ლაშა აბაშიძე სავაგონო დეპოში მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო და თანამშრომლებს არსებული საჭიროებების შესახებ ესაუბრა.მისი თქმით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია ყველა ის ტექნიკური პრობლემა, რომელიც სამგზავრო მატარებლების მიმართულებით არსებობდა და დაწყებულია აქტიური მუშაობა მათ გამოსასწორებლად.როგორც რკინიგზის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ორი მატარებლის შეკეთება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოდერნიზების პროცესი კიდევ სამ შემადგენლობაზე გაგრძელდება. აბაშიძის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიებები სამგზავრო მატარებლების განახლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გეგმის ნაწილია.
1770274536
შვედი დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის რიტორიკა არის მცდელობა, ყურადღება რეალური პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანონ.„შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ, ტყუილებს და სიცრუეს ამტკიცებენ. რა თქმა უნდა, შვედეთს კრიმინალის მხრივ პრობლემები ჰქონდა, თუმცა ვნახეთ, რომ შვედეთში გასული თვე იყო პირველი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლელობისა და საბედისწერო შემთხვევების გარეშე, რადგან მთავრობა რეფორმებს ახორციელებს.ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ. ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ესაა სწორედ მთავარი განსხვავება. კრემლის სახელმძღვანელოდანაა ის, რომ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე გადაიტანო“, - განაცხადა გოტბერგმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.4 თებერვალს ირაკლი კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შვედეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და „შეშფოთება“ გამოთქვა ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის, ორგანიზებული დანაშაულის, ეკონომიკური სტაგნაციისა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების გამო.კირცხალიამ აღნიშნა, რომ მისი განცხადებები ფაქტებსა და სტატისტიკას ეფუძნებოდა.
1770270300
„საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 4 თებერვალს რუსთავის მე-12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს: ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში.
1770204722
კობახიძეს თქმით, ტექნიკური მიმართულებები, არა თუ უნდა მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტექნიკური მიმართულებები გაძლიერდეს.როგორც კობახიძე აღნიშნავს, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების პროცესში, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი.„ყველა ვხედავთ, რომ განათლების სისტემა არის არა თუ მძიმე მდგომარეობაში, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ წამოვიწყეთ რეფორმა, განვსაზღვრეთ 7 პრობლემა და ამის საფუძველზე განვსაზღვრეთ 7 პასუხი. თქვენ თუ გამახსენებთ, რომელიმე ამ თემასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა ვინმე რაიმე კონკრეტული წინადადებით, რაიმე კონსტრუქციული გზავნილებით?! - ასეთი არაფერი. იყო ერთადერთი ზოგადი, უხეში განცხადებები ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ჩვენ მზად ვართ აქაც დისკუსიისთვის, თუ ვინმეს ექნება რაიმე არგუმენტი იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაკეთდეს, ან არ უნდა გაკეთდეს, მაგალითად, ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს თუ არა, რესურსების ოპტიმიზაცია არის საჭირო თუ არა, არის თუ არა საჭირო, რომ ისედაც მწირი ადამიანური რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. შეგვიძლია ამაზეც ვიმსჯელოთ. გვაქვს თუ არა სახელმძღვანელოები ძირითად საგნებში, ვიმსჯელოთ ამაზე. საუბარი რომ არის ბრენდებზე და ა.შ. აქ მთავარი რა არის? დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ამდენი წელი გავიდა. მანამდეც მუშაობდა განათლების სისტემა და დღემდე მაგალითად, იურიდიული მიმართულება რომ ავიღოთ, ძირითად საგნებშიც კი ნახევარზე მეტში არ გვაქვს ჩვენ მაღალი სტანდარტების სახელმძღვანელოები. ეს ხომ უნდა გამოსწორდეს?! თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, მზად ვარ ოპონენტებთან ვისაუბრო ამ თემებთან დაკავშირებით. იმდენად თვალსაჩინოა პრობლემები, რომელთა წინაშეც განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები დგას, რომ არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მყარია ჩვენი არგუმენტები. მეორე მხარეს არის ცარიელი უხეში განცხადებები ყოველგვარი დეტალიზაციის და კონკრეტიკის გარეშე.არავითარი ტექნიკურის და ჰუმანიტარულის გაერთიანება სინამდვილეში არ ხდება. თვითონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მოხდა რა?! 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა გაჩნდა ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ არ უნდა ამის გამოსწორება, ეს არასწორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. თქვენ რომ ნახოთ გამოშვება მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის მიმართულება და ა.შ. წელიწადში ხდება, მაგალითად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება. არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში. საჯარო და კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. ტექნიკური მიმართულებები, არა თუ უნდა, მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტექნიკური მიმართულებები გავაძლიეროთ. დღეს ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში შეიძლება არის დაახლოებით, 10%. ამ დროს, რომ ნახოთ განვითარებული ქვეყნები, მესამედია დაახლოებით, მათი წილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, გამოსწორდეს. თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ გაერთიანების პირობებში ცალკე გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი და შესაბამისად, შესაბამისადვე, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი კადრი და ბევრად მეტი მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა. ჩვენ გვაქვს გააზრებული და ოპოზიცია გამოდის ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ,“ - განაცხადა კობახიძემ.გარდა ამისა, ის ილიაუნის რექტორად ნინო დობორჯგინიძის არჩევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უნივერსიტეტების პოლიტიზება წინა ხელისუფლების ხელწერა იყო“.მისივე თქმით, ხელისუფლების მიდგომაა, რომ არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული.„უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. პოლიტიზებული იყო უკლებლივ ყველა უნივერსიტეტი. ისინი შევიდნენ, მათ შორის, კერძო სექტორში. დააფუძნეს საკუთარი კერძო უნივერსიტეტი, მათ შორის, ერთ ლარად მიყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად. უნივერსიტეტების პოლიტიზება არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა. არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს არის ჩვენი მიდგომა და რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული,“ - აღნიშნა კობახიძემ.
