თბიისი (GBC) - საპენსიო სააგენტო Bloomberg-ზე აღარ აქტიურობს.

გასული წლის ზაფხულიდან სავალუტო საინვესტიციო პორტფელი $60 მლნ-ით გაზრდილია და ამ დროისთვის $341 მილიონს შეადგენს. სააგენტო, ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე, 2022-ის გაზაფხულიდან ვაჭრობს.

სავალუტო დაბანდების ნახევარზე მეტი აქციებშია ინვესტირებული, ETF-ში, უცხოურ კორპორაციულ აქციების პაკეტში, რომელიც საფონდო ინდექსში შემავალი კომპანიის რეპლიკაციით დგება.

ამ დროისთვის სავალუტო დაბანდებაზე, სულ, მოდის 18.9%. მოქმედი კანონით 20%-მდეა გათვალისწინებული და როგორც ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გურგენიძემ განაცხადა, ლიმიტი, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგაც არ იცვლება.

მოქმედი, სამპაკეტიანი საპენსიო სქემით, დაბალრისკიან, კონსერვატიულ პაკეტში სავალუტოს წილი 20%-მდეა, საშუალორისკიან, დაბალანსებულ პაკეტში 40%-მდე  და მაღალრისკიანში 60%-მდე.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დამზოგველების 99% - 1 325 453 ბენეფიციარი კონსერვატიულ პაკეტს ფლობს. და მხოლოდ 1 % მოდის დაბალ და საშუალორისკიანზე. შესაბამისად, საპენსიო სქემის 4 835 და 5 141 მონაწილეზე.

ეკონომიკის სამინისტროს ახლად ინიცირებული ცვლილებებით, დეპოზიტებთან, ობლიგაციებთან და აქციებთან ერთად აქტიურდება აქტივის ახალი კლასი, "სხვა აქტივები", რომელიც  ინფრასტრუქტურულ პროექტებში საინვესტიციო დაბანდებებს მოიცავს.

ამ კატეგორიის აქტივის წილი დაბალრისკიან პაკეტში, საკანონმდებლო ცვლილებებით, 15%-ით განისაზღვრება ( არსებული კანონით 0%-ია). 5%-5% ემატება საშუალო და მაღალრისკიან პაკეტებს, შესაბამისად ლიმიტი 20% და 25%-მდე იზრდება. (წყარო: ბიზნესპარტნიორი)

ბლუმბერგის BMatch პლატფორმა 03/2020 -დან გაეშვა.  სებ-მა და ბანკებმა გატესტეს. იანვრიდან (2021) ბანკებს და მისოებს არასაფინანსო კომპანიებიც შეუერთდa.

Bmatch-ზე ვალუტით ვაჭრობს 14 კომერციული ბანკი, 5 მისო (მ.შ. კრისტალი, რიკო, ინტელექსპრესი, გიროკრედიტი, ემბისი), 5 არასაფინანსო კომპანია (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი, ჯიარსი, იმანი) და 3 ფონდი (საპენსიო სააგენტო, Eaton Vance, Artizan Partners). სების ვაჭრობს მხოლოდ კომერციულ ბანკებთან.