GE EN
სხვა სიახლეები
ანაკლიის პორტის ტენდერში წინადადების წარდგენის ვადა ამოიწურა

სატენდერო დოკუმენტაცია გამოცდილ, ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. "მნიშვნელოვანია, რომ  პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის  80%-ს ფლობენ. სატენდერო კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა.კომისიის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილი  იყო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.  პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნა. ოთხი კომპანიიდან, რომელთაც სატენდერო დოკუმენტაცია დაეგზავნათ, ტენდერში მონაწილეობა სამმა მიიღო,"-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინორმაციაში.სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოწვეულ პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ წინადადების წარმოდგენა, რომელიც შედგებოდა ტექნიკური და ფინანსური ნაწილებისაგან.  პროექტის სირთულისა და სპეციფიკაზე მითითებით პრეტენდენტების მიერ მოთხოვნილ იქნა სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივება, რომელიც გაგრძელებულ იქნა 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით. ორკონვერტიანი შესყიდვის პროცედურის თანახმად, 10 მაისის კომისიის სხდომაზე მხოლოდ ტექნიკური წინადადებების კონვერტი გაიხსნა. კომისია იმსჯელებს და განიხილავს წარმოდგენილ წინადადებებს და გამარჯვებულად გამოვლინდება ის პრეტენდენტი, რომლის წინადადებაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ჯამურად (ტექნიკური წინადადების ქულას პლუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლეს შეფასებას (ქულას) მიიღებს.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა საქართველოს მთავრობის და ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, შესაბამისად კომისია და შესაბამისი ჩართული უწყებები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დროულად მოხდეს პროექტის მშენებლობის დაწყება. დღეს დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარმოდგენის მიღება. საზღვაო სამუშაოების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელიც საჯაროდ გაიხსნა. უახლოეს პერიოდში კომისია კონსულტანტთან ერთად იმსჯელებს გამარჯვებულის გამოსავლენად“- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

1715359800

პაპუაშვილს როთის მასპინძლობა მაინც მოუწევს

მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარა, გააუქმეთ „უცხო აგენტების კანონპროექტი“, დაიწყეთ დეესკალაცია და მშვიდობიანი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან!ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ შევხვდებით. მალე.“ მხარდამჭერი ქვეყნების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების შემოთვლაზე, პარლამენტის თავმჯდომარის უარია. შალვა პაპუაშვილმა ვიზიტისთვის მომავალი კვირა არ ურჩია.როთის განცხადებას საზმაუ ავრცელებს , - "ვიზიარებ ქართველი ხალხის სურვილს, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების სამართლიანი შანსი, თუმცა ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, ეს არის გრძელი და რთული გზა"„ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ბრიუსელზე, ეს არის ასევე დამოკიდებული თქვენი მთავრობის ჩართულობასა და მზადყოფნაზე. უკვე აღვნიშნე 12 რეკომენდაციის შესრულების საჭიროება. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. მე უკვე ვახსენე, რომ დეოლიგარქიზაცია არის საკვანძო, კანონის უზენაესობის შესრულება, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვიზიტები ბრიუსელში ან ბერლინში ასევე ღირებულია. ჩემი საქმე არ არის, ჭკუა დავარიგო პოლიტიკოსებს ან სამოქალაქო საზოგადოებას. მე, უბრალოდ, მინდა, მოვუწოდო, რომ თბილისმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და ვფიქრობ, რომ ახლა არის სამუშაოს შესრულების დრო, 12 რეკომენდაცია არის მკაფიო. გზავნილი, რომელიც მე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისგან მივიღე არის შემდეგი – გთხოვთ, ქვეყანას მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს დაგვეხმარება, რომ მთელი პროცესი საქართველოში უფრო სანდო და თვალსაჩინო გახდესო. მე სრულად ვეთანხმები ამას. თუმცა, მე არ ვზივარ მძღოლის სავარძელში, ამ სავარძელში საქართველოს მთავრობა, ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურები სხედან. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათელია“, – როთის განცხადებით, „საქართველოს გარეშე ევროკავშირი არ არის სრულყოფილი“.„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან პოზიტიური მოვლენა მოხდა, აღმოსავლეთ ევროპა ევროკავშირში მრავალი პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ლიდერისთვის აღარ წარმოადგენს „უცნობ მიწას“. ეს არის ჩემი თვითკრიტიკა, რომლის გაზიარებაც თქვენთან მინდა. მე ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული აქ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაციით, თუმცა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ეს რეგიონი იყო საკმაოდ შორს ევროპის გულისგან და ეს არ არის სიმართლე. არა იმიტომ, რომ თქვენი პოლიტიკოსები იყვნენ ძალიან პროგრესულები, არა, ეს იმიტომ, რომ თქვენი მოქალაქეები იყვნენ პროგრესულები, ისინი სათქმელს ამბობდნენ, ისინი კარგ და ცუდ დროს გამოხატავენ ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო მოლოდინს, ეს არის ჩემთვის ვალდებულება, რომ შევასრულო მოლოდინები და გამოვიყენო ევროპის გაერთიანების შანსი. საქართველოს გარეშე კი ევროკავშირი არ არის სრულყოფილი, თუმცა ჩვენ ისევ მოთმინება უნდა ვიქონიოთ. ომის პირობებში არ არის მარტივი ყველა კრიტერიუმის, ყველა პირობის შესრულება. ადამიანები, რომლებიც თქვენს ქვეყანაში დემონსტრაციებს მართავენ ქუჩებში, ესწრებიან აქციებს ევროპული ღირებულებებისთვის, არ არიან კრიმინალები და ისინი არ უნდა იყვნენ კრიმინალიზებული. თუ ისინი კანონის სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ, არ მესმის, რატომ უნდა იტანჯებოდნენ ციხეებში. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტებმა თქვენს ქვეყანაში გააძლიერონ კანონის უზენაესობის წამყვანი პრინციპი, ეს ნიშნავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ცოცხალ და ხელშესახებ დემოკრატიულ კულტურას“.

1715355240

NB8 ქვეყანა იმედოვნებს, რომ "რუსულ"კანონს გაიწვევენ

ერთობლივი განცხადებით გამოხატავენ მხარდაჭერას, - “ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან", - განცხადებაში შეშფოთებაა გამოთქმული, სტატუსმინიჭებული კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლების შეცვლილ ტრაექტორიაზე, რომელიც  აცდენილია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე მისასვლელ გზას. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყენონ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად. ხელისუფლების მტკიცება, თითქოს ქართული კანონპროექტი მსგავსია EU-ში მიღებული კანონებისა, უსაფუძვლო და შეცდომაში შემყვანია. მოვუწოდებთ, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადაიფიქროს კანონპროექტის მიღება.ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოს და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა სერიოზულ რისკს აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია.დიდი სურვილი გვაქვს, ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა წარმოქმნა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს", -  აღნიშნულია NB8-ის ქვეყნების მოწოდებაში.

1715351580

პაპუაშვილი შიშობს ევროპის ლიდერები ჭყლეტაში არ მოყვნენ

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების, რომლებმაც გამოთქვეს ვიზიტის, ასევე მასთან შეხვედრის სურვილი  უარით გაისტუმრა, რადგან სტუმრობისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამასთან აღნიშნა, რომ "ვიზიტორებმა" მისი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. ვინაიდან 13-14 მაისს, ორშაბათს და სამშაბათს იქნება კანონპროექტის მე-3 მოსმენა, მაინცდამაინც კარგი დრო არ არის, საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, განხილვების შემდეგ ყოფილიყო. მზად ვართ, ნებისმიერი განხილვისთვის და ვაფასებთ, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ და აპირებენ ჩამოსვლას, იქიდან გამომდინარე, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება ძალადობრივი ქმედებების გეგმები, მათი ვიზიტი შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენოს, როგორც წამახალისებელი რადიკალური ქმედებებისთვის. ამიტომ, მათ ვუთხარი, ესეც მხედველობაში მიიღონ, რადგან ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შესაძლოა, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე. მე ვერ შევხვდები, რადგან ორშაბათი-სამშაბათი არის საკითხების განხილვა. მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვისთვისაც, თუ ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. სამწუხაროდ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

1715351400

„ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მრავალი ქვეყნის 500-ზე მეტმა ფოტოგრაფმა მიიღო და ჯამში 800-მდე  ფოტო პროექტია წარდგენილი. 14 მაისს 20:00 საათზე, ტეს-ში (დოდო აბაშიძის #10), გაიმართება ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია. დასახელდებიან 2024 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეულ და ადგილობრივ გამოფენებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს. ინფორმაცია გამოფენების, ლექციებისა და ვორქშოფების შესახებ იხილეთ www.kolga.ge-ზე.ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე.ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ტრადიციულად, უკვე 20 წელია, თბილისი ფოტო კვირეულის წარმდგენია თიბისი. 

1715341551

TAV Holding-მა თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან 115 მლნ ევროს შემოსა...

TAV Holding-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი თურქეთის აეროპორტებზე მოდის, შემდეგ მას მოჰყვება ყაზახეთის, საქართველოს, საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ხორვატიის აეროპორტები.ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან TAV Holding-მა 115.2 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 17.2 მილიონი ევროთი, ანუ 18%-ით მეტი იყო. მათ შორის თბილისში ზრდა 17%, ხოლო ბათუმში ზრდა 20%-ს შეადგენდა.TAV Holding-ის მონაცემებით, თბილისის აეროპორტის შემოსავალი 93.3 მილიონი ევრო (ზრდა 17%), ხოლო ბათუმის აეროპორტის შემოსავალი 21.9 მილიონი ევრო იყო (ზრდა 20%).TAV Holding-ის შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:თურქეთი - 512 მლნ ევრო;ყაზახეთი - 414 მლნ ევრო;საქართველო - 115 მლნ ევრო;მაკედონია - 50 მლნ ევრო;ტუნისი - 41 მლნ ევრო;ხორვატია - 33 მლნ ევრო;ომანი - 27 მლნ ევრო;ლატვია - 26 მლნ ევრო;ესპანეთი - 18 მლნ ევრო;კატარი - 12 მლნ ევრო;საუდის არაბეთი - 11 მლნ ევრო;სხვა ქვეყნები - 50 მლნ ევრო. commersant

1715329885