ამასთან, GCCA-ის დასკვნით, მომხმარებლებს არათუ სრულყოფილი, არამედ მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკაში ასახული ინფორმაციის საპირისპირო ინფორმაცია მიეწოდებოდათ, მაგალითად, თითქოს, გარკვეულ აქსესუარებზე გარანტია არ ვრცელდებოდა.კანონმდებლობის თანახმად, საქონლის/მომსახურების შეძენამდე, მომხმარებლის უფლებაა - შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის მიერ ჩამოყალიბებული სავაჭრო პოლიტიკა რიგ შემთხვევებში ატარებდა ე.წ. „ილუზორულ" ხასიათს, რაც ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერების პრინციპებს და არსებითად აზიანებდა მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევა, ხელშეკრულებაში უსამართლო სტანდარტული პირობების არსებობის და უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
1774941902
თუ ადრე „ჭკვიანი სახლი“ მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ექსპერიმენტად მიიჩნეოდა, დღეს ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ისინიც კი ვინც ჭკვიანი სახლის ტექნიკას ადრე სკეპტიკურად უყურებდა, დღეს აღიარებენ, რომ სწორი გამოყენების შემთხვევაში, თანამედროვე ტექნოლოგიები ცხოვრების ხარისხის აუმჯობესებს.ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მთავარი დანიშნულება რუტინის გამარტივება და ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსების, დროისა და ენერგიის დაზოგვაა. წარმოიდგინე, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდები და დალაგებაზე ფიქრის ნაცვლად, ამ საქმეს რობოტ მტვერსასრუტს გადააბარებ. ის შენს ნაცვლად იზრუნებს სისუფთავეზე, შენ კი თავისუფალ დროს საკუთარ თავს დაუთმობ. რობოტი მტვერსასრუტის მართვა დისტანციურადაც შეგიძლია. ავტომატიზებული სისტემა შენს ნაცვლად, სრულიად დამოუკიდებლად ზრუნავს სახლის სისუფთავეზე. შენ კი შეგიძლია დაზოგილი დრო და ენერგია დასვენებას, ან თვითგანვითარებას მოახმარო. ეს არ ნიშნავს, რომ რობოტი მტვერსასრუტი ყველაფერს შენ ნაცვლად გააკეთებს, ის უბრალოდ თავის თავზე იღებს ყველაზე დამღლელ და მოსაწყენ საქმეს.რუტინის გამარტივებასთან ერთად, თანამედროვე ტექნიკა სახლში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და ენერგოეფექტურიცაა. ჭკვიანი განათება და კლიმატ-კონტროლი საშუალებას გაძლევს, სახლში ზუსტად ისეთი გარემო შეიქმნა, რომელიც შენს განწყობასა და საჭიროებებს შეესაბამება. მაგალითად, ჭკვიანი განათება საშუალებას გაძლევს, შუქის ინტენსივობა დღის რეჟიმს შეუსაბამო. ჭკვიანი სისტემა ზუსტ გათვლებსა და ლოგიკაზე დაყრდნობით მუშაობს, რაც რესურსების ოპტიმიზაციას ნიშნავს: ენერგია მხოლოდ მაშინ და ზუსტად იმ რაოდენობით იხარჯება, რამდენიც რეალურად გჭირდება.უსაფრთხოება ჭკვიანი სახლის კონცეფციის კიდევ ერთი ფუნდამენტური საყრდენია. თანამედროვე ვიდეოკამერებით, ჭკვიანი საკეტებითა და სენსორებით შეგიძლია სახლი მუდმივად აკონტროლო, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს ტექნოლოგია ბევრისთვის უკვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.ჭკვიანი ეკოსისტემის შექმნა დღეს იმაზე მარტივია, ვიდრე გგონია. ის არანაირ რთულ საინჟინრო ჩარევას ან სპეციალურ მომზადებას არ მოითხოვს. ტექნოლოგია უფრო გასაგები და მარტივად ინტეგრირებადი გახდა. ალტას მაღაზიათა ქსელში ჭკვიანი ტექნიკის ფართო არჩევანია, რაც საშუალებას გაძლევს, შენი პერსონალური ეკოსისტემა ეტაპობრივად შექმნა.ალტას მაღაზიათა ქსელში ჭკვიანი ტექნიკის ფართო არჩევანი გელოდება. 21-ე საუკუნეში ჭკვიანი სახლი მხოლოდ ტექნოლოგია არაა, ეს არის ინვესტიცია შენს კომფორტსა და უსაფრთხოებაში. ეს ტექნიკა იმისთვის იქმნება, რომ საკუთარ სახლში თავი მაქსიმალურად მშვიდად, სასიამოვნოდ და თავისუფლად იგრძნო.#განახლებისდროა
1774869312
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია.საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართებაიგი,მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:მიკრო ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქციაhttps://www.youtube.com/watch?v=Xov32Fqpk_A&t=2s მცირე ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქციაhttps://www.youtube.com/watch?v=dSi7m0jJ1Cs ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვისhttps://www.youtube.com/watch?v=lr-BdiYvLcw&t=11s ხშირად დასმული კითხვები:· ფიზიკური პირებისთვისhttps://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1 · იურიდიული პირებისთვისhttps://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1 სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - "RS ჩათი" და "RS ბოტი" ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე.
1774343700
კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით გლობალურად არსებობს. კონფერენციის ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო.ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მდგრადობა საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი ყოფილიყო. GRAS 2026 გვიჩვენებს, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც შეიძლება გახდეს რეალური ეკონომიკური პრიორიტეტი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, სადაც ნარჩენები გარდაიქმნება რესურსად, ქმნის ეკონომიკურ სარგებელს და ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას.მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, ახალი სტანდარტების შემუშავებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის გრძელვადიან მდგრადობას. მიგვაჩნია, რომ საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა ერთად შევქმნათ უფრო მწვანე მომავალი“.რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოში დღემდე არ გამოიყენება. ეს ტექნოლოგია, ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით, გაცილებით გამძლეა - მისი სიცოცხლისუნარიანობა 8-10 წელია, ამცირებს ხმაურს და წყლის ზემოქმედებას უკეთ უმკლავდება, მეორე მხრივ კი, გარემოს საავტომობილო ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს არიდებს.შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „საქართველო იმ წერტილშია, სადაც ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები შესაძლოა, განსაზღვრავდეს მომავალი თაობის ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებს. ეს სამიტი ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ გავეცნოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკებს და დავნერგოთ ადგილობრივ დონეზე. ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკა არის მომავლის გზა - ის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნარჩენები, როგორიცაა გამოყენებული საბურავები, გარდავქმნათ სასარგებლო რესურსად, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას“. GRAS 2026-ის ორგანიზატორების ამოცანა საქართველოში ნარჩენების სწორი მართვა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა - განსაკუთრებით იმ ზიანის შესახებ, რომელსაც გადაუმუშავებელი ნარჩენები გარემოს აყენებს.გიორგი გულიაშვილი, Wasteless-ის თავმჯდომარე: „ჩვენი მიზანია საქართველოში სრული ცირკულარული მოდელის დანერგვა - ნარჩენების შეგროვებიდან გადამუშავებამდე და გადამუშავებული ნედლეულის ეფექტიან გამოყენებამდე. მიმდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოში ამოქმედდება პირველი მაღალტექნოლოგიური საბურავების გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც ქვეყანაში შეგროვებული გამოყენებული საბურავების გადამუშავებას უზრუნველყოფს. გადამუშავებული რეზინის ასფალტში გამოყენება კონკრეტული პასუხია იმ კითხვაზე, თუ რაში გამოიყენება მიღებული ნედლეული. საწარმოს ამოქმედების შედეგად, ვფიქრობთ, წელიწადში 12-15 ათას ტონამდე რეზინის ფხვნილს მივიღებთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ნედლეული ადგილზე გამოვიყენოთ უფრო გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა გზების მშენებლობისთვის. ეს კი როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“.საერთაშორისო სამიტი არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების პლატფორმაა, არამედ ერთგვარი მოწოდებაც, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ლიდერი მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რათა მწვანე ინიციატივების დანერგვის გზითა და ინოვაციური მიდგომებით ქვეყნის ეკონომიკა ახალ ეტაპზე გადავიდეს.„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.(R)
1773742541
"მცირე მეწარმე რ. ჯ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე; გეგმური ინსპექტირების შედეგად საწარმოში გამოვლინდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები. გარდა ამისა, დაფიქსირდა ლიმონათის ეტიკეტირების წესის დარღვევა", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მეწარმე საქმიანობის გაგრძელებას შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.
1773739307
გამორჩეული იყო „ავტო გალერის“ გახსნის ცერემონია. ოფიციალური ნაწილის გარდა, სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და საჩუქრები დახვდათ - საინტერესო გათამაშებები და სპეციალური შეთავაზებები „ავტო გალერის“ პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო.პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ბათუმი ამ ეტაპზე ბაზრის ზრდის ძალიან მაღალი ტემპით გამოირჩევა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობა მიგვეცა - ერთ მისამართზე შეგვეთავაზებინა ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილი: ბიუჯეტურიდან პრემიუმ კლასამდე. ეს არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ რეგიონში ახალი ავტომობილების მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. ეს პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალში მსგავსი კონცეფციის შოურუმის გახსნას სხვა ქალაქებშიც ვგეგმავთ“.ახალ შოურუმში მისულ მომხმარებლებს Tegeta Cars-ის პორტფელიდან ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, მათ შორის, Mazda, Volvo, Geely, Zeekr... ასევე, ბათუმში ოფიციალურად პირველად იქნება წარმოდგენილი ისეთი ლუქს კლასის ბრენდები, როგორებიცაა Porsche, Lamborghini და Bentley. ეს კი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი.„ავტო გალერის“ ახალი ფილიალი ბათუმში მომხმარებელს უკვე სრული დატვირთვით ემსახურება. ავტომობილის შეძენისა და ტექნიკური მომსახურების მიღების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით, მათ შორის, ავტოგანვადებითა და ლიზინგით, ასევე დაზღვევის სპეციალური პირობებით, პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.(R)
1773673320
მისი განმარტებით, საცალო ქსელები ბაზარზე ფასებს ვერ კარნახობენ, ხოლო „ქეშბექების“ სქემა თავად სადისტრიბუციო კომპანიების მიერ არის შემოთავაზებული, რათა მათი კომერციული პირობები კონკურენტებისთვის ბუნდოვანი დარჩეს.იოსებ ღუდუშაურმა დეტალურად განმარტა, თუ რატომ იყენებენ ქსელები „ქეშბექიდან“ მიღებულ შემოსავალს პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების დასაბალანსებლად. მისი თქმით, არის პროდუქტების ჯგუფი (მაგალითად, შაქარი, სიგარეტი), რომლებზეც ფასნამატი მინიმალურია, თუმცა მათი რეალიზაციის ხარჯი გაცილებით მაღალია. პირველადი მოხმარების პროდუქტები: ფასნამატი დაახლოებით 5-6%-ია საოპერაციო ხარჯი: ამავე პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი 17%-ს შეადგენს „ღვინოდან ან სხვა პროდუქციიდან მიღებული მარკეტინგული შემოსავლით („ქეშბექით“), ჩვენ სუბსიდირებას ვუწევთ პირველადი მოხმარების საქონელს. სხვა შემთხვევაში, ღვინო 20%-ით გაიაფდებოდა, მაგრამ შაქარი 10%-ით გაძვირდებოდა, რადგან იქ „ქეშბექი“ არ არსებობს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.„უნივერსამის“ დამფუძნებლის თქმით, „ქეშბექის“ ჭრილი ბუნდოვანია და მისი რეალური მოცულობის გარკვევა გარეშე პირისთვის, მათ შორის საგადასახადო ბაზებზე (rs.ge) დაყრდნობით, შეუძლებელია. ეს აძლევს საშუალებას დისტრიბუტორებსა და დიდ ქსელებს, ინდივიდუალური კომერციული პირობები დახურული დატოვონ.ღუდუშაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქსელებს შორის მძაფრი კონკურენციაა და „ქეშბექებისგან“ მიღებული მაქსიმალური სარგებელი საბოლოოდ წმინდა შემოსავალში მიიმართება, რაც ჯამური ფასების დასტაბილურებას ემსახურება.შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებითი კომისია სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობს. კომისიის მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება.ფასების შემსწავლელმა კომისიამ უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, სადაც მოუსმინეს: ადგილობრივ მწარმოებლებს (კვერცხის, რძის, ხორცპროდუქტების, პურ-პროდუქტების და სხვა) საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს (რომელთა ბრუნვა 100 მლნ ლარზე ნაკლებია) მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებს ამჟამად მიმდინარეობს საოპერაციო პროცესებისა და ფასწარმოქმნის ჯაჭვის დეტალური განხილვა საცალო ოპერატორებთან ერთად. კომისია მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება კონკრეტული დასკვნები ბაზარზე არსებულ საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
1773234812
პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის რიგით მეექვსე სამუშაო შეხვედრა იმართება, სადაც ამჯერად ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს უსმენენ.გიორგი ხაბაშვილმა მაგალითისთვის „ორი ნაბიჯის“ შემთხვევა მოიყვანა, რომელმაც ზეთის პირდაპირი იმპორტი განახორციელა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ ფასებს შორის მკვეთრი განსხვავება გამოიწვია.„მაგალითად, „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი პირდაპირ მწარმოებლისგან შემოიტანა, რის გამოც პროდუქტი დახლზე 25-30%-ით უფრო იაფი იყო, ვიდრე სხვა მომწოდებლები ჩვენ გვაწვდიდნენ. მე თვითღირებულებაშიც რომ გამეყიდა ის ზეთი, მაინც 25%-ით უფრო ძვირი ვიქნებოდი ჩემს დახლზე“, - განაცხადა ხაბაშვილმა.მისივე თქმით, თუ ქსელი პროდუქტს მომწოდებლისგან მაღალ ფასად იღებს, ეს ბიზნესგარიგებაა, თუმცა მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის მისაღწევად გამოსავალი სწორედ დამოუკიდებელ იმპორტშია.ფასების შემსწავლელმა კომისიამ უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, სადაც მოუსმინეს: ადგილობრივ მწარმოებლებს (კვერცხის, რძის, ხორცპროდუქტების, პურპროდუქტების და სხვა) საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს (რომელთა ბრუნვა ₾100 მლნ-ზე ნაკლებია) მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებს ამჟამად მიმდინარეობს საოპერაციო პროცესებისა და ფასწარმოქმნის ჯაჭვის დეტალური განხილვა საცალო ოპერატორებთან ერთად. კომისია მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება კონკრეტული დასკვნები ბაზარზე არსებულ საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
1773234335
ყაზახეთის წარმომადგენლები ამ რეიტინგში შესაძლოა უფრო მეტიც ყოფილიყვნენ. მაგალითად, მიხეილ ლომთაძე — კომპანია Kaspi.kz-ის აქციონერი, დირექტორთა საბჭოს წევრი და მართვის საბჭოს თავმჯდომარე — Forbes-მა 6 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც 100 მილიონით მეტია, ვიდრე 2025 წელს.ეს მაჩვენებელი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ იგი ყაზახეთის მეორე ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად დასახელებულიყო. ყაზახი მილიარდერებიდან მასზე მდიდარია მხოლოდ ვიაჩესლავ კიმი — Kaspi.kz-ის აქციონერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის ქონება 7.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.ამავე რეიტინგში მეორე ადგილს ყაზახ ბიზნესმენებს შორის იკავებს ვლადიმირ კიმი, რომლის აქტივებიც გლობალური Forbes-ის შეფასებით 5.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.თუმცა Forbes მიხეილ ლომთაძეს საქართველოს მიაკუთვნებს, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ამასთან, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მითითებულია ალმაათა.გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენიც არის — 70 წლის ბიძინა ივანიშვილი. მისი ქონება 2.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. რეიტინგში იგი 1560-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო მიხეილ ლომთაძე — 694-ე ადგილზე.ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია. თავისი ქონება მან რუსეთში მეტალურგიის, ფინანსებისა და აგრობიზნესის აქტივების მეშვეობით დააგროვა. 2000-იანი წლების შუაში მან რუსეთში არსებული მთელი ბიზნესი გააერთიანა Unikor ჯგუფის მართვის ქვეშ და შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.2012 წელს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელშიც მონაწილეობდა მისი პარტია ქართული ოცნება, ივანიშვილმა რუსეთში არსებული ყველა აქტივი გაყიდა.ის 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.2024 წელს ივანიშვილს სანქციები დაუწესეს აშშ-მა და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ.
1773222727
სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების ფაქტებზე შესაბამისი ვალდებულების მქონე პირებს, ჯამში, 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.დარღვევები დადგინდა შპს „საბა ინვესტის" მიერ შპს „მედეგის" 100%-იანი წილისა და ფ/პ გიორგი თვალაძის მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის" 70%-იანი წილის შეძენის ფაქტებზე.მათ, ასევე, განხორციელებული კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების სააგენტოში წარდგენა დაევალათ.სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირები ჯარიმდებიან. GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.2026 წელს, GCCA-მა 3 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
1772782405