1770203564
14 წევრისგან შემდგარ კომისიაში შვიდი წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ იქნება. ეს დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი (კომისიის თავმჯდომარე) ნინო წილოსანი მაია ბითაძე პაატა კვიჟინაძე ვახტანგ თურნავა ზაზა ლომინაძე გელა სამხარაული კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქციიდან „საქართველოსთვის“. აღნიშნული ფრაქციიდან დროებითი კომისიის წევრები არიან: გიორგი შარაშიძე შალვა კერესელიძე ქეთევან ბაკარაძე სამი წევრი ეყოლება პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“: გურამ მაჭარაშვილი დიმიტრი ხუნდაძე ეკა სეფაშვილი დროებით კომისიაში „ევროპელი სოციალისტებიდან“ ილია ინჯია შევიდა.დროებით საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისია შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციაში. კომისიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით სურსათი ძვირია, რადგან არის მაღალი ფასნამატი და მოგება. სამომხმარებლო ფასების შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო.
1770200208
მთელი სეზონის განმავლობაში, 9 მონაწილე ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ბოლო ეპიზოდში კი მხოლოდ 2 მონაწილე - ვერიკო ბაზალი (Veriko Bazali) და ომარ კაკუშაძე (WildDoc) გადავიდა.ფინალისტების გამოვლენა ჟიურისა და მაყურებლების შეფასების საფუძველზე მოხდა. პროექტის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა. მას საქართველოს ბანკისგან გადაეცა ფულადი პრიზი 20 000 ლარის ოდენობით.“ჩემი პირველი ემოცია სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნება იყო. გახდე Creator-ის გამარჯვებული ნიშნავს, რომ ადამიანები გენდობიან და შენი სჯერათ. ეს ის მომენტია, როცა არ გაქვს უფლება გაჩერდე. გარდა ამისა, ახლა უფრო მეტი ყურადღებაა შენზე, თუ რას და როგორ გააკეთებ - ხარისხი, სიხშირე, საინტერესო შინაარსი. ეს, ერთი მხრივ, გამოწვევაა და, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა და ნდობა, რომელიც ჟიურიმ და მაყურებელმა გამომიცხადა - რაც ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და ძალიან მადლიერი ვარ ამის. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა შესაძლებლობებში და გამარჯვებამ მომცა ძალა და თავდაჯერება, ვაკეთო ის, რაც მინდა - ამისათვის კი საჭიროა, გადადგა პირველი ნაბიჯები და შემდეგ არ გაჩერდე”, - აღნიშნავს ვერიკო ბაზალი.ინფორმაციისთვის, Creator-ის პროექტში დამწყებ იუთუბერებს აფასებდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ახალ დავალებებს აძლევდნენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავდა მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა და დავალების შესრულებაში ეხმარებოდა.ფინალური ეპიზოდის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/@argacherde(R)
1770196298
მისოების რეიტინგი საკრედიტო პორტფელით
1769522953
თსუ & სტუ ერთდება - საუკუნის შერწყმა
1769700420
2025-ში შესრულებული სამუშაოსთვის გილაურს 191 ათასი აქცია გადაეცა
1769505420
სავალუტო ვაჭრობით ბანკებმა 50 მლნ-ით ნაკლები მიიღეს
1769609760
ხუციშვილი: ევროობლიგაციაზე 5,1% ბოლო 4 წლის რეკორდულად დაბალი განაკვეთ...
1769672004












