GE EN
სხვა სიახლეები
DiGiTal MaRket-მა სებ-ის ლიცენზია მიიღო

კრიპტობაზრის პროვაიდერების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება.როგორც vasp-ში განაცხადეს, დაცულობასთან ერთად, ტრეიდერისთვის ლიცენზირებულ პროვაიდერთან ურთიერთობის უპირატესობაა დაბალი ტარიფები, გლობალურ ბირჟებთან შედარებით. ასევე ექვაირინგი, ადგილობრივი ბანკის მომსახურების განაკვეთი, 1.5 და 2-ჯერ ნაკლები შეიძლება იყოს გლობალური ფინანსური ინსტიტუტის პროცენტზე.ამასთან მენეჯმენტის ინფორმაციით სებ-ის სალიცენზიო მოთხოვნები სავსებით მისაღებია. რეგულატორი განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს.VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.

1714660800

გორგოძე: - საქართველოში ფინტექის განვითარებისთვის ყველა პირობაა

მისი თქმით, ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის სამი ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი: ადამიანური ტალანტი, კაპიტალი და შიდა ბაზარი.

1714660305

თურნავა - საქართველოს საბანკო სექტორი გაციფრულების და ფინტექებთან თანა...

მისივე  შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ლიდერია გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.მისი შეფასებით, საბანკო სექტორი იმდენად ძლიერია, რომ რეგიონშიც წარმოდგენილია. მაგ. თიბისი ბანკი უზბეკეთშია, საქართველოს ბანკმა ახლახან სომხეთში შევიდა (ამერია ბანკი შეიძინა). სექტორს საკმარისი კაპიტალიზაცოა, სოლიდური ლიკვიდურობის ბუფერები და მომგებიანობა გააჩნია.ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მომავალში ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამწევი ძალა იქნება და დარჩება ჩვენი საბანკო სექტორი",- განაცხადა ნათია თურნავამ.მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ფინანსური სექტორის წინაშე არის რიგი გამოწვევებიც, რაც მეტწილად გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას უკავშირდება.„ჩვენ კვლავაც უნდა გავაძლიეროთ ბუფერები. ჩვენი მხრივ, ვზრდით და ვახდენთ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას, მაგალითად, თუნდაც ოქროს სახით და ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეროვნული ბანკისთვის.  საფინანსო სექტორისთვის კი ეს არის მეტი კაპიტალიზაცია, მეტი დივერსიფიკაცია და რა თქმა უნდა, ამაში ბანკებს ვეხმარებით", - განაცხადა თურნავამ.

1714655314

ხელისუფლების ლიდერებმა აშშ-ის ელჩს მოლაპარაკებებზე უარი უთხრეს

ელჩი დანიგანის განცხადება:"მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს", - ნათქვამია განცხადებაში. 

1714654475

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ელევანდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმ...

ხელმოწერა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ელევანდს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას სამომავლო თანამშრომლობისათვის, რათა ჩამოაყალიბონ თანამშრომლობის საფუძველი  განვითარების მხარდასაჭერად, რამაც ხელი უნდა შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების ეფექტურ გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.აღიარებენ რა საქართველოს პოტენციალს შუა დერეფანში, მხარეები განიხილავენ ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოს, როგორც რეგიონული ფინტექ ჰაბის მხარდასაჭერად. სწორედ ამ მიზნით, ელევანდი თანახმაა მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.შეთანხმების მიხედვით, მხარეების გეგმავენ ერთობლივად მოაწყონ პირისპირ და ვირტუალური ფორმატის სემინარები და ტრენინგები, რომლებიც  საქართველოში არსებული და პერსპექტიული ფინტექ კომპანიების ცნობიერებისა  და ცოდნის გაზრდაზეა მიმართული.მემორანდუმის  მიხედვით, მხარეები იღებენ ვალდებულებას მოაწყონ მრგვალი მაგიდის დისკუსიები და ფორუმები, რომლებიც გააერთიანებს მარეგულირებლებს, პოლიტიკის შემქმნელებს, დარგის ლიდერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ფინტექის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, გამოწვევების მოსაგვარებლად და ფინტექის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს ხელშესაწყობად.ელევანდი სინგაპურის მონეტარული ორგანოს (Monetary Authority of Singapore) მიერ დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთავრობის, ბიზნესის, საგანმანათლებლო წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან ურთიერთობით ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას ნოვატორული ტექნოლოგიების, მათი გამოყენებისა და დანერგვის მიმართულებით.

1714654055

ComCom-მა „სილქნეტი" მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვი...

კერძოდ, 2024 წლის მარტში, ComCom-ში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რის შემდეგაც, კომისიამ აბონენტთან 24 საათიანი ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის შემოწმების ტესტი ჩაატარა. ტესტმა დაადგინა, რომ „სილქნეტის" მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება არ შეესაბამებოდა ოპერატორსა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.კერძოდ, საჩივრის დაფიქსირების შემდეგ ComCom-ის მიერ ჩატარებულმა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის 24 საათიანმა ტესტმა აჩვენა, რომ ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 152.9 მილიწამს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს

1714651854