თბილისი (GBC) - მშობლების მარში - 11 მაისს, 16:00 საათზე, მშობლები წერეთლის გამზირზე შეიკრიბებიან, საიდანაც აქციას შეუერთდებიან. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.
შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!
ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!
#არარუსულკანონს !
#კიევროპას !
19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.
#შინევროპისკენ
#არარუსეთს
#არარუსულრეჟიმს" - წერია განცხადებაში.

პარალელურად აქციის მონაწილეები სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან: მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და 300 არაგველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მოედანზე წავლენ.

მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

"სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - აცხადებენ ორგანიზატორები.