მიუხედავად ივნისის პოზიტიური დინამიკისა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურიზმის სექტორში მცირედი კლება ფიქსირდება. კერძოდ, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლების მოცულობა ჯამურად $2 მლრდ გახდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.რაც შეეხება მოლოდინებს, საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, სექტორი ზრდის ტემპს დაუბრუნდება - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, ხოლო 2027 წლისთვის $5.3 მლრდ-ს მიაღწევს.მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ სტატისტიკაზეც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 51.9%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული დონე - $7.1 მლრდ შეადგინა.წინა თვესთან (მაისთან) შედარებით ივნისში რეზერვები 1.7%-ით არის გაზრდილი, რაც აბსოლუტურ მაჩვენებელში $115.8 მლნ-ის მატებას ნიშნავს.„რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და ასევე, სების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 ივლისს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.2%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
1784025215
ამერიკის ღვინის ეკონომიკის ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს საქართველოდან კანადაში იმპორტირებული ღვინის ღირებულება $1.23 მლნ-დან $1.58 მლნ-მდე გაიზარდა (+$0.35 მლნ).ბაზარზე მომხდარი ცვლილებები კანადის მიერ ამერიკულ პროდუქციაზე დაწესებულ ბლოკადას უკავშირდება. 2024-2025 წლებში აშშ-დან ღვინის იმპორტი $431.02 მლნ-დან $99.94 მლნ-მდე დაეცა, რაც დრამატული, 76.8%-იანი კლებაა (-$331.08 მლნ).ამერიკული პროდუქციის ჩანაცვლებით ყველაზე მეტად ევროპულმა გიგანტებმა იხეირეს: საფრანგეთი: იმპორტი 12.7%-ით გაიზარდა და $601.13 მლნ შეადგინა (+$67.90 მლნ). იტალია: ზრდამ 6.6% შეადგინა და მოცულობა $509.83 მლნ-მდე გაიზარდა (+$31.48 მლნ). ესპანეთი: იმპორტი 10.2%-ით გაიზარდა ($148.18 მლნ). მნიშვნელოვანი მატება დააფიქსირეს ავსტრალიამ (+18.4%), ახალმა ზელანდიამ (+16.6%) და ჩილემ (+24.1%).მიუხედავად ცალკეული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ექსპორტის მატებისა, ამერიკული ღვინის დეფიციტის სრულად შევსება ვერ მოხერხდა. კანადის ღვინის მთლიანი გლობალური იმპორტი 7%-ით შემცირდა და $1.93 მლრდ შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის დანაკლისის თითქმის ნახევარი ბაზარზე უბრალოდ არ ჩანაცვლებულა.
1783935252
სხვა ქვეყნების მაჩვენებლების ანალიზი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ძირითადი ღვინის ექსპორტიორი ქვეყნები უფრო მაღალი სატარიფო განაკვეთების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც განპირობებული იყო 2025 წლის განმავლობაში მათზე დაკისრებული სხვადასხვა დამატებითი ტარიფებით.კერძოდ, საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოებზე ეფექტურმა ტარიფმა 7.4% შეადგინა, იტალიაზე - 8.8%, ესპანეთზე - 9.3%, ხოლო გერმანიაზე - 9.3%. ყველაზე მაღალი ეფექტური სატარიფო განაკვეთი სლოვენიას (10%), ავსტრიასა (9.5%) და პორტუგალიას (9.4%) დაუფიქსირდათ.როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ტარიფები წლის განმავლობაში ეტაპობრივად იცვლებოდა. 4 აპრილამდე ისინი იბეგრებოდნენ ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის სტანდარტული განაკვეთით (MFN), რაც ლიტრზე დაახლოებით 6.3 ცენტს შეადგენდა. 5 აპრილიდან 7 აგვისტომდე ტარიფს დაემატა 10%-იანი IEEPA ბაზისი, ხოლო 8 აგვისტოდან შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და განაკვეთმა MFN-ს პლუს 15% შეადგინა.რაც შეეხება საქართველოს უშუალო მეზობლებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, სომხური ღვინის იმპორტზე ეფექტურმა ტარიფმა 6.7% შეადგინა, ხოლო მოლდოვა მნიშვნელოვნად დაბალი - 3.7%-იანი ნიშნულით სარგებლობდა.სატარიფო რეიტინგში ყველაზე შეღავათიანი პირობებით მექსიკა (0.0%) და კანადა (0.3%) ფიქსირდებიან, რაც მათსა და აშშ-ს შორის არსებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგია. საპირისპიროდ, ახალი ზელანდიიდან შეტანილი პროდუქცია 9.4%-ით დაიბეგრა, ხოლო ავსტრალიისა და ჩილეს მაჩვენებლებმა თანაბარი, 5.5% შეადგინა.
