GE EN
მსოფლიო
ტრამპი–სი: გარიგება თუ დროის მოგება? პეკინის სამიტი გლობალური დაძაბულო...

შეხვედრა, რომელსაც წინ უსწრებდა დიპლომატიური კონტაქტების კვირები და ბაზრების მოლოდინები, ფოკუსირებულია სავაჭრო ურთიერთობებზე, ტექნოლოგიურ შეზღუდვებზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავარი კითხვა ასე ჟღერს: ეს არის რეალური გარდატეხის მცდელობა, თუ უბრალოდ სტრატეგიული „დროის მოგება“ ორივე მხარისთვის.მთავარი გზავნილებიტრამპმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ აშშ მზად არის „გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ პირობები სამართლიანი იქნება“ და ხაზი გაუსვა ამერიკული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე „რეალური წვდომის“ აუცილებლობას.სი ძინპინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ „კონფრონტაცია არ ემსახურება არცერთ მხარეს“ და რომ „ურთიერთპატივისცემასა და სტაბილურობას“ უნდა დაეფუძნოს ორმხრივი ურთიერთობები.ორივე ლიდერის განცხადებები ზომიერი და ფრთხილი იყო, რაც, ანალიტიკოსების აზრით, მიანიშნებს, რომ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებაა, ვიდრე კონკრეტული შეთანხმებების გაფორმება.სავაჭრო ბალანსი და ტექნოლოგიური დაპირისპირებააშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა კვლავ ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ურთიერთობა ბოლო წლებში ტარიფების, სანქციებისა და ტექნოლოგიური შეზღუდვების ფონზე დაძაბული რჩება.ვაშინგტონი ცდილობს შეზღუდოს ჩინეთის წვდომა მოწინავე ჩიპებზე და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე, მაშინ როდესაც პეკინი ამტკიცებს, რომ მსგავსი ზომები „ეკონომიკურ ზეწოლას“ წარმოადგენს.ანალიტიკოსების შეფასებით, თუ მხარეები შეთანხმდებიან ნაწილობრივ ტარიფების შემცირებაზე ან ტექნოლოგიური ექსპორტის რეჟიმის გადახედვაზე, ეს ბაზრებზე სწრაფ პოზიტიურ რეაქციას გამოიწვევს. თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები არ გამოცხადებულა.ირანი, უკრაინა და უსაფრთხოების განზომილებამოლაპარაკებების ჩრდილში რჩება გლობალური უსაფრთხოების საკითხებიც. ვაშინგტონი ჩინეთისგან უფრო აქტიურ ქმედებებს ელოდება ირანთან დაკავშირებულ პროცესებში და უკრაინის ომთან მიმართებით.პეკინი კი ცდილობს წარმოაჩინოს თავი, როგორც სტაბილურობის მხარდამჭერი ძალა, თუმცა დასავლეთში კვლავ არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთი სტრატეგიულად სარგებლობს დასავლეთის რესურსების გადანაწილებით.შედეგებიშეხვედრის პირველადი შედეგი უფრო პოლიტიკური სიგნალია, ვიდრე ხელშესახები შეთანხმება. ოფიციალური კომუნიკაცია ტონს არბილებს და „სტაბილიზაციაზე“ მიანიშნებს; ბაზრებმა ფრთხილი ოპტიმიზმით უპასუხეს; კონკრეტული ეკონომიკური პაკეტი ან შეთანხმება ჯერ არ გამოცხადებულა. დიპლომატიური წყაროების შეფასებით, მხარეები ცდილობენ თავიდან აიცილონ ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება, განსაკუთრებით აშშ-ის შიდა პოლიტიკური ციკლისა და ჩინეთის ეკონომიკური გამოწვევების ფონზე.აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბოლო ათწლეულში კონკურენციის ფაზაში შევიდა: სავაჭრო ომებიდან ტექნოლოგიურ შეზღუდვებამდე და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო ბალანსის საკითხებამდე.ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში დაწყებული ტარიფების პოლიტიკა დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ჩინეთის ეკონომიკა სულ უფრო ნელდება და უძრავი ქონების სექტორის პრობლემებს ებრძვის, რაც პეკინს სტაბილური საგარეო პოლიტიკის შენარჩუნებისკენ უბიძგებს.ორივე ლიდერმა აჩვენა მზადყოფნა დიალოგისთვის, თუმცა სისტემური კონკურენცია ტექნოლოგიებში, უსაფრთხოებაში და გლობალურ გავლენაში უცვლელი რჩება.ახლა მთავარი კითხვა არის არა ის, დაიწყება თუ არა დიალოგი, არამედ, გადაიქცევა თუ არა ის რეალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შეთანხმებებად.

1778752786

POLITICO: სტარმერმა დაპირება ვერ შეასრულა

ეს არის The POLITICO Poll-ის სასტიკი შეფასება, რომელიც Public First-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა ადამიანმა გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, გასულ კვირას გამართული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.POLITICO წერს, რომ იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თავის პოსტს ძალზე სუსტად ეჭიდება, რესპონდენტთა მხოლოდ 6%-მა განაცხადა, რომ ლეიბორისტებმა ქვეყანა უკეთესობისკენ იმაზე მეტად შეცვალეს, ვიდრე ამის იმედი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, 31% მიიჩნევს, რომ სტარმერმა და მისმა გუნდმა ქვეყანა სწორი მიმართულებით შეცვალეს, „მაგრამ არა საკმარისად“, ნახევარზე მეტი - 56% - ამბობს, რომ ლეიბორისტებმა 2024 წელს ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ან საერთოდ არაფერი შეცვალეს, ან ქვეყანა უარესობისკენ წაიყვანეს.თითქმის ამდენივემ – 53%-მა განაცხადა, რომ ლეიბორისტებს ხელახალი არჩევის რეალური შანსი არ აქვთ, როდესაც არ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები.ნაიჯელ ფარაჯის ნაციონალისტური პარტიის Reform UK-ის შემთხვევაში კი, ვერდიქტი მკვეთრად უფრო პოზიტიურია. ფარაჯი არა მხოლოდ აშკარად უფრო პოპულარულია, ვიდრე სტარმერი, მისი პარტია აღიქმება როგორც ძალა, რომელიც უფრო წარმატებით გაუმკლავდება ბრიტანეთის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებს - მოსახლეობის 65%-ს სჯერა, რომ „რეფორმისტებს“ ახლა ხელისუფლების მოპოვების „რეალური შანსი“ აქვთ.შედეგები მიუთითებს, რომ ფარაჯის Reform UK-მა შეძლო გარღვევა და საზოგადოების თვალში ბევრად უფრო სანდო პოლიტიკურ მოძრაობად იქცა, ვიდრე 2024 წლის არჩევნებამდე იყო.„ლეიბორისტულმა პარტიამ კამპანია აწარმოვა „ცვლილებების“ დაპირებით, მაგრამ ახლა ძალიან ცოტა ადამიანი გრძნობს, რომ მათ ეს დაპირება შეასრულეს“, - განაცხადა სებ რაიდმა, Public First-ის კვლევების ხელმძღვანელმა. – „აქედან გამომდინარე, მათ გზა გაუხსნეს „რეფორმისტებს“, რათა ამ უკანასკნელთ საკუთარ თავზე მოირგონ ცვლილებების ნარატივი“.გამოკითხვა იმ დროს ქვეყნდება, როდესაც სტარმერი საკუთარი პარტიის შიგნით დაუნინგ სტრიტიდან მისი გაძევებისკენ მიმართული კამპანიის წინაშე დგას. თვეების განმავლობაში მიმდინარე სკანდალებისა და შეცდომების შემდეგ, რაც გასულ კვირას უელსში, შოტლანდიასა და ინგლისის ადგილობრივ საბჭოებში მძიმე მარცხით დასრულდა, სტარმერის კოლეგები მისი ჩანაცვლების გეგმას აწყობენ. თუმცა, ცუდი ამბავი მისთვის, ვინც პრემიერის პოსტს დაიკავებს, არის ის, რომ კვლევის თანახმად, ლეიბორისტული პარტიის იმიჯი სერიოზულად არის შელახული.მხოლოდ 21%-ს სჯერა, რომ ლეიბორისტებს სტარმერის ლიდერობით შეუძლიათ ამ ვარდნიდან ამოსვლა, ხოლო თითქმის ყოველი მესამე - 30% მიიჩნევს, რომ პარტია მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, თუ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლეიბორისტები სტარმერს ჩაანაცვლებენ, 38% ამბობს, რომ პარტია მაინც ვერ შეძლებს პოზიციების აღდგენას.