტერესისა და ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის ზრდასთან.„კაპიტალის ბაზრის გაძლიერება ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას კომპანიებისთვის და უფრო დიდ არჩევანს ინვესტორებისთვის. სწორედ ასეთი ტრანზაქციები ქმნის გრძელვადიან საფუძველს მდგრადი ფინანსური სისტემისთვის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.ემისიის კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ემიტენტია და ადგილობრივ ბაზარზე უკვე 20, ხოლო უშუალოდ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობის ფარგლებში 11 საჯარო წარმატებული ემისია აქვს განხორციელებული. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.(R)

1778681126

საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვ...

კვება 30 მაისის ჩათვლით, Gaamos-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ; 31 მაისის ჩათვლით, Gemini Burgers-სა და Doodles-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექი იმოქმედებს, ხოლო 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, Food & Market-ში გადახდისას - 20%-იანი ქეშბექი; 31 ივლისის ჩათვლით, sCool Card-ის მფლობელები Jackie Chan-ში გადახდისას  20%-იან ქეშბექს მიიღებთ; 31 ივლისის ჩათვლით, Bliss Corner-ში, Pazza-ში, Poke Bar-ში და Gochit’s Burgers-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი); 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, Costa Coffee-ში გადახდისას 20%-იანი ქეშბექი იმოქმედებს (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი); 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, Wasabi-ში, ხოლო ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Cinnamon-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი). შოპინგი და გართობა 20 ივნისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, Pendant-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 100 ლარი); 1 აგვისტოს ჩათვლით, Manga Mania-ში, Ollivander's Store-ში და Superheroes Shop-ში 20% -იან ქეშბექს მიიღებთ. განათლება 20 ივნისამდე, Design School-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ. (R)

1778680034

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა €11 მლნ-ს ობლიგაციები გ...

ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრული €7.5 მლნ-ს ნაცვლად კომპანიამ €11 მლნ-ს ფასიანი ქაღალდები განათავსა.კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია. შედეგად, კომპანიამ 50 საბაზისო პუნქტით გააუმჯობესა 2024 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი და ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოახდინა.“ვულოცავ თეგეტას ობლიგაციების მორიგ წარმატებულ განთავსებას. კუპონის დაბალი განაკვეთი და დაგეგმილზე მაღალი მოცულობის ემისია ადასტურებს, რომ კომპანიის მიმართ ნდობა მაღალია. თეგეტა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ყველაზე აქტიური ემიტენტია. მიხარია, რომ ტრადიციულ პარტნიორებად ჩამოვყალიბდით და ერთობლივად უკვე 11 ემისია განვახორციელეთ, ჯამში ₾610 მლნ-მდე მოცულობით. თითოეული ტრანზაქციით თიბისი კაპიტალი პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში. წელს უკვე ₾570 მლნ-ზე მეტი ფასიანი ქაღალდები გვაქვს გამოშვებული ადგილობრივ ბაზარზე და ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას 84%-იანი წილით. ამასთან ერთად, თიბისი კაპიტალი აქტიურია საერთაშორისო სასესხო და სააქციო კაპიტალის ბაზრებზე“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.„მოხარული ვართ, რომ „თეგეტას“ მორიგი ობლიგაციების ემისია მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 6.25%-იანი კუპონის განაკვეთი საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას როგორც „თეგეტას“ მიმართ, ისე ჩვენი ბიზნესის სტაბილური განვითარების ხედვისადმი. მივესალმებით, რომ თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია განვახორციელეთ და მორიგი წარმატებული ემისიით „თეგეტამ“ კაპიტალის ბაზარზე აქტიური მოთამაშის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“, - ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.(R)

1778679540

საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

კვება 31 მაისის ჩათვლით, Golden Salmon-ის სუში ბარში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ; 30 მაისის ჩათვლით, Gaamos-ში გადახდისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ; 3 ივნისის ჩათვლით, Kama-ში გადახდისას 20%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. 30 ივნისის ჩათვლით, Episode-ის რესტორანში გადახდისას 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 40 ლარი); 31 ივლისის ჩათვლით, Bliss Corner-ში, Pazza-ში, Poke Bar-ში და Gochit’s Burgers-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ, (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი); 31 ივლისის ჩათვლით, Jackie Chan-ში გადახდისას 20% ქეშბექით ისარგებლებთ; 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, Costa Coffee-ში გადახდისას 20%-იანი ქეშბექი იმოქმედებს (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი); 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, Wasabi-ში, ხოლო ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Cinnamon-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი); 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, Food & Market-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ. შოპინგი და გართობა 24 ივნისის ჩათვლით, Lovender-ში მინიმუმ 60 ლარის შენაძენზე 35%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 100 ლარი); 20 ივნისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, Pendant-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 100 ლარი); 1აგვისტოს ჩათვლით, Manga Mania-ში, Ollivander's Store-ში და Superheroes Shop-ში 20% -იან ქეშბექს მიიღებთ. განათლება20 ივნისამდე, Design School-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.თავის მოვლა28 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, Nail Sunny-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ.(R)

1778677372

ბანკებს პრობლემური იპოთეკა შეუმცირდა

წლიური ზრდა, Q1/2026-ის მდგომარეობით 13%-მდეა. წლის დასაწყისში 12%-მდე. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის კი 11%-მდე იყო.ბანკების პორტფელში შემცირებულია პრობლემური იპოთეკის წილი, ლარსა და  აშშ დოლარში, შესაბამისად, 1.1%-მდე და 1.4%-მდე. ევროში კი გაპრობლემების კოეფიციენტი 2.1%-მდეა დაკლებული.სების სტატისტიკით, Q1/2026 -ისთვის ბანკების პორტფელში 100 მლნ-ის პრობლემური იპოთეკაა ლარში და 35.8 მლნ ლარის ეკვივალენტი დოლარში. 

1778673900

სავალუტო ვაჭრობით ბანკებს 40 მილიონი დააკლდა

სისტემურ 2 ბანკს, BOG/TBC-ის კლება აღენიშნება. TOP 10-ში შემცირებულია თითქმის ყველა ბანკის ამონაგები. გამონაკლისია რამდენიმე.ზრდა აქვს ლიბერთის (Q1/2025 - 6.6 მლნ), ბაზისბანკს (Q1/2025 - 4.6 მლნ), რომელიც უკვე ლიბერთის მთლიანი აქტივის მფლობელია, ქართუს (Q1/2025 -1.4 მლნ) და აზერბაიჯანული კაპიტალის, პაშას (Q1/2025 -0.3 მლნ). TOP-8 ბანკი მოგებით, ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან (Q1.2026 )

1778666280