1782726433
ფრანგული საბაჟოს (DGDDI) მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიშიდან, რომელსაც ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) აქვეყნებს, ვიგებთ, რომ საქართველოში ელზასური თეთრი ღვინის იმპორტის ღირებულება 2024 წლის €0.02 მლნ-დან 2025 წელს €0.04 მლნ-მდე გაიზარდა.საერთო ჯამში, ელზასური ღვინოების ტრადიციული საექსპორტო მოწინავე პოზიციებს კარგავენ, რაც გლობალური კლების მთავარი მიზეზია.უმსხვილეს ბაზრებზე მნიშვნელოვანი დანაკარგები დაფიქსირდა, კერძოდ: კანადაში ექსპორტი 11.2%-ით შემცირდა, აშშ-ში - 4%-ით, ხოლო ჩინეთში - 12.6%-ით.ტრადიციულ ბაზრებზე მიღებული ეს ზარალი მხოლოდ ნაწილობრივ დააბალანსა ისეთ ქვეყნებში დაფიქსირებულმა მატებამ, როგორებიცაა იაპონია (+8.5%) და სამხრეთ კორეა (+20.5%).AAWE-ის ანგარიშის თანახმად, ახალი და განვითარებადი ბაზრები, მიუხედავად მაღალი პროცენტული ზრდისა, ჯერ კიდევ საკმაოდ მცირეა საიმისოდ, რომ წამყვანი ქვეყნების ვარდნით გამოწვეული დანაკარგები სრულად აანაზღაუროს.
1782285320
აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.
1781264147
გასულ წელს პოლონეთის ბაზარზე საქართველოდან $18.03 მლნ-ის ღირებულების 6.6 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. რეიტინგის მიხედვით, ქართული ღვინის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე $2.73-ს შეადგენს, რაც აღემატება ისეთი მსხვილი ექსპორტიორების მაჩვენებელს, როგორიცაა გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი და ჩილე.პოლონეთის ღვინის ბაზარზე აბსოლუტურ ლიდერობას ინარჩუნებს იტალია, რომელზეც მთლიანი იმპორტის ღირებულების 31% ($139.15 მლნ) და მოცულობის 25% (36.55 მლნ ლიტრი) მოდის. იტალიურ ღვინოზე საშუალო ფასი ლიტრზე $3.81-ია.კვლევის მიხედვით, პოლონეთის უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეული ასე გამოიყურება: იტალია - $139.15 მლნ (36.55 მლნ ლ, ფასი: $3.81/ლ) საფრანგეთი - $58.41 მლნ (12.63 მლნ ლ, ფასი: $4.62/ლ) გერმანია - $57.19 მლნ (21.86 მლნ ლ, ფასი: $2.62/ლ) პორტუგალია - $45.12 მლნ (17.05 მლნ ლ, ფასი: $2.65/ლ) ესპანეთი - $41.32 მლნ (19.39 მლნ ლ, ფასი: $2.13/ლ) აღსანიშნავია, რომ TOP-5 ექსპორტიორს შორის ყველაზე მაღალი საფასო კატეგორია საფრანგეთის პროდუქციას აქვს ($4.62/ლ), ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი ესპანური ღვინოა ($2.13/ლ). რეიტინგში საქართველოს უშუალო მეზობლები არიან აშშ (მე-6 ადგილი, 26.27 მლნ დოლარი), ჩილე (მე-7 ადგილი, $19.37 მლნ) და მოლდოვა, რომელიც მეცხრე პოზიციას $7.54 მლნ-ით იკავებს.ჯამურად, პოლონეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ღვინის საშუალო შეწონილი ფასი ლიტრზე $3.08-ს შეადგენს.
1781162821
მიღებული კანონის პროექტის თანახმად, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება.საკანონმდებლო ცვლილებით, ტერმინი „სახლის ღვინო“ ჩანაცვლდება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“. აღნიშნული სტატუსი ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე.კანონპროექტით სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს.ამასთან, ახალი რეგულაციით, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება. აღნიშნული ვალდებულება არ გავრცელდება მხოლოდ „ბუნებრივ ღვინოზე“.