„ლეიბორისტების ნებისმიერ ახალ ლიდერს დასჭირდება საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ისინი მართლაც რაღაც ახალს სთავაზობენ“, - თქვა რაიდმა. – „ლეიბორისტების დარჩენილი მხარდამჭერების უმეტესობა ფიქრობს, რომ მათ 2024 წელს ისედაც შეუძლებელი ამოცანა იკისრეს. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულად გამოიყურება“.გაერთიანებული სამეფოს წინაშე არსებულ საკვანძო გამოწვევებთან ბრძოლაში, ლეიბორისტები ახლა ყველა მიმართულებით ჩამორჩებიან Reform UK-ს.როდესაც ინგლისში რესპონდენტებს ჰკითხეს, რომელი პარტია „შეასრულებდა სამუშაოს საუკეთესოდ“, „რეფორმისტებმა“ ლეიბორისტებს აჯობეს: ცხოვრების ხარჯების შემცირებაში (27% vs 23%); არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში (48% vs 19%); კრიმინალთან გამკლავებაში (34% vs 23%) და ეკონომიკის გაუმჯობესებაში (25% vs 23%). საერთაშორისო ურთიერთობების სფეროშიც კი, სადაც სტარმერმა ქება დაიმსახურა, ლეიბორისტები ახლა ჩამორჩებიან „რეფორმისტებს“: ირანის კრიზისზე რეაგირებისას (28% vs 26%) და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობისას (34% vs 25%). ეს ციფრები ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებული სურათის დრამატულ ცვლილებას წარმოადგენს.2024 წლის მაისში, ლეიბორისტების გამარჯვებამდე ორი თვით ადრე, სტარმერის პარტია უსწრებდა ფარაჯის გუნდს ისეთ საკითხებში, თუ ვინ უკეთ გაუმკლავდებოდა ცხოვრების ხარჯებს (რეფორმისტები 8%, ლეიბორისტები 42%); კრიმინალს (რეფორმისტები 10%, ლეიბორისტები 36%) და მიგრაციასაც კი (რეფორმისტები 16%, ლეიბორისტები 35%).„2024 წლის არჩევნებამდე „რეფორმისტები“ შესაძლოა მხოლოდ საპროტესტო ხმებად ყოფილიყვნენ აღქმულნი“, - ამბობს რაიდი. – „ორი წლის შემდეგ, ისინი არა მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს იგებენ, არამედ ეროვნულ საკითხებზე ჩატარებულ გამოკითხვებშიც ლიდერობენ. მათ გარღვევა მოახდინეს, როგორც მემარჯვენე ფლანგის სანდო პარტიამ“.

1778747001

ერევანმა და ანკარამ ვაშინგტონი გაახარეს

დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, ეს ნაბიჯი მიუთითებს ორივე ქვეყნის მზადყოფნაზე, გააფართოონ ეკონომიკური კავშირები და ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში მდგრად მშვიდობასა და კეთილდღეობას. ვაშინგტონი დადებითად აფასებს სომხეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას, რომელიც რეგიონის ყველა ხალხისთვის სარგებლის მომტანი იქნება.ერთი დღით ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მზადება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის.მისი თქმით, 2022 წლიდან მიმდინარე ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის აუცილებელი მზადება დასრულებულია. ამასთან, გრძელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები საერთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით.

