GE EN
სხვა სიახლეები
„მშობლების მარში“ 11 მაისს წერეთლის გამზირიდან ევროპის მარშს შეუერთდებ...

"11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!#არარუსულკანონს !#კიევროპას !19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.#შინევროპისკენ#არარუსეთს#არარუსულრეჟიმს" - წერია განცხადებაში.პარალელურად აქციის მონაწილეები სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან: მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და 300 არაგველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მოედანზე წავლენ.მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან."სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - აცხადებენ ორგანიზატორები.

1715165550

მარტში საკრედიტო აქტივობა ბიზნესის მიმართულებით უფრო მზარდი იყო

„მართალია ჯერჯერობით აპრილის მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ლარის ბოლოდროინდელი სტაბილურობა სავალუტო რეზერვების გაყიდვის შედეგი არაა. ამ მხრივ არგუმენტია, რომ როგორც წესი, ინტერვენციები გაცვლითი კურსის ზედმეტი მერყეობის შერბილებას ემსახურება და არა მისი მიმართულების განსაზღვრას. უფრო მეტიც, თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში მიგრაციის ეფექტისა და ასევე ტრადიციული ტურიზმის საკმაოდ ძლიერი ზრდა დაფიქსირდა. ასევე, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, არ ჩანს დეპოზიტების ლარიდან ვალუტაში გადადინების რამდენადმე მაინც გამოკვეთილი ტენდენცია, რაც ხშირად, ე.წ. სენტიმენტების გაუარესებისას, თვალსაჩინოა ხოლმე. ამავდროულად, აპრილში მცირედით იკლო ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილმა.ამ ეტაპზე, სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა ბოლოდროინდელ მოლოდინებთან შესაბამისობაშია. კერძოდ, მარტის საკრედიტო აქტივობა უფრო მაღალი ბიზნეს მიმართულებით იყო. ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებლები, თუმცა, მთლიანობაში ყოველთვიური დინამიკა 3%-იან სამიზნესთან ახლოა, წლიური ინფლაცია კი აპრილის მდგომარეობით 1.5%-ს შეადგენს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი. 

1715161201

პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ აგენტების კანონს პარლამენტი მესამე მ...

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კანონი ქართველი ხალხის ინტერესშია და საზოგადოება მას მხარს უჭერს."რამდენიმესაათიანი განხილვები იყო როგორც კომიტეტზე, ისე პლენარული სხდომის დროს. ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში შემოსულიყვნენ. ჩანს, რომ არგუმენტი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, პარლამენტს არ აქვს რაიმე მიზეზი, რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოთ ეს კანონი. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, მიიღოს კანონი ქართველი ხალხის სახელით და ზუსტად ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და მიიღებს", – თქვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს, ევროპარლამენტარების ნაწილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს ღია წერილით მიმართეს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდეს. წერილში, ხელს 31 ევროპარლამენტარი აწერს. ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ქმედებები ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯს ეწინააღმდეგება და ამის იგნორირება აღარ შეიძლება. აღნიშნულის საპასუხოდ 11 მაისს 19:00 საათზე თბილისში ევროპის მარში გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.1–ელ მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მეორე მოსმენაზეც 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

1715160761

ჟურნალი „Wine Enthusiast“: „საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზი...

„საფერავი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე,  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეული აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს... როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ  მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამდროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.2024 წელს, „Wine Enthusiast“  ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო-მარკეტინგული ხასიათის კამპანიას როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ-გამოცემებში გააგრძელებს. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა; დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN,  The Wall Street Journal,  Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).

1715158667

კულტურის სამინისტრო ჟურნალ „არილის“ დაფინანსებას საიუბილეო 30-ე წელს წ...

"არილის" განცხადებაში ვკითხულობთ:"როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით - „არილის“ საიუბილეო, 30-ე წელს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. „არილმა“ მხარი დაუჭირა რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას.„არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის. არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების მანძილზე "არილში" გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო, კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან. იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმავლობაში. ამიტომ, ცხადია, "არილი" ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა. "არილის" არსებობას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება.მივმართავთ ჩვენს მკითხველებს, ავტორებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, საგამომცემლო სახლებსა და შესაბამის ფონდებს, იქნებ ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ერთად იდეა - „არილი“. ამის პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა, როცა „არილის“ მკითხველებმა და გულშემატკივრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჟურნალის გადარჩენაში.„არილი“ ათწლეულების ტრადიციაა, რომელიც თავისუფლების, მომავალზე ზრუნვის, წარსულის გააზრებისა და შემოქმედებითი ძალისხმევების სივრცედ ჩამოყალიბდა. „არილის“ იდეა ამ მცდელობებში იწრთობოდა წლების მანძილზე, ეს გზა გამოიარეს მისმა ერთგულმა ავტორებმა და მკითხველებმა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ეს იდეა დღემდე არსებობს და სულ უფრო და უფრო მწიფდება!“. "არილის" დახურვას ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: "არილი" დახურეს! და კიდევ იკითხავთ რომ ქვეყანა უმძიმეს კრიზისში არაა შესული?! "რუსული კანონი", ოფშორები, საყდრისი, გავრილოვი ოკუპირებული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ხელოვნურად გახლეჩილი მოსახლეობა და სრული მონოპოლიის დამყარების მცდელობა მედიასა და საზოგადოებაზე, რომ გვერდზე გადავდოთ, დანარჩენთან ერთად, "არილის" დახურვა-დაფინანსების შეწყვეტაც საკმარისი მაგალითია, რომ მმართველი ძალის დესტრუქციული პოლიტიკა ამხილო, როცა ისედაც თითზე ჩამოსათვლელ ინტელექტუალურ რესურსებს ასე ღიად უპირისპირდება, დაუფარავად ებრძვის საზოგადოების განათლებას, განვითარებას და შემეცნების ამაღლებას.საქართველოს დიდი დაბნელებისკენ იდგმევა ნაბიჯები და ვისაც ძალა შეგვწევს, ვისაც გული მართლა შეგვტკივა ქვეყნის მომავალზე, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ! ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ იაზრებს ამას, მით უფრო მათ, ვინც იაზრებს, ჩვენი ინტელექტუალური ძალა, ფიზიკური ენერგია ქვეყნის გადარჩენას უნდა მოვახმაროთ! "არილზეც" ისევ ჩვენ, საზოგადოება ვიზრუნებთ". - ნათქვამია ლევან სონღულაშვილის განცხადებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დავუკავშირდით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ "დასვენების დღეებია და პრეს–სამსახური არ მუშაობს". შესაბამისად, ჟურნალის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია ჩვენთვის უცნობია.  ცნობისთვის, „არილი” გახლავთ მწერალთა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ასოციაცია, რომელიც თავდაპირველად ყოველკვირეულ ლიტერატურულ გაზეთს გამოსცემდა, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, ყოველთვიურ ლიტერატურულ ჟურნალად ჩამოყალიბდა.“არილში” გამოქვეყნებულია ორიგინალური თუ თარგმნილი ნაწარმოებები, რომლებმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრეს უახლესი ქართული ლიტერატურის მიმართულება.2022 წელს "არილს" ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია „საბა“ გადაეცა.

1715156350

რუსთაველის თეატრში 9 მაისს ევროპის დღეს გალა კონცერტი მიეძღვნება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას, რომელსაც უმასპინძლებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საჯარო, კერძო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.გალა კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები საქართველოდან: ლიზა ბათიაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი გიგაშვილი, გორის გოგონათა კამერული გუნდი.

1715155469