GE EN
პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" „ოცნებას“ ცხინვალის რეგიონის ანექსიის ხელშეწყ...

პარტიის განმარტებით, ანექსიის პროცესი უკიდურესად საშიშ ფაზაში გადავიდა, რაც მოსკოვის მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი სამართლებრივი ნაბიჯებით დასტურდება.პარტიის შეშფოთება მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ ვლადიმერ პუტინის ინიციირებული იმ ფედერალური კანონის რატიფიცირებას, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას“ ითვალისწინებს."საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის რიტორიკა 2008 წლის ომში საქართველოს „დამნაშავედ“ წარმოჩენისა და ბოდიშის მოხდის შესახებ, საეჭვო კავშირშია კრემლის ანექსიურ გეგმებთან.გარდა ამისა, პარტია ყურადღებას ამახვილებს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გამო. მათი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივებით განიხილავს.პარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ მოახდინოს საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაცია და გამოიყენოს ყველა არსებული დიპლომატიური ფორმატი ანექსიის პროცესის შესაჩერებლად.

1778733420

საქართველო სამხედრო გაწვევის წესს ამკაცრებს: უწყება ჩაბარებულად SMS-ით...

თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს გაწვევის პროცესის გამარტივებასა და თავის არიდების მექანიზმების აღმოფხვრას, მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 10 წინააღმდეგი წავიდა.მიღებული ცვლილებების თანახმად, სამხედრო უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს მასზე ხელი ფიზიკურად არ მოუწერია. კანონი განსაზღვრავს შეტყობინების გაგზავნის თანმიმდევრულ ეტაპებს. პირველ ეტაპზე ნარჩუნდება დოკუმენტის პირადად გადაცემის წესი, თუმცა, თუ პირი ხელმოწერაზე უარს იტყვის, უწყება მაინც ჩაბარებულად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შესაბამისი აქტის საფუძველზე.მთავარ სიახლეს წარმოადგენს ტექნიკური საშუალებებით - მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები. იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელი ორ სამუშაო დღეში არ დაადასტურებს ციფრული შეტყობინების მიღებას (უკუკავშირი), სახელმწიფო ავტომატურად გადადის „საჯარო გამოქვეყნების“ ეტაპზე.კერძოდ, სამხედრო აღრიცხვის ორგანო ინფორმაციას უწყების შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. კანონის თანახმად, გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს უწყება ავტომატურად მიიჩნევა ჩაბარებულად, მიუხედავად იმისა, ნახა თუ არა ის ადრესატმა. ამ მომენტიდან პირს ათვლილი აქვს 10-დღიანი ვადა სამხედრო კომისარიატში გამოსაცხადებლად. გარდა ამისა, მთავრობას მიენიჭა უფლება განსაზღვროს ოჯახის წევრთა წრე, რომელთათვის უწყების გადაცემა ასევე კანონიერად ჩაითვლება.რეფორმა ასევე ეხება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს. მოქმედი რედაქციით, კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში პირი რეზერვში ირიცხებოდა, თუ მას 12 თვე ჰქონდა ნამსახურები. ახალი ცვლილებით კი, ნებისმიერი პირი, რომელიც საკუთარი ინიციატივით ან დარღვევით შეწყვეტს პროფესიულ კონტრაქტს, ავტომატურად გადაყვანილი იქნება 8-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში, თუ მას არ გააჩნია გათავისუფლების კანონიერი საფუძველი ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა.სახელმწიფო აღნიშნული ცვლილებით ერთგვარ „წამახალისებელ“ მექანიზმსაც სთავაზობს სამხედროებს: პროფესიული კონტრაქტის დარღვევისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმა პირს 8 თვით გადაუვადდება, ხოლო სავალდებულო სამსახურის წარმატებით დასრულების შემდეგ, ეს ფინანსური ვალდებულება სრულად ანულირდება.აღნიშნული რეფორმა საქართველოში მიმდინარე თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და რეზერვისტთა რაოდენობის ოპტიმიზაციაა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი შესაძლოა ადამიანის უფლებების კუთხით კითხვებს აჩენდეს, თუმცა თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია სისტემის ეფექტურობისთვის.

1778669556

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 კორუმპირებული დააკავა

პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - ერთი მოქალაქე.„გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ, შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.მივმართავთ ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება - მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახური და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოები, განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში კორუფციული ფაქტების ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით!“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

1778662493

სომხეთი და თურქეთი პირდაპირ ვაჭრობას იწყებენ

მისი თქმით, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მიღებული ზომების ფარგლებში, რაც 2022 წლიდან გრძელდება, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დასაწყებად მზადება, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, დასრულებულია.კეჩელმა აღნიშნა, რომ სომხეთთან საზღვრის გასახსნელად აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები გრძელდება. 

1778657124

მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ სამმართველოს გია კობაჩიშვილი უხელმძღვანელე...

სამუშაო შეხვედრაზე ლევან ხარაბაძემ ახალ ხელმძღვანელს ნდობა გამოუცხადა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა გია კობაჩიშვილის კვალიფიკაციასა და პროფესიულ გამოცდილებას. აღინიშნა, რომ მისი ხედვები და მიდგომები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას.თავის მხრივ, რეგიონალური სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამსახურის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის.

1778499027

მერებისა და მინისტრების მოადგილეებზე პრემიებისა და ფულადი ჯილდოების გა...

კანონპროექტის თანახმად, მატერიალური წახალისების უფლება მიენიჭებათ: მინისტრების მოადგილეებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის ხელმძღვანელების მოადგილეებს სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებს მერების მოადგილეებს კანონის მოქმედი რედაქციით, აღნიშნული პირებისთვის სახელფასო დანამატისა და ჯილდოს გაცემა აკრძალულია. ახალი ინიციატივით კი, სახელფასო დანამატი გაიცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს, დამატებითი ფუნქციების შესრულების, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობის ან ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ გარემოში საქმიანობისათვის.რაც შეეხება ფულად ჯილდოს, მისი გაცემა შესაძლებელი გახდება ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულების შემთხვევაში.როგორც დანამატის, ისე ჯილდოს გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ზემდგომი თანამდებობის პირი მიიღებს, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოადგილეებზე პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი მოდის, მათი მატერიალური სტიმულირება კი ხელს შეუწყობს უწყებათა საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.

1778496243

დიპლომატიური კადრების მოსამზადებლად სახელმწიფო აკადემია იქმნება

მთავრობის მეთაურის განმარტებით, გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების სათანადო დონეზე გადაცემას.ძირითადი დეტალები: სტატუსი და დაქვემდებარება: დიპლომატიის აკადემია იქნება უწყებრივი დაქვემდებარების სასწავლებელი. პრემიერმა მაგალითად მოიყვანა თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების აკადემიები, რომლებიც ანალოგიური მოდელით ფუნქციონირებენ. მიზანი: დაწესებულების მთავარი ამოცანა დიპლომატიური სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებაა. ვადები: აკადემია ფუნქციონირებას მომავალი წლიდან, ავტორიზაციის პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყებს. „უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას მაღალი სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფაში“, - განაცხადა კობახიძემ და პროექტის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.ეს ნაბიჯი მმართველი გუნდის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კიდევ ერთი მცდელობაა, რაც მიზნად ისახავს პროფესიული კადრების მომზადების ცენტრალიზებას კონკრეტული სახელმწიფო უწყებების საჭიროებებზე მორგებით.

1778238509

TI: სამართალდამცავთა კოორდინაციისთვის მინისტრის პოსტის შექმნა კონსტიტუ...

TI-ის შეფასებით, ცვლილებები აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალ რისკს და კითხვებს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ინიციირებული და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება, კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოა. მეტიც, იგი არსებითად ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.კანონში განცხადებულია, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. მისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. სახელმწიფო მინისტრი უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება.ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე 2026 წლის 30 აპრილს მთავრობამ გამოსცა დადგენილება N175, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები დაადგინა.კერძოდ, დადგენილების თანახმად, თანამდებობა შექმნილია შემდეგი მიზნებით: სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობა; ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვა; მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება; “კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში”, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაცია/კომუნიკაცია.იმავე დადგენილების თანახმად, სახელმწიფო მინისტრი, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: - ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას; კოორდინაციას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით. საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.დანაშაულთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მაკოორდინირებელი ორგანო საქართველოში უკვე არსებობს: - ეს არის საქართველოს პროკურატურა. “„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, დანაშაულის პრევენციის, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით კოორდინაციას უწევს საქართველოს პროკურატურა.“პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ზემოთ მითითებული დებულებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მთავრობის ინიციატივით შექმნილი ახალი სახელმწიფო უწყება ნაწილობრივ იმ ფუნქციების დუბლირებას განახორციელებს, რომლებიც პროკურატურას გააჩნია.შესაბამისად, საქართველოში დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაშია ჩვეულებრივ კანონზე უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ორგანული კანონის დებულებებთან.საკანონმდებლო ცვლილებები სხვა მხრივაც არის წინააღმდეგობაში კანონიერების პრინციპთან - უწყებები, რომელთა “საერთო კოორდინაციისა” და “უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის” მიზნით შეიქმნა ახალი სახელმწიფო უწყება, მოქმედი კანონმდებლობით სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ:შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანებია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა; ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.“, - ვკითხულობთ შეფასებაში.მიმოხილვა სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ

1778226475

პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს „პოლიტიკურ შურისძიებასა“ და შიდა საქმეებშ...

ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაშორდა თავის ფუძემდებლურ პრინციპებს და გადავიდა „პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციებისა და ეკონომიკური შურისძიების მუქარების“ რეჟიმში.პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ვერ იაზრებს შუმანის დეკლარაციის არსს და ნაცვლად მშვიდობისა, ხელს უწყობს რადიკალიზმსა და საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ „რეჟიმის ცვლილების“ გეგმებს.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის დღის გამიჯვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისგან (9 მაისი) მიუღებელია, რადგან ეს უგულებელყოფს მეორე მსოფლიო ომში ქართველი ხალხის მიერ გაღებულ უდიდეს მსხვერპლს.წერილში სპიკერმა ასევე ყურადღება გაამახვილა იდეოლოგიურ კონფლიქტზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს თავს მოახვიოს ქვეყანას „ცხოვრების ტრადიციულ წესთან და ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელი იდეოლოგიები“.მისი თქმით, ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის „ერთპიროვნულ ბატონობას“ საქართველოზე, არამედ უნდა ეფუძნებოდეს თანასწორუფლებიანობასა და ეროვნული დამოუკიდებლობის პატივისცემას.პაპუაშვილმა დაიცვა თბილისის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩაუბმელობის შესახებ და აღნიშნა, რომ სანქციების დაწესების მოწოდებები, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, საქართველოს ეკონომიკურ ნგრევას გამოიწვევდა. დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ევროკავშირს, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და გადახედოს „მავნე პოლიტიკას“, რათა გზა გაეხსნას ნამდვილ დიალოგს.

1778223873

ევროპის საბჭო რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ - ფარგლებში იქნა მიღებული. დოკუმენტში ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.მინისტრთა კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.გადაწყვეტილებაში წევრი ქვეყნები იხსენებენ 2023 წლის მაისის რეიკიავიკის ისტორიულ სამიტს და მოუწოდებენ რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ. აღნიშნული რეზოლუცია ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერის მორიგი სამართლებრივი დასტურია.

1778135661