1778746177

ერმაკს $3.5 მილიონიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

გირაოს გადახდის შემთხვევაში, ერმაკი ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებელთან ყოველი მოთხოვნისთანავე, შეატყობინოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლის შესახებ, არ დატოვოს კიევის ფარგლები, ჩააბაროს პასპორტები შესანახად და თავი შეიკავოს ეჭვმიტანილებთან და მოწმეებთან ურთიერთობისგან.კერძოდ, მას ეკრძალება კონტაქტი ეჭვმიტანილებთან: ჩერნიშოვთან, მინდიჩთან, ლისენკოსთან, ოპალჩუკთან, სირანჩუკთან და მედვედევასთან. ასევე, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ერმაკი ვალდებულია ატაროს ელექტრონული სამაჯური.სასამართლოს დადგენილება გამოცხადებისთანავე ექვემდებარება დაუყოვნებლივ შესრულებას. მისი გასაჩივრება შესაძლებელია გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში და ის კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ.დადგენილების სრული ტექსტის გამოქვეყნება 18 მაისს იგეგმება. ერმაკის ადვოკატებმა სასამართლო დარბაზში განაცხადეს, რომ ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. თავად ერმაკმა აღნიშნა, რომ გირაოსთვის საჭირო თანხა არ გააჩნია, თუმცა „მეგობრების“ იმედი აქვს.12 მაისს უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაიწყო მოსმენა პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, ანდრეი ერმაკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. საქმე ეხება კიევის მახლობლად მდებარე ელიტარულ მშენებლობაზე 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაციას.„ნაბუ“-მ (NABU) და „საპ“-მა (SAP - სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა) 11 მაისს საღამოს ერმაკთან საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა კიევის ოლქში, კოზინში მდებარე ელიტარული საკოტეჯო დასახლება „დინასტიის“ მშენებლობისას 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაციის საქმეზე. გამოძიების მონაცემებით, მშენებლობისთვის საჭირო სახსრები, შესაძლოა, მათ შორის „ენერგოატომში“ არსებული კორუფციული სქემებიდან შემოსულიყო.პროკურატურა პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისთვის პატიმრობას ითხოვდა, 180 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს ალტერნატივით.

1778742808

აშშ-ის სენატმა კევინ უორში ფედრეზერვის თავმჯდომარედ დაამტკიცა

ფედრეზერვის ხელმძღვანელის არჩევის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული კენჭისყრის შედეგად, 56 წლის უორშმა სენატის მხარდაჭერა მოიპოვა და შეცვლის ჯერომ პაუელს, რომელიც მარეგულირებელს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი უფლებამოსილების ვადა პარასკევს, 15 მაისს იწურება, წერს CNBC. სენატმა უორშის დამტკიცებას მხარი 54 ხმით დაუჭირა, წინააღმდეგ კი 45 სენატორი წავიდა, რითაც დასრულდა პაუელის მემკვიდრის არჩევასთან დაკავშირებული მრავალთვიანი პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც 2025 წლის ზაფხულში დაიწყო.ტრამპს არ დაუმალავს, რომ უორშისგან საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ელოდება. მან არაერთხელ გააკრიტიკა პაუელი, რადგან, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ის ზედმეტად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. უორში მონაწილეობდა კონკურენციაში, რომელშიც გარკვეულ ეტაპზე თითქმის ათამდე კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის ფედრეზერვის მმართველთა საბჭოს მოქმედი წევრები - კრისტოფერ უოლერი და მიშელ ბოუმანი.ამავე დროს, უორშის დამტკიცება დაემთხვა ამ კვირაში გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლებმაც აჩვენა, რომ ინფლაცია კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ფედრეზერვის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს, ხოლო საწარმოო ჯაჭვებში ფასების ზეწოლა ბოლო სამ წელზე მეტი პერიოდის მაქსიმუმამდე გაიზარდა, გადმოსცემს ტელეარხი.12 მაისს აშშ-ის სენატმა ასევე უორში ფედრეზერვის მმართველთა საბჭოს წევრად 14-წლიანი ვადით დაამტკიცა: მის კანდიდატურას მხარი 51 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 45 წავიდა. კენჭისყრა ძირითადად პარტიული ხაზით გაიმართა, თუმცა დემოკრატმა ჯონ ფეტერმანმა უორშის დანიშვნას მხარი დაუჭირა.2006–2011 წლებში უორში ფედრეზერვის მმართველთა საბჭოს წევრი იყო. საბჭოში შესვლის დროს ის 35 წლის იყო და მარეგულირებლის ხელმძღვანელობის ყველაზე ახალგაზრდა წევრად ითვლებოდა, წერდა Bloomberg. უორში ტრამპს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც უწევდა კონსულტაციას. ტრამპი ჯერ კიდევ 2017 წელს განიხილავდა ფედრეზერვის ხელმძღვანელად მის დანიშვნას, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ჯერომ პაუელზე შეაჩერა.

1778738760

სტუბი: „ევროპამ მოსკოვთან დამოუკიდებელი დიალოგი უნდა დაიწყოს“

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპულ ქვეყნებს უკვე დაუდგა დრო, თავად წამოიწყონ მოლაპარაკებები მოსკოვთან. იტალიურ გაზეთთან Corriere della Sera ინტერვიუში სტუბმა აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები უკვე მსჯელობენ, ვინ აიღებს ამ პროცესში საკონტაქტო პირის როლს.„დიახ, დროა რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ. არ ვიცი, როდის მოხდება ეს. საკითხი ევროპელ ლიდერებთან განვიხილეთ – ისინი განსაზღვრავენ, ვინ დაამყარებს კონტაქტს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“, – განაცხადა სტუბმა.მისივე თქმით, თუ ამერიკის პოლიტიკა აღარ იქნება სრულ თანხვედრაში ევროპის ინტერესებთან, ევროპულ ქვეყნებს მოსკოვთან პირდაპირი ურთიერთობის დაწყება მოუწევთ.სტუბმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ევროპულ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციას, განსაკუთრებით გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთსა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, დიალოგს უხელმძღვანელებს სპეციალური წარმომადგენელი თუ ლიდერთა ჯგუფი.

1778485987

გერმანიის ერთ–ერთ ბანკში დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და მძევლები აიყვან...

ამის შესახებ გერმანული მედია 8 მაისს წერს. მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

1778237053

Bloomberg: SoftBank-მა OpenAI-ის აქციებით უზრუნველყოფილი სესხის მოცულო...

ანგარიშის თანახმად, Softbank-მა და ბანკირებმა დისკუსიებისას განიხილეს სამიზნე მაჩვენებლის $6 მლრდ-მდე შემცირება. ინვესტორებს თავდაპირველმა წინადადებამ წუხილი გაუჩინა იმის გამო, რომ რთულია OpenAI-ის მსგავსი არააქციონირებული (არასაჯარო) კომპანიის ზუსტი შეფასების დადგენა. მარგინალური სესხი გულისხმობს შემთხვევას, როდესაც ინვესტორი სესხულობს თანხას გამსესხებლისგან ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის და გირაოდ თავად შეძენილ ინვესტიციებს იყენებს.როგორც Bloomberg აპრილში იტყობინებოდა, ორწლიანი მარგინალური სესხი SoftBank-ს აძლევდა შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, ვადიანობა კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინა. დისკუსიები კვლავ გრძელდება და ისეთი დეტალები, როგორიცაა სესხის საბოლოო მოცულობა, შესაძლოა შეიცვალოს.SoftBank OpenAI-ში ინვესტიციებს 2024 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. 2025 წლის იანვარში ორმა კომპანიამ ძალები გააერთიანა აშშ-ის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურულ პროექტზე, სახელწოდებით Stargate. მარტში იაპონურმა საინვესტიციო კონგლომერატმა განაცხადა, რომ მან $40 მლრდ-ის ოდენობის გარდამავალი სესხი მოიპოვა OpenAI-ში ინვესტიციების გასაძლიერებლად და ზოგადი კორპორაციული მიზნებისთვის.

1778236420

Descartes: სავაჭრო და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, აპრილში აშშ-ის კონ...

Reuters წერს, რომ კონტეინერებით იმპორტის მოცულობაზე გავლენა იქონია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცვალებადმა სავაჭრო პოლიტიკამ და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის - ენერგორესურსების მიწოდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაზიდვის დერეფნის ჩაკეტვამ, რაც ქვეყანაზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებს მოჰყვა.იმპორტის ტენდენციები აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღის საზომად მიიჩნევა - ის იზრდება, როდესაც ეკონომიკა ძლიერია და მცირდება ეკონომიკის დასუსტებისას.Descartes-ის მონაცემებით, გასულ თვეში აშშ-ის საზღვაო პორტებმა 2 277 965 ოცფუტიანი ეკვივალენტის ერთეული (TEU) დაამუშავეს, რაც მარტის მაჩვენებლებთან შედარებით 3.2%-ით ნაკლებია. ეს არის აპრილის თვეში მოცულობების პირველი თანამიმდევრული კლება 2022 წლის შემდეგ.მიუხედავად ამისა, გასული თვის იმპორტის მოცულობა დაახლოებით 19%-ით მეტი იყო პანდემიამდელ, 2019 წლის აპრილის მაჩვენებლებზე, რაც, კომპანიის განცხადებით, „ბაზისური მოთხოვნის მდგრადობაზე“ მიუთითებს.თუმცა, 2026 წლის განვლილ პერიოდში აშშ-ის კონტეინერების იმპორტი ჯამში 5%-ით არის შემცირებული. ამავდროულად, ჩინური წარმოშობის კონტეინერების იმპორტი 2026 წლის აპრილში, წლიურ ჭრილში, 15.3%-ით შემცირდა და 680,778 TEU შეადგინა.Descartes-ის პროგნოზით, იმპორტიორები, სავარაუდოდ, მიიღებენ „მოკლევადიან ფულადი ნაკადების სტიმულს“, რადგან აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტო 12 მაისიდან ტარიფების პირველი ანაზღაურების გაცემას იწყებს. თუმცა, კომპანიამ გააფრთხილა სექტორი, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა და ხარჯების მხრივ ზეწოლა შენარჩუნდება, რადგან „ჩამნაცვლებელი ტარიფები ძალაში რჩება“.

1778234854

ყაზახეთის 75 უმდიდრესი ბიზნესმენი – 2026

თბილისი (GBC) – 2026 წელს მსოფლიო კაპიტალის ბაზარი კვლავ დაჩქარებული ტემპით იზრდება: Forbes-ის გლობალურ სიაში მილიარდერების რაოდენობამ რეკორდულ 3428-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 400-ით მეტია. მათი ჯამური ქონება $20 ტრლნ–ს აჭარბებს – 4 ტრილიონით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლო 12 თვეში პლანეტაზე საშუალოდ დღეში ერთზე მეტი ახალი მილიარდერი ჩნდებოდა. ყველაზე სწრაფი ზრდა ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ სექტორებში ფიქსირდება, თუმცა განვითარებად ბაზრებზე ნედლეული აქტივები რჩება კვლავ კაპიტალის მთავარ წყაროდ.ყაზახეთის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგის მონაწილეთა ჯამურმა ქონებამ $60,84 მლლრდ–ს მიაღწია (წინა წელს – $57,5 მილიარდი), ხოლო საშუალო კაპიტალი 767 მილიონიდან 811 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.წლის მთავარი ცვლილება „მილიარდერთა კლუბის“ გაფართოებაა. გლობალურ რეიტინგს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად ახალი ყაზახი მილიარდერები დაემატნენ. სიაში შევიდნენ ნურლან სმაგულოვი (რეიტინგში №8) 1,3 მილიარდი დოლარის ქონებით (მსოფლიოში 2858-ე ადგილი) და აიდინ რახიმბაევი (№9) 1,1 მილიარდი დოლარით (3185-ე პოზიცია). ორივე არასანედლეულო სექტორს – ავტოინდუსტრიასა და დეველოპმენტს წარმოადგენს, რაც სტრუქტურულ ძვრაზე მიუთითებს: კაპიტალის ფორმირება სულ უფრო მეტად ბიზნესის მასშტაბირებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადადის. პირველ ადგილს კვლავ ინარჩუნებს ვიაჩესლავ კიმი, რომლის ქონებაც მისი ფინტექ-ეკოსისტემისა და საბანკო ბიზნესის ზრდასთან ერთად მატულობს.ადგილობრივ დონეზე რეიტინგის განახლება მნიშვნელოვნად ბიზნესის გამჭვირვალობის ზრდას უკავშირდება: არაერთმა არასაჯარო კომპანიამ ფინანსური მაჩვენებლები და საკუთრების სტრუქტურა გაამჟღავნა, რამაც Forbes Kazakhstan-ს მათი ღირებულების უფრო ზუსტად შეფასების საშუალება მისცა.რეიტინგის ახალბედებისიაში მოხვდა 35 წლის შახმურატ მუტალიპი (№22), რომელიც რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც გახდა. ის სამშენებლო სექტორში პოზიციებს აძლიერებს Integra Construction KZ-ის მეშვეობით, რომლის მფლობელიც 2022 წლიდან არის. კომპანია სპეციალიზდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – რკინიგზისა და საავტომობილო გზების მშენებლობიდან და რეაბილიტაციიდან დაწყებული, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო ქსელების განვითარებით დამთავრებული. პარალელურად, იგი ოქროს მოპოვების სექტორშიც შედის „ალტინალმასის“ შეძენით, რომელიც რეიტინგის მომზადების მომენტში დასრულებული არ იყო.კიდევ ერთი ახალბედაა ვლადიმირ სიტნიკი (№63), ავიაკომპანია SCAT-ის პარტნიორი ვლადიმირ დენისოვთან (№50) ერთად იგი აკონტროლებს საავიაციო აქტივს განვითარებული ინფრასტრუქტურით, მათ შორის რეგიონული გადაზიდვებითა და აეროპორტების მართვით.აიგაზი კუსაინოვი (№64) ბიზნესს ავითარებს განათლებასა და ნედლეულ სექტორში. იგი ფლობს International Educational Corporation Ltd.-ს, რომელიც აერთიანებს ყაზახეთის არქიტექტურულ-სამშენებლო აკადემიას (KazGASA), ყაზახურ-ამერიკულ უნივერსიტეტს (KAU) და სკოლებს, მათ შორის Charterhouse Almaty-ს (გახსნა დაგეგმილია 2026 წელს). ამასთან, მონაწილეობს საბადოების განვითარებასა და საინვესტიციო პროექტებში მშენებლობასა და აგრობიზნესში.ბეკჟან მამიტი (№66) არის Qazaq Bitum-ის მაჟორიტარი აქციონერი – ვერტიკალურად ინტეგრირებული ინდუსტრიული ჯგუფის, რომელიც აერთიანებს ნავთობგადამუშავებისა და ლოგისტიკის აქტივებს. იგი ასევე არის საინვესტიციო-სამშენებლო კომპანია DAUR Capital-ის ბენეფიციარი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში ახორციელებს.სიაში შევიდა იური ცხაიც (№72), რომელიც Caspian Group-ის მეშვეობით დეველოპმენტსა და სამშენებლო მასალების წარმოებას ავითარებს. მისი ერთ-ერთი მთავარი პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი Iconic Towers ქალაქ ალატაუში – ალმათის აგლომერაციის განვითარების ახალ ცენტრში.რეიტინგს დაემატა ბახტიარ ოსპანოვი (№75) – „ყაზახეთის მარცვლეულის კონსორციუმის“ მაჟორიტარი მფლობელი, აგროჰოლდინგის, რომლის მიწის ბანკი 900 ათას ჰექტარს აჭარბებს.კაპიტალის გადანაწილებამიმდინარე პერიოდი ხასიათდება კაპიტალის აქტიური გადანაწილებით მსხვილი გარიგებების გზით. „კორპორაცია კახახმისი“ გადავიდა ნურლან არტიკბაევის (№21) კონტროლქვეშ, ხოლო მისი ყოფილი აქციონერები ვლადიმირ კიმი (№2) და ედუარდ ოგაი (№15) მრავალი წლის განმავლობაში ფლობდნენ ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ აქტივს.ტელეკომ სექტორში „ტრანსტელეკომზე“ კონტროლის ცვლილება დაიწყო ნურალი ალიევის (№41) მიერ Unit Telecom-ის გაყიდვით Jusan Mobile-ისთვის, რომელიც გალიმჟან ესენოვს (№19) ეკუთვნის. ამჟამად აქტივი გადადის ტიმურ ტურლოვის (№6) ბიზნეს-სტრუქტურების კონტროლქვეშ, რომლებმაც მისი შეძენა 2025 წლის დეკემბერში დაიწყეს.ოქროს მოპოვების სექტორში გარიგებები, მათ შორის „აკ ალინალმასის“ შეძენის გეგმა შახმურატ მუტალიპის სტრუქტურების მიერ, ინვესტორთა მდგრად ინტერესზე მიუთითებს ნედლეულ აქტივების მიმართ. ბაზარზე უკვე განიხილება ახალი პოტენციური ტრანზაქციებიც, რაც უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის გადანაწილების შესაძლებლობაზე მიანიშნებს.რეიტინგის ფარგლებში გლობალური სიის ახალბედა აიდინ რახიმბაევმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რატომ გააკეთა BI Group-მა დივერსიფიკაციასა და საერთაშორისო ექსპანსიაზე გათვლა, მათ შორის დუბაის პროექტებზე, და როგორ ფოკუსირდება დღეს „მემკვიდრეობის“ შექმნაზე საქველმოქმედო ინიციატივებისა და The Giving Pledge-სთან შეერთების გზით.ასევე გაშუქდა, როგორ გარდაქმნა შახმურატ მუტალიპმა Integra Construction KZ რკინიგზის კონტრაქტორიდან უნივერსალურ ინფრასტრუქტურულ ინტეგრატორად; როგორ აქცევს ალექსანდრ დერიგლაზოვი ASCAR Cinema-ს რეგიონულ კინოდისტრიბუციის პლატფორმად; რა მსხვილი სპილენძის საბადოები შეიძინა ედუარდ ოგაიმ; როგორ გახადა არსენ ტომსკიმ inDrive მომგებიან გლობალურ პლატფორმად; როგორ ავითარებს ალმაზ ალსენოვი აგრობიზნესის ახალ მოდელს; რატომ ქმნის ერლან სულეიმენოვი ერთიან სამედიცინო ეკოსისტემას; როგორ აწყობს კანატ კოპბაევი ლოგისტიკურ პლატფორმას თურქესტანის აეროპორტის ბაზაზე და როგორ გააქვს ნურლან სმაგულოვს ჩინური ავტობრენდები ევროპის ბაზარზე.

1778226246