1781079975
საანგარიშო პერიოდში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 6.6%-ით ($11.98 მლნ-ით) შემცირდა. მიუხედავად ამისა, ოკუპანტი სახელმწიფო კვლავ რჩება საქართველოს უალტერნატივო პირველ ბაზრად $170.67 მლნ-ით, რაც მთლიანი საექსპორტო შემოსავლების 63.7%-ს შეადგენს.რუსეთის პარალელურად, მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა აშშ-ის (-17.4%), ყაზახეთისა (-10.4%) და დიდი ბრიტანეთის (-7.6%) ბაზრებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტის ღირებულება $7.15 მლნ-დან $5.9 მლნ-მდე შემცირდა, რის გამოც მან რეიტინგში მერვე ადგილზე გადაინაცვლა და გერმანიას ($5.94 მლნ, +1.1%) ჩამორჩა.ტრადიციული ბაზრების კლების ფონზე, საქართველომ ექსპორტის ზრდა დააფიქსირა ევროკავშირისა და აზიის რამდენიმე მიმართულებით.საექსპორტო პარტნიორების ათეულში პოზიციები გაიმყარეს პოლონეთმა ($16.98 მლნ, +2.3%), უკრაინამ ($13.39 მლნ, +7.5%) და ჩინეთმა ($9.83 მლნ, +6.1%). ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ბელარუსსა (19.7%) და ლატვიაში (16.5%).განსაკუთრებით მაღალი ზრდის დინამიკით, თუმცა შედარებით მცირე მოცულობებით, გამოირჩევიან საფრანგეთი (+63.1%), ნორვეგია (+66%), უზბეკეთი (+65.4%) და ბულგარეთი (+65.7%).საანგარიშო წელს ყველაზე მკვეთრი, 110.1%-იანი ზრდა ავსტრიის ბაზარზე დაფიქსირდა, სადაც საექსპორტო მაჩვენებელი $0.30 მლნ-მდე გაიზარდა.
1780552943
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს მოლდოვამ საქართველოში 9.55 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რითაც მოცულობის თვალსაზრისით მხოლოდ ბელარუსსა და რუმინეთს ჩამორჩება. თუმცა, საქართველო რეიტინგის პირველ ოცეულში გამოირჩევა ლიტრზე ყველაზე დაბალი ფასით - $0.57-ით 1 ლიტრზე, რაც მოლდოვის მსოფლიო საექსპორტო საშუალო ფასზე ($1.51) თითქმის სამჯერ ნაკლებია.საქართველოში ექსპორტირებული 9.55 მილიონი ლიტრი ღვინის საერთო ღირებულებამ $5.49 მლნ შეადგინა. ღირებულების მიხედვით, საქართველო რეიტინგში მე-6 ადგილზეა, თუმცა ლიტრზე $0.57-იანი ნიშნულით რეიტინგში ყველაზე იაფ ბაზარს წარმოადგენს.შედარებისთვის, რუმინეთი მოლდოვისთვის ყველაზე შემოსავლიანი პარტნიორია – 15.64 მილიონ ლიტრ მოლდოვურ ღვინოში $43.4 მლნ გადაიხადა და 1 ლიტრის საშუალო ფასი $2.78-ს შეადგენს. მოცულობით პირველ ადგილზე მყოფ ბელარუსზე კი მოლდოვის მთლიანი საექსპორტო რაოდენობის თითქმის მესამედი - 31.97 მილიონი ლიტრი მოდის, თუმცა იქ ლიტრის ფასი დაბალია და $0.78-ს შეადგენს (ჯამური ღირებულება $25.05 მლნ).მოცულობითა და ღირებულებით სხვა მოწინავე პოზიციებზე არიან პოლონეთი (3.99 მლნ ლიტრი, $1.91/1ლ) და ჩეხეთი (4.49 მლნ ლიტრი, $1.67/1ლ). კვლევის მიხედვით, მოლდოვურ ღვინოში ლიტრზე ყველაზე მაღალ ფასს იაპონია ($3.17), ჩინეთი ($2.98), ნიგერია ($2.8) და რუმინეთი ($2.78) იხდიან.საერთო ჯამში, 2025 წელს მოლდოვამ მსოფლიო ბაზარზე $148.73 მლნ-ის ღირებულების 98.38 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც გლობალურად ლიტრზე საშუალოდ $1.51-ს უდრის. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველო მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობრივი ბაზარია, თუმცა დაბალფასიან სეგმენტს მიეკუთვნება.
1780388878
ერთდღიანი ვიზიტების კლება დაკავშირებულია მეზობელი ქვეყნებიდან ნაკადების შესუსტებასთან. მოკლევადიანი ვიზიტები ძირითადად სწორედ ამ ქვეყნებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტები თურქეთიდან და რუსეთიდან გაიზარდა, ნაკადები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდა 11.2%-ით და 8.1%-ით, შესაბამისად, რამაც განაპირობა ერთდღიან ვიზიტებში ცვლილება.საინვესტიციო კომპანიის მიმოხილვის თანახმად, 1Q26-ში, თურქეთი გახდა საერთაშორისო ვიზიტების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, ვიზიტების 20.4% შეადგინა და გაუსწრო რუსეთს. რუსეთი 19.7%-ით მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო სომხეთი 13.7%-ით მესამე ადგილს იკავებს.წლიური ზრდის დინამიკა ძირითადი ბაზრებისთვის განსხვავდებოდა. თურქეთიდან და რუსეთიდან ვიზიტები შესაბამისად 6%-ით და 5%-ით გაიზარდა. მაშინ, როცა ისრაელიდან ვიზიტები 17.5%-ით დაეცა, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ეფექტს ასახავს. მიუხედავად ამისა, ისრაელი მეოთხე უმსხვილეს ბაზრად რჩება.საერთაშორისო ვიზიტებიმიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ევროპული ქვეყნები საქართველოს მეზობლებს ჩამოუვარდებიან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივად საერთო ვიზიტების 8.2% შეადგინა და გაუსწრო ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ისრაელი და აზერბაიჯანი.აღნიშნული ბაზრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები იყვნენ გერმანია (15%), პოლონეთი (14%) და გაერთიანებული სამეფო (10%). ამასთანავე, ყველა ძირითადი ევროპული ბაზრიდან ვიზიტებმა ზრდა განაგრძო 1Q26-შიც, რაც აღნიშნულ ბაზრებზე საქართველოს მზარდ პოპულარობაზე მიანიშნებს.თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები დაფიქსირდა უკრაინიდან (+24%) და ჩინეთიდან (+47%). თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდა ვიზიტები ინდოეთიდან (-30%), რაც კავშირშია ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, შეჩერებულ პირდაპირ რეისებთან.საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებისაერთაშორისო ვიზიტებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1Q26-ში $830 მლნ შეადგინა, რაც 0.5%-იანი ზრდაა წლიურ ჭრილში.ტურისტული შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზარი ტურისტული ნაკადებით მე-4 ადგილს იკავებს. რაც ნიშნავს რომ ვიზიტორები ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან საშუალოდ მეტს ხარჯავენ სხვა ძირითად ბაზრებთან შედარებით.მიუხედავად იმისა, რომ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ვიზიტორთა ნაკადები, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე ძირითადი ზეწოლა რუსეთმა და ისრაელმა გამოიწვია (-12% და -13% კლება შესაბამისად).შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს, თურქეთისა და უკრაინის ბაზრებიდან, რამაც დააბალანსა ზემოთ ხსენებული ნეგატიური დინამიკა და მთლიანი საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მცირედი ზრდა უზრუნველყო.ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული ბაზრები ტურისტული შემოსავლის თვალსაზრისით კვლავ მნიშვნელოვნად რჩება. ვიზიტორთა ნაკადების შესუსტების მიუხედავად, ტურისტულ შემოსავლებში წილით ისრაელი მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს და მესამე ადგილს იკავებს. რაც შეეხება საუდის არაბეთს, მან ყველაზე დიდი წლიური ზრდა დააფიქსირა (+48%).სასტუმროები საქართველოში1Q26-ში, წლიურად, დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა 6 პ.პ.-ით და 51% შეადგინა. ზრდა ყველაზე შესამჩნევი იყო იანვარში, თებერვალლისა და მარტისგან განსხვავებით.სასტუმროების დატვირთულობის პოზიტიური დინამიკა თანხვედრაშია ტურისტული ვიზიტების ზრდასთან. თუმცა თებერვლისა და მარტის მონაცემები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეულ შოკს ასახავს.ამასთან, დიდ ბრენდულ სასტუმროებში ნომრების საშუალო ღირებულებაც გაიზარდა. 1Q26-ში ტარიფმა $129-ს მიაღწია, რაც წლიურად 10%-იან ზრდას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში სტაბილურად მზარდი ტარიფები დაფიქსირდა.
1779959238
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარ...
1783066586
ბრიტანული Ashmore Group საქართველოში კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებ...
1783502030
მტკივნეული იქნება თუ არა ღვინისთვის ახალი რეგულაცია?
1784104608
BSEC-ის საბანკო-საფინანსო ჯგუფის ხელმძღვანელად საქართველო აირჩიეს
1783065044
ქართულმა კომპანიებმა ლონდონის ბირჟაზე სოლიდური შედეგი დადეს
1783331295
