ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5703        EUR 2.962        GBP 3.2987        RUB 3.8165        UAH 0.9282        AZN 1.5164        AMD 5.3204      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გუდაურში ახალი საბაგიროების მშენებლობისთვის 75 მილიონიანი შესყიდვა გამოცხადდა
10 მაისი, 2018, 22:29
გუდაურში ახალი საბაგიროების მშენებლობისთვის 75 მილიონიანი შესყიდვა გამოცხადდა

თბილისი (GBC) - გუდაურში საბაგიროები იცვლება.

ამ მიზნით მთის კურორტების განვითარების კომპანია 75 მილიონიან შესყიდვას გეგმავს. სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის შესყიდვა გამარტივებული გზით მოხდება.

არსებული გეგმით,  მოხდება გუდაურში არსებული საბაგიროებიდან ,,პირველი" საბაგიროს და ,,სოლიკოს" დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობა, ასევე ,,კუდების" საბაგიროს რეკონსტრუქცია/დამოკლება და მის მიმდებარედ 3 ახალი საბაგიროს მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ   საბაგიროები ,,პირველი", ,,სოლიკო" და ,,კუდები" 1987 წელს დამონტაჟებული საბაგიროებია, რომელთა გამტარუნარიანობა დაბალია.

„2011-2012 -დან 2017-2018  წლების განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა გუდაურში 491 %-ით გაიზარდა, გასაკვირი აღარ არის, რომ ზემოთხსენებული საბაგიროების შესასვლელებთან ასეულობით მოსრიალეს უწევს დიდი ხნით რიგში დგომა, რაც იწვევს მათ უკმაყოფილებას. გუდაურში, მაღალი გამტარუნარიანობის (,,პირველი"-2800 კ/ს, ,,სოლიკო"-2800კ/ს და ,,კუდები"-2200 კ/ს) უახლესი საბაგიროებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, პირდაპირპროციულად აისახება სამთო-სათხილამურო კურორტზე არსებული სუბიექტების (ადგილობრივი მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ინვესტორები), შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" და მთლიანობაში, სახელმწიფოს შემოსავლებზე”, - ნათქვამია წარდგენილ დოკუმენტაციაში.

დაგეგმილი ღონისძიებები ეტაპობრივად 2018 წელს ჩატარდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები