სებ-ში რეგისტრაციაზე ზედამხედველის დასტური კიდევ ერთმა ციფრულმა საფულემ (VASP) მიიღო. ლიცენზირებულია დიჯიტალ მარკეტს სოლუშენი, რომელიც Bithold-ის ბრენდით გამოვა ბაზარზე.

კრიპტობაზრის პროვაიდერების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება.

როგორც vasp-ში განაცხადეს, დაცულობასთან ერთად, ტრეიდერისთვის ლიცენზირებულ პროვაიდერთან ურთიერთობის უპირატესობაა დაბალი ტარიფები, გლობალურ ბირჟებთან შედარებით. ასევე ექვაირინგი, ადგილობრივი ბანკის მომსახურების განაკვეთი, 1.5 და 2-ჯერ ნაკლები შეიძლება იყოს გლობალური ფინანსური ინსტიტუტის პროცენტზე.

ამასთან მენეჯმენტის ინფორმაციით სებ-ის სალიცენზიო მოთხოვნები სავსებით მისაღებია. რეგულატორი განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს.VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.

Bithold კლიენტის ვერიფიკაციისთვის (kyc - know you customer) გამოიყენებს https://sumsub.com. კრიპტო ტრანზაკციების და კრიპტო wallet სკრინინგისთვის https://www.chainalysis.com-ს.

vasp-ში განაცხადეს, რომ  დიჯიტალ მარკეტს კავშირი არ აქვს Binance-თან, აშშ-ს კრიპტობირჟასთან, სადაც მუშაობდა vasp-ის დამფუძნებელი. 

ციფრული საფულის (VASP (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი) სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. 

ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მსურველი 35-ზე მეტი ციფრული საფულის განაცხადია. რეგისტრაცია გავლილი აქვს 32 PSP-ს.

(ბიზნესპარტნიორი)