ამასთან, ლონდონის კონტინენტთაშორის ბირჟაზე – Intercontinental Exchange (ICE), 2026 წლის ივნისში მიწოდების პირობით, Brent-ის ფიუჩერსის ღირებულება 1.17%-ით გაიზარდა და ბარელზე $105.19 შეადგინა.ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე New York Mercantile Exchange (NYMEX) WTI-ის ფასი, მაისში მიწოდების პირობით, 1.47%-ით გაიზარდა და ბარელზე 102.87 დოლარს მიაღწია.
1775031051
აკრძალული ნივთების სრული ჩამონათვალიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აკრძალვა ეხება შემდეგ პროდუქციას: ჩანგლები, დანები, კოვზები და ჩხირები თეფშები, საწრუპები და სასმლის მოსარევები პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები, ჭიქები და მათი თავსახურები. აღსანიშნავია, რომ ამ ნივთების იმპორტი და წარმოება ქვეყანაში 2026 წლის იანვრიდან უკვე აკრძალული იყო, დღეიდან კი შეზღუდვა სარეალიზაციო ქსელზეც გავრცელდა.კიდევ ერთი სიახლე სახელმწიფო უწყებებს ეხება: მათ ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვა. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის.სანქციები და კონტროლირეგულაციის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესის დაჯარიმებას: პირველ ჯერზე - 1 000 ლარი და პროდუქციის კონფისკაცია განმეორებით - 2 000 ლარი და პროდუქციის კონფისკაცია კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური განახორციელებენ. შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, რომელიც საქართველოში ექსპორტის მიზნით იწარმოება.
1775030373
ოთხშაბათს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ პრეტენდენტებს შორის სამი თურქული და ერთი ჩინური კომპანიაა. პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესყიდვის წესების შესაბამისად ხორციელდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.„ოთხივე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიას, რომელთაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვთ განხორციელებული. დაწყებულია დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული და გაფორმდება ხელშეკრულება“, — განაცხადა კალაძემ.პროექტის ძირითადი პარამეტრები შემდეგია: მარშრუტი: დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“. სიგრძე: დაახლოებით 7.5 კილომეტრი. ინფრასტრუქტურა: 11 გაჩერება და დეპო, რომელიც 11 ერთეულ ტრამვაის მოემსახურება. ვადები: პროექტი სამეტაპიანია (კონცეფცია, დეტალური პროექტირება, მშენებლობა) და მისი დასრულების ჯამური ვადა 36 თვეს შეადგენს. ახალი სატენდერო პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადებული პირველი ტენდერი ტექნიკური პარამეტრების კორექტირების აუცილებლობის გამო შეწყდა.ტრამვაის ხაზის მშენებლობა თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის ნაწილია, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა. პროექტის მიზანი დიდი დიღმის მჭიდროდ დასახლებული რაიონის ქალაქის სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება და მგზავრობის დროის შემცირებაა.საქართველოში ტრამვაის სისტემა წინა ხელისუფლების პერიოდში სრულად იქნა დემონტირებული, რაც წინამდებარე პროექტს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ მსგავს წამოწყებად აქცევს.
1775027460
მოთხოვნა2026 წლის თებერვალში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,822 შეადგინა, აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 19.2%-ით გაიზარდა და 1,864 შეადგინა (2 თვეში +8.6% წ/წ). პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 1,958 შეადგინა (2 თვეში +7.8% წ/წ). გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის თებერვალში გაყიდვები მნიშვნელოვნად, წლიურად 26.6%-ით გაიზარდა (ჯამურად 2026 წლის 2 თვეში +24.1% წ/წ). ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული.2026 წლის 2 თვეში თბილისში სულ 6,786 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 595 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+16.7% წ/წ).მიწოდება2026 წლის თებერვალში ნებართვა გაიცა 10 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 60,283 კვ.მ შეადგინა (-44.7% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეხუთე თვეა წლიურად მცირდება, რაც წინა პერიოდებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ჯამურად, 2026 წლის 2 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 50.7%-ით შემცირდა.ფასები2026 წლის თებერვალში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე მაღალ დონეზე შენარჩუნდა და თვიურად 0.9%-ით გაიზარდა 1,398 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 1,304 აშშ დოლარი შეადგინა.ქირა2026 წლის თებერვალში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (-1.8% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი - 8.6%.
1774947268
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.
1774941588
„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, აქციზის განაკვეთები შემდეგნაირად განისაზღვრება: 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის: ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე - 1.5 ლარი 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის: ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე - 4.5 ლარი ამასთან, ნარჩუნდება შეღავათი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის (ძირითადი განაკვეთის 60%-ით შემცირებული განაკვეთი), ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი გასამმაგდება.კანონპროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, ძველი განაკვეთებით ისარგებლებენ ის იმპორტიორები, რომელთა ავტომობილები საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე შემოვა, ან რომელთა ტრანსპორტირება უცხო ქვეყნიდან ამ თარიღამდე დაიწყება. სახმელეთო ტრანსპორტით შემოყვანის შემთხვევაში, ძველი განაკვეთი გავრცელდება 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე.ინიციატივის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტოპარკის განახლებას, რადგან 6-8 წლის ავტომობილებზე არსებული დაბალი აქციზი სწორედ ძველი მანქანების შემოყვანას ხდის ეკონომიკურად ხელსაყრელს. ინიციატორების თქმით, ცვლილებების მიზანი ჰაერის დაბინძურების შემცირება, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და ახალი ავტომობილების იმპორტის სტიმულირებაა.აღნიშნული პროექტი პარლამენტს 17 მარტს წარედგინა და პირველი მოსმენით მიიღეს კიდეც, თუმცა მომდევნო დღეებში სხდომების არგამართვის გამო, მისი დაჩქარებული წესით მიღება ვერ მოხერხდა, რის გამოც ინიციატორებმა პროექტი ხელახლა წარადგინეს.
1774875131
კერძოდ, თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, პირველი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ.დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო ტარიფები ასეთია:თბილისი – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 15.041 თეთრი101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 19.053 თეთრი301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.537 თეთრირეგიონები – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრციხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 14.731 თეთრი101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 18.708 თეთრი31 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.227 თეთრიელექტროენერგიის ტარიფების შესაძლო მატების შესახებ განცხადება სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჯერ კიდევ 2025 წლის 17 დეკემბერს გააკეთა. თუმცა, იმავე წლის 29 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და არსებული ტარიფების მოქმედების ვადა 3 თვით, 2026 წლის 31 მარტამდე გაახანგრძლივა.დავით ნარმანიას განმარტებით, ტარიფის ცვლილების გადავადება რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: ენერგოკომპანიების მიმართვა ელექტროენერგიის დაუზუსტებელი ბალანსები კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთან რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სემეკის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რესურსზე მოქმედი ტარიფი უცვლელი დარჩება ერთი წლის განმავლობაში და ძალაში 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.
1774862959
სემეკის გადაწყვეტილების თანახმად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.მანამდე, ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა 2025 წლის დეკემბერში იგეგმებოდა. დავით ნარმანია თვეების განმავლობაში აანონსებდა მოსალოდნელ გაძვირებას ინფრასტრუქტურული საჭიროებების გამო, თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც ტარიფის შენარჩუნების იმედი გამოთქვა, კომისიამ 29 დეკემბერს მოქმედი ტარიფების 3 თვით დაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.ელექტროენერგიის ტარიფები ბოლოს 2023 წელს შეიცვალა, როდესაც სემეკმა გადასახადი ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის 3 თეთრით შეამცირა.
1774861879
სხდომის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განმარტა ის ძირითადი კომპონენტები, რომლებმაც ტარიფის ფორმირებაზე იქონია გავლენა. მისი თქმით, მარეგულირებლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონებში ავარიული დაზიანებების და ელექტროენერგიის წყვეტის მინიმუმამდე შემცირებაა.ნარმანიას განცხადებით, სატარიფო გაანგარიშებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება იქნა გათვალისწინებული: საინვესტიციო კომპონენტი: რეგიონებში ქსელის მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია საინვესტიციო პროექტების გაგრძელება (კერძოდ, კომპანია „ენერგო-პროს“ მიერ), თუმცა, ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციებს ტარიფზე „არსებითი გავლენა“ არ ჰქონდეს. იმპორტზე დამოკიდებულება: ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, რაც ზრდის დამოკიდებულებას ძვირადღირებულ იმპორტზე. ეს კი პირდაპირ აისახება ენერგიის თვითღირებულებაზე. ენერგობალანსი: კომისიამ დააზუსტა გენერაციის ობიექტების მიერ გამოსამუშავებელი ენერგიის მოცულობები, რამაც თითოეული ტიპის სადგურისთვის ფასის განსაზღვრის შესაძლებლობა მისცა. „ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი წარადგენს პრეზენტაციას, რომელიც შეეხება როგორც განხორციელებული ინვესტიციების გავლენას, ისე ენერგობალანსებისა და მიწოდების კომპონენტების ასახვას საბოლოო ღირებულებაში“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.მანამდე, ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა 2025 წლის დეკემბერში იგეგმებოდა. დავით ნარმანია თვეების განმავლობაში აანონსებდა მოსალოდნელ გაძვირებას ინფრასტრუქტურული საჭიროებების გამო, თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც ტარიფის შენარჩუნების იმედი გამოთქვა, კომისიამ 29 დეკემბერს მოქმედი ტარიფების 3 თვით დაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.ელექტროენერგიის ტარიფები ბოლოს 2023 წელს შეიცვალა, როდესაც სემეკმა გადასახადი ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის 3 თეთრით შეამცირა.
1774861263
სემეკის ცნობით, სს “თელასის” სალიცენზიო პირობების შესრულების შესწავლის საფუძველი გახდა მოქალაქეთა განცხადებები თბილისში, გ. გაგილაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით. სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ, კომპანიის მხრიდან წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული სამუშაოების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სს “თელასის” მიერ ადგილი ჰქონდა სალიცენზიო პირობების დარღვევას.სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ქვ/ს „მუხიანის“ ფ-16 - 1031/1034 საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).
